განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2019
საქმის ნომერი
020100118002373627
დავის ტიპი
150 1
თარიღი
17.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020-00-18002373-27 (1/132-20-8)

განაჩენი

საქართველოს სახელით

17 ივლისი, 20-9 წელი ქ. ზუგდიდი

ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო

 

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას

 

ბრალდების მხარე: პროკურორი-მ--------------------------------------

დაცვის მხარე: ადვოკატი-რ---–------–------

ბრალდებული-ტ------------–---

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

1.ბრალდებული: ტ------------–--- მიმართ

მამის სახელი: გ----–-

დაბადებული: 2-.0-.194- წელს

პირადი ნომერი: 1----------

საქართველოს მოქალაქე

უმაღლესი განათლების მქონე

ქვრივი

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქ------------------------------------------------------------

რეგისტრირებული: ქ------------------------------------------------------------.

აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ტ------------–--- ჩაიდინა ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდ ვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს.

 

იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

ბ-----------–------ სახელმწიფოსაგან პრივატიზაციის საფუძველზე შეიძინა ქ------------–-----------------------------------------–- მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც საკუთრების უფლებით დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში კანონით დადგენილი წესით. მას შემდეგ, რაც ტ------------–--- შეიტყო აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით გააჩნდა ბ-----------–------, 20-3 წლიდან მოყოლებული ფსიქიკური ზემოქმედებით იძულებულს ხდიდა ბ-----------–------ შეეწყვიტა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით და მისგან გამომდინარე ნებისმიერი საქმიანობა, ბ-----------–------ გადაწყვიტა გაესხვისებინა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ხ-------------–-----, რაც გახდა ცნობილი ტ------------–---თვის. აღნიშნულით განაწყენებულმა ტ------------–---, დაჟინებული მოთხოვნითა და ფსიქიკური ზემოქმედებით, მიწის ნაკვეთზე მყიდველისათვის საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობის მუქარით, ასევე გამყიდველის მიმართ მუქარით, რომ არ მისცემდა შესაძლებლობას განეხორციელებინა საკუთრებითი უფლებები, მუდმივი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით ცდილობდა იძულებული გაეხადა ბ-----------–----- ხელი აეღო მის მიერ მიწის ნაკვეთის გაყიდვის გადაწყვეტილებაზე, ხოლო მყიდველი იძულებული გაეხადა უარი განეცხადებინა მიწის ნაკვეთის შეძენაზე.

საბოლოოდ ტ------------–--- მიერ 20-7 წლის 14 ნოემბრამდე განხორციელებული ფსიქიკური იძულებით ბ-----------–------ა და ხ-------------–--- უკანონოდ შეეზღუდათ ქმედების თავისუფლება, რისი განხორციელებაც მათ უფლებას წარმოადგენდა. კერძოდ. ტ------------–--- დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გამყიდველს - ბ-----------–------ არ მიეცა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გაყიდვის საშუალება, ხოლო მყიდველს-ხ-------------–--- აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენის შესაძლებლობა.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

ტ------------–--- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეზე გამოკვლეული ეჭვის გამომრიცხავი, უტყუარი და რელევანტური მტკიცებულებებით.

 

დაზარალებულ ბ-----------–------ განმარტებით დადასტურებულია, რომ არის ფოტოგრაფი, ზ-------------------------------------–--------------------–-, გამოუყვეს მიწის ნაკვეთი ფოტოგრაფიის ჯიხურის ასაშენებლად, რომელიც შემდეგ ღია აუქციონზე შეიძინა და 2002 წლიდან აქვს პრივატიზებული, 20-3 წელს ტ------------–--- გაიგო, რომ ჯიხური მის საკუთრებას წარმოადგენდა და დაიწყო მისი ლანძღვა-გინება, წყევლა და იძულებული გახდა შეეწყვიტა მუშაობა, რის შემდეგ მ-–--------–----- მიყიდა ოცი ათას დოლარად, მაგრამ არც მათ მისცა მუშაობის საშუალება და აიღო იპოთეკური სესხი თანხის გასასტუმრებლად, ქუთაისიდან ჩამოსული მყიდველიც გააგდო, მისმა ცოლის დამ მოისურვა ჯიხურში მაღაზიის გახსნა და წინასწარ გადაუხადა სამი ათასი დოლარი, ფიქრობდა ტ------------–---თან სიტუაციის მოგვარებას, მაგრამ ვერ მოახერხა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუპირისპირდა მას, აუკრძალა ჯიხურში შესვლა და მისი ქმედების აღკვეთის მიზნით ხ-------------–--- დარეკა პოლიციაში, ტ------------–--- მოქმედებით განიცადა მორალური და მატერიალური ზიანი, ის არის ფოტოხელოვანი და ამ საქმიანობით არჩენდა ოჯახს, აქვს ვალი გასასტუმრებელი, რასაც ხ-------------–---გან მიღებული თანხით აპირებდა.

 

დაზარალებულ ხ-------------–--- განმარტებით დადასტურებულია, რომ ბ-----------–----- არის მისი სიძე, რომელმაც ქ.-----------–-------------------------------------- აუქციონის წესით შეიძინა 26 მ2 ჯიხური, სადაც 1970 წლიდან 20-2 წლის ჩათვლით მუშაობდა ფოტოგრაფად, მაგრამ ტ------------–--- არ მისცა მუშაობის საშუალება, ლანძღავდა და აგინებდა მას და ჯიხური 20 ათას აშშ დოლარად გაყიდა, მაგრამ არც მყიდველს მისცა მუშაობის უფლება, ატეხა წივილ-კივილი, ამბობდა რომ იყო მისი საკუთრება და მყიდველისთვის თანხა რომ დაებრუნებინა, აიღო სესხი და ბინა დატვირთა იპოთეკით, მისი და საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ, რომ დახმარებოდა ოჯახს, რომელსაც უჭირს მატერიალურად, ჰყავთ ინვალიდი შვილიშვილი და მისი მკურნალობის საშუალებაც არ აქვთ, სხვა კლიენტებიც გამოჩნდნენ, მაგრამ ტუ-----მ არც გაყიდვის უფლება მისცა. შემდეგ თვითონ გადაწყვიტა ფართის შეძენა, სადაც აპირებდა პარფიუმერიის მაღაზიის გახსნას, ბ-----------–------ გადაუხადა 3 ათასი დოლარი და 20-7 წლის 15 ნოემბერს დააპირა ჯიხურის გახსნა, მაგრამ ტუ-----მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოუქნია ცოცხი, კიოდა და ლანძღავდა, გამოიძახა პოლიცია. ბ-----------–------ წარუდგინა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგრამ ის ამბობს, რომ ჯიხური მას ეკუთვნის, ტ------------–--- ბ-----------–----- დატოვა ლუკმა-პურის გარეშე და მასაც ხელს უშლის საქმიანობის განხორციელებაში, ემუქრება ჯიხურის დაწვით და განადგურებით.

 

მოწმე დ---------–----- განმარტავს, რომ ტ------------–--- ბრალდების საქმეზე გამოკითხა დაზარალებული ბ-----------–----- და ხ-------------–--, მოწმეები ა---------------–---------------------------, ბრალდება წარუდგინა ადვოკატის მონაწილეობით და ბრალდებულის სახით დაკითხა ტ------------–--- ბრალდების წარდგენის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ იგი დაზარალებულს არ აძლევდა მათი უფლებების განხორციელების საშუალებას.

