გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.07.2019
საქმის ნომერი
330210119002869549
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
05.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/---------

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

5 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი ანნა ხვედელიანი

მოსარჩელე - კ--------------------, დ-----------------.

წარმომადგენელი - გ-----------–---.

მოპასუხე - ა-–----------------------.

წარმომადგენელი - გ-----------------–---–-.

დავის საგანი - კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა.

1.1. დაევალოს ა-–----------------------ს კ--------------------სა და დ-----------------სათვის შპს ,,ა-–----------------------ს“-სთან და შპს ,,ვ------ შპს“-სთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება 2017 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის: - ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისები; ბალანსის უწყისები; მოგება-ზარალის უწყისები; ჩატარებული აუდიტორული და საგადასახადო შემოწმების დასკვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში, კომპანიების შპს ,,ა-–----------------------ს“ და შპს ,,ვ------ შპს“-ს სახელზე გახსნილი ყველა საბანკო ანგარიშის (თუნდაც ეს ანგარიში უკვე დახურული იყოს) ამონაწერი ანგარიშის არსებობის სრულ პერიოდზე; კომპანიების შპს ,,ა-–----------------------ს“ და შპს ,,ვ------ შპს“-ს სახელით დადებული ყველა იმ გარიგების ასლი, რომელთა ღირებულებაც აღემატება 5000 ლარს. ზეპირად დადებული გარიგებების შემთხვევაში ინფორმაცია გარიგებების შესახებ: მხარეები, საგანი; ყველა იმ გარიგების ასლი, რომელთა უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულია კომპანიების შპს ,,ა-–----------------------ს“ და შპს ,,ვ------ შპს“-ს ქონება და რომელთა შესრულებაზეც კომპანიები თავად იღებენ პასუხიმგებლობას (თავდებობის, გარანტიის ან ნებისმიერი სხვა სახით).

 

1.2. დაევალოს ა-–----------------------ს კ--------------------სა და დ-----------------ს სამომავლო მოთხოვნის შემთხვევაში შპს ,,ა-–----------------------ს“-სთან და შპს ,,ვ------ შპს“-სთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის კ--------------------სა და დ-----------------სათვის დაუყონებლივ მიწოდება და კომპანიის აღნიშნულ ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე მოსარჩელეთა ფიზიკური წვდომის უზრუნველყოფა (როგორიცაა მაგალითად, კომპანიის ოფისში შესვლა, აუდიტის ჩატარება და ასლების გადაღება).

 

მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებით მოპასუხე ა-–---------------------- არის კომპანიების შპს ,,ა-–----------------------ს“ და შპს ,,ვ------ შპს“-ს დირექტორი და 60-60%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი. მოსარჩელეები წარმოადგენენ ამავე კომპანიების 35% და 5% წილის მფლობელ პარტნიორებს. მიუხედავად მათი არაერთი მოთხოვნისა ა-–----------------------, წესდებისა და კანონის მოთხოვნის სრული იგნორირებით, უარს აცხადებს კომპანიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე, რითაც ცდილობს დამალოს უკანონო საქმიანობა და არ მისცეს პარტნიორებს კომპანიისათვის მიყენებული ზიანის დათვლის შესაძლებლობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვათ მოსარჩელეებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხის განმარტებით შპს ,,ა-–----------------------“ და შპს ,,ვ------ შპს“ წარმოადგენენ ერთ ბიზნეს ჯგუფში შემავალ კომპანიებს ერთი და იგივე ძირითადი საქმიანობის საგნით. კომპანიათა საქმიანობის მიზანი არის ღვინის წარმოება, ჩამოსხმა და რეალიზაცია. ამასთან შპს ,,ა-–----------------------“-ს საქმიანობის საგანი არის ალკოჰოლური სასმელების, ღვინისა და ღვინომასალების წარმოება, მათი ექსპორტ-იმპორტი, ყურძნის წარმოება, სასტუმრო მომსახურება და ნებისმიერი სახის კომერციული საქმიანობა, რომელიც აკრძალული არ არის კანონით. არც მოსარჩელეებს და არც მათ წარმომადგენლებს არასდროს არ მიუმართავთ კომპანიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით. სარჩელზე თანდართული წერილები გაგზავნილია შპს ,,ბ---–--’’-ს პარტნიორის ქ-------------–----- მიერ, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ იყო უფლებამოსილი ემოქმედა მოსარჩელეების და წილის მმართველი კომპანიის სახელით. საქმეში წარმოდგენილ ყველა მინდობილობაზე დასმულია გ-------------–--ის ფაქსიმილე და შესაბამისად იგი არ გამოხატავს შპს ,,ბ---–--ს’’ დირექტორის ნებას. რაც შეეხება გ-----------–---ს, მის წერილს საერთოდ არ ერთვოდა არანაირი მინდობილობა და აღნიშნული მითითებული იქნა კიდეც 28 ნოემბრის საპასუხო წერილში.

