განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №02-100119003031003 (1/319-19)
განაჩენი
საქართველოს სახელით
12 ივლისი, 2-19 წელი ქ. ზუგდიდი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე: პროკურორი- მ------------
დაცვის მხარე: ადვოკატი- შ----------------
ბრალდებული - ლ------------
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: ლ------------ მიმართ
მამის სახელი: ვ----–---
დაბადებული: 2- ო----------- 198- წელს
პირადი ნომერი: 4----------
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ჩ-------–----------–----–----------------–---–-------
რეგისტრირებული: ჩ-------–----------–----–----------------–---–-------
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ლ------------ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 12--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცე- ბულად ცნო:
2-19 წლის მარტის თვეში ჩ-------–----------–----–----------------–--–-------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ლ------------ არასრულწლოვანი შვილების - გ------------------–-–-------------------------------- თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ-----------–---–-, რა დროსაც დაარტყა მას ხის სკამი თავის არეში, რის შედეგად თ-----------–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 12--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცე- ბულად ცნო:
2-19 წლის 27 აპრილს დილის საათებში ჩ-------–----------–----–----------------–--–-------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ლ------------ არასრულწლოვანი შვილების - გ------------------–-–-------------------------------- თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ-----------–---–-, კერძოდ მარჯვენა მკლავზე ძლიერად მოუჭირა ხელი, დაარტყა მუშტი სახის არეში, რა დროსაც ის წაიქცა, ხოლო წაქცეულს დაარტყა წიხლი ფეხის არეში და მკლავზე ძლიერად მოუჭირა ხელი, წამოაყენა და მიანარცხა კედელს, რის შედეგად თ-----------–---–-- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2-19 წლის 26 ივნისს ჩატარებულ არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული, გარდა დაზარალებულ თ-----------–---–-- ჩვენებისა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2-14); Scoppola v. Italy (17.09.2-09); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2-06).
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
დაზარალებულ თ-----------–---–-- განმარტებით დადასტურებულია, რომ 2-11 წლის მაისის თვიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლ------------თან, ჰყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი, ოჯახში ჰქონდათ სისტემატური კონფლიქტი, 2-19 წლის მარტის თვეში მისი მეუღლე სახლში ნასვამი დაბრუნდა, ჰკითხა ვისთან ჰქონდა სოციალური ქსელის მეშვეობით მიმოწერა და ბავშვების თანდასწრებით სკამი ჩაარტყა თავში, მან მიიღო დაზიანება, მაგრამ ექიმისთვის და პოლიციისთვის არ მიუმართავს, მიმდინარე წლის 27 აპრილს ლ----------- გვიან ღამით დაბრუნდა სახლში, გააღვიძა, უთხრა თუ რატომ არ პასუხობდა ტელეფონზე და სამივე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ჩაარტყა მუშტი თავის და ცხვირის არეში, დააგდო ძირს, წიხლი ჩაარტყა ფეხის არეში, რის გამოც წავიდა თავის მშობლებთან სენაკში, მაგამ იქაც მიაკითხა ღამით და კიბის მეშვეობით ფანჯრიდან აპირებდა სახლში შეღწევას, მან მიმართა პოლიციას, გამოკითხა გამომძიებელმა, რომელსაც მოუყვა მომხდარის შესახებ. ითხოვს ლ------------ მიმართ შეღავათიანი სასჯელის გამოყენებას.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა №1) დადასტურებულია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2-19 წლის 10 მაისის შეტყობინება თ-----------–---–-- მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე (ს.ფ1-2)
2-11 წლის 21 ნოემბრის N მ-------- ქორწინების მოწმობით (ს.ფ 37)
2-12 წლის 27 მაისის Nნ--------- დაბადების მოწმობით (ს.ფ 38)
2-14 წლის 23 აპრილის N4---------- დაბადების მოწმობით (ს.ფ 40)
2-16 წლის 06 მაისის N5---------- დაბადების მოწმობით (ს.ფ 39)
2-19 წლის 10 მაისის №0----- შემაკავებელი ორდერით (ს.ფ 50-56)
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2-19 წლის 22 მაისის №0-------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით თ-----------–---–-- მიმართ (ს.ფ. 88-91)
მოწმეების ლ------------–---–-----------------–---–-----------------––-–-------–-–---------, გამოკითხვის ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძვე- ლზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა.
პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/ და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული არის პასუხისმგებლობა ოჯახში ძალადობისათვის, რადგან ოჯახში ძალადობის არსი ადამიანის პირადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაში მდგომარეობს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი. მოცემულ შემთხვევაში ლ------------ მიერ მეუღლის მიმართ ჩადენილია ძალადობრივი ქმედება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მესამე მუხლის შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები ყველა სფეროში, სახელდობრ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში იღებენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის საკანონმდებლოს, რათა უზრუნველყონ ქალთა ყოველმხრივი განვითარება და პროგრესი, მათ მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა განხორციელება და გამოყენება მამაკაცებთან თანასწორობის საფუძველზე.
„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის“ შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ლ----------- და დაზარალებული თ-----------–---–- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, ცხოვრობენ ერთად და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები.
ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის, ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს-საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.
ბრალდებულ ლ------------ მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ლ------------ გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და ის ზიანი, რაც შეიძლება მიდგომოდა დაზარალებულებს და სურდა ასეთი შედეგის დადგომა.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ლ------------ მხრიდან მეუღლის მიმართ ძალადობა განხორციელდა არაერთხელ და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვთა უფლებების დაცვას, არასრულწლოვანს უნდა ჰქონდეს ნორმალური აღზრდისა და განვითარების შესაძლებლობა და ცხოვრების მშვიდი და მოწესრიგებული გარემო, მშობლები თანაბრად უნდა ზრუნავდნენ მათზე, უქმნიდნენ შესაბამის პირობებს და ოჯახური კონფლიქტი და ძალადობა ბუნებრივია ახდენს უარყოფით გავლენას მოზარდის ჯერ კიდევ არამდგრად ფსიქიკაზე.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი- ტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 8--ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი, რის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სამართლებრივი სტანდარტით მტკიცე-ბულებათა არსებობის აუცილებლობის შესახებ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს ეჭვს ქვეშ არ უნდა აყენებდეს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე).
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად გაანალიზა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსა- ზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად ჩაითვალოს, რომ ლ------------ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 12--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 12--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ბრალდებულ ლ------------ ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლ------------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ლ------------ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალე- ბულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია და ითხოვს შეღავათიანი სასჯელის გამოყენებას, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ------------ სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას, დანაშაულის შემდგომ ქცევას, რაც არ იქნება მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო, მას უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, რაც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 1981 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც მსჯელობს დემოკრატიულ გადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.
ლ------------ მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით
დაადგინა:
1.ცნობილი იქნას დამნაშავედ ლ----------- (პირადი ნომერი 4----------) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2.საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
3.საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
4.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ ლ------------ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
6.ლ------------ მიმართ სასჯელის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან, 2-19 წლის 10 მაისის 15:35 საათიდან.
7.ლ------------ მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით
მოსამართლე ნატრული აკობია