განაჩენი

სისხლის სამართლის 10.07.2019
საქმის ნომერი
330100119002840331
თარიღი
10.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/528-19

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

10 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თარიღი ადგილი

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ქ----------------

 

დაცვის მხარე

დამცველები - მ------------------

ბრალდებული - ნ-----–-------------- ძე ე-–--------–---–-, დაბადებული - 1----–-–------------, პირადი №-----------, დაოჯახებული, ტექნიკური განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ. თბილისი, ბ------–---------------–-.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. თბილისში, ბ------–---- ქუჩა N----- მიმდებარე ტერიტორიაზე ნ-----–-------–--------–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ სროლისთვის ვარგის ცეცხლსასროლ იარაღებს - 1--- წლის ნიმუშის „S-----------------------------“ მოდელის 44 მმ კალიბრის რევოლვერსა და 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის მ---------- კონსტრუქციის პისტოლეტს და საბრძოლო მასალას - 423 ცალ ვაზნას. ასევე, გამოსაყენებლად ვარგის ასაფეთქებელ მოწყობილობებს - ხელის მსხვრევად ყუმბარის კორპუსს, სასკდომი მუხტით და ამფეთქ ფალიას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ნ-----–-------–--------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს ქ. თბილისის ვ---------------–-------- განყოფილებაში უფროსი დეტექტივის თანამდებობაზე. 2018 წლის 21 დეკემბერს განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ქ. თბილისში, ჩ------ ქუჩა N--ში მდებარე ზ------------–---–ის მშენებარე სახლიდან ე.წ. „ბარგალკების“ ქურდობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პირადი კონტაქტისგან მიიღო ინფორმაცია, რომ აღნიშნული ფაქტი ჩადენილი უნდა ჰქონოდა რ--------–--------–---–ს, მცხოვრებს - ქ. თბილისში, ბ------–---------------–-, რომელიც გადაადგილდებოდა მ---–--–----–------- გამზირზე, სოფელ დიღმის ასახვევთან მდებარე ბენზინგასამართი სადგური „ვისოლის“ მიმდებარედ. აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგ გამოიკითხა მოწმის სახით.

მოწმე ბ----–--–---–-–---–ის ჩვენებით: შემთხვევის დროს მუშაობდა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ხელმძღვანელისგან მიიღო დავალება, რომ თანამშრომელ მ---------–------თან ერთად წასულიყო ქ. თბილისში, ბ------–---------------–- მდებარე სახლში რათა ნ-----–-------–--------–---–ისთვის ჩაებარებინა უწყება პირის გამოძახების შესახებ. მივიდნენ მითითებულ მისამართზე, რა დროსაც ბინიდან გამოვიდა პიროვნება, რომელსაც ხელში ეჭირა მომწვანო ფერის ჩანთა. ვინაიდან ვიზუალურად არ იცნობდა ნ-----–----ს, შეაჩერა და ჰკითხა ნ-----–----ი ხომ არ იყო, რაზეც პიროვნებამ დადებითად უპასუხა. განუმარტა, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და უნდა გადაეცათ უწყება, რისი გაგონებისთანავე ნ-----–----ი გაიცა. მისმა ქმედებამ გამოიწვია ეჭვი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ჩანთაში ინახავდა ფარულად დაუფლებულ ნივთებს, რის გამოც მისი მისამართით განახორციელეს დევნა. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ნ-----–----ს ფეხი დაუსრიალდა და დაეცა. ცდილობდნენ მის შეჩერებას, მაგრამ ნ-----–----ი არ ემორჩილებოდა და გაქცევას ცდილობდა. ხმაურზე მეზობლები გამოვიდნენ სიტუაციაში გასარკვევად. ისინი ცდილობდნენ ყურადღება მიექციათ როგორც ჩანთისთვის, ისე ბრალდებულისთვის, მაგრამ ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები უშლიდნენ ხელს და ცდილობდნენ ნ-----–-------–--------–---–ის დახმარებას, რითაც ისარგებლა ბრალდებულმა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მ---------–------ი დაუკავშირდა სამორიგეო ნაწილს და აცნობა მომხდარის შესახებ, ხოლო თავად იცავდა შემთხვევის ადგილს. ადგილზე მივიდნენ თანამშრომლები - შ-------------–---–ი და რ---–--------–----ე, გამოიძახეს ს----------------------–----------- დეპარტამენტის თანამშრომლები და ექსპერტები, რომელთა მიერ გახსნილი იქნა ჩანთა. ჩანთაში აღმოჩნდა 4 იარაღი, მათ შორის ერთი დაშლილ მდგომარეობაში, ერთი ხელყუმბარა და ტყვიები სხვადასხვა კალიბრის 400-500 ცალამდე. ვინაიდან, იყო აფეთქების საშიშროება, უსაფრთხოების მიზნით გამოიძახეს გამნაღმველები, რომელთა მიერ შეფასებული იქნა სიტუაცია როგორც უსაფრთხო და გააგრძელეს მუშაობა, რის შედეგად ამოიღეს და დალუქეს ჩანთაში არსებული ნივთები. აღნიშნულის შემდეგ მისი, მ---------–------ის, რ---–--------–----ის და შ-------------–---–ის მიერ მოხდა ადგილმდებარეობის დათვალიერება. შემთხვევის მეორე დღეს გამოიკითხა მოწმის სახით. 2018 წლის 24 დეკემბერს გამოკითხა დამატებით, ვინაიდან გამომძიებელს აინტერესებდა შეძლებდა თუ არა ბრალდებულის ამოცნობას, რაზეც განაცხადა რომ პირის ამოცნობა შეეძლო. აღნიშნულის შემდეგ, მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში და წარდგენილი 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო ბრალდებული.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა მ---------–------მა და დამატებით განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათით ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ბრალდებული ნ-----–-------–--------–---–ი.

მოწმე ზ------–--–-–---–-ს ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 21 დეკემბერს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგონა ხმაურის ხმა, გავიდა გარეთ და დაინახა ორი ახალგაზრდა მამაკაცი გორაობდა ძირს. მივიდა ახლოს და დაინახა ერთ-ერთი იყო მისი მეზობელი ნ-----–-------–--------–---–ი. მისთვის უცნობ პირს მოუწოდა შეჩერებულიყო, თუმცა არ მოუსმინა, რის გამოც წავიდა და დაუძახა ნ-----–----ის ოჯახის წევრებს. სახლიდან გამოსვლისას არ შეუნიშნავს, მაგრამ უკან დაბრუნების შემდეგ დაინახა მისი სახლის შესასვლელ ჭიშკართან დაგდებული მუქი ფერის ჩანთა.

მოწმე გ----------------–---–ის ჩვენებით: 2018 წლის თუ არ ცდება სექტემბრის თვეში უნდოდა ავტოფარეხის კარების შეცვლა და აღნიშნული მიზნით ქავთარაძის ბაზრობიდან წამოიყვანა ხელოსანი, ხოლო მოგვიანებით მივიდა კიდევ ორი პირი. საუბრისას გაირკვა, რომ ერთ-ერთ ხელოსანს ჰქონდა იარაღები, რომელიც შეიტანა პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული. პოლიეთილენის პარკებში აღმოჩნდა შემდეგი ნივთები: მაყუჩიანი მ---------- ტიპის პისტოლეტი, გეკოს კალიბრის მაყუჩი ცალკე, ძველებური რევოლვერის ტიპის პისტოლეტი, საფოსტო ნაგანი, დაშლილი პისტოლეტის მაგვარი საგანი, ხელყუმბარა, ნულოვანი ხელყუმბარის დეტონატორი, დაშლილი ნივთები - სავარაუდოდ იარაღის ნაწილები, სხვადასხვა კალიბრის სხვადასხვა იარაღებისთვის განკუთვნილი ტყვიები - ნაწილი კოლოფებში, ნაწილი იდო მრგვალი მეტალის ყუთში, რაშიც ეყარა ძველისძველი ტყვიები. აღნიშნულ პირს გადასცა მისი კუთვნილი ბოშის ჩანთა მწვანე ფერის წითელი წარწერებით, რომელსაც ჰქონდა შავი ძირი და დაგორავდა და სთხოვა ჩაელაგებინა ნივთები. მოწმის განმარტებითვე, აღნიშნული პირის ამოცნობა არ შეუძლია და არც მისი ვინაობა და ტელეფონის ნომერი იცის.

მოწმე რ---–--------–----ის ჩვენებით: მუშაობს ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2018 წლის 21 დეკემბერს თანამშრომელ შ-------------–---–თან ერთად ექსპერტების მონაწილეობით ჩაატარეს ადგილმდებარეობის დათვალიერება. ბრალდებულ ნ-----–-------–--------–---–ის მიერ დაგდებული ჩანთა გახსნეს ექსპერტებმა, რომელშიც აღმოჩნდა იარაღები, მათ შორის ხელყუმბარა, რის გამოც გამოიძახეს გამნაღმველები, რომელთა მიერ ამოღებული და დალუქული იქნა ჩანთაში არსებული ნივთები. შ-------------–---–ის მიერ შედგენილი იქნა ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები და მოაწერეს ხელი.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა შ-------------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ მის მიერ ნ-----–-------–--------–---–ისგან აღებული იქნა ნიმუშები, ხელის კვლები, ანაწმენდები, ნერწყვის და სუნის ნიმუშები.

მოწმე ნ------–----ის ჩვენებით: მუშაობს ქ. თბილისის მ--------------------–--–---------------------–------ პოზიციაზე. ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სამმართველოში შევიდა შეტყობინება ადგილმდებარეობის დათვალიერებასთან დაკავშირებით. მეწყვილე გ-------------------თან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც გამომძიებელმა განუმარტა, რომ უნდა დაეთვალიერებინათ მომწვანო ფერის ჩანთა. ჩანთის გახსნისას მასში აღმოჩნდა, სხვადასხვა სახის იარაღები, მასრები და ხელყუმბარა, რის გამოც შეწყვიტა დათვალიერება, გამოძახებული იქნენ გამნაღმველები, რომლებმაც დაუდასტურეს სამუშაო გარემოს უსაფრთხოება და შესაბამისად, გააგრძელა მუშაობა, რა დროსაც ამოღებული ნივთები დაილუქა, დასურათდა და გადაეცა გამომძიებელს.

მოწმე თ------------ს ჩვენებით: მუშაობს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ 2018 წლის 24 დეკემბრის ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც ბ----–--–---–-–---–ს და მ---------–------ს წარედგინათ 4-4 ფოტოსურათი, რომლებმაც ამოიცნეს ბრალდებული - ნ-----–-------–--------–---–ი.

მოწმე ვ-–----------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ნამდვილობა და ავთენტურობა.

2018 წლის 21-22 დეკემბრის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისი, ბ------–---- ქუჩა N----- მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც ამოღებული იქნა ერთი ცალი მომწვანო ფერის ჩანთა მასში მოთავსებული ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალითა და ასაფეთქებელი მოწყობილობით.

2018 წლის 24 დეკემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ მ---------–------მა ამოიცნო №2 ფოტოსურათზე გამოსახული პირი - ნ-----–-------–--------–---–ი და განმარტა, რომ იგი არის ის პირი, რომელიც ნახა 2018 წლის 21 დეკემბერს, გაექცათ მას და ბ----–--–--–---–ს და გადააგდო ჩანთა. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ასაკით, ჭაღარაშერეული თმით, ოდნავ მოგრძო ფორმის ცხვირით, მოთეთრო პირისახით, საშუალო ზომის (წვრილი) ტუჩებით, მორკალული წარბებით და სახის მთლიანი მოყვანილობით.

2018 წლის 24 დეკემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ბ----–--–--–---–მა ამოიცნო №4 ფოტოსურათზე გამოსახული პირი - ნ-----–-------–--------–---–ი და განმარტა, რომ იგი არის ის პირი, რომელიც ნახა 2018 წლის 21 დეკემბერს, გაექცათ მას და მ---------–------ს და გადააგდო ჩანთა. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ასაკით, საშუალო ზომის (წვრილი) ტუჩებით, რკალისებრი წარბებით, ოდნავ გრძელი ცხვირით, მოშავო ფერის ჭაღარანარევი თმით, სახის სრული მოყვანილობით.

2018 წლის 25 დეკემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, „-----------------------, მოდელის, 8 მმ ნომინალური კალიბრის აირის პისტოლეტი, იგი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ერთი ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1--- წლის ნიმუშის „S-----------------------------” მოდელის 44 მმ კალიბრის რევოლვერი, იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, გაუმართავია და ვარგისია სროლისათვის. ერთი ცალი N------- ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის მ---------- კონსტრუქციის პისტოლეტი, მას შეცვლილი აქვს ლულა, რომელსაც სათაო ნაწილზე გააჩნია ხრახნი. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ექსპერტიზაზე წარდგენილი 3 (სამი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 8 მმ. ნომინალური კალიბრის აირის (მხუთავი ეფექტის, აირის მქონე) ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის აირის პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის (მათ შორის, ექსპერტიზაზე წარდგენილი „----------------------- მოდელის პისტოლეტისათვისაც). აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება თავდაცვითი დანიშნულების (მხუთავი აირის ეფექტის წარმომქმნელ ვაზნას) მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ექსპერტიზაზე წარდგენილი ცილინდრული ფორმის არამაგნიტური ლითონის საგანი დამზადებულია კუსტარული წესით და შესაბამისად მისი ფუნქციონალური დანიშნულების დადგენა ვერ მოხერხდა. ერთი ცალი ობიექტი არის მაყუჩი, რომელიც დამზადებულია კუსტარული წესით. აღნიშნული მაყუჩი ეხრახნება გამოკვლევაზე წარდგენილ N------- პისტოლეტს ლულაზე.

2018 წლის 27 დეკემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის N-------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტები არის რევოლვერის ჩარჩო სასხლეტთან და ჩახმახთან ერთად, 5 (ხუთი) კამორიანი დოლურა, დოლურის მაფიქსირებელი ღერძი, 2 (ორი) ცალი ლითონის ფირფიტა, 1 (ერთი) ცალი ლითონის საგანი და 1 (ერთი) ცალი ჭანჭიკი. აღნიშნული დეტალები მთლიანობაში ვერ უზრუნველყოფს იარაღის სრულ კომპლექტაციას, წარდგენილი სახით არ არის ცეცხლსასროლი იარაღი, შესაბამისად ვერ მოხდება შედარება საცნობარო მონაცემებთან და მისი მონაცემების დადგენა. ექსპერტიზაზე წარდგენილი შავი ფერის ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული მაყუჩი, განკუთვნილი 5,56 მმ კალიბრის უცხოური წარმოების იარაღებისათვის. ჩალისფერი არამაგნიტური ლითონისაგან დამზადებული ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული საბჭოური წარმოების დურბინდის კორპუსი. 35 (ოცდათხუთმეტი) ცალი ცილინდრული ფორმის არამაგნიტური ლითონის საგნები დამზადებულია კუსტარული წესით და შესაბამისად მათი ფუნქციონალური დანიშნულების დადგენა ვერ მოხერხდა. ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 38 კალიბრის მასრა, განკუთვნილი ამავე კალიბრის უცხოური წარმოების რევოლვერებისათვის. იგი ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 38 კალიბრის იარაღში. აღნიშნული მასრა არ არის გასროლილი სს N------------ საქმეზე წარმოდგენილ იარაღებში. ექსპერტიზაზე წარდგენილი საერთო რაოდენობით 392 (სამას ოთხმოცდათორმეტი) ცალი ვაზნიდან 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) ცალი ობიექტები არის ქარხნული წესით დამზადებული ბრაუნინგის კონსტრუქციის პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის განკუთვნილი 9 მმ კალიბრის ვაზნა. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 66 (სამოცდაექვსი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი მ---------- კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის „IIM“; სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის „AПC“ და სხვა, (მათ შორის გამოკვლევაზე წარდგენილი N-------- პისტოლეტისათვისაც). აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. 100 (ასი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1906 წლის ნიმუშის 6,35 მმ. კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი ამავე 6,35 მმ. კალიბრის მაუზერისა და ბრაუნინგის კონსტრუქციის პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 50 (ორმოცდაათი) ცალი ობიექტები არის ქარხნული წესით დამზადებული 1900 წლის ნიმუშის 7,65 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 7,65 მმ კალიბრის ბრაუნინგის კონსტრუქციის პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. 55 (ორმოცდათხუთმეტი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1930 წლის ნიმუშის 7,62 მმ. კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ. კალიბრის „TT“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის, „ППШ“ „ППД“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. 21 (ოცდაერთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი „ნაგანის“ კონსტრუქციის რევოლვერებისათვის, აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. 4 (ოთხი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 38 კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის უცხოური წარმოების რევოლვერებისათვის. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. 10 (ათი) ცალი ობიექტები არის ქარხნული წესით დამზადებული 1--- წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების მგეზავი ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის "AK-47", "AKM", "AKMC", "AKMCУ" მოდელის ავტომატებისათვის, "CKC" მოდელის კარაბინისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის. 10 (ათი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1--- წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ჯავშანმხვრეტ-ცეცხლგამჩენი ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის "AK-47", "AKM", "AKMC","AKMCУ" მოდელის ავტომატებისათვის, "CKC" მოდელის კარაბინისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის. 5 (ხუთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1--- წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღებისათვის სავაზნე მჭიდიანი, თვითდამმუხტავი და ავტომატური შაშხანებისათვის, კარაბინებისათვის, სადაზგო, სატანკო და საავიაციო ტყვიამფრქვევებისათვის. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის. 5 (ხუთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებულ, 1--- წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების მგეზავი ვაზნა, განკუთვნილს 1--- წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის “AK-74, "AKC-74", "AKC 74У" ავტომატებისათვის, "PПK" ხელის ტყვიამფრქვევისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის. 5 (ხუთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 5,45 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 1--- წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის სასწავლო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი კალაშნიკოვის კონსტრუქციის “AK-74, "AKC-74", "AKC-74У" ავტომატებისათვის, "PПK" ხელის ტყვიამფრქვევისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და არის სასწავლო დანიშნულების. 3 (სამი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებულ 1888 წლის ნიმუშის 7,92 მმ კალიბრის „M-----”-ის დემონტირებული ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის მაუზერის შაშხანებისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და უვარგისია გამოსაყენებლად. 1 (ერთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებულ 1890 წლის ნიმუშის 6,5 მმ კალიბრის „M-----------------” ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის „M---------“ შაშხანებისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. 1 (ერთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1888 წლის ნიმუშის 7,92 მმ კალიბრის „M-----”-ის ვაზნის შემადგენელი ნაწილი-მასრა, განკუთვნილი ამავე კალიბრის მაუზერის შაშხანებისათვის და სხვა. იგი არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

2018 წლის 26 დეკემბრის პიროტექნიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოკვლეული 1 (ერთი) ერთეული არის ქარხნული წესით დამზადებული „------- ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით, მარკირებით: „------------, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას, საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყო დანიშნულებით გამოსაყენებლად; ექსპერტიზაზე გამოკვლეული 1 (ერთი) ერთეული ქარხნული წესით დამზადებული „У3PГM“ ტიპის ამფეთქი ფალია, მარკირებით: „У----------------“ და „----, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას და საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყო დანიშნულებით გამოსაყენებლად.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: დ-------------–---–მა.

2018 წლის 26 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის N-------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ოთხივე იარაღის ლულიდან აღებულ ანაწმენდებზე დაფიქსირდა დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა. ე.ი ექსპერტიზაზე წარდგენილი ოთხივე იარაღიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა. მასრიდან აღებულ ანაწმენდზე დაფიქსირდა დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: ლ---------------

შესაბამისად, სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.

ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ-----–-------–--------–---–მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან ნ-----–-------–--------–---–ი თავს არ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და ნ-----–-------–--------–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

საქართველო ეკუთვნის იმ სახელმწიფოთა რიცხვს, სადაც იარაღი ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის ზოგიერთი სახეობის შეძენაა შესაძლებელი შს სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ნებართვით. ამგვარი ნებართვის გარეშე მისი შეძენა მართლსაწინააღმდეგოა და ისჯება სისხლის სამართლის კანონით. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა ან ასაფეთქებელი მოწყობილობა. ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვარგისია საბრძოლო მოქმედებისათვის, ე.ი. გამოყენებისათვის. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იარაღი არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად (ე.ი. აგებულებით) განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანებისა და განადგურებისათვის. ცეცხლსასროლი იარაღი კი ამ კანონის თანახმად, არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს ფეთქებადი ნივთიერების აფეთქების შედეგად წარმოქმნილი აირის მეშვეობით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკური დაზიანებისა და განადგურებისათვის. ცეცხლსასროლ იარაღს მიეკუთვნება: ტყვიამფრქვევი, ავტომატი, კარაბინი, პისტოლეტი, ნაგანი, თოფი და სხვ. ისინი განკუთვნილია ცოცხალი არსების გასანადგურებლად. საერთოდ, ცივ იარაღთან შედარებით ცეცხლსასროლი იარაღის მომეტებულ საშიშროებას განაპირობებს მისი თვისებები. კერძოდ, ცოცხალი არსების გასანადგურებლად არაა საჭირო მისი ფიზიკური კონტაქტი სამიზნე ობიექტთან, არამედ უნარი აქვს მოსპოს იგი გარკვეული მანძილიდანაც. ცეცხლსასროლ იარაღს აქვს უნარი ერთდროულად დააზიანოს რამდენიმე ობიექტი. საბრძოლო მასალა არის ისეთი საგანი ან მოწყობილობა, რომელიც კონსტრუქციულად შესაბამისი იარაღიდან გასროლისთვისაა განკუთვნილი (ტყვია, ხელყუმბარა, ნაღმი და ა.შ.). ასაფეთქებელი მოწყობილობა წარმოადგენს ფეთქებადი ნივთიერებისა და სპეციალური მოწყობილობის კომბინაციას (მაგალითად, დეტონატორი), რომელიც განკუთვნილია აფეთქების საწარმოებლად.

ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა იქნება მართლსაწინააღმდეგო, თუ იგი ხორციელდება „იარაღის შესახებ“ კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ. იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ვალში ჩათვლას, ნაჩუქარის მიღებას, ნაპოვნის დაუფლებას და შეძენა დამთავრებულია, როცა პირს მიეცემა ამ იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის განკარგვის შესაძლებლობა.

სსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არა აქვს. ეს შეიძლება განხორციელდეს ჩანთით, მანქანით, რომლითაც იგი მოძრაობს და ა.შ. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება მომეტებული საშიშროების შემცველია, ვიდრე მისი მართლსაწინააღმდეგო შეძენა. ტარების დროს პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა დაუყონებლივ გამოიყენოს იგი. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება თავისთავად მოიცავს შენახვასაც (რამე რომ ატარო, სადმე უნდა ინახავდე მას). იარაღის ტარება ასევე მოიცავს მის მართლსაწინააღმდეგო შეძენასაც, რადგან იგი შეძენის ლოგიკური გაგრძელებაა (რომ ატარო, ჯერ უნდა შეიძინო).

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ-----–-------–--------–---–ს არ ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთებელი მოწყობილობის შეძენის და ტარების უფლება და მიუხედავად ამისა, იგი ატარებდა ცეცხლსასროლი იარაღს, საბრძოლო მასალას და ასაფეთებელ მოწყობილობას, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალდებულ ნ-----–-------–--------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების თავისებური ინტერპრეტაცია, ემსახურება მხოლოდ ბრალდებულისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია უდავოდ მიჩნეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-----–-------–--------–---–მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ნ-----–-------–--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით. ბრალდებული დაავადებულია ეპილეფსიით და ჰყავს მცირეწლოვანი შვილი.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

- ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში, შემდგომი რეაგირებისათვის უნდა გადაეგზავნოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- სუნის კვალის და ნერწყვის ნიმუშები, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ტყავისა და დუტის ქურთუკები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ-----–-------–--------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ნ-----–-------–--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

3. ნ-----–-------–--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 დეკემბრიდან.

4. ნივთმტკიცება:

- ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- სუნის კვალის და ნერწყვის ნიმუშები, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ტყავისა და დუტის ქურთუკები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

<

დავით მგელიაშვილი