 

კ--------------------ზე და დ-----------------ზე ინფორმაციის გაცემა გამოიწვევს მათ მიერ ამ ინფორმაციის ბოროტად საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას და ზიანს მიაყენებს შპს ,,ა-–----------------------“-ს და შპს ,,ვ------ შპს“-ს. კ--------------------მ 2----–-–--------------ს, მისი 100% წილობრივი მონაწილეობით დააფუძნა შპს ,,ქ--------–------------------–--’’ და კომპანიის დირექტორად დანიშნა მეუღლე ნ-------------, რაც იყო ფიქცია, რადგან რეალურად კომპანიის მართველი იყო კ--------------------. აღნიშნული კომპანიის საქმიანობა იდენტურია შპს ,,ა-–----------------------“-სა და შპს ,,ვ------ შპს“-ს საქმიანობისა, თუმცა მისი დაარსების თაობაზე ა-–-----------------------ათვის ცნობილი არ იყო. შესაბამისად კ--------------------მ დაარღვია კანონით დადგენილი მოთხოვნები კონკურენციის აკრძალვასთან დაკავშირებით და შპს ,,ვ------ შპს’’-ს მიაყენა ზიანი. კ-------------------- და მის მიერ დაფუძნებული კომპანია სრულად იყენებდა შპს ,,ვ------ შპს’’-ს მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს, ამასთან შპს ,,ქა-------–------------------–--ს’’ დირექტორი, კ--------------------ს მეუღლე ნ-------------, გაფორმებული იყო შპს ,,ვ------ შპს’’-ში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად.

 

პარტნიორებს კ--------------------სა და ა-–----------------------ს, ისევე როგორც შპს ,,ბ---–--’’-ს, აქვთ ერთადერთი მიზანი - ზიანი მიაყენონ შპს ,,ვ------ შპს“-ს და შპს ,,ა-–----------------------“-ს, მათ შორის ინფორმაციის გაცემის გზით. აღნიშნული გარემოება კი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კომპანიის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე აღძრულ სარჩელზე მოპასუხე შეიძლება იყოს თავად კომპანია საიდანაც მოითხოვენ ინფორმაციის გაცემას, მოცემულ შემთხვევაში კი მოპასუხედ დასახელებულია ა-–----------------------, როგორც ფიზიკური პირი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.

3.1.1. დადგენილია, რომ შპს ,,ა-–----------------------’’ რეგისტრირებულია 2----–-–---------------- და მისი დირექტორი არის ა-–----------------------.

 

შპს ,,ა-–----------------------’’-ს პარტნიორები არიან: დ----------------- 5% წილის მფლობელი პარტნიორი, კ-------------------- 35% წილის მფლობელი პარტნიორი და ა-–---------------------- 60% წილის მფლობელი პარტნიორი.

 

შპს ,,ა-–----------------------’’-ში დ-----------------ს 5% წილის და კ--------------------ს 35% წილის მმართველს წარმოადგენს შპს ,,ბ---–--’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 16-17);

 

3.1.2. დადგენილია, რომ შპს ,,ვ------ შპს’’ რეგისტრირებულია 2----–-–----------ს და მისი დირექტორი არის ა-–----------------------.

 

შპს ,,ვ------ შპს’’-ს პარტნიორები არიან: დ----------------- 5% წილის მფლობელი პარტნიორი, კ-------------------- 35% წილის მფლობელი პარტნიორი და ა-–---------------------- 60% წილის მფლობელი პარტნიორი.