 

მოწმე ლ--–-------- განმარტავს, რომ 20-7 წლის 17 ნოემბერს დაიწყო გამოძიება ტ------------–--- მიმართ, შეტყობინება ეხებოდა სადავო ფართთან დაკავშირებულ კონფლიქტს და გაირკვა, რომ ფართის მესაკუთრე იყო ბ-----------–----- და მას ედავებოდა ტ------------–--- გამოკითხა ბ-----------–-----, ხ-------------–--, ქ------------------------------ და ტ------------–---

 

მოწმე მ------------- განმარტავს, რომ ხ-------------–--- უთხრა, რომ ქ------------–- იყიდა ფართი და ითხოვა მისი აზომვა, როდესაც შევიდა ჯიხურში და საქმეს შეუდგა, ვიღაც ქალმა დაიძახა, რა გინდათ მანდ, რას აკეთებთო, ხ-------------–-- გავიდა გარეთ და მათ შორის გაიმართა ხმამაღალი ლაპარაკი, არ უნდოდა ქალების საუბარში ჩარევა და განერიდა იქაურობას, შემდეგ გაიგო, რომ ტ------------–-- ედავებოდა ხ-------------–--- ბ-----------–------გან ნაყიდი ფართის გამო.

 

მოწმე მ-----–-------–---- განმარტავს, რომ ბ-----------–------გან 20 000 აშშ დოლარად იყიდა შენობა ქ------------–-, ი-–---------------------- გვერდით, შემდეგ საქმეზე წავიდა თბილისში და ვერ მოახერხა გადაფორმება, გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდა და ტ------------–--- უთხრა, რომ ნაგებობა, რომელიც ბ-----------–------გან შეიძინა, მას ეკუთვნოდა და თავი შეეკავებინა გადაფორმებისგან, შენობა იყო ბ------- საკუთრება, მაგრამ მან ვერ მოაგვარა სიტუაცია ტ------------–---თან, თანხაც არ ჰქონდა დასაბრუნებლად და მისი მეუღლის ქ--------------- სახელზე გადააფორმეს ბ------- სახლი.

 

მოწმე ქ-------------- განმარტავს, რომ მუშაობს სტილისტად და ჭირდებოდა სამუშაოდ ფართი, მის დეიდაშვილს, ბ-----------–------ ქ------------–-, ზ--------------------------------–-----–------------------–-- გვერდით საკუთრებაში გააჩნდა პატარა ნაგებობა, სადაც მუშაობდა ფოტოგრაფად, ამ ფართის შესაძენად გადასცა 20 000 აშშ დოლარი, მაგრამ სანამ გადაიფორმებდნენ ტ------------–--- უთხრა მის მეუღლეს, რომ ის ნაგებობა იყო მისი და არავის დაუთმობდა, მართალია ის იყო ბ------- საკუთრება, მას ჰქონდა პრივატიზებული და საკუთრების უფლებით გააჩნდა, მაგრამ სადავო ფართი არ ჭირდებოდათ და უარი თქვეს მასზე, ვინაიდან ბ------- არ ჰქონდა თანხის დაბრუნების საშუალება, ტ------------–-- ედავებოდა მას და ვერ გაყიდა შენობა, ფული რომ არ დაეკარგათ საცხოვრებელი სახლი გადაიფორმა და დაარეგისტრირა თავის სახელზე.

 

მოწმე ნ---------–--- განმარტებით დადასტურებულია, რომ ქ.-----------–-------------------------------------- მის მეუღლეს, ბ-----------–------ საკუთრებაში გააჩნდა ჯიხური, სადაც მთელი ცხოვრება მუშაობდა ფოტოგრაფად. 20-3 წლიდან, რაც ბ------- სახელზე ფართის გადაფორმების შესახებ გაიგო ტ------------–---, დაუწყო ლანძღვა, შეურაცხყოფა და არ აძლევდა მუშაობის საშუალებას, რადგან ასეთ დაძაბულ ვითარებაში სამუშაოს შესრულება შეუძლებელი იყო, ოჯახში მატერიალური პრობლემებიც ჰქონდათ, გადაწყვიტეს ჯიხურის გაყიდვა, რომელშიც 20 ათასი დოლარი გადაუხადა ქ--------------მ, მაგრამ მას შემდეგ რაც მის მეუღლეს ტ------------–--- უთხრა, რომ მუშაობის უფლებას არ მისცემდა და იწყევლებოდა, მათ თანხის დაბრუნება მოითხოვეს, ისევ გადაწყვიტეს გაყიდვა, მაგრამ ტ------------–-- არავის უშვებდა, ბოლოს მისმა დამ გადაწყვიტა მაღაზიის გახსნა და თანხის ნაწილი გადაუხადა, მაგრამ მასაც მიაყენა შეურაცხყოფა და არ მისცა მუშაობის საშუალება, ჰყავთ ინვალიდი, ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვი, ოჯახში უჭირთ მატერიალურად, ბ------ ვერ მუშაობს, ქ--------------- თანხა ვერ დაუბრუნეს და მათი საცხოვრებელი სახლი გადაიფორმა, ტ------------–-- მის მეუღლეს არ აძლევს არც მუშაობის და არც გაყიდვის საშულებას.

 

მოწმე გ---------------- განმარტებით დადასტურებულია, რომ 20-7 წლის 14 ნოემბერს მეწყვილესთან, მ----–---------------- ერთად გამოცხადდა ქ------------–-, ზ------------------------------------–-, აღნიშნულ მისამართზე დახვდათ ხ-------------–--, რომელსაც ედავებოდა იქვე მდგომი ქალბატონი ტ------------–--, ხ-------------–--- განმარტებით იგი ფართს ყიდულობდა სიძისგან და ტ------------–-- არ აძლევდა ამის საშუალებას და ეუბნებოდა, რომ არ შეუშვებდა და გახსნის საშუალებას არ მისცემდა, ხოლო ტ------------–-- ამბობდა, რომ ეს ფართი მოტყუებით და მაქინაციებით ჩაიგდო ბ-----------–------, თვითონ იყო მესაკუთრე, იგი ნერვიულობდა და გამოხატავდა აგრესიას, იყო ხმამაღალი საუბარი და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რაც მათ აღკვეთეს.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე მ----–------------ და აღნიშნა, რომ 20-7 წლის 14 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და შეტყობინების საფუძველზე ზ--------------------------------------ში მივიდა, დახვდა ხ-------------–--, რომელმაც განმარტა, რომ ბ-----------–------გან უნდოდა ფართის შეძენა, ამ დროს იქვე მყოფი ტ------------–-- განერვიულებული და აგრესიული ფორმით პასუხობდა ხ-------------–---, რომ მისი იყო ეს ფართი და ჰქონდა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები, რასაც წარადგენდა სასამართლოში, ბ-----------–----- არაკანონიერი და თაღლითური გზით დაეუფლა ობიექტს, თვითონ იყო მეპატრონე და არავის მისცემდა მიწის ნაკვეთზე აშენების ან მისი გაყიდვის უფლებას, იგი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა ხ-------------–-----.

 

საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება.

 

ვინაიდან მოწმე ა---------------–------ არის გარდაცვლილი, პროკურორის შუამდგომ- ლობის საფუძველზე საჯაროდ იქნა წაკითხული ა---------------–------ს 20-7 წლის 26 დეკემბრის გამოკითხვის ოქმი, სადაც ის განმარტავს, რომ 1968 წლიდან 1973 წლამდე მუშაობდა ზ----------------–--------------------------------------------, ტ------------–--- მიმართა თხოვნით, რომ ქ------------–-, დღევანდელ ზ---------------------------------, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მიეცა ავტოფარეხის დადგმის ნებართვა, იმ პერიოდში მიწის ნაკვეთის საკუთრებაში, თუნდაც რაიმე საქმიანობის მიზნით დროებითი სარგებლობისათვის გადაცემის კომპეტენცია არ გააჩნდა, ტ------------–--- მოთხოვა, რომ მოეტანა სახლმმართველობიდან წერილობითი ნებართვა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ავტოფარეხის დადგმის შესახებ, მაგრამ როგორც ახსოვს არ მოუტანია, შესაბამისად ის არ იქნებოდა კომპეტენტური ტ------------–---თვის აღნიშნულ ფართზე მიეცა ნებართვა (ს.ფ 24-27)

 

ბრალდებული ტ------------–-- მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხულ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ და განმარტავს, რომ ქ------------–-----------------------------------------–- გამოეყო მიწის ნაკვეთი ავტოფარეხის ასაშენებლად, მაგრამ ვერ განახორციელა ავადმყოფობის გამო, ბ-----------–----- იყო ფოტოგრაფი, დროებით ათხოვა მიწის ნაკვეთი და მისცა თანხმობა ჯიხურის ასაშენებლად, შემდეგ დაინახა, რომ ჯიხურს უკეთებდა რემონტს და 30 000 აშშ დოლარად ყიდდა, როცა მის ოჯახს საკუთრებაში არაფერი გააჩნია, უთხრა, რომ არ გაებედა მისი გაყიდვა, მაგრამ ვერ მოეგო გონს, გააფრთხილა მი–--------–---ა, რომ ფართი მისი კუთვნილება იყო და ბ-----------–------თვის ფული არ გადაეხადა. ბ------- ცოლის დას უთხრა, რომ ვერ იყიდდა ამ ობიექტს, რადგან მას ჰქონდა საბუთი, მაგრამ მან უშვერი სიტყვებით გალანძღა, ორი წლის წინ გაიგო მისი კუთვნილი ფართის პრივატიზაციის შესახებ, საჯარო რეესტრმა ჩაიდინა სიყალბე და თაღლითური გზით დაეუფლა ბ-----------–-----, უნდა რომ მიწა დაუბრუნდეს მას ან კორპუსს, ითხოვს გამართლებას.

 

ტ------------–--- ბრალეულობა ასევე დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით:

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-------------------------------–--------------------------–-------------------------------–--------–-–---–-- 20-8 წლის 03 იანვრის წერილით დასტურდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული მონაცემებით ქ-------------------------------------------------–-------------------------------------, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების დაზუსტებული ფართობი 26.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია ბ-----------–------ (პირადი N1----------) საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 20-3 წლის 31 ივლისის პ-----------–-------––-------–--- N1----------------------------------, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-3 წლის 05 სექტემბრის ს------------------–--------–---------- (ს.ფ. 30)

20-2 წლის 03 ოქტომბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადასტურებულია, რომ ქ-----------------------------------------------------–- მდებარე არასასოფლო სამეურნეო (საკადასტრო კოდი 4--3-.0-.2---) მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ბ-----------–-----. (ს.ფ. 31)

20-3 წლის 05 სექტემბრის №370 საკუთრების უფლების მოწმობით დადასტურებულია, რომ ბ-----------–------ საკუთრებაში გადაეცა ქ-----------------------------------------------------–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 34)

 

ზ----------------–-–-------------------------------------–------- შექმნილი 1997 წლის 18 მარტის საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ბ-----------–----- და მიეყიდა ქ----------------------------–-----–-------------–---------------–-------------------------------- მდებარე ფოტოსახელოსნო სარეაბილიტაციო ღირებულებით 625 დოლარი, რაც დასტურდება გადახდის ქვითრით (ს.ფ 40-41)

 

2002 წლის 31 ივლისის №2--- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მიხედვით ბ-----------–------ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა ქ----------------------------–-----–-------------–- მდებარე ფოტოჯიხური (ს.ფ 42)

 

1997 წლის 0- მაისის მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებულია, რომ ს------------–------------------------------------------–------------------- მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცა ბ-----------–------ ქ----------------------------–-----–-------------–- მდებარე პრივატიზებული ფოტოჯიხური (ს.ფ 43)

 

1----- სანოტარო აქტით დადასტურებულია, რომ ბ-----------–------ ს----–-–-------------------------------------–---------------–------------------- 625 აშშ დოლარად შეიძინა ფოტოსახელოსნო (ს.ფ. 4-)

 

სამართლებრივი შეფასება :

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ტ------------–--- საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, რადგან საფუძველს მოკლებულად მიაჩნია ბრალდებულ ტ------------–--- განმარტება, რომ მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია, მაშინ როდესაც მის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება ფაქტიურად აღიარებითია, იგი არ ეწინააღმდეგება ბრალდებას, დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებს, ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია, რომ ტ------------–--- ქმედება არ შეიცავს დანაშაულის შემადგენლობას და განეკუთვნება სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სფეროს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯად ქმედებას წარმოადგენს ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს, ასევე საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის შემადგენლობას იძლევა ქმედება, როდესაც პირს აიძულებენ შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა ანუ კანონით მისი გადასაწყვეტია ამ ქმედებას განახორციელებს თუ არა და როდესაც პირი სხვას აიძულებს ისეთი ქმედების ჩადენას, რომლის შესრულების შესაძლებლობას კანონი ანიჭებდა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

 

ბ-----------–------, როგორც მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული ჯიხურის მესაკუთრეს, გააჩნდა სრული უფლებამოსილება მისი სარგებლობის, მფლობელობისა და განკარგვისა, ტ------------–--- მოქმედების შედეგად მას შეეზღუდა თავის საკუთრებაში არსებული ობიექტის არა თუ გასხვისების, არამედ სარგებლობის უფლებაც, ხოლო ხ-------------–--- შეეზღუდა თავისი ნების და სურვილის შესაბამისად ამ ობიექტის შეძენის შესაძლებლობა, ამასთან ბ-----------–------ ოჯახს მიადგა მატერიალური ზიანი, ხოლო ტ------------–---თვის ცნობილი იყო, რომ მას არ გააჩნდა სადავო ობიექტზე უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება, მიუხედავად ამისა ბ-----------–------ მიმართ განახორციელა იძულება, რომ არ გაეყიდა მისი კუთვნილი ობიექტი, ხოლო ხ-------------–--- როგორც მყიდველს ხელი შეუშალა შეეძინა ბ-----------–------ საკუთრებაში არსებული ფართი, რის გამოც მისი ქმედება არის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, შესაბამისად არ არსებობს ტ------------–--- უდანაშაულოდ ცნობის და დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების სამართლებრივი საფუძველი.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის იძულებაში კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ.

 

დანაშაული დამთავრებულად ითვლება პირის მიმართ მისი ნების საწინააღმდეგო ზემოქმედების განხორციელების მომენტიდან.

 

დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება პირდაპირი განზრახვით, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.

 

სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუ- ციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუ- თებული უნდა იყოს.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი, რის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სამართლებრივი სტანდარტით მტკიცებუ- ლებათა არსებობის აუცილებლობის შესახებ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს ეჭვს ქვეშ არ უნდა აყენებდეს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად არის დადასტურებული, რომ ტ------------–--- ჩაიდინა ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს.

 

ამდენად, ტ------------–--- ქმედება მოიცავს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებე- ბი:

 

ტ------------–--- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

ტ------------–--- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწი- ნააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორცი- ელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

ტ------------–--- მიმართ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის, კონკრეტუ- ლი ქმედებისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით ტ------------–--- საზოგა- დოებისაგან იზოლაცია არ იქნება სამართლიანი, მისი პიროვნების და მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული სასჯელი და აუცილებელი ბრალდებულის რესოციალიზაციისთვის. შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის და ხერხის, ტ------------–--- პიროვნების და მისი წარსული ცხოვრების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულ ტ------------–--- მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, რაც არის გამართლებული და საკმარისი მისი შემდგომი რესოციალიზაციისათვის, რაც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 1981 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც მსჯელობს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-259-ე, 260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-2-0-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დაადგინა:

 

1.ცნობილი იქნას დამნაშავედ ტ------------–-- (პირადი ნომერი 1----------) საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. ტ------------–--- სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 20-9 წლის 17 ივლისის 13:50 საათიდან.

 

4.ტ------------–--- მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12)

 

მოსამართლე: ნატრული აკობია