გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050210019002874672
N2/151-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.07.2019 წ. ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე -სა---------–---------------------------------------------------------რო,მოსარჩელის წარმომადგენელი- ცი----------–---–ი
მოპასუხე- შპს ,,------
წარმომადგენელი-თე--------------–--–-აძე
დავის საგანი:თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.დაეკისროს შპს ვ---ს სა---------–---------------------------------------------------------როს სასარგებლოდ 6235.18 ლარის გადახდა.
მოსარჩელე ორგანიზაციის-სა---------–---------------------------------------------------------როს წარმომადგენლის ცი----------–---–ის განმარტებით 2010 წლის 11 მარტს საქ--------–------------------------------–--------–-----------ურს, სა---------–---------------------------------------------------------როსა და სს ე------------- გაკოტრების მმართველს შორის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სა---------–---------------------------------------------------------როს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება და ასევე დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 ლარის ოდენობით, მათ შორის შპს ვ---ს დავალიანების-6235.18 ლარის მოთხოვნის უფლება. აღნიშნული დავალიანება შპს ვ---ს წარმოეშვა სს საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად, რაც დასტურდება აბონენტის ბარათითა და ქვითრით. მოსარჩელე ორგანიზაციის წარმომადგენელი ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ორგანიზაციის-შპს ვ---ს წარმომადგენლის-თე--------------–--–-აძის განმარტებით მოსარჩელის მიერ წარმოადგენილია 2019 წლის 20 თებერვალს დაბეჭდილი აბონენტის ბარათი და ელექტროენერგიის ქვითარი, რასაც მიიჩნევს მცდარად და უთითებს, რომ 2007 წლის 29 ოქტომბრის მდგომარეობით დაბეჭდილი აბონენტის ბარათითა და 2007 წელს გაცემული ელექტროენერგიის ქვითრებით ირკვევა, რომ შპს ვ---ს მიერ ბოლო დავალიანება 312 ლარი დაფარულია 2007 წლის 26 ოქტომბერს. ამასთან მათ ხელთ არსებული ქვითრებში არსებული ინფორმაცია თარიღების, ჩვენებების და გადასახდელი თანხის მიხედვით განსხვავდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აბონეტის ბარათში მითითებული ინფორმაციისაგან. ასევე მხარე უთითებს, რომ სარჩელის მიხედვით მოსარჩელეს დავალიანების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2010 წლის 11 მარტს, სარჩელზე დართული აბონენტის ბარათის მიხედვით კი დავალიანება წარმოშობილია 2007 წლის 11 ივნისს. აღნიშნული თარიღიდან გასულია სამ წელზე მეტი და შესაბამისად მხარე მოთხოვნას მიიჩნევს ხანდაზმულად. თე--------------–--–-აძის განმარტებით დაალიანების თანხა, რომ არ გადაეხადათ მოხდებოდა ელექტროენერგიის ჩაჭრა, რაც მათი მხრიდან არ განხორციელებულა. ითხოვს არ იქნას დაკმაყოფილებული სარჩელი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.საქმეშია სა–------------------------------ს 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება საწარმოთა შერწყმისა და სს ე------------- შექმნის შესახებ .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება (ს.ფ.17-18 )
3.2.2. საქმეშია 2010 წლის 11 მარტს საქ--------–------------------------------–--------–-----------ურს, სა---------–---------------------------------------------------------როსა და სს ე------------- გაკოტრების მმართველს შორის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შედგენილი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოხდა ნატურის ფორმით აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონების გადაცემა და ასევე დებიტორული მოთხოვნების კომერციული სუბიექტებიდან გადაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ს.ფ. 19-21).
3.2.3 საქმეშია სს ენეგია 21-ის დებიტორული მოთხოვნების შეფასების აუდიტორულ-საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვით შპს ვ---ს დავალიანება შეადგენს-6235.18 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საექსპერტო დასკვნა (ს.ფ.24-28 )
3.2.4 საქმეშია შპს ვ---ს აბონენტის ბართი და ქვითარი, რომლის დაბეჭვდის დროდ მითითებულია 2019 წლის 20 თებერვალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
აბონენტის ბარათი და ქვითარი (ს.ფ.29-30)
3.2.5.საქმეშია შპს ვ---ს 2007 წლის 29 ოქტომბრის აბონენტის ბარათი და ქვითრები, რომლიდანაც ირკვევა, რომ შპს ვ---ს მიერ ბოლო დავალიანება 312 ლარი დაფარულია 2007 წლის 26 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
აბონენტის ბარათი და ქვითარი (ს.ფ.87-89)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სა---------–---------------------------------------------------------როს მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სკ-ის 50-ე, 319-ე, 317-ე, 316-ე, 361-ე, 130-ე მუხლებით,6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილა უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუცის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით.
როგორც დადგენილია სა---------–---------------------------------------------------------რომ თავისი შესაძლო დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა სასამართლო 2019 წლის 1 მარტს.
6.2. საქართველოს სკ-ის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ..
6.3. 317-ე მუხლის თანახმად კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება...
6.4. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილა მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება...
კანონის მითითებული ნორმის არსიდან გამომდინარე, მოვალის ვალდებულება შესრულებაშია. შესრულების ვალდებულება მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს არა მარტო მოსარჩელის ვალდებულებას, დროულად შეასრულოს თავის მიერ ნაკისრი სამუშაო, არამედ- მოპასუხის ვალდებულებასაც დროულად აანაზღაუროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
6.6. 361-ე მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ამ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, ხოლო 105-ე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესაებ.
აღნიშნული ნორმები იმპერატიულად ავალდებულებს სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად სრულყოფილ და ობიექტურ გამოკვლევას და რაიმე გამონაკლისს რომელიმე მტკიცებულებისათვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე კანონი არ ითვალისწინებს. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა გულისხმობს თავდაპირველად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის შემოწმებას.
საქმეში მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია შპს ვ---ს 2007 წლის 29 ოქტომბრის აბონენტის ბარათი და ქვითრები, რომლიდანაც ირკვევა, რომ შპს ვ---ს მიერ ბოლო დავალიანება 312 ლარი დაფარულია 2007 წლის 26 ოქტომბერს (იხ. პუნქტი 3.2.5). აღნიშნულით დასტურდება, რომ მოპასუხე მხარეს გადახდილი აქვს დავალიანება და მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არის უსაფუძვლო.
მოსარჩელე ვალდებულია სათანადოდ დაასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც მან ამ მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ მხოლოდ ზეპირი მითითებით არ შემოიფარგლოს. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა.
გარდა სარჩელის უსაფუძვლობისა, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ სარჩელი არის ხანდაზმული, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.11. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიან ვადას, თუ მოთხოვნა შეეხება მოძრავ ნივთს ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს და ექვსწლიან ხანდაზმულობას, თუ მოთხოვნა შეეხება უძრავ ნივთებს.
6.12. საქართველოს სკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ,კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელის მიხედვით მოსარჩელეს დავალიანების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2010 წლის 11 მარტს, სარჩელზე დართული აბონენტის ბარათის მიხედვით კი დავალიანება წარმოშობილია 2007 წლის 11 ივნისს. აღნიშნული თარიღიდან გასულია სამ წელზე მეტი და შესაბამისად მოთხოვნა არის ხანდაზმული.
7. საპროცესო ხარჯები
მხარეები განთავისუფლებული არიან სახ. ბაჟის გადახისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სა---------–------------------------------------------------------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობიოს ვადის გასვლის გამო.
2. მოსარჩელე--სა---------–------------------------------------------------------------, განთავისუფლებულია სახ. ბაჯის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარინა კიკნაძე