 

შპს ,,ვ------ შპს’’-ში დ-----------------ს 5% წილის და კ--------------------ს 35% წილის მმართველს წარმოადგენს შპს ,,ბ---–--’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 18-20);

 

3.1.3. დადგენილია, რომ 20---–-–--------------ს შპს ,,ვ------ შპს’’-ს და შპს ,,ა-–----------------------’’-ს დირექტორს ა-–----------------------ს განცხადებით მიმართა ქ-------------–---ამ და მოითხოვა - ,,კომპანიების’’ ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისები; ,,კომპანიების’’ ბალანსის უწყისები; ,,კომპანიების’’ მოგება-ზარალის უწყისები; ,,კომპანიებთან’’ დაკავშირებით ჩატარებული აუდიტორული და საგადასახადო შემოწმების დასკვნები (არსებობის შემთხვევაში).

 

20---–-–--------------ს გზავნილი ა-–----------------------ს ჩაბარდა პირადად 20---–-–------------ოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20---–-–--------------ს მიმართვა (ს.ფ. 21-22);

- საფოსტო გზავნილი (ს.ფ. 23);

 

3.1.4. დადგენილია, რომ 20---–-–----------------ს შპს ,,ვ------ შპს’’-ს და შპს ,,ა-–----------------------’’-ს დირექტორს ა-–----------------------ს განცხადებით მიმართა ქ-------------–---ამ და მოითხოვა 20---–-–--------------ს წერილში მითითებული ინფორმაციის გადაცემა - ,,კომპანიების’’ ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისები; ,,კომპანიების’’ ბალანსის უწყისები; ,,კომპანიების’’ მოგება-ზარალის უწყისები; ,,კომპანიებთან’’ დაკავშირებით ჩატარებული აუდიტორული და საგადასახადო შემოწმების დასკვნები (არსებობის შემთხვევაში). ამავე წერილით მოთხოვნილი იქნა შპს ,,ა-–-----------------------’’ მიერ სს ,,პროკრედიტ ბანკისგან’’ 2 000 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის აღებასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია - სესხის მიღების აუცილებლობის დამადასტურებელი გაანგარიშებები, შესაბამისი ბიზნეს გეგმა და სხვ. ინფორმაცია.

 

2----–-–---------------ის გზავნილი ა-–----------------------ს ჩაბარდა პირადად 20---–-–------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2----–-–---------------ის მიმართვა (ს.ფ. 24-25);

- საფოსტო გზავნილი (ს.ფ. 26);

 

3.1.5. დადგენილია, რომ 2018 წლის 13 ნოემბერს შპს ,,ვ------ შპს’’-ს და შპს ,,ა-–----------------------’’-ს დირექტორს ა-–----------------------ს განცხადებით მიმართა შპს ,,ბ---–--ს’’ სახელით გ-----------–---მ და მოითხოვა ინფორმაციის გადაცემა - ,,კომპანიების’’ ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისები; ,,კომპანიების’’ ბალანსის უწყისები; ,,კომპანიების’’ მოგება-ზარალის უწყისები; ,,კომპანიებთან’’ დაკავშირებით ჩატარებული აუდიტორული და საგადასახადო შემოწმების დასკვნები (არსებობის შემთხვევაში), ,,კომპანიების ყველა საბანკო ანგარიშის ამონაწერი სრულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 13 ნოემბრის წერილი (ს.ფ. 27-28);

 

3.1.6. დადგენილია, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს შპს ,,ვ------ შპს’’-ს და შპს ,,ა-–----------------------’’-ს დირექტორმა ა-–----------------------მ განცხადებით მიმართა გ-----------–---ს და აცნობა, რომ მას არ უდასტურდება უფლებამოსილება იმოქმედოს შპს ,,ბ---–--’’-ს სახელით, რადგან 13 ნოემბრის წერილს არ ერთვის შპს ,,ბ---–--’’-ს დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობა/რწმუნებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 28 ნოემბრის მიმართვა (ს.ფ. 29);

 

3.1.7. დადგენილია, რომ შპს ,,ბ---–--’’ რეგისტრირებულია 20---–-–-------------- და მისი დირექტორი არის გ-------------–--ე.

 

შპს ,,ბ---–--’’-ს პარტნიორები არიან: გ-------------–--ე 33,3% წილის მფლობელი პარტნიორი, ა-–---------------–----- 33,4% წილის მფლობელი პარტნიორი და ქ-------------–---ა 33,3% წილის მფლობელი პარტნიორი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 91-92);

 

3.1.8. დადგენილია, რომ შპს ,,ქ--------–------------------–--’’ რეგისტრირებულია 2----–-–--------------ს და მისი დირექტორი იყო კ--------------------ს მეუღლე ნ-------------, ხოლო კომპანიის 100% წილის მფლობელი პარტნიორი იყო კ--------------------. 2----–-–-----------–ის მდგომარეობით კომპანიის 100% წილის მფლობელი პარტნიორი არის კ--------------------ს მეუღლის ძმა ლ------------- და იმავე წლის 5 მაისის მდგომარეობით კომპანიის დირექტორად ნ-------------სთან ერთად არის გ--------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 150);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 151);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 152);

- მხარეთა ახსნა განმარტება (იხ. სხდომის ოქმი 02.07.19);

 

3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მითითებას, რომ 20---–-–--------------ს და 7 სექტემბრის წერილებზე დაყრდნობით ა-–---------------------- ვერ გასცემდა შპს ,,ვ------ შპს’’-ს და შპს ,,ა-–----------------------’’-ს შესახებ ინფორმაციას, რადგან წერილები გაგზავნილი იყო ქ-------------–----- მიერ, როგორც შპს ,,ბ---–--’’-ს პარტნიორი, კერძოდ:

 

დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ კომპანიებში შპს ,,ა-–----------------------’’ და შპს ,,ვ------ შპს’’, კ--------------------ს 35% წილის და დ-----------------ს 5% წილის მმართველს წარმოადგენს შპს ,,ბ---–--’’, რომლის 33,3% წილის მფლობელი პარტნიორი არის ქ-------------–---ა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მინდობილი მესაკუთრე გადაცემულ ქონებას მართავს არა საკუთრების მიმნდობის, არამედ, თავისი სახელით. იგი ხელშეკრულების შესაბამისად, თავისი შეხედულებისამებრ, დამოუკიდებლად ახორციელებს იურიდიულ და ფაქტობრივ მოქმედებებს ქონების ეფექტიანად გამოყენების მიზნით.

 

20---–-–--------------ს და 7 სექტემბრის წერილებზე ხელს აწერს ქ-------------–---ა და მათში მითითებულია, რომ იგი არის შპს ,,ბ---–--’’-ს პარტნიორი. ამავდროულად წერილებში აღნიშნულია, რომ შპს ,,ბ---–--’’ არის კომპანიების შპს ,,ა-–----------------------’’ და შპს ,,ვ------ შპს’’-ს პარტნიორი და ასრულებს პარტნიორის ფუნქციას, სარგებლობს რა პარტნიორის უფლებით მზადყოფნას გამოთქვამს თანამშრომლობისათვის და ითხოვს ინფორმაციის გადაცემას. ამდენად წერილის შინაარსი ნათლად მიუთითებს, რომ ინფორმაცია მოთხოვნილია შპს ,,ბ---–--’’-ს მიერ, როგორც შპს ,,ვ------ შპს’’-ს და შპს ,,ა-–----------------------’’-ს პარტნიორის მიერ. შესაბამისად წერილების შინაარსობრივი მხარე ცალსახად ადასტურებს, რომ ინფორმაციას კომპანიების შესახებ ითხოვდა შპს ,,ბ---–--’’, რომელიც არის კომპანიათა წილის მმართველი.

 

3.2.2. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მითითებას, რომ პარტნიორების კ--------------------სა და ა-–----------------------ს, ისევე როგორც შპს ,,ბ---–--’’-ს აქვთ მიზანი - ზიანი მიაყენონ შპს ,,ვ------ შპს“-ს და შპს ,,ა-–----------------------“-ს, მათ შორის ინფორმაციის გაცემის გზით, კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რომ შპს ,,ბ---–--’’-მ, კ--------------------მ ან ა-–----------------------მ შპს ,,ვ------ შპს“-ს და შპს ,,ა-–----------------------“-ს მიაყენეს ზიანი და კომპანიათა საქმიანობის შესახებ მათთვის მონაცემების გადაცემა გამოყენებული იქნებოდა ამავე კომპანიათა ინტერესების საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი არ არის. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ კ-------------------- წარმოადგენდა შპს ,,ქ--------–------------------–--’’-ს დამფუძნებელ პარტნიორს და მისი მეუღლე არის ამავე კომპანიის დირექტორი, არ ნიშნავს, რომ იგი მოქმედებს შპს ,,ვ------ შპს“-ს და შპს ,,ა-–----------------------“-ს ინტერესების საზიანოდ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო გაეცნო სარჩელს, წარმოდგენილ წერილობით მასალებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მიაჩნია, რომ კ--------------------სა და დ-----------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3, 46-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება.

6.1. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ კომპანიების შპს ,,ა-–----------------------’’-ს და შპს ,,ვ------ შპს’’-ს პარტნიორები არიან: დ----------------- 5% წილის მფლობელი პარტნიორი, კ-------------------- 35% წილის მფლობელი პარტნიორი და ა-–---------------------- 60% წილის მფლობელი პარტნიორი.

 

ასევე დადგენილია, რომ ორივე ზემოაღნიშნულ კომპანიაში დ-----------------ს 5% წილის და კ--------------------ს 35% წილის მმართველს წარმოადგენს შპს ,,ბ---–--’’

 

სასამართლო განმარტავს, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს პარტნიორთა უფლებების იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია პარტნიორთა შეთანხმების შემთხვევაშიც კი. ასეთი სტანდარტის ფარგლებში მოიაზრება პარტნიორის უფლება მიიღოს წლიური ანგარიშის ასლი და საზოგადოების ყველა პუბლიკაცია. აღნიშნულის გარდა, პარტნიორი უფლებამოსილია შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე.

 

შესაბამისად მოპასუხის მხრიდან მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ შპს ,,ვ------ შპს’’-ს წესდების (ს.ფ. 93-105) მე-13 მუხლის თანახმად დირექტორი უფლებამოსილია, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე უარი თქვას პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და არ მისცეს საშუალება გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს, თუ ეს ინფორმაცია პარტნიორმა შეიძლება გამოიყენოს საზოგადოების საწინააღმდეგო მიზნებისთვის, ვერ გახდება საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ კომპანიების შპს ,,ა-–----------------------’’-ს და შპს ,,ვ------ შპს’’-ს პარტნიორებს უარი ეთქვათ ინფორმაციის გაცემაზე. გარდა იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელეთა მიზანი იმოქმედონ კომპანიათა საწინააღმდეგოდ, ამასთან საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ შპს ,,ბ---–--’’-ს, ანუ მოსარჩელეთა წილის მმართველ კომპანიას, ინფორმაციის გაცემაზე პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით ეთქვა უარი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, სარჩელი დაკმაყოფილების წინაპირობად საკმარისად მიიჩნევს გამოვლინდეს საზოგადოების დირექტორის მხრიდან, საზოგადოების პარტნიორებისათვის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გასაცნობად გადაცემის ნების არარსებობა.

 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.

 

პარტნიორის ამ უფლებათა განხორციელების მიზნით კანონი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში მისი დირექტორის ვალდებულებად მიიჩნევს პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებელ მიწოდებას. კანონი საზოგადოების დირექტორებს ავალდებულებს ხელი შეუწყონ საზოგადოების პარტნიორებს დაუბრკოლებლად გაეცნონ საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.

 

დადგენილია, რომ კომპანიების შპს ,,ა-–----------------------’’ და შპს ,,ვ------ შპს’’-ს დირექტორი არის ა-–----------------------. შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მითითებას, რომ სარჩელში იგი დასახელებულია როგორც ფიზიკური პირი და შესაბამისად მას ვერ დაეკისრება კომპანიათა საქმიანობის შესახებ მოსარჩელეებისათვის ინფორმაციისა და მასალების მიწოდება. ამასთან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან არ დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ მომავალში მოხდება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით და ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვალდებულების დარღვევა.

 

7. საპროცესო ხარჯები.

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადაო საგნის ღირებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ სარჩელში ჩამოყალიბებული სხვადასხვა მოთხოვნათა შეჯამება სარჩელის ფასის განსაზღვრის მიზნით ხდება იმ შემთხვევაში როდესაც სადაო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეები არის ერთიდაიგივე ან/და დავის საგანი არის ერთი, ანუ დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელი ემსახურება მხოლოდ ერთი კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დროს წარმოშობილი სადაო საკითხის გადაწყვეტას, თუმცა დასახული მიზნის მისაღწევად მოსარჩელეს უწევს რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბება.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ას-654-621-2014 საქმეზე განმარტა შემდეგი: ,,იმავე კოდექსის 40-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. აღნიშნული ნორმიდან ნათლად გამომდინარეობს, რომ, თუ ერთი მოსარჩელე რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნას აყენებს ერთი და იმავე მოპასუხეების მიმართ, აღნიშნული მოთხოვნები უნდა შეჯამდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე რამდენიმე მოპასუხის მიმართ დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნებს აყენებს, მათი შეკრება არ ხდება და დავის საგნის ღირებულება თითოეული ამ მოთხოვნის ღირებულების შესაბამისად განისაზღვრება’’.

 

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს - ა) დაევალოს მოპასუხეს მოსარჩელეებისათვის შპს ,,ა-–----------------------ს“-სთან და შპს ,,ვ------ შპს“-სთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება 2017 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის; ბ) დაევალოს მოპასუხეს მოსარჩელეებისათვის სამომავლო მოთხოვნის შემთხვევაში შპს ,,ა-–----------------------ს“-სთან და შპს ,,ვ------ შპს“-სთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის დაუყონებლივ მიწოდება. ანუ მოსარჩელეთა მიერ აღძრულია ორი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა და შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდა თითოეულ მათგანზე უნდა მოხდეს დამოუკიდებლად.

 

გათვალისწინებით იმ გარემოებისა, რომ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი მხოლოდ 100 ლარის ოდენობით და ამასთან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება და ამავდროულად მოსარჩელეებს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 ლარის ოდენობით.

 

რაც შეეხება შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას. მასთან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დავის საგანი არის კომპანიათა შესახებ ინფორმაციის გადაცემა პარტნიორებისათვის, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება მოპასუხე მხარეს უკარგავს ინტერესს დავა აწარმოოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. კ--------------------ს და დ-----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. დაევალოს ა-–----------------------ს კ--------------------სა და დ-----------------სათვის შპს ,,ა-–----------------------ს“-სთან და შპს ,,ვ------ შპს“-სთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება 2017 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის: - ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისები; ბალანსის უწყისები; მოგება-ზარალის უწყისები; ჩატარებული აუდიტორული და საგადასახადო შემოწმების დასკვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში, კომპანიების შპს ,,ა-–----------------------ს“ და შპს ,,ვ------ შპს“-ს სახელზე გახსნილი ყველა საბანკო ანგარიშის (თუნდაც ეს ანგარიში უკვე დახურული იყოს) ამონაწერი ანგარიშის არსებობის სრულ პერიოდზე; კომპანიების შპს ,,ა-–----------------------ს“ და შპს ,,ვ------ შპს“-ს სახელით დადებული ყველა იმ გარიგების ასლი, რომელთა ღირებულებაც აღემატება 5000 ლარს. ზეპირად დადებული გარიგებების შემთხვევაში ინფორმაცია გარიგებების შესახებ: მხარეები, საგანი; ყველა იმ გარიგების ასლი, რომელთა უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულია კომპანიების შპს ,,ა-–----------------------ს“ და შპს ,,ვ------ შპს“-ს ქონება და რომელთა შესრულებაზეც კომპანიები თავად იღებენ პასუხიმგებლობას (თავდებობის, გარანტიის ან ნებისმიერი სხვა სახით).

3. იმ ნაწილში, რომლითაც კ-------------------- და დ----------------- მოითხოვენ - დაევალოს ა-–----------------------ს კ--------------------სა და დ-----------------ს სამომავლო მოთხოვნის შემთხვევაში შპს ,,ა-–----------------------ს“-სთან და შპს ,,ვ------ შპს“-სთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის კ--------------------სა და დ-----------------სათვის დაუყონებლივ მიწოდება და კომპანიის აღნიშნულ ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე მოსარჩელეთა ფიზიკური წვდომის უზრუნველყოფა (როგორიცაა მაგალითად, კომპანიის ოფისში შესვლა, აუდიტის ჩატარება და ასლების გადაღება) - სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. ა-–----------------------ს დაეკისროს სოლიდარულად კ--------------------სა და დ-----------------ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელთა მიერ სარჩელის აღძვრისას სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ( ასი) ლარის ოდენობით.

5. კ--------------------სა და დ-----------------ს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტი სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობებით.

6. უარი ეთქვათ მოსარჩელეებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

9. გადაწყვეტილებაზე, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში, შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ასლის მოსარჩელისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გენადი მაკარიძე