განაჩენი

სისხლის სამართლის 26.07.2019
საქმის ნომერი
340100119003069811
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
26.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003069811

№1/103-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 ივლისი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზუბაშვილის

ბრალდებულ - ბ----- შ-–--–---–ის

ადვოკატ - მ-----–- ღ---–--ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)

 

ბრალდებული: ბ----- შ-–--–---–ი

მამის სახელი: გ-------

დაბადებული: 1----–-–--------–---

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: გ----------------------------–-------------

ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------------------–-------------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

კვალიფიკაცია: ბ----- შ-–--–---–ს ბრალი ედება მასში, რომ

1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის ნოემბრის თვის დაუდგენელ რიცხვში, დაახლოებით 20:30 საათზე, ბ----- შ-–--–---–მა გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, თავის ავტომანქანაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სახეში მუშტი დაარტყა ყოფილ მეუღლეს ე----- ს--------–-–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 27 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ბ----- შ-–--–---–მა გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში, თავის ავტომანქანაში, სახის არეში ფეხსაცმელი რამდენჯერმე დაარტყა ყოფილ მეუღლეს ე----- ს--------–-–---–ს, რის შემდეგაც მუშტების სხეულზე მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

ბ----- შ-–--–---–ს 2019 წლის 30 მაისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის ნოემბრის თვის დაუდგენელ რიცხვში, დაახლოებით 20:30 საათზე, ბ----- შ-–--–---–მა გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, თავის ავტომანქანაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სახეში მუშტი დაარტყა ყოფილ მეუღლეს ე----- ს--------–-–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. 2019 წლის 27 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ბ----- შ-–--–---–მა გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში, თავის ავტომანქანაში, სახის არეში ფეხსაცმელი რამდენჯერმე დაარტყა ყოფილ მეუღლეს ე----- ს--------–-–---–ს, რის შემდეგაც მუშტების სხეულზე მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

(2018 წლის ნოემბრის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ე----- ს--------–-–---–ის, მოწმეების - ქ------- ჩ---------–---–ის, ი----- ყ----–---–ის, თავად ბრალდებულ ბ----- შ-–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის ნოემბრის თვის დაუდგენელ რიცხვში, ბ----- შ-–--–---–მა ურთიერთშელაპარაკებისას, სახეში მუშტი დაარტყა ყოფილ მეუღლეს ე----- ს--------–-–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს. მათ შორის შეიძლება განვიხილოთ სახის არეში მუშტის დარტყმა. მთავარია აღნიშნულმა ძალადობამ არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვავალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ----- შ-–--–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათლისწინებული შედეგი.

 

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

(2019 წლის 27 მაისის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ე----- ს--------–-–---–ის, მოწმეების - ქ------- ჩ---------–---–ის, ი----- ყ----–---–ის, თავად ბრალდებულ ბ----- შ-–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 27 მაისს, ბ----- შ-–--–---–მა სახის არეში ფეხსაცმელი რამდენჯერმე დაარტყა ყოფილ მეუღლეს ე----- ს--------–-–---–ს, რის შემდეგაც მუშტების სხეულზე მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს. მათ შორის შეიძლება განვიხილოთ ფეხსაცმლის დარტყმა სახის არეში და მუშტების დარტყმა სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ----- შ-–--–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ----- შ-–--–---–მა ჩაიდინა:

 

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ნოემბრის ეპიზოდი)

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 27 მაისის ეპიზოდი)

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ბ----- შ-–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

ბ----- შ-–--–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ბ----- შ-–--–---–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის ორი ეპიზოდი. ორივე შემთხვევაში დაზარალებული ყოფილი მეუღლე ე----- ს--------–-–---–ია.

 

ბ----- შ-–--–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია დანაშაულის ორი ეპიზოდი, რომელთაგან ორივე შემთხვევაში დაზარალებული ოჯახის წევრია, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ----- შ-–--–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, ბ----- შ-–--–---–ის მიმართ არსებობს ყველა საჭირო გარემოება, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ბ----- შ-–--–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარი.

 

აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განჩინებით ყადაღა დაედო ჯ--- ი-----–-–---–ის (პირადი N-----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, საკადასტრო კოდი 5-----------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 5------ კვ. მეტრი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 4000 (ოთხი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.

 

საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ი----- ყ----–---–ის მიერ წარმოდგენილია მეხსიერების ბარათი, მასზე არსებული ვიდეოჩანაწერით, რაც სასამართლოს მოსაზრებით შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ----- შ-–--–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ნოემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

ბ----- შ-–--–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 27 მაისის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და ბ----- შ-–--–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბ----- შ-–--–---–ის (პირადი N1----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ჯ--- ი-----–-–---–ის (პირადი N-----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, საკადასტრო კოდი 5-----------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 5------ კვ. მეტრი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 4000 (ოთხი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ი----- ყ----–---–ის მიერ წარმოდგენილი მეხსიერების ბარათი, მასზე არსებული ვიდეოჩანაწერით შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი