განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1688-15
გამოძიების №-------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
16 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი - მ-----–-------
დაცვის მხარე
დამცველი - თ-------------–-ძე
განსასჯელი - თ-----------------–--------------–---–-, დაბადებული 1----–-–------------------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები - ქ. თბილისი, გ------------------------–-, ამჟამად ძებნილი.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა - ძველი რედაქცია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
ქ. თბილისში, ა------------------------ში მცხოვრებ ზ----------------–---- უყვარდა ს--------------ურაზის ასული თ------–---–-- რომელიც ცხოვრობდა გ------------------------–- და სურდა მისი ცოლად შერთვა.
ეს გარემოება ცნობილი გახდა ს-----------------–---–-- მამის - თ-----------------–--------------–---–-სათვის, რომელმაც კატეგორიულად აუკრძალა ქალ-ვაჟს ერთმანეთის მოკითხვა და ურთიერთშეხვედრა, თუმცა ზ----------------–--ე მაინც ცდილობდა ს-----------------–---–--ან შეხვედრას და დაახლოვებას, რის გამოც თ-------------------–ვილი განაწყენებული იყო ზ----------------–--ის მიმართ.
1--- წლის 2--------------ს, ღამის საათებში, ზ-------------–-------------------–---, მის მეგობარ ლ-------------------–-----–---–---- ერთად გავიდა თავისი სახლიდან, რათა ენახა ს-----------------–---–-. დასახელებულ პირებს ა------------- და ათ----------- ქუჩების გადაკვეთაზე შეხვდათ თ-----------------–--------------–---–-, რომელიც ესაუბრებოდა თავის ახლო ნაცნობს - ლ-------–----–----------------–--------ას. ამ მომენტში, ზ----------------–----ა და თ-------------------–ვილს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება ზ----------------–----ა და ს------------ბ----–--ლს შორის არსებული ურთიერთობის გამო და დაცილდნენ ერთმანეთს. რამდენიმე წუთში, ზ----------------–--ე და თ-------------------–ვილი სეირნობის პროცესში კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ათ----------- ქ-------, იგივე საკითხის გამო კვლავ წაკამათდნენ და შემდეგ დაცილდნენ. დაახლოებით 22:30 საათზე, ზ----------------–--ე თავის მეგობარ ლევან ალხაზიშვილთან ერთად მივიდა თავისი შეყვარებულის ს-----------------–---–-- სახლთან - გ------------------------–-, რომ გაეგო იყო თუ არა დაბრუნებული სასწავლებლიდან. ადგილზე მისვლისას, ზ----------------–--ემ შენიშნა თ-------------------–ვილი, რომელიც ამ დროს იხედებოდა თავისი სახლის ღია ფანჯრიდან ქუჩაში. ზ----------------–--ემ სთხოვა თ-------------------–ვილს გამოსულიყო ქუჩაში სასაუბროდ, მაგრამ თ-------------------–ვილი იყო რა განაწყენებული საყვარელიძეზე, მიაყენა ამ უკანასკნელს სიტყვიერი შეურაცხყოფა და შურისძიების ნიადაგზე, მოკვლის მიზნით, ესროლა მცირეკალიბრიანი შაშხანა. გასროლილი ტყვია ზ----------------–---- მოხვედრა შუბლის არეში და მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა, განსასჯელი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ზ----------------–--ე გადაყვანილი იქნა თბილისის N- კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც 1--- წლის 25 ოქტომბერს, ღამით, გარდაიცვალა ქალას ღრუში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად, თავის ტვინის დაზიანებისა და ქალას ღრუში სისხლჩაქცევით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ თ-------------------–ვილის მიერ
ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას
მოწმე ლ-------–-----–---–-- ჩვენებით დასტურდება შემდეგი: ზ----------------–---- იცნობდა ბავშობიდან, ისინი ერთ ეზოში გაიზარდნენ და მისთვის ცნობილი იყო, რომ ზ----------------–---- უყვარდა თ-------------------–ვილის შვილი - ს-----------------–---–-- რომელიც იყო მისი თანაკლასელი და ცხოვრობდა გ------------------------–-. ზ----------------–--ის და ს-----------------–---–-- ურთიერთობების კატეგორიული წინააღმდეგი იყო თ-------------------–ვილი. 1--- წლის 2--------------ს, ზუსტი დრო არ ახსოვს, იმყოფებოდა ზ----------------–----თან ერთად ა------------- და ათ----------- ქუჩების კვეთაზე, სადაც შემთხვევით შეხვდათ ს-----------------–---–-- მამა - თ-------------------–ვილი. შეხვედრისთანავე თ-------------------–ვილმა ზ------- მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამ უკანასკნელმა იმის გამო, რომ თ----------- იყო ს--------ს მამა, მოუთმინა და განერიდა. ვინაიდან, თ-------------------–ვილს დასცილდნენ ათ----------- ქ------- და ზ------- გადაწყვეტილი ჰქონდა ს--------ს ნახვა, მიაკითხეს სახლთან - გ------------------------–-. თუმცა, ადგილზე მისვლისას ნახეს, რომ თ-------------------–ვილი უკვე სახლში იმყოფებოდა და იყურებოდა პირველი სართულის ღია ფანჯრიდან. ზურაბმა წყნარად მიუგო თ-------------------–ვილს, რომ გამოსულიყო გარეთ და აეხსნა თუ რის გამო აყენებდა მას შეურაცხყოფას. უეცრად თ-------------------–ვილმა თავისივე სახლის ფანჯრიდან ზ------- დაუმიზნა „გეკოს“ თოფი და უწმაწური სიტყვებით მიუგო, რომ წათრეულიყო. თავდაპირველად იფიქრა, რომ თ-------------------–ვილი შეშინების მიზნით აკეთებდა ამას, მაგრამ შემდეგ თ----------მა გამოჰკრა თოფის სასხლეტს ხელი და მის თვალწინ დასისხლიანებული ზ----------------–--ე ძირს დაეცა, რომელსაც ტყვია თავში მოხვდა. ცოტახანში მეზობლები გამოვიდნენ და ამ დროს, კარგად დაინახა, რომ თ-------------------–ვილი თავის ავტომანქანით გამოვიდა ეზოდან და მიიმალა. რამდენიმე წუთში, გ-------------- ქ------- გამოჩნდა მისი მეგობარი ლ-------–------ ს-----------------–---–--ან ერთად. აღნიშნული სურათის დანახვაზე ლ----- მივარდა მასთან და ჰკითხა თუ რა მოხდა, რომელსაც შემდგომ უამბო, რისი შემსწრეც გახდა. დაჭრილი ზ----------------–--ე სასწრაფო დახმარების ავტომანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მოწმე თ-------------------–---–-- ჩვენებით: ზ----------------–---- იცნობდა კარგად, ვინაიდან მისი მეზობელი იყო. ზ------- იყო უკონფლიქტო და დადებით პიროვნება. მან გადმოცემით იცის, რომ ზ----------------–--ე მოკლა მისი შეყვარებულის - ს-----------------–---–-- მამამ - თ-------------------–ვილმა. მართალია მომხდარი ფაქტის თვითმხილველი არ არის, თუმცა ყოველივე აღნიშნულის შესახებ იცის მის მეზობელის - ლ-------–-----–--–--გან, რომელიც შეესწრო ზ----------------–--ის მკვლელობას.
სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსკ-ის 481-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საჯაროდ იქნა წაკითხული ლ-------–------- გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ლ-------–-----–---–- და ს-----------------–---–- არიან მისი თანაკლასელები. 1--- წლის 2--------------ს, დაახლოებით 23:00 საათისათვის, როდესაც ს-----------------–---–- მიაცილა სახლში - გ------------------------–-, დაინახა გასისხლიანებული და ძირს დაგდებული ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც თავზე ედგა ლ-------–-----–---–-. მან ლ-----სთან ერთად სასწრაფო დახმარების ავტომანქანით დაჭრილი გადაიყვანა საავადმყოფოში. შემდეგ, ლ-----სგან შეიტყო, რომ დაჭრილი ბიჭი იყო მისი მეგობარი - ზ----------------–--ე, რომელსაც თოფი ესროლა ს-----------------–---–-- მამამ იმის გამო, რომ ს--------ს და ზ------- ერთმანეთი უყვარდათ და ის აღნიშნულის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსკ-ის 481-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საჯაროდ იქნა წაკითხული ნ--–--------------------–---–-- გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ თ-------------------–ვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მის მეზობლად. 1--- წლის 2--------------ს, დაახლოებით 23:00 საათისათვის, ეზოდან შემოესმა თ-------------------–ვილის ხმამაღალი ლაპარაკი და როდესაც აივნიდან გადაიხედა, თ----------- ვერ დაინახა, ვინაიდან მათი სახლის წინ დგას ხე და არ ჩანდა, მაგრამ თ------------ ხმა კარგად გაარჩია. აივნიდან დაინახა ორი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც ეკამათებოდნენ თ----------ს. ცოტახნით შებრუნდა სახლში და შემდგომ როდესაც კვლავ გადაიხედა დაინახა, რომ ამ ორი ახალგაზრდა ბიჭიდან ერთ-ერთი დასისხლიანებული ეგდო ასფალტზე. მაშინვე ჩავიდა ეზოში და ნახა, რომ ბიჭი თავში იყო დაჭრილი. მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და დაჭრილი ბიჭი გადაიყვანეს საავადმყოფოში. მეორე დღეს მუშისგან, რომლის სახელი და გვარი არ იცის და რომელიც მათი სახლის სადარბაზოს არემონტებდა, შეიტყო, რომ იმ დღეს ახალგაზრდა ბიჭისთვის თ-------------------–ვილს სახლის ფანჯრიდან უსვრია თოფი. მომდევნო დღეებში თ------------ მეუღლემ - ნ-----–-მ უამბო, რომ თ----------- დაკავშირებია ტელეფონით და უთქვამს, რომ იმ ორი ბიჭიდან ერთ-ერთს ჰქონია იარაღი და თ----------ს კამათის დროს წაურთმევია, რომელიც შემთხვევით გავარდნია და ის ბიჭი დაჭრილა. თუმცა მოწმე თავის ჩვენებაში დაბეჯითებით განმარტავს, რომ როდესაც კამათის ხმაზე აივნიდან გადაიხედა და დაინახა ორი ახალგაზრდა ბიჭი, კარგად დააფიქსირა, რომ არცერთ მათგანს ხელში იარაღი, მითუმეტეს თოფი, არ სჭერიათ.
1--- წლის 25 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისი, გ-------------- ქუჩა N--ის წინ. პირველი სართულის პირველი ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს კედლიდან დაახლოებით 4 მეტრის დაშორებით, ავტომანქანების სავალ ნაწილზე გუბის სახით ასხია წითელი ფერის დიდი რაოდენობით სითხე, რომელშიც ყრია წითელი ფერის სითხეში ამოვლებული ტამპონები. აღნიშნული გუბის ორი სხვადასხვა ადგილიდან ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ აღებული იქნა წითელი ფერის სითხის ორი სინჯი.
1--- წლის 25 ოქტომბრის ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გაჩხრეკილ იქნა ქ. თბილისი, გ------------------------–- მდებარე თ-------------------–ვილის საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც ამოღებული იქნა სანადირო თოფი „И----------“ თავის ბუდეში; 11 ცალი მუყაოს ყუთი - თითოეულში 10-10 ცალი საბრძოლო-სანადირო ვაზნით, განკუთვნილი 12 კალიბრიანი თოფისთვის, სულ 110 ცალი; ორი ცალი მუყაოს ყუთი, თითოეულში 25-25 ცალი საბრძოლო სანადირო ვაზნით, განკუთვნილი 12 კალიბრიანი თოფისთვის, სულ 50 ცალი; ერთი მუყაოს ყუთი 22 საბრძოლო-სანადირო ვაზნით, განკუთვნილი 12 კალიბრის თოფისთვის; ერთი მუყაოს ყუთი 30 საბრძოლო-სანადირო ვაზნით, განკუთვნილი 12 კალიბრის თოფისთვის; ერთი კოლოფი კაფსულები საბრძოლო-სანადირო ვაზნების დასატენად; ცხრა ქილა თოფის წამალი; სანადირო დანა N------; საკეცი სანადირო დანა, უნომრო; ფალასკა, თოფის სავაზნე 23 ვაზნით; ერთი მუყაოს ყუთი 25 საბრძოლო სანადირო ვაზნით, განკუთვნილი 12 კალიბრიანი თოფისთვის; 7 ცალი მუყაოს ყუთი, თითოეულში 10-10 ცალი საბრძოლო-სანადირო ვაზნით, განკუთვნილი 12 კალიბრიანი თოფისთვის, სულ 70 ცალი; ფალასკა-თოფის სავაზნე 36 საბრძოლო-სანადირო ვაზნით, განკუთვნილი 12 კალიბრის თოფისთვის.
1--- წლის 26 ოქტომბრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N---- დასკვნით დადგენილია, რომ ზ----------------–--ის სიკვდილის მიზეზია ქალას ღრუში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად თავის ტვინის დაზიანება და ქალას ღრუში სისხლჩაქცევა. ზ-----------–--ის გვამზე შუბლის მარჯვენა ნახევარში არსებული ჭრილობა წარმოადგენს ტყვიის შესასვლელ ხვრელს. ჭრილობის არხის მთელ სიგრძეზე დაზიანებულია კანი, შუბლის ძვალი, მაგარი გარსი, მარჯვენა ჰემისფეროს ნივთიერება, ქვედა საგიტალური სინუსი, სადაც დიდ ნამგალში, მაგარ გარსში გახვეული იყო ტყვიის ნაწილი, რომელიც ამოღებული იქნა. აღნიშნული დაზიანება განვითარებული იქნა რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის მოქმედების შედეგად, რომელსაც უშუალოდ მოჰყვა სიკვდილი. მარჯვენა და მარცხენა მხრის არეში არსებული სისხლნაჟღენთები განვითარებულია რაიმე მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და სიკვდილის მიზეზთან კავშირში ან იმყოფებიან. ლავიწის არეში არსებული ნაჩხვლეტი ჭრილობა სამედიცინო დახმარებისას ნაწარმოები ინექციის შედეგია. შუბლზე არსებული ტყვიის შესავალი ხვრელის არეში ახლო მანძილიდან სროლისათვის დამახასიათებელი კომპონენტების კვალი/როგორიცაა აირები, ალი, ჭვარტლი და დენთის დაუწვავი ნაწილაკები აღმოჩენილი არ იქნა, რაც დამახასიათებელია არა ახლო მანძილიდან სკოლისათვის, მაგრამ ამაზე დაყრდნობა და სროლის მანძილის კონკრეტული დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია, რადგანაც ავადმყოფობის ისტორიის ჩანაწერების მიხედვით აღნიშნული ჭრილობიდან ძლიერი სისხლდენის შეჩერება წარმოებდა მექანიკური გზით, ე. ი. ჭრილობა დამუშავებული იყო. ჭრილობის არხის მიმართულებაა წინიდან უკან, მარჯვნიდან მარცხნივ და ზემოდან ქვემოთ. ავადმყოფობის ისტორიის ჩანაწერების მიხედვით, ზ----------------–---- არ ამოსდიოდა პირიდან ალკოჰოლის სუნი და მისი გვამიდან აღებული სისხლის სასამართლო-ქიმიური გამოკვლევით მასში ალკოჰოლი არ აღმოჩნდა.
1--- წლის 7 ნოემბრის სასამართლო სამედიცინო-ბიოლოგიური ექსპერტიზის N--- დასკვნით დადგენილია, რომ ზ----------------–--ის სისხლი მიეკუთვნება I ჯგუფს. ექსპერტიზაზე წარდგენილ მაისურზე, ჯემპრზე, ქურთუკზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება I ჯგუფს. ექსპერტიზაზე წარდგენილ შარვალზე და ფეხსაცმელზე ვიზუალური დათვალიერებით სისხლზე საეჭვო ლაქა არ აღმოჩნდა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მარლის ტამპონით ამოღებული ლაქაზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება I ჯგუფს.
1--- წლის 29 დეკემბრის სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით დადგენილია, რომ გამოკვლევაზე წარდგენილი მეტელის ნაწილები (ნატეხები) მიეკუთვნებიან ტყვიის გულის ნაწილს და არ არის გამორიცხული რომ ისინი შეადგენენ მთლიანი კონსტრუქციის (5,6 მმ) კალიბრის ტყვიას.
ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ განსასჯელმა თ-------------------–ვილმა ჩაიდინა ზ----------------–--ის განზრახ მკვლელობა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის მე-19 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვისგამომრიცხავი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული ზემოგანხილული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ განსასჯელმა თ-------------------–ვილმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება და გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო გამოძიებისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №1--- დასკვნის მიხედვით, უტყუარად იქნა დადგენილი, რომ ზ-----------–--ის გვამზე შუბლის მარჯვენა ნახევარში არსებული ჭრილობა წარმოადგენს ტყვიის შესასვლელ ხვრელს. აღნიშნული დაზიანება განვითარებული იქნა რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის მოქმედების შედეგად და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. აღნიშნული დასკვნის თანახმად - ზ----------------–--ის სიკვდილის უშუალო მიზეზია ქალას ღრუში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად თავის ტვინის დაზიანება და ქალას ღრუში სისხლჩაქცევა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლი (ძვ. რედაქცია) ითვალისწინებს პასუხისმგებლობას განზრახი მკვლელობისათვის. მას ხშირად მარტივ მკვლელობასაც უწოდებენ, ვინაიდან ეს მკვლელობა არ გულისხმობს არც მის მაკვალიფიცირებელ გარემოებებსა და არც პრივილეგიური მკვლელობის შემადგენლობის არსებობას. ასეთი სახის მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ (როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით). ამ სახის მკვლელობის ყველაზე უფრო ტიპური შემთხვევაა მკვლელობა ჩადენილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს და სხვა. ქმედების კვალიფიკაციის დროს ყურადღება უნდა მიექცეს კონფლიქტის წარმოშობის ყველა გარემოებას: დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მასში მონაწილეთა ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დაწყებული დანაშაულის დამთავრებამდე, პოსტდანაშაულებრივ ქცევას - მოცემულ შემთხვევაში განსასჯელმა თავის არეში დაჭრილი დაზარალებული მიატოვა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. უნდა შევნიშნოთ, რომ სწორი კვალიფიკაციისათვის პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს მკვლელობის დამამძიმებელი გარემოებები. გარდა ამისა, ასევე დადგენილ უნდა იქნეს, ხომ არ არის მკვლელობა ჩადენილი უეცრად აღძრული ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე ან აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ასევე ხომ არ არის სიცოცხლე მოსპობილი გაუფრთხილებლობით. მკვლელობის სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგენილ იქნეს დანაშაულის მოტივი და დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმის დადგენას, თუ ვინ იყო კონფლიქტის ინიციატორი. ამასთან, უნდა გაიმიჯნოს განზრახ მკვლელობა მასთან ახლო მდგომ სხვა დანაშაულთაგან, სახელდობრ, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლებისაგან, სადაც მითითებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებაზე, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ამ მუხლებში პირისათვის სიცოცხლის მოსპობის მიმართ დამნაშავის დამოკიდებულება გამოიხატება გაუფრთხილებლობაში. აქ სახეზეა ბრალის ორმაგი ფორმა: ჯანმრთელობის დაზიანების მიმართ ადგილი აქვს განზრახვას, ხოლო თანამდევი შედეგის მიმართ კი – გაუფრთხილებლობას. ამიტომაც, ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოებათა ერთობლიობა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ჯანმრთელობის დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მისი ლოკალიზაცია (მაგალითად, ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებისათვის ჭრილობის მიყენება), ასევე დანაშაულის ჩადენამდე და მისი ჩადენის შემდეგ დამნაშავისა და დაზარალებულის ქცევა, მათი ურთიერთობა და სხვ. სასამართლო პრაქტიკაში გვხვდება ისეთი მკვლელობაც, რომელსაც ე.წ. „უმოტივო მკვლელობად“ მიიჩნევენ და ზოგჯერ დაუსაბუთებლად ხულიგნური მოტივით ჩადენილ მკვლელობად აკვალიფიცირებენ, რამდენადაც მოტივის დადგენა ვერ ხერხდება (ბრალდებულს იგი არ ახსოვს ქმედების სიმთვრალეში ჩადენის გამო, ანდა იგი არ ამხელს მკვლელობის მოტივს). დოქტრინაში აღიარებულია, რომ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მკვლელობის მოტივი ვერ დგინდება და არ არსებობს ამ ხარვეზის შევსების შესაძლებლობა და თუ არ არსებობს მკვლელობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება, დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს 108-ე მუხლით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ისეთი კატეგორიის დანაშაულთან მიმართებაში, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის ჩადენის მოტივი, ანუ რა ამოძრავებდა დამნაშავეს? რამ მიიყვანა იგი დანაშაულის ჩადენამდე? რომელი ფაქტორი იყო გადამწყვეტი? და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე და გამოძიებისას დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს 1--- წლის 2--------------ს თ-------------------–ვილსა და ზ----------------–---- შორის მომხდარი კონფლიქტის ფაქტი, რაც განსასჯელის შვილის - ს-----------------–---–--ა და ზ----------------–-- საკითხს უკავშირდებოდა, ხოლო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა ზ----------------–--ის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი.
აღსანიშნავია, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა (პირდაპირი ან არაპირდაპირი), მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ. თ-------------------–ვილის ქცევა მიუთითებს სწორედ ამ სავალდებული სუბიექტურ და ობიექტურ ელემენტებზე. მიყენებული ჭრილობის ხასიათიდან და მისი სიცოცხლისთვის სახიფათო მიდამოში ლოკალიზაციდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ-------------------–ვილი ზ----------------–--ის მიმართ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით, რადგან ადამიანის სიცოცხლისათვის ისეთ მნიშვნელოვან არეში, როგორიცაა თავის არე, ცეცხლნასროლი ჭრილობის მიყენება მკვლელობის განზრახვის გარეშე საფუძველს მოკლებულია. თ-------------------–ვილის მოქმედება - დაზარალებულისთვის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან არეში ჭრილობის მიყენება, იყო სიცოცხლის მოსპობის აუცილებელი პირობა, რამაც გამოიწვია ის შედეგი - სიკვდილი, რასაც უშუალოდ განზრახვა მოიაზრებდა, ანუ სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალდებულ თ-------------------–ვილის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად კი, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ განსასჯელმა თ-------------------–ვილმა ჩაიდინა ზ----------------–--ის განზრახ მკვლელობა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ-------------------–ვილის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ უნდა გაიმეტონ სასიკვდილოდ, რომ თითოეულ მათგანს აქვს სიცოცხლის უფლება და მას დაცვა სჭირდება. როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და შიდა კანონმდებლობით, ასევე მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებულია სიცოცხლის უფლება და მისი მშვიდობიან პირობებში შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან, რასაკვირველია, ცივილიზებული ფორმებით.
სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურსამართლებრივი უფლება, რომელსაც კონვენცია ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის პრაქტიკაში ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა (ბუზურტანოვა და ზარხმატოვა რუსეთის წინააღმდეგ (Buzurtanova and Zarkhmatova v. Russia), განაცხადი no. 78633/12 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 5 ნოებრის გადაწყვეტილების პუნქტი 101). მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (ჰაასი და საბო უნგრეთის წინააღმდეგ (Haász and Szabó v. Hungary), განაცხადი nos. 11327/14 და 11613/14 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 49). (იხ. mutatis mutandis, ფედორჩენკო და ლოზენკო უკრაინის წინააღმდეგ (Fedorchenko and Lozenko v. Ukraine), განაცხადი no. 387/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).
ამდენად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 495-498-ე, 502-503-ე, 506-509-ე, 512-ე, 517-ე, 523-ე მუხლებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ-------------------–ვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (ძვ. რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის გამოყენებით შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
2. თ-------------------–ვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მსჯავრდებულის სახით დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.
3. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
5. მსჯავრდებულ თ-------------------–ვილს უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადების მომენტიდან ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი