განაჩენი

სისხლის სამართლის 02.08.2019
საქმის ნომერი
120100119002802847
დავის ტიპი
126 1
თარიღი
02.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

საქმე #1/010-19წ. 29 ივლისი, 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი – გ------------–---–---–ი;

დაცვის მხარე - ბრალდებული – შ----- გ-----------ე, დაბადებული 1----–-–------------ს ქ.თბილისში, პირადი #1---------- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული ქ.თ---–--------------------------–-------------------. ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ბ---------ი, რ---------–------–---–--------------;

ადვოკატი - კ---------------ე;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის-პირველი ნაწილით;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

1. 2018 წლის 16 ნოემბერს ქ.ბ---------ში გ--------------ის ქუჩა N3-ში მდებარე შპს ,,ჯ-------------–-ის" ბ---------ის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში, შ----- გ-----------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ---- კ----------ეს, კერძოდ: ძლიერად მოჰკიდა მარჯვენა ხელი მარჯვენა მხარში და ძლიერად მიაჯახა კედელს, რის გამოც ნ---- კ----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

შ----- გ-----------ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დაზარალებულის ნ---- კ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ბ---------ში, შპს ,,ჯ--------------–ში“ და შემთხვევის დღესაც 2018 წლის 16 ნოემბერს, იგი ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, როგორც მორიგე ქირურგი. იმყოფებოდა საავადმყოფოს მე-3 სართულზე, ქირურგიის განყოფილებაში საორდინატორო ოთახში. საოპერაციო პალატიდან ახალი გამოსული იყო, რა დროსაც, დაახლოებით 21:50 სთ-ზე, (22:30-დან-22:00 სთ-მდე შუალედში) მას დაურეკა რეგისტრატორმა და აცნობა, რომ პაციენტი იყო მისული რომელსაც სისხლმდენი ჭრილობა ჰქონდა და საჭიროებდა დახმარებას. მან საოპერაციო უნიფრომის გამოცვლაც ვერ მოასწრო, ექთანს-მ------ ხ---–--ეს, რომელიც იმყოფებოდა საოპერაციო პალატაში, უთხრა, რომ დაბლა უნდა ჩასულიყვნენ და თავად დაუყოვნებლივ გაემართა პაციენტის დასახმარებლად ლიფტით, ხოლო, მ------ ხ---–--ე კიბეების გამოყენებით ჩავიდა პირველ სართულზე. მან ამ შემთხვევის დროს პირველად ნახა შ----- გ-----------ე, რომელიც შეხვედრის დროს მშვიდად იყო. მის მიმართ, მანამდე რაიმე უარყოფითი დამოკიდებულება არ ჰქონია და არც შ----- გ-----------ისთვის მიუყენებია რაიმე სახის შეურაცხყოფა, რაც შემდგომში მის მიმართ აგრესიას გამოიწვევდა. ზ----- ჩ---------–---–მა გააღო ოთახი და შიგნით შევიდნენ შ----- გ-----------ე, შემდეგ თავად შეყვა მას და შემდეგ შევიდნენ ზ----- ჩ---------–---–ი და მ------ ხ---–--ე. პაციენტს მიუთითა, რომ სამანიპულაციო საწოლზე განთავსებულიყო, რაც პაციენტმა უსიტყვოდ შეასრულა. პაციენტმა მას განუმარტა, რომ ორი ჭრილობა ჰქონდა. ერთი ჭრილობა აღენიშნებოდა მუცლის კედელზე-მარჯვნივ, რომელიც მან დაათვალიერა პაციენტის საწოლზე დაწოლამდე, ხოლო მეორე - ნაფლეთი ჭრილობა პაციენტს აღენიშნებოდა თავის არეში, შეიმჩნეოდა სისხლის კოლტი, არც ერთი ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ იყო, თუმცა ექიმმა თავზე არსებული დაზიანება უფრო რთულად მიიჩნია ვიდრე მუცლის ჭრილობა და პირველი მისი დამუშავება გადაწყვიტა. ექიმის მითითებით შ----- გ-----------ე საწოლზე განთავსდა პირდაღმა, რადგან თავის ჭრილობის დამუშავება ასე უფრო მოსახერხებელი იყო მისთვის. ზ----- ჩ---------–---–ი იდგა კარებთან, ხოლო ექთანს-მ------ ხ---–--ეს უთხრა, რომ პაციენტისთვის საჭირო ინსტრუმენტები და მედიკამენტები გაემზადებინა. პაციენტი იწვა სამანიპულაციო მაგიდაზე. ვინაიდან ოთახი პატარაა და იგი იდგა სამანიპულაციო მაგიდასთან-მარჯვენა მხარეს, თავისუფალი მანძილი ფაქტიურად აღარ იყო.

მან დაიწყო პაციენტის ვინაობისა გარკვევა და ჭრილობის მიზეზის გასარკვევად შეკითხვების დასმა, რაც მის მოვალეობაში შედის, რადგან საჭიროების შემთხვევაში პოლიციაც დროულად ჩაერთოს საქმეში. მათი ამგვარი კომუნიკაცია გაგრძელდა 5-10 წუთის განმავლობაში. მისი განმარტებით ბრალდებულისთვის არ უთქვამს, რომ პოლიციის მისვლამდე ჭრილობას არ დაამუშავებდა. მას არ აქვს პოლიციისთვის ამგვარი ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება და აღნიშნული ვალდებულება აკისრია მორიგე ექიმს, რომელიც იმ დროს იყო ო-–----------ე. ამ შეკითხვების დროს პაციენტი გაღიზიანდა, წამოჯდა სამანიპულაციო მაგიდაზე, შემდეგ წამოხტა, არც კი უთხოვია, რომ გასვლა სურდა და გასცლოდა. შ----- გ-----------ემ მას მიზანმიმართულად წაავლო ხელი მარჯვენა მხარში, დაუწყო ყვირილი ,,შენ ვის ეკითხები ამდენს, იცი მე ვინ ვარ? ეხლა ნახე რა გიყო, შენ ვინ ხარ, მე რომ დაკითხვას მიწყობ“ და მიაჯახა კედელზე. ამ ქმედებით დაზარალებულმა ძლიერი ტკივილი განიცადა, კედელზე მიჯახების შედეგად, სიმწრისგან ცრემლებიც კი წამოუვიდა. ვინაიდან მას გადატანილი აქვს ონკოლოგიური დაავადება, ამოჭრილი აქვს მარჯვენა ფილტვი და გულმკერდის ღრუში მდებარე ორგანოების სტანდარტული განლაგება დარღვეულია, კედელზე მიჯახების გამო მას ასევე განუვითარდა გულის არითმია. ამ მომენტში ზ----- ჩ---------–---–ი მივიდა, მას და შ----- გ-----------ის შუა ჩადგა და შ----- გ-----------ეს ეუბნებოდა ,,რას აკეთებო“. ნ---- კ----------ემ ამ სიტუაციით ისარგებლა და დატოვა ოთახი. ესმოდა, რომ შ----- გ-----------ე მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა დედის მისამართით. ოთახის დატოვების შემდეგ, იგი ავიდა შენობის მესამე სართულზე სადაც დახვდა ექიმი-მ--–---- გ-------–---–ი, აუხსნა შექმნილი სიტუაცია და სთხოვა, რომ დაეთვალიერებინა მისი მხარი, როგორც შემდეგ მ--–---- გ-------–---–მა უთხრა მას მხარზე ემჩნეოდა თითების ნაკვალევი და შეშუპებული ჰქონდა, თუმცა ამის დასადასტურებლად მაშინვე რაიმე ფოტოსურათი ან რენტგენი არ გადაუღია. მისივე განმარტებით, მკურნალობაც საკუთარი ინიციატივით ჩაიტარა, თავისივე გამოწერილი წამლებით. ამის შემდეგ მას საავადმყოფოში გაუხსნეს სამედიცინო ისტორია, სადაც დაფიქსირდა მისი დაზიანება. დაზიანების შედეგად გამოწვეულმა ტკივილმა, მას დაახლოებით 5 დღის შემდეგ გაუარა.

მან განუმარტა მ--–---- გ-------–---–ს, რომ ვეღარ შეძლებდა შ----- გ-----------ისთვის ჭრილობის დამუშავებას და სხვას მიეხედა, რის შემდეგაც მ--–---- გ-------–---–ი ჩავიდა შ----- გ-----------ის დასახმარებლად. დაზარალებულის განმარტებით მან თავად დარეკა 112-ზე მას შემდეგ რაც სამანიპულაციო ოთახიდან ავიდა მესამე სართულზე და გამოიძახა პოლიცია.

მოწმე მ------ ხ---–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ შპს ,,ჯ--------------–ში“ მუშაობს ექთნად 25 წლის სტაჟით და მისი მოვალეობაა ექიმის მითითებების შესრულება. 2018 წლის 16 ნოემბერს იმყოფებოდა საავადმყოფოს მესამე სართულზე სადაც ასევე იმყოფებოდა ქირურგი ნ---- კ----------ე. მორიგი ოპერაციიდან დაახლოებით 20 წუთი იყო გასული, რა დროსაც უკვე ლიფტთან მყოფმა ნ---- კ----------ემ დაუძახა, რომ დახმარებოდა, შემოსული პაციენტისათვის ჭრილობების დამუშავებაში და ლიფტით ჩავიდა პირველ სართულზე. ვინაიდან მან ვერ მიუსწრო ლიფტს, ისარგებლა კიბეებით და სამანიპულაციო ოთახთან დაეწია ქირურგს. სამანიპულაციო ოთახში შესვლისას მან დაინახა, რომ შ----- გ-----------ე ჩაცმულ მდგომარეობაში, წყნარად იწვა სამანიპულაციო მაგიდაზე, შუბლზეც სისხლი ჰქონდა შემხმარი. ოთახში ასევე იყვნენ ნ---- კ----------ე და დაცვის თანამშრომელი-ზ----- ჩ---------–---–ი. თავად იდგა სამანიპულაციო მაგიდის მარცხენა მხარეს, ინსტრუმენტების მაგიდასთან ნ---- კ----------ე იდგა, სამანიპულაციო მაგიდის მარჯვენა მხარეს, ხოლო ზ----- ჩ---------–---–ი იდგა ასევე მარჯვენა მხარეს, კარებთან.

ნ---- კ----------ემ მას უთხრა, რომ გაემზადებიან ჭრილობის დასამუშავებლად საჭირო ინსტრუმენტები, არ უთქვამს თუ რომელი ჭრილობის დამუშავებას აპირებდა პირველს. ამ დროს ნ---- კ----------ე შეკითხვებს უსვამდა შ----- გ-----------ეს და არკვევდა თუ რა და როგორ დაემართა. მოწმის განმარტებით მას არ გაუგონია, რომ თითქოს ნ---- კ----------ეს ეთქვას შ----- გ-----------ისთვის, რომ პოლიციის მისვლამდე მას ხელს არ მოჰკიდებდა. შეკითხვებამდე შ----- გ-----------ე წყნარად იყო და განმარტავდა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში, ხოლო შეკითხვების შემდეგ გახდა აგრესიული, წამოხტა, წამოჯდა სამანიპულაციო მაგიდიდან მარჯვენა მხარეს-საითაც ნ---- კ----------ე იდგა. მას არ დაუნახავს ხელის მოკიდების მომენტი რადგან შებრუნებული იყო და ინსტრუმენტებს ამზადებდა, მან დაინახა მხოლოდ კედელზე მიჯახების მომენტი რა დროსაც ბრალდებული ყვიროდა მომაშორეთ ეს ქალი აქედანო, თან იგინებოდა. ვინაიდან ოთახი ფართით პატარაა, ნ---- კ----------ე კედელთან ახლოს იდგა და ხელის კვრის შემდეგ იგი კედელზე მიეჯახა. მოწმე ცდილობდა აეხსნა შ----- გ-----------ისთვის, რომ ნ---- კ----------ე-ქირურგი იყო და მის დასახმარებლად იყო მისული, თუმცა შ----- გ-----------ე უარზე იყო და იძახდა, რომ მას ნ---- კ----------ის დახმარება არ სჭირდებოდა. შ----- გ-----------ის დამშვიდებას ზ----- ჩ---------–---–იც ცდილობდა, ნ---- კ----------ემ აცრემლებულმა დატოვა ოთახი. მისი წასვლის შემდეგ შ----- გ-----------ემ მის მიმართაც შეიგინა.

ამის შემდეგ ოთახში შევიდა მისთვის უცხო ორი პიროვნება რადგან კარები ღია იყო და დერეფანში ბევრი ხალხი იყო. ისინიც ცდილობდნენ შ----- გ-----------ის დამშვიდებას. როგორც მან მოგვიანებით ნახა, შ----- გ-----------ეს თავზე აღენიშნებოდა ერთი ჭრილობა, შ----- გ-----------ე განმარტავდა, რომ თავში აგური ჩაირტყა, ხოლო მეორე ჭრილობა ჰქონდა მუცლის მარჯვენა გარე კედელზე. შ----- გ-----------ე ითხოვდა სხვა ექიმის მისვლას, ამ დროს ოთახში შევიდა მ--–---- გ-------–---–ი და საბოლოოდ მ--–---- გ-------–---–მა დაუმუშავა მას ჭრილობები. ამ დროს შ----- გ-----------ე დამშვიდებული იყო და აგრესია არავის მიმართ არ გამოუხატავს. წასვლის წინ მან ბოდიშიც კი მოუხადა იქ მყოფებს თავისი საქციელის გამო. მოწმე დაეთანხმა გამოძიების დროს მის მიერ მიცემულ ჩვენებას.

მოწმე ზ----- ჩ---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ შპს ,,ჯ--------------–ში“ მუშაობს დარაჯად და 2018 წლის 16 ნოემბერსაც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. დაახლოებით 21:45საათზე ჰოსპიტალში შევიდა პაციენტი, რომელიც განმარტავდა რომ ჭრილობა ჰქონდა და საჭიროებდა ქირურგის დახმარებას. რეგისტრატორმა დარეკა ქირურგიის განყოფილებაში და აცნობა სიტუაციის შესახებ. ქირურგის მისვლამდე მოწმემ პაციენტი შეიყვანა სამანიპულაციო ოთახში. 4-5 წუთის შემდეგ ოთახში შევიდნენ ქირურგი - ნ---- კ----------ე და ექთანი მ------ ხ---–--ე. შ----- გ-----------ე იწვა პაციენტისთვის განკუთვნილ საწოლზე, ხოლო ექიმი ნ---- კ----------ე საწოლის მარჯვნივ, მარცხნივ მ------ ხ---–--ე. ამ დროს ოთახში მასთან ერთად იმყოფებოდა ექიმი-ნ---- კ----------ე, ექთანი- მ------ ხ---–--ე და შ----- გ-----------ე, ხოლო პოლიცია მოვიდა მოგვიანებით. ნ---- კ----------ემ ზედაპირულად დაათვალიერა გ-----------ის ჭრილობა. მოწმეს არ ახსოვს ნ---- კ----------ის ისეთი განმარტება, თითქოს პოლიციის მისვლამდე ჭრილობის დამუშავებას ვერ დაიწყებდა. მან შ----- გ-----------ეს დაუწყო ვინაობის გამოკითხვა და დაზიანების მიზეზის გარკვევა. ეს კომუნიკაცია გრძელდებოდა 2-3 წუთის განმავლობაში, ამან შ----- გ-----------ე გააღიზიანა, ამბობდა, რომ დაჭრილი იყო, თავად მიიყენა ეს ჭრილობები, დახმარება სჭირდებოდა და უმჯობესი იყო ამის შემდეგ გაერკვია ყველაფერი და პოლიციაშიც დაერეკათ. ამის გამო შ----- გ-----------ე გახდა აგრესიული და ექიმს უთხრა, რომ დახმარება საერთოდ აღარ სჭირდებოდა და მისთვის თავი დაენებებინათ, იძახდა ,,რაღა აქ მოვკვდე, მირჩევნია სახლში მოვკვდე“. წამოდგა საწოლიდან, უნდოდა ოთახიდან გასვლა, ამ დროს მან ხელი გაიქნია, რომელიც ექიმს მოხვდა. ექიმს მოჰკიდა მხარზე ხელი, უთხრა ,,გამატარეო“, რის შედეგადაც ექიმი კედელს მიეჯახა, თუმცა არ წაქცეულა. მოწმის აზრით ხელის მოქნევა არ მომხდარა გამიზნულად. ექიმი კედელს მიეჯახა იმიტომ, რომ ოთახი ფართით ვიწროა, თავისუფლად გადაადგილება შეუძლებელია. მოწმე მაშინვე მივიდა გ-----------ესთან, ცდილობდა მის დამშვიდებას და უმარტავდა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა. ნ---- კ----------ემ აღარ გააგრძელა ჭრილობის დამუშავება, დატოვა ოთახი და წავიდა შენობის ზედა სართულისკენ. ექიმის წასვლის შემდეგ შ----- გ-----------ე იგინებოდა ზოგადად, საავადმყოფოს მისამართით და კონკრეტულად ვინმესთვის ან ოთახში მყოფებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ნ---- კ----------ის წასვლიდან, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, მივიდა ექიმი - მ--–---- გ-------–---–ი, შ----- გ-----------ე მისული იყო კარებთან თუმცა შემდეგ უკან დაბრუნდა. ამ დროს პოლიციაც მისული იყო საავადმყოფოს შენობაში და საბოლოოდ, მ--–---- გ-------–---–მა აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება შ----- გ-----------ეს. შ----- გ-----------ე უკვე დამშვიდებული იყო და მან წასვლისას ბოდიშიც კი მოუხადა იქ მყოფებს მისი საქციელის გამო.

თავად მოწმე ამ შემთხვევის დროს იმყოფებოდა ოთახის შესასვლელ კარებთან. ოთახი ფართით არის პატარა. შესვლისთანავე დგას სამანიპულაციო საწოლი, რომელიც კედლებიდან დაახლოებით ნახევარი მეტრითაა დაშორებული. მის ერთ მხარეს განთავსებულია სამედიცინო ინსტრუმენტები, ხოლო მეორე მხარეს ვიწრო გასასვლელი ადგილია. კარები იყო დახურული, რომელიც არის გაუმჭვირვალე და საკეტით არ იკეტება. იგი დარაჯობდა, რომ ოთახში უცხო არავინ შესულიყო. შემთხვევის დროს ოთახში იმყოფებოდნენ თავად მოწმე, ექიმი-ნ---- კ----------ე, ექთანი-მ------ ხ---–--ე და შ----- გ-----------ე. შ----- გ-----------ემ ნ---- კ----------ე მიაჯახა შესასვლელიდან მარჯვნივ მდებარე კედელზე. შემთხვევას ოთახში მყოფების გარდა ვერავინ დაინახავდა, რადგან კარები მიხურული იყო. მოწმე ეთანხმება გამოძიების დროს მის მიერ მიცემულ ჩვენებას.

მოწმე მ--–---- გ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ბ---------ის ,,ჯ--------------–ის“ ქირურგიული განყოფილების გამგე. 2018 წლის 16 ნოემბერს იმყოფებოდა თავის სამუშაო ოთახში, დაახლოებით 22:00 საათზე მის ოთახში შევიდა ნ---- კ----------ე მორიგე ექიმი-ქირურგი, იყო აღშფოთებული და განერვიულებული და თქვა, რომ მიმღებში შევიდა პაციენტი ჭრილობებით, რომელმაც მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ აგინა და განახორციელა ძალადობა, რაც გამოიხატებოდა მხარში ხელის წავლებითდა კედელზე მიჯახებით, იგი იყო ცუდად და მისთვის დახმარების აღმოჩენა აღარ შეეძლო და სთხოვა პაციენტს დახმარებოდა. ის მაშინვე ჩავიდა პაციენტი იწვა შესასვლელ ოთახში, პაციენტს აღენიშნებოდა ჭრილობები თავისა და მუცლის მარჯვენა გვერდით მიდამოში, დაიწყო ჭრილობების დამუშავება. პაციენტი იყო აგრესიული, იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ. თუმცა მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ჭრილობა, რომელიც აღენშნებოდა თავის არეში გაუკერა, ხოლო მუცლის ჭრილობის დრენირება გააკეთა. შესთავაზა, რომ კლინიკაში ყოფილიყო გარკვეული პერიოდი მაგრამ მან უარი განაცხადა და თვითნებურად დატოვა კლინიკა. ნ---- კ----------ემ დაახლოებით ხელმეორედ მიმართა 2-3 საათის შემდეგ, ოფიციალურად გააფორმეს როგორც პაციენტი და სთხოვა, რომ გაესინჯა, რადგან მხარში ტკივილს გრძნობდა და გამაყუჩებელმაც არ უშველა. გასინჯა როგორც პაციენტი. ნ---- კ----------ეს აღენიშნებოდა მარჯვენა მხარსა და ბეჭის მიდამოში შეშუპება და ჰიპერემია. შემდეგ მისცა რჩევა-დარიგება და დანიშნულება. განმარტავს რომ ჰიპერემია არის გაწითლება. ასევე აღენიშნებოდა ოპერაციის ნაწიბური, მას რამდენიმე წლის წინ გაკეთებული ჰქონდა ონკოლოგიური ოპერაცია ანუ მარჯვენა ფილტვი არ აქვს. შემთხვევას არ შესწრებია, მაგრამ ნ---- კ----------ე გასინჯვისას ამბობდა, რომ განიცდიდა ფიზიკურ ნ---- კ----------ეს იცნობს დიდი ხანია დოკუმენტებით და ისტორიით, მას აღენიშნებოდა ძველი ნაოპერაციევი ნაწიბური. ნ---- კ----------ის მდგომარეობა შეაფასა ობიექტური დათვალიერებით - მას აღენიშნებოდა დაჟეჟილობა. რაც ასევე ჩაწერა ავადმყოფობის ისტორიაში. თვითონ ნ---- კ----------ემ აუხსნა, რომ პაციენტმა ხელი მოჰკიდა და კედელზე მიაჯახა იმის გამო, რომ მომხდარს შესახებ დაუწყო შეკითხვების დასმა, რამა შ----- გ-----------ე გააღიზიანა. ბრალდებულს თვითონ მოწმისათვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

ბრალდებულმა შ----- გ-----------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს, დილიდან წავიდა სამსახურში. იცოდა, რომ მამამისი უნდა წასულიყო თვალის ოპერაციაზე, მაგრამ ვერ გაჰყვა სამსახურის გამო. საღამოს მივიდა მასთან სახლში, მაგრამ ჯერ დაბრუნებული არ იყო. როგორც გაარკვია დაახლოებით ცხრა საათზე სახლში იქნებოდა თანმხლებ ნათესავ ქალთან ერთად. გადაწყვიტა მასთან სახლში დალოდებოდა. ცოტა ხანი ელოდა, შემდეგ იფიქრა დედის საფლავზე ასულიყო, აიღო სასმელი, ხილი, პატარა დანა და წავიდა. საფლავზე დალია რამდენიმე ჭიქა და დაღლილობის გამო ცოტა დათვრა. დაახლოებით 22:00 საათი იყო, როდესაც წამოვიდა მამამისის სახლის მიმართულებით, რომელიც ახლოს ცხოვრობს სასაფლაოსთან. ჩაიარა ვიწრო ბილიკზე და რადგან განათებაც არ იყო გაუცურდა ფეხი და გადავარდა ხრამში. თავზე მიიღო დაზიანება, დანაც ედო ჯიბეში და აქედან გამომდინარე დაიუზიანდა გვერდი. თავზე სისხლი რომ დაინახა შეეშინდა და მივიდა დაახლოებით 200 მეტრში მდებარე სავადმყოფოში ფეხით. თავი ძალიან მისვლისთანავე ითხოვდა შველას, თავზე გადაკრული ჰქონდა შავი ბენდენა რომელიც სულ სისხლიანი იყო. ორმა ბიჭმა მოჰკიდა ხელი. ადმინისტრაციაში რომ შევიდა დახმარება ითხოვა და პირადობის მოწმობაც მისცა. ადმინისტრატორმა იქვე მყოფ ბიჭებს უთხრა რომ შეეყვანათ მიმღებში. ამ დროს მართლაც ეგრე მოხდა და შეიყვანეს პირველადი დახმარების ოთახში. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ყურადღება არავინ მიაქცია. თან ეუბნეოდა ექთანს, რომ ელემენტარულად მიეხედათ და თუ ვინმე მასზე გაჭირვებული იყო ეთქვათ და ტკივილებს აიტანდა და გაუძლებდა. იმ ექთანმა ვერაფერი ვერ უთხრა, მაგრამ სასამართლოზე ნ---- კ----------ის დაკითხვის შემდეგ გამოიტანა დასკვნა, რომ აკეთებდა ოპერაციას და იმიტომ ვერ ჩავიდა მასთან. ტკივილი უკვე რომ უძლიერედებოდა, უწმაწურ სიტყვებს იძახდა ტკივილიდან გამომდინარე, სიტყვიერი შეურაცხყოფა კონკრეტულად არავისთვის მიუყენებია. ერთადერთი ნ---- კ----------ე ამბობს, რომ პირადად მას მიაყენა შეურაცხყოფა. გავიდა ნახევარი საათზე მეტი. ამ დროს მიავიდა მისი მეუღლე და მეგობრები. ექიმი როდესაც შევიდა პალატაში წამოწოლილი იყო, ხელსა და ფეხს ვერ ამოძრავებდა. ქირურგს დერეფანში არ შეხვედრია. იგი ეკითხებოდა დაზიანება სად მიიღო და უთხრა რომ პოლიციაში უნდა განეცხადა. მან უპასუხა, რომ პრობლემა არ იყო, მაგრამ ტკივილები აწუზედა და ჯერ მიეხედათ და შემდეგ დაერეკათ. ნ---- კ----------ემ განუცხადა უარი ვერ მოგხედავთ თუ პოლიციაში არ დავრეკეთო. თავზე დახედა ჭრილობებზე შეხედა. არ აქცევდა ყურადრებას. განერვიულებული წამოდგა და განუცხადა თუ არ მხედავთ აქ სიკვდილს სახლში მოვკვდე მირჩევნიაო. წამოდგომის დროს ნ---- კ----------ისთვის ხელი არ მიუკარებია, შეიძლება ადგომის დროს დახმარების მიზნით დაეყრდნო. ნ---- კ----------ე ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას მისი მხრიდან, ნათიტურები და გაწითლებული ემჩნეოდა, ეს ყველაფერი რომ მომხდარიყო იქ პოლიცია იყო და მაშინვე გამოიძიებდა და ექსპერტიზასაც ჩაატარებდა. რადგან, პოლიცია ისედაც იყო დაინტერესებული. რა წამლები და დანიშნულებაც ახსენა, ის დანიშნულება დასკვნშიც არ არის. მაგის მერე პოლიციაც მივიდა და ქალბატონი ნ---- იდგა გვერდით და მისთვის ხელი არ დაუკარებია. საწოლსა და კედელს შორის დაშორება 40 სმ იქნებოდა და ორი კაცი შეხების გარეშე ფიზიკურად ვერ გაეტევა. მიატოვა ნ---- კ----------ემ და არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია მისთვის. შევიდნენ პოლიციელების ჯგუფი. ამ დროსაც ტკივილებიდან გამომდინარე ანერვიულებული იყო. ოჯახში გაზრდილია და იცის ქალს როგორ უნდა მოექცეს. ისიც იცოდა, რომ პოლიციაში მაინც დარეკავდნენ, მას რომ რაიმე დანაშაული ჰქონოდ ჩადენილი სავადმყოფოში საერთოდ არ მივიდოდა. იქ შევიდა პოლიციის უფროსი და უფროსის მოადგილე, შეურაცხყოფა მიაყენეს და მათ გასცა საკადრისი პასუხი რაც ძალიან არ ესიამოვნათ. ამის შემდეგ ჩავიდა მ--–---- გ-------–---–ი, ეს პოლიციელიები ავიდნენ ნ---- კ----------ესთან და დარწმუნებულია, რომ უთხრეს თუ როგორ დაეწერათ. უსამართლოდ უჩივლეს. ზუსტად არ იცის კ----------ეს რა უთხრეს მაგრამ ფაქტი ისაა რომ მტკიცებულება აქვთ. დაზიანებები არავის მიუყენებია მისთვის. მას ახსოვს, რომ ოთახში შეიყვანეს ბიჭებმა წამოაწვინეს. თავზე უფრო მეტი ტკივილი მიიღო ვიდრე მუცლის არეში. გვიან მიხვდა რომ მუცლის არეშიც ჰქონდა ჭრილობა, როდესაც ფეხი ასტკივდა.

რაც ჩვენებაში ჰქონდა ნ---- კ----------ეს დაწერილი ეს ყველაფერი თვითონ დაწერეს გამოძიების დროს პოლიციის თანამშრომლებმა. ჯ--------------–ში ნ---- კ----------ის ინიციატივით მივიდა პოლიცია. ნ----მ რომ დაინახა საეჭვო დაზიანებები დარეკა პოლიციაში. ო-–----------ემ ვერ დარეკა პოლიციაში. 112-ში შეიძლება ზარი განხორციელდა სხვა მიზნით, მაგრამ როდესაც პოლიცია მივიდა სავადმყოფოში მისით დაინტერესდნენ. მის მიმართ პოლიციას პრეტენზია აქვს, რადგან მასზე მეტი თანამდებობა აქვს. ნ---- კ----------ე ნახევარი საათის განმავლობაში არ აქცევდა ყურადრებას და ამ დროს ტკივილს განიცდიდა. ყურადღებას რომ არ აქცევდნენ ამის გამო გაბრაზებული იყო, მაგრამ შეურაცხყოფა არავისთვის არ მიუყენებია. ნ---- კ----------ემ მიატოვა თუარა სახლში წასვლა დააპირა. ოთახიდან თითქმის ერთად გავიდნენ. როდესაც ოთახში შევიდა ნ---- კ----------ე თვითონ იწვა, ბიჭებიც იყვნენ ოთახში, ზოგს ხელი ეჭირა ტკივილებიდან გამომდინარე, ზოგს კი ფეხი. ნ---- კ----------ეს შეჰყვა ჩ---------–---–ი, შემდეგ ხ---–--ე, რომელმაც განაცხადა სასამართლო პროცესზე რომ მარტო ხელის მოკიდვა დაინახა და არაფერი გაუგია. შევიდა გადახედა აანთო შუქი. ნ---- კ----------ე, რომ ამბობს თითქოს მუცელზე იწვა ეს არის ტყუილი, ჩ---------–---–მა ზურგზე დააწვინა რადგან გაეკერა ჭრილობა. კ----------ე, რომ მივიდა სულ გადაავიწყდა 30 წუთის განმავლობაში, რომ ელოდებოდა რადგან ეგონა მოკვდებოდა. ნ---- კ----------ემ მარტო თავზე დახედა და მას უნდოდა რომ მუცლის ჭრილობაზე მიეხედა ჯერ. მას ეშინოდა ამ ჭრილობების გამო რადგან ეგონა მოკვდებოდა და ითხოვდა მუცლის ჭრილობისთვის მიეხედათ. სახლში წასვლა იმიტომ დააპირა, რომ ყურადრებას არავინ აქცევდა და სახლში მეზობელი მაინც მიაქცევდა ყურადღებას. ოჯახში გაზრდილია და არ აქვს უფლება ვიღაც მანდილოსანს მიაყენოს შეურაცხყოფა. 30 წუთი რომ გავიდა მაგაზე გაბრაზდა რადგან თავის სიცოცხლეზე ფიქრობდა. მისი მეუღლე ხ-------------–--ე რომ დაეკითათ იტყოდა თუ როგორი ზიზღით მოიშორა ქალბატონმა ნ---- კ----------ემ. გამოკითვის ოქმების ასლები მას არ ჩაუბარებია და ხელმოწერა გაყალბებულია. მოწმეები რომლებიც დაკითხეს სასამართლოში პოლიცია ამით დაინტერესებული იყო რომ მათ ტყუილი ეთქვათ. გამოძიება ჰკითხავს ყოველთვის ბრალდების მხარისთვის და არა მისთვის. რაც აინტერესებდა მოწმეებს კითხვები დაუსვა სასამართლო სხდომაზე. მან ნ---- კ----------ეს სპეციალურად დაუსვა შეკითხვა რა დანიშნულების წამლები ჰქონდა, ხოლო მან უპასუხა, რომ ეს წამლები თავისით დაინიშნა. მ--–---- გ-------–---–ის ხელმოწერით ჰქონდა დანიშნულება და სამედიცინო ექსპერტიზაზე რომ გადააგზავნეს სამედიცინო ბარათის ნომერიც არ ჰქონდა. დეპარტამენტში განაცხადა, რომ პაციენტმა მიაყენა შეურაცხყოფა ტკივილით. დანიშნულებაში არ უწერია ტკივილგამაყუჩებელი, რადგან მას არაფერი სტკიოდა. ჩუტრეკაშვილმა თქვა რომ ნ---- კ----------ეს მოჰკიდა ხელი, შეიძლება იმიტომ მოჰკიდა ხელი, რომ ამდგარიყო. ემოცია ამ ქალისთვის არ გამოუხატავს. ხელი კი მხოლოდ იმიტომ მოჰკიდა რომ ამდგარიყო და ძირს არ დაცემულიყო. მას განზრახ არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც აქვს ამის არანაირი უფლება. პროკურატურა მისი დაჭერით იყო დაინტერესებული. დანაშაულს აცნობიერებს ძალიან კარგად. ტკივილის გამო მოუჭირა ხელი და რადგან პირობითი ჰქონდა დააპატიმრეს. ნ---- კ----------ემ და ქალბატონ ხ---–--ემ ტყუილი თქვეს. პალატაში ისეთი პატარა ადგილი იყო რომ იქ შეუძლებელი იყო მუცელზე დაწოლილიყო. გ-------–---–ი შევიდა, ზურგზე დააწვინა და ჭრილობა გაუკერა ბალიშიც თავქვეშ დაუდო. ბრალდებულის განმარტებით, შემთხვევის შემდეგ, მას შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომელმა, რომლის სახელი გვარიც არ ახსოვს. მანაც უხეშად უპასუხა, ამ ყველაფერს შეესწრნენ მისი მეგობრები, რომლებიც დაცვის მხარის მოწმეთა სიაში არიან მითითებული. ასევე შენობიდან გასვლის შემდეგაც მას პოლიციის უფროსის მოადგილემ კვლავ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასაც იგივე პასუხი გასცა. ამის შემდეგ მან დატოვა იქაურობა და წასვლამდე საავადმყოფოში მყოფ ხალხს ბოდიშიც მოუხადა.

სატელეფონო შეტყობინებით N2------ დგინდება, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს 112 დაუკავშირდა შპს ,,ჯ-------------–-ის’’ ბ---------ის სამედიცინო ცენტრის ექიმი ნ---- კ----------ე და აცნობა, რომ პაციენტმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

სატელეფონო შეტყობინებით N2------ დგინდება, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს შსს ბ---------ის რაიონული სამმართველოს სამორიგეოს დაუკავშირდა შპს ,,ჯ-------------–-ის’’ მორიგე ექიმი ო-–----------ე, რომელმაც განაცხადა, რომ შპს ,,ჯ-------------–-ში’’ დახმარების მიზნით მიიყვანეს 1----–--–ს დაბადებული შ----- გ------ის ძე გ-----------ე, დიაგნოზით ჭრილობა თავის არეში, მისი განმარტებით აღნიშნული დაზიანება მიიყენა თვითონ თვითდაზიანების შედეგად.

მოწმე ო-–----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ბ---------ის სამედიცინო ცენტრის მორიგე ექიმი. 2018 წლის 16 ნოემბერს იყო მორიგე ,,ჯ--------------–ის“ მიმღებ განყოფილებაში, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, დაახლოებით იქნებოდა 22:00 საათი, მივიდა მისთვის უცნობი პირი, თავზე ჰქონდა ჭრილობა და მოსდიოდა მცირე რაოდენობით სისხლი. შეკითხვაზე თუ რა მოუვიდა მან უპასუხა რომ დედამისის საფლავზე იყო და თვითონ მიიყენა დაზიანებები. ამ პერიოდში მიმღებში ჰყავდა მძიმე პაციენტი, დაკავებული იყო უმძიმესი პაციენტით რომელსაც თბილისში აგზავნიდნენ. რის გამოც თანამშრომლებს უთხრა, რომ ქირურგისთვის დაერეკათ რათა ამ ახალი პაციენტისათვის მიეხედათ. მოწმე მომხდარ ფაქტს არ შესწრებია. შ----- გ-----------ის დაზიანება დაინახა რადგან თავზე ჰქონდა ჭრილობა. პირველი პაციენტს თვითონ შეხვდა, ხმაურის ხმა გაიგო მიმღებში სავადმყოფოში რომ შევიდა შველას ითხოვდა. მიმღები განყოფილების ოთახიდან შორს არ არის სამანიპულაციო ოთახი, ყვირილის ხმა ესმოდა, მაგრამ არ ეგონა, რომ ამ პაციენტის ხმა იყო. ბ---------ის პოლიციაში როდის დარეკეს არ იცის, როგორც იცის დარეკა თვითონ ნ---- კ----------ემ. როდესაც პაციენტი გააგზავნა თბილისში, თვითონ ნ---- კ----------ისგან გაიგო, რომ ფიზიკური და სიტყვიეირი შეურაცხყოფა მიაყენა პაციენტმა. ნ---- კირტანიძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეორე ჯგუფის ინვალიდია.

2018 წლის 17 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დაზარალებულმა ნ---- კ----------ემ გამომძიებელ თ-----------–---ესთან და ექსპერტ ვ-–-----–-–---–თან ერთად დაადასტურა მის მიერ გამოძიებისთვის მოწმის სახით მიცემული ჩვენება და მიუთითა შემთხვევის ადგილი, რაც ექსპერტ ვ-–-----–-–---–ის მიერ იქნა დასურათებული.

2018 წლის 19 ნოემბერს შპს ,,ჯ--------------–ს’’ ბ---------ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც გაცემულია პაციენტ ნ---- კ----------ეზე მოკლე ანამნეზში მითითებულია, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კლინიკაში შემოსულმა პაციენტმა (მხარში ხელი წაავლო და მიანარცხა კედელზე) უჩიოდა ტკივილს მარჯვენა მხარის და ბეჭის მიდამოში, ტკივილი ძლიერდებოდა ღრმა ჩასუნთქვის და მოძრაობის დროს. მარჯვენა მხრის (დელტისებრი) და ბეჭის მიდამო შეშუპებული, პალპაციით მტკივნეული, მხარის მიდამოში კანი ჰიპერემიული.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----------------------------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად შპს ,,ჯ--------------–ს’’ ბ---------ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის N4----ის მიხედვით შ----- გ-----------ეს აღენიშნებოდა დაჟეჟილ-ნაფლეთოვანი ჭრილობა თხემის არეში და ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე. თხემის არეში არსებული დაჟეჟილი ჭრილობა მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო მუცლის არეში არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიყენებულია რაიმე მჭრელი-მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით. აღნიშნული დაზიანებები როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ორივე ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–--------------ის N9--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, შპს ,,ჯ--------------–ს’’ ბ---------ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით ნ---- კ----------ეს სხეულზე დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

ექსპერტმა დ-------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.

შ----- გ-----------ეს 30 ნოემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 03 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 4000 ლარის ოდენობით. ბრალდებულის მიერ გირაო ვერ იქნა უზრუნველყოფილი და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიება გირაო შეიცვალა პატიმრობით ბრალდებული შ----- გ-----------ე დაკავებული იქნა სხდომის დარბაზში.

2018 წლის 30 ნოემბრის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ ნ---- კ----------ე (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამომძიებლებლმა თ-----------–---ემ, ლ-–---------ემ და ექსპერტმა ვ-–-----–-–---–მა სასამარტლოში მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.

სასამართლომ ასევე გამოიკვლია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ:

მოწმე ვ----–-–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს მეგობრებთან - მათ შორის ნ-----–-----------ესთან და კ--------–-–--–---–თან ერთად იმყოფებოდა ბ---------ის საავადმყოფოში, ვინაიდან მისი ერთ-ერთი მეგობრის მამის ოპერაციის დასრულებას ელოდებოდნენ. საღამო იყო, უკვე ბნელოდა როდესაც შენობის მისაღებში შემოვიდა შ----- გ-----------ე. მას თავზე აღენიშნებოდა ჭრილობა საიდანაც სისხლი მოსდიოდა, მაისურიც სისხლიანი ჰქონდა და ხმამაღლა ითხოვდა დახმარებას. ვინაიდან თანაქალაქელები არიან, დაუწყეს გამოკითხვა თუ რა შეემთხვა. შ----- გ-----------ე არეულად პასუხობდა მათ და მისი ნათქვამიდან აზრის გამოტანა შეუძლებელი იყო, ხან ამბობდა, რომ ქვა ჩაარტყეს თუ რაღაცა შეერჭო.

საუბრის დროს შ----- გ-----------ე მაისურს ათამაშებდა ზემოთ - ქვემოთ, რა დროსაც მოწმემ შეამჩნია, რომ მარჯვენა მხარეს, ნეკნთან ჰქონდა გამობერილი სავარაუდოდ სისხლისგან, ეს მიიჩნია ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობად და ვინაიდან მედპერსონალი დატვირთულ რეჟიმში მუშაობდა, შ----- გ-----------ის დახმარების მიზნითნ დაიძახა ხმამაღლა, რომ შ----- გ-----------ისთვის ვინმეს მიეხედა. ამ დროს მისი მეგობრები ნ-----–-----------ე და კ--------–-–--–---–ი შ----- გ-----------ეს დაეხმარნენ სამანიპულაციო ოთახში შესვლაში და ექთანიც მათთან ერთად იმყოფებოდა. თვითონ არ შეჰყოლია მათ რადგან სისხლის დანახვაზე ცუდად ხდება. შ----- გ-----------ეს ყურადღება ერთ-ერთმა ექთანმა მიაქცია და შევიდა სამანიპულაციო ოთხში მისი ჭრილობების დასამუშავებლად. ამ მომენტიდან დაახლოებით 10 წუთის გასვლის შემდეგ ექთანი გამოვიდა სამანიპულაციო ოთახიდან და ამბობდა, რომ ექიმის გარეშე ვერ დაეხმარებოდა. მოწმის ვარაუდით იგი ამას გ-----------ის ჭრილობების სირთულედან გამომდინარე ამბობდა და სავარაუდოდ ექიმის დასაძახებლად წავიდა. მისი თქმით შ----- გ-----------ე საავადმყოფოში მისვლიდან, სულ ცოტა 25 წუთის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში ითხოვდა დახმარებას. იგი ყვიროდა და შემდეგ იგინებოდა კიდეც თუმცა უმისამართოდ და კონკრეტულად არავის მიმართ არ შეუგინებია და არავის სახელი და გვარი არ უხსენებია.

მოწმემ განმარტა, რომ დაახლოებით 10-15 წუთში ერთხელ სიგარეტის მოწევის გამო, შენობიდან გამოსვლა უწევდა. სამანიპულაციო ოთახში შესული ექიმი არ დაუნახავს, თუმცა, ერტ მომენტში დახურულ კარს მიღმა გაიგონა ქალის ხმა, რომ პოლიციის მოსვლამდე ავადმყოფს დახმარებას ვერ აღმოუჩენდა. აღნიშნულმა ფრაზამ გააღიზიანა და ხმამაღლა თქვა, რომ ავადმყოფს დახმარებოდნენ და პოლიციაც გამოეძახებინათ. ამ ფაქტით გაღიზიანებული კვლავ შენობიდან გარეთ გამოვიდა სიგარეტის მოსაწევად, რა დროსაც მან კვლავ გაიგონა შ----- გ-----------ის ყვირილი, რომელიც კვლავ შველას და დახმარებას ითხოვდა. სხვა ხმაური არ გაუგონია მისი იქ ყოფნის დროს და არც იქ მყოფებს უთქვამთ რამე ძალადობის შესახებ.

მოგვიანებით, გ-----------ის მისვლიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ, პოლიციაც მივიდა, მან შ----- გ-----------ე პოლიციელებთან ერთად ნახა. იგი უკვე დამშვიდებული იყო, ჭრილობები დამუშავებული ჰქონდა, უკეთესად გამოიყურებოდა და შ----- გ-----------ემ პოლიციელებთან ერთად დატოვა შენობა. ხოლო მოწმე გვიანობამდე, დაახლოებით ღამის 12 საათამდე საავადმყოფოში იმყოფებოდა.

მოწმე ნ-----–-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 16 ნოემბრის საღამოს იმყოფებოდა ბ---------ის საავადმყოფოში, ვინაიდან მის ახლობელს ავტოავარია შეემთხვევა და უტარებდნენ ოპერაციას. საღამოს ეზოში შემოვიდა შ----- გ-----------ე, რომელსაც სახე და ტანსაცმელი სისხლით ჰქონდა დასვრილი და ითხოვდა დახმარებას. გ-----------ე იგინებოდა ზოგად, კონკრეტული ვინმეს მიმართ აგრესიას არ გამოხატავდა. მას იცნობდა როგორც თანაქალაქელს და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროდ ჩათვალა დახმარება - მეგობართან ერთდ შეჰყვა საავადმყოფოს სამანიპულაციო ოთახში. იქ უკვე მისული იყო ექთანი, რომელმაც მიუთითა შ----- გ-----------ეს თუ სად და როგორ უნდა განთავსებულიყო და შემდეგ დაიწყო ჭრილობების დამუშავება - სახის გაწმენდა. როდესაც ექთანმა შენიშნა, რომ შ----- გ-----------ეს მუცელზეც აღენიშნებოდა ჭრილობა, განაცხადა, რომ ექიმის ჩარევა იყო საჭირო და გავიდა ოთხიდან. მოგვიანებით ექთანი უკან დაბრუნდა და თქვა რომ ექიმიც მოვიდოდა. ამის შემდეგ მან დატოვა ოთახი და იმყოფებოდა საავადმყოფოს ტერიტორიაზე. მისი იქ ყოფნის დროს გამოვიდა შენობიდან გარეთ, შენობიდან ისმოდა ზოგადი ხმაური, რადგან იყო ბევრი ხალხი. სამანიპულაციო ოთახში მიმდინარე მოვლენების შესახებ არაფერი იცის. ოთახში შესული ექიმი არ დაუნახავს, თუმცა ექიმ ნ---- კ----------ეს არ იცნობს.

მოწმის განმარტებით ამ საღამოს საავადმყოფოში იმყოფებოდა სულ 30 წუთის განმავლობაში, რა დროსაც შეესწრო შ----- გ-----------ის მისვლას. საავადმყოფოს შენობის დატოვების მომენტში მივიდა პოლიცია და არ ფლობს ინფორმაციას შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ. პოლიციის მისვლის მიზეზი მისთვის უცნობია. ერთი საათის შემდეგ კვლავ დაბრუნდა საავადმყოფოში ახლიბლის მდგომარეობის გასაგებად, მაგრამ იქ აღარავინ აღარ დახვდა. მისი საავადმყოფოში ყოფნის დროს, მიუხედავად იმისა, რომ იყო ხმამაღალი საუბარი, მას ჩხუბი ან რაიმე კონფლიქტი არ დაუფიქსირებია.

მოწმე კ--------–-–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს იგი იმყოფებოდა ბ---------ის საავადმყოფოში, ვინაიდან მის ბიძას ავტოავარია შეემთხვა და ოპერაცია უტარდებოდა. ამ დროს საავადმყოფოში მივიდა შ----- გ-----------ე, რომელსაც ეტყობოდა, რომ დახმარება სჭირდებოდა. იგი მას დაეხმარა სამანიპულაციო ოთახში შესვლაში, სადაც დახვდა ექთანი, რომელსაც მოწმე არ იცნობს. შ----- გ-----------ის საწოლზე მოთავსების შემდეგ, ექთანმა თქვა, რომ ექიმს დაუძახებდა და გავიდა ოთახიდან. მოგვიანებით უკან დაბრუნდა და განაცხადა, რომ ექიმიც მოვიდოდა. გავიდა გარკვეული დრო, თუმცა ექიმი არ გამოჩენილა, რის გამოც ის და მისი მეგობარი გავიდნენ ოთახიდან გარეთ. შ----- გ-----------ე და სხვა დანარჩენებიც ითხოვდნენ, რომ ექიმი ჩამოსულიყო და მისი დაგვაინება მათ სიტყვიერ აგრესიას იწვევდა. მოწმემ ვერ მიუთითა თუ რამდენ ხანში მივიდა ექიმი შ----- გ-----------ის დასახმარებლად. ასევე არ ახსოვს თუ რამდენ ხანში დატოვა მან საავადმყოფო შ----- გ-----------ის მისვლის შემდეგ. ასევე არ შეუმჩნევია შ----- გ-----------ის მხრიდან ვინმესთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი და არ დაუნახავს როდის დატოვა შ----- გ-----------ემ საავადმყოფოს ტერიტორია. იგი პერიოდულად ტოვებდა შენობას და გადიოდა გარეთ სიგარეტის მოსაწევად. ამ ადგილიდან არ ჩანს სამანიპულაციო ოთახი და შესაბამისად იგი ვერ დაინახავდა ოთახში მიმდინარე მოვლენებს, თუმცა ხმაურს სავარაუდოდ გაიგებდა. გარკვეული დროის შემდეგ იგი ბიძამისთან დაკავშირებით დაუძახეს და გავიდა საავადმყოფოს სხვა ტერიტორიაზე, როდესაც დაბრუნდა შ----- გ-----------ეს ჭრილობები უკვე დამუშავებული ჰქონდა და ამ დროს პოლიციაც მოვიდა.

სასამართლოს დასკვნა შ----- გ-----------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნ---- კ----------ის მიმართ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს ძალადობა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვით დადგენილია, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს ქ.ბ---------ში გ--------------ის ქუჩა N3-ში მდებარე შპს ,,ჯ-------------–-ის" ბ---------ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში, შ----- გ-----------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ---- კ----------ეს, კერძოდ: ძლიერად მოკიდა მარჯვენა ხელი მარჯვენა მხარში და ძლიერად მიაჯახა კედელს, რის გამოც ნ---- კ----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სასამართლოს დასკვნა ემყარება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა და დაზარალებულების ჩვენებებს, რომლებიც ერთმანეთთან თანხვედრაშია და მათ შორის რაიმე პრინციპული წინააღმდეგობა არ არსებობს. წარმოდგენილია საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმები და ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები, დაზარალებულის ჩვენება, რომლებიც ერთობლიობაში ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ისინი არ ადასტურებენ თავად შ----- გ-----------ის მიერ წარმოდგენილ გარემოებებს ბრალდებული შ----- გ-----------ე ნაწილობრივ ადასტურებს მის მიერ ნ---- კ----------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, თუმცა განმარტავს, რომ იგი თუ შეეხო საერთოდ დაზარალებულს ეს იმიტომ, რომ მას სურდა სამანიპულაციო ოთახიდან გასვლა. იმყოფებოდა აღელვებული ვინაიდან არ აღმოუჩინეს დროული სამედიცინო დახმარება, ხოლო თავად ნ---- კ----------ემ განუმარტა, რომ პოლიციელების მოსვლამდე არ აღმოუჩენდა სამედიცინო დახმარებას. დაზარალებულის ესეთი განმარტება არ დასტურდება არც ბრალდების და არც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. თავად ნ---- კ----------ე და სხვა მოწმეებიც აღნიშნავენ, რომ ბრალდებული გაღიაზიანდა ექიმი ქირურგის - ნ---- კ----------ის მიერ ანამნეზის შეგროვების მიზნით ბრალდებულისათვის დასმული კითხვების გამო, თუ სად და რა ვითარებაში მიიღო მან დაზიანება. რის გამოც სწრაფად წამოდგა სამანიპულაციო მაგიდიდან, ნ---- კ----------ეს ძლიერად მიჰკიდა ხელი მხარში და მიაჯახა ახლომდებარე კედელზე, თან უყვიროდა თუ რა უფლებით უწყობდა დაკითხვას. ამ ქმედების შედეგად ნ---- კ----------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ექსპერტიზის დასკვნით ნ---- კ----------ეს სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, თუმცა ტკივილის განცდა არის სუბიექტური შეფასების საკითხი რის შესახებაც დაზარალებული იძლევა ზუსტ ინფორმაციას. სასამართლოს არ გააჩნია ეჭვის შეტანის საფუძველი, მასში, რომ საქმის განხილვით დადგენილ ვითარებაში, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ბრალდებულის შ----- გ-----------ის ქმედების შედეგად ნ---- კ----------ე ნამდვილად განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის მოპოვებული კანონმდებლობის არსებითი დარღვევით და არ არსებობს რომელიმე მათგანის დაუშვებლად ცნობის საფუძველი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ შ----- გ-----------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქმის განხილვა მიმდინარეობდა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციებს და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ. სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა გამოკვლეული მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და ბრალდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისას მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ბრალდებულის შ----- გ-----------ის დამნაშავედ ცნობისათვის.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს კონსტიტუციით დაცულია ადამიანის საპროცესო უფლებები და 31-ე მუხლში მითითებულია, რომ დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა შ----- გ-----------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს შ----- გ-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:

შ----- გ-----------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------–--ის განაჩენით შ----- გ-----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,, ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა, გ-----ს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის N1/5-----წ. განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სისხლის სამართლის კოდექსი 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ----- გ-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელიდან შ----- გ-----------ეს 1(ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში რეალურად მოსახდელად, ხოლო 4(ოთხი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 64 მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4(ოთხი) წელი.

სასჯელის დასაბუთება:

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

სასამართლო მიუთითებს, რომ ძალადობა ვერ აიხსნება ვერანაირი წინაპირობით, თუ იგი არ იქნა გამოყენებული, როგორც საპასუხო იძულების პროპორციული ზომა, რაც სახეზე არ გვაქვს. თუმცა სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული ქმედების ჩადენის დროს საჭიროებდა ექიმის დახმარებას, განიცდიდა ტკივილს, იყო აღელვებული, ძალადობა გამოიხატა მხოლოდ ერთჯერადი მოქმედებით, ეს გარემოებები მართალია არ გამორიცხავს მის ბრალდეულობას ჩადენილ დანაშაულში, მაგრამ გარკვეულწილად ხსნის აღელვების მიზეზს. რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, შ----- გ-----------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, წინა განაჩენიდან სასჯელის ნაწილობრივი შეკრებით რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს შ----- გ-----------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ----- გ-----------ე (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

- საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------–--ის N1/0-----წ. განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ----- გ-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

2. ჯარიმის გადახდაზე კონტროლის განხორციელებას უზრუნველყოფს სააღსრულებო ბიურო მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. შ----- გ-----------ის (პ/ნ 1----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 5 თებერვლიდან.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი