განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2019
საქმის ნომერი
340100119003091683
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003091683

N1/113-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 აგვისტო, 2019 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულების - გ------- კ------ის და თ------ კ------ის

ადვოკატების - ო---- ხ-----–---–ის და გ--–- ნ------–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: გ------- კ------ე

მამის სახელი: თ------ი

დაბადებული: 1----–-–-------------

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი მ-–--ი

ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი მ-–--ი

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: გ------- კ------ეს ბრალი ედება მასში, რომ

1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ლაგოდეხის რაიონის სოფელ მ-–--ში მცხოვრები გ------- კ------ე ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. მთვრალ მდგო----ეობაში მყოფი გ------- კ------ე, 2016 წლიდან მამის - თ------ კ------ის მიმართ ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ, სისტემატიურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას და რაც იწვევდა დაზარალებულის ტანჯვას.

 

2. ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ლაგოდეხის რაიონის სოფელ მ-–--ში თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ------- კ------ემ შურისძიების მოტივით ხელის არეში დაარტყა დანა მამას - თ------ კ------ეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

გ------- კ------ე 2019 წლის 4 ივნისს 01:10 საათზე დააკავეს და 2019 წლის 5 ივნისს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ბრალდებული: თ------ კ------ე

მამის სახელი: ე-–------

დაბადებული: 1----–-–------------------

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი მ-–--ი

ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი მ-–--ი

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: თ------ კ------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ მ-–--ში თავისი საცხოვრებელი სახლის წინ, ურთიერთშელაპარაკებისას, თ------ კ------ემ სცემა შვილს, გ------- კ------ეს, რა დროსაც სხეულის სხვადასხვა არეში ხელის დარტყმის შედეგად მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

თ------ კ------ეს 2019 წლის 4 ივლისს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ლაგოდეხის რაიონის სოფელ მ-–--ში მცხოვრები გ------- კ------ე ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. მთვრალ მდგო----ეობაში მყოფი გ------- კ------ე, 2016 წლიდან მამის - თ------ კ------ის მიმართ ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ, სისტემატიურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას და რაც იწვევდა დაზარალებულის ტანჯვას.

2. ლაგოდეხის რაიონის სოფელ მ-–--ში თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ------- კ------ემ შურისძიების მოტივით ხელის არეში დაარტყა დანა მამას - თ------ კ------ეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

3. 2019 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ მ-–--ში თავისი საცხოვრებელი სახლის წინ, ურთიერთშელაპარაკებისას, თ------ კ------ემ სცემა შვილს, გ------- კ------ეს, რა დროსაც სხეულის სხვადასხვა არეში ხელის დარტყმის შედეგად მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა

 

(თ------ კ------ის მიმართ განხორციელებული სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ თ------ კ------ის, მოწმეების - ლ---–- კ------ის, მ--–---- ძ----–---–ის, გ------- ძ----–---–ის, ლ---- ძ----–---–ის, თავად ბრალდებულ გ------- კ------ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გ------- კ------ე სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მამას - თ------ კ------ეს, რომელიც აღნიშნული შეურაცხყოფის გამო განიცდიდა ტანჯვას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ შეურაცხყოფაში შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი სახის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა, უშვერი სიტყვებით მოხსენიება, დამამცირებელი მიმართვა. ამგვარი შეურაცხყოფა 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი მას აქვს სისტემატიური ხასიათი და ამავდროულად დაზარალებულის ტანჯვას იწვევს.

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- კ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ

(თ------ კ------ის ჯანმრთელობის დაზიანების ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ თ------ კ------ის, მოწმეების - ლ---–- კ------ის, მ--–---- ძ----–---–ის, გ------- ძ----–---–ის, ლ---- ძ----–---–ის, თავად ბრალდებულ გ------- კ------ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გ------- კ------ემ ხელის არეში დაარტყა დანა მამას - თ------ კ------ეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, გამოიხატება მხოლოდ განზრახ მოქმედებაში. ამასთან აუცილებელია, რომ აღნიშნულმა მოქმედებამ გამოიწვოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- კ------ემ ოჯახის წევრის - მამის მიმართ ჩაიდინა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

(გ------- კ------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ თ------ კ------ის, მოწმეების - ლ---–- კ------ის, მ--–---- ძ----–---–ის, გ------- ძ----–---–ის, ლ---- ძ----–---–ის, თავად ბრალდებულ გ------- კ------ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ თ------ კ------ემ სცემა შვილს, გ------- კ------ეს, რა დროსაც სხეულის სხვადასხვა არეში ხელის დარტყმის შედეგად მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ------ კ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ

1. გ------- კ------ემ ჩაიდინა

1.1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

1.2. ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. თ------ კ------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გ------- კ------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

თ------ კ------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ამავე კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი კი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სასამართლო გ------- კ------ის და თ------ კ------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ------- კ------ის მიერ ჩადენილია ოჯახური, ძალადობრივი დანაშაულის ორი ეპიზოდი, რომელთაგან ერთს სისტემატიური ხასიათი აქვს. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ------- კ------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას. წარსულში ნასამართლევი არ არის.

 

რაც შეეხება თ------ კ------ეს, ისიც აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ასევე წარსულში არ არის ნასამართლევი არცერთი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს გ------- კ------ის და თ------ კ------ის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. რომლის თანახმად, თუ პირმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. გ------- კ------ეს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

2. წინასასამართლო სხდომაზე, 2019 წლის 16 ივლისს, გ------- კ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით გირაოთი. რაც ბრალდებულის მიერ უზრუნველყოფილი არ არის. გ------- კ------ე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. თ------ კ------ეს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარი, რაც ბრალდებულის მიერ უზრუნველყოფილი არ არის.

4. საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით, ამოღებულია დანა და ბარი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ისინი უნდა განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------- კ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

გ------- კ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ------- კ------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

თ------ კ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

გ------- კ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გ------- კ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 4 ივნისის 01:10 საათიდან 2019 წლის 16 ივლისის ჩათვლით.

 

თ------ კ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულების მიმართ კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

ნივთიერი მტკიცებულება - დანა და ბარი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი