განაჩენი

სისხლის სამართლის 03.08.2019
საქმის ნომერი
120100118002778990
დავის ტიპი
141
თარიღი
03.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/463-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

30 ივლისი 2019 წელი ქ. ა---––---

 

ა---––---- რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–----------------–---–---–-

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – მ---------------, დაბადებული 2---------წ, პირადი ნომერი 6----------, პ---------- რესპუბლიკის მოქალაქე, რეგისტრირებული პ---------- რესპუბლიკა, ხ------–-- რაიონი

 

ადვოკატი - პ------------–-–---–---–--–----------–---

 

თარჯიმანი - ს-----------–------------------------------------------------–-

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქ/პ;

 

სხდომის სახე - დახურული

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.2018 წლის აგვისტოს თავიდან იმავე წლის ნოემრის თვემდე ქ. ა---––---–- დროებით მცხოვრები პ---------- სახელმწიფოს მოქალაქე 2--------- წელს დაბადებული მ---------------ი ქ. ა---––---–- მცხოვრებ თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების ს-----------------------–-----------------------------------------------–---------------------------------------------------–-------–---------------------------------- მიმართ ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას, კერძოდ აღნიშნულ პირებს ხვდებოდა ქ. ა---––---- N- საჯარო სკოლასთან, ასევე ქალაქში სხვადასხვა ადგილებში და ამ უკანასკნელთ აყურებინებდა თუ როგორ ეხებოდა იგი მის სასქესო ორგანოს, რომელიც ახორციელებდა სექსუალური ხასიათის მოქმედებას, ამავდროულად ხელის მოძრაობით სთხოვდა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლებს მასთან მისვლას, მისი სქესობრივი ჟინის დაკმაყოფილების მიზნით მ---------------ის ქმედება იწვევდა დაზარალებულების შიშს, ღირსების შელახვასა და სირცხვილის გრძნობას.

 

მ---------------მა ჩაიდინა გარყვნილი ქმედება ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

სასამართლომ გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები:

 

დაზარალებულ გ------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ ქ. ა---––---–- ოჯახთან ერთად, სწავლობს ქ. ა---––---–- N--ე საჯარო სკოლაში მე-8 კლასში, დაახლოებით 2018 წლის სექტემბრის თვის ბოლოს იგი შუადღის შემდეგ როდესაც ბრუნდებოდა სახლში, მისი სახლის კორპუსთან მოდიოდა ერთი პიროვნება, შავგვრემანი, საშუალო სიმაღლისა და აღნაგობის, რომელიც დაჟინებით უყურებდა, აღნიშნულმა პიროვნებამ ხელი მოიკიდა სასქესო ორგანოს, შარვლის გარეთა მხრიდან, შემდეგ კი ჩვეულებრივად გაუარა და წავიდა, ამის შემდეგ გ------------------, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, მიდიოდა სახლიდან მარტო ცეკვის გაკვეთილზე, რა დროსაც თ------–---–-- ქუჩაზე ფურნესთან ისევ შეხვდა აღნიშნულ პიროვნებას, რომელიც ასევე ძალიან ცუდად უყურებდა მას და კვლავ ხელი ჰქონდა მოკიდებული სასქესო ორგანოზე, თან მას უყურებდა. ისე თითქოს უნდოდა, რომ გ------------------ მისი ამ ქმედებისათვის ყურადღება მიექცია, მომხდარი ფაქტის შესახებ კი არც ოჯახის წევრებისთვისა და არც სხვებისათვის არაფერი არ უთქვამს. 2018 წლის 09 ნოემბერს გ------------------ სკოლაში მივიდა ჩვეულებრივად, სკოლაში ყოფნისას (ზუსტად არ ახსოვს რომელი გაკვეთილი იყო) შენიშნა, რომ ბავშვები მოგროვებულნი იყვნენ მანდატურთან, მას დააინტერესა რა ხდებოდა, მივიდა ახლოს, რა დროსაც მისი კლასელი კ------ ეუბნებოდა მანდატურს, რომ ვიღაც უცხო მამაკაცი შეხვდა, რომელსაც ხელი სასქესო ორგანოზე ჰქონდა მოკიდებული და თან ძალიან ცუდად უყურებდა, ამის გაგების შემდეგ გ-------------------ც უთხრა მანდატურს, რომ აღნიშნული პიროვნება მასაც შეხვდა, ხელი ჰქონდა სასქესო ორგანოზე მოკიდებული, თან ძალიან ცუდად უყურებდა, აღმოჩნდა, რომ მასა და კ------- გარდა აღნიშნული პიროვნება სხვა ბავშვებსაც შეხვედრია და მათთანაც ანალოგიურად გაუკეთებია.

 

ასევე 2018 წლის ზაფხულში, მგონი აგვისტოს თვეში იგი მის დაქალთან ა------------------- ერთად იჯდა მათი საცხოვრებელი სახლის უკან პარკში, რა დროსაც ზემოთ აღნიშნული, უცხო მამაკაცი იჯდა პარკში მათგან დაახლოებით 10-15 მეტრში, რა დროსაც ის უყურებდა ყველა ბავშვს, ასევე მან ხელი მოიკიდა სასქესო ორგანოზე. აღნიშნული პიროვნება გ------------------ა და ა---- ასევე შეხვდათ ზაფხულში ქ. ა---––---–- თ------–---–-- ქუჩა მარკეტ ,,-------------, რა დროსაც აღნიშნულმა პიროვნებამ კვლავ დაუწყო მათ დაჟინებული ყურება, როგორც გ------------------- ისე ა---- მიმართულებით, მაგ დროსაც მოიკიდა ხელი სასქესო ორგანოზე შარვლის გარედან.

 

2018 წლის 10 ნოემბერს 16:20-16:45 საათის პერიოდში ჩატარებული ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა გ------------------- ამოსაცნობად წარდგენილი 3 პიროვნებიდან ამოიცნო მ---------------, მუქი კანის ფერით, მრგვალი პირისახის, საშუალო ზომის წვერით, ულვაშებით, სრული აღნაგობით ოდნავ მუცლით, საშუალოზე დაბალი სიმაღლით, საშუალო თმებით, რომელიც შეხვდა 2018 წლის ზაფხულიდან ნოემბრის თვემდე 4-ჯერ და ყველა შეხვედრაზე მის დასანახავად გამომწვევად იკიდებდა ხელს სასქესო ორგანოზე და უყურებდა დაჟინებით, სადაც წავიდოდა უკან დაყვებოდა.

 

დაზარალებულ ა----------------- ჩვენებით დადგენილია, რომ დაახლოებით 2018 წლის სექტემბრის თვეში იმყოფებოდა თ------–---–-- ქუჩაზე ე.წ. „------------------------ სადაც მაღაზიის მოპირდაპირედ დაინახა, რომ იდგა მისთვის უცნობი მამაკაცი, აღნიშნული პიროვნება წააგავდა ი-------–ს, დაახლოებით 35 წლამდე ასაკის, დაბალი, სრული აღნაგობის, ეცვა ლურჯი ფერის სპორტული შარვალი და მოშავო ფერის გრძელ მკლავიანი მაისური, რომელიც იყო ზოლებში გაწყობილი, ფეხზე კი ეცვა მოშავო მოყავისფრო ჩუსტები, რომელიც უყურებდა უცნაურად, ხელი კი შარვალზე გარედან ეკიდა სასქესო ორგანოსთან, ისრესდა ხელით, პარალელურად მას უყურებდა. რამდენჯერაც გახედა იმდენჯერვე მას უყურებდა. ამ დღიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, ა---------------ი და მის სკოლელ გ-------------------ნ ერთად იმყოფებოდა თ------–---–-- ქუჩაზე მდებარე „ნ-------------–-- რა დროსაც დაინახა, რომ ზემოაღნიშნული ჩაცმულობის მამაკაცი მოპირდაპირედ ტროტუარზე, ამ მამაკაცმა მათ უცნაურად შეხედა, მიაშტერდა, ასევე 2018 წლის 09 ნოემბერს ა----------------- N- სკოლაში იყო მშობელთა კრება, რა დროსაც დედამისმა გაიგო, რომ ვიღაც მამაკაცი დადის ქუჩაში, სასქესო ორგანოზე იკიდებს ხელს და ამ ყველაფერს აჩვენებს ბავშვებს. აღნიშნული ინფორმაცია ა-----------------ც გაიგო თავისი სკოლელებისაგან. რის შესახებაც უთხრა დედას.

 

2018 წლის 10 ნოემბერს 16:50-17:05 საათის პერიოდში ჩატარებული ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა ა----------------- ამოსაცნობად წარდგენილი 3 პიროვნებიდან ამოიცნო მ---------------, მუქი კანის ფერით, მრგვალი პირისახის, საშუალო ზომის წვერით, ულვაშებით, სრული აღნაგობით ოდნავ მუცლით, საშუალოზე დაბალი სიმაღლით, საშუალო ზომის თმებით და ზოგადი მოყვანილობით, რომელიც შეხვდა თ------–---–-- ქუჩაზე, მის დასანახად და გამომწვევად ხელს ისვავდა სასქესო ორგანოზე, რამდენჯერმე შეხვედრისას კვლავ იგივეს იმეორებდა.

 

დაზარალებულ მ----–-------–--------- ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ოჯახთან ერთად, სწავლობს ქ. ა---––---- N--ე საჯარო სკოლაში და არის მე-7 კლასის მოსწავლე. დაახლოებით სამი თვის წინ როცა იგი თავის მეგობარ ს---------–------- ერთად სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, თ------------ ძეგლის მიმდებარედ მან და თავისმა მეგობარმა შენიშნეს, რომ მათ უკან მოჰყვებოდათ მათთვის უცნობი შავგვრემანი მამაკაცი, რომელიც თითქოს ტელეფონზე საუბრობდა, სინამდვილეში კი ტელეფონი უბრალოდ ჰქონდა ყურზე მიდებული, უცნობი მამაკაცი ბავშვებს მისდევდა, საითაც წავიდოდნენ იქით მიჰყვებოდა და ფეხს თუ აუჩქარებდნენ ისიც უჩქარებდა, როდესაც ბავშვები შეხედავდნენ დაჟინებით უყურებდა, ძალიან დაძაბული და აგრესიული სახით, რაც ბავშვებს ძალიან ეუცნაურათ. როგორც შემდეგ მან ს--------- შეიტყო, აღნიშნული მამაკაცი მას თითქმის სახლამდე წაჰყოლია. რამოდენიმე დღის შემდეგ როდესაც იგი სკოლიდან მოდიოდა მეგობარ ს------------------- ერთად თ------------ ძეგლთან აღნიშნული პიროვნება კვლავ დაინახა, იგი კვლავ დაჟინებითა და აგრესიული მზერით უყრებდა მათ.

 

2018 წლის 10 ნოემბერს 14:30-15:00 საათის პერიოდში ჩატარებული ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა მ----–-------–--------- ამოსაცნობად წარდგენილი 3 პიროვნებიდან ამოიცნო მ---------------, მუქი კანის ფერით, მრგვალი პირისახის, საშუალო ზომის წვერით, ულვაშებით, სრული აღნაგობით ოდნავ მუცლით, საშუალოზე დაბალი სიმაღლით, საშუალო თმებით, რომელიც თ------------ ძეგლთან დაედევნა უკან, დაყვებოდა სადაც წავიდოდა, თუ ჩქარი ნაბიჯით წავიდოდა იცის ჩქარი ნაბიჯით დაყვებოდა, ასევე კვლავ შეხვდა თ------------ ძეგლთან და უყურებდა დაჟინებით.

 

დაზარალებულ ს---------–----- ჩვენებით დადგენილია, რომ სწავლობს ქ.ა---––---- N- საჯარო სკოლაში და არის მე-7 კლასის მოსწავლე. დაახლოებით სექტემბრის თვეში ზუსტი თარიღი არ ახსოვს, იგი იმყოფებოდა ე.წ ,--------------- მიმდებარედ, მის მეგობარ მ----–-------–----------- ერთად, რა დროსაც შენიშნეს ვიღაც უცხო მამაკაცი, ლურჯი ფერის სპორტული ზედა ქვედით და თეთრი ფერის ბოტასებით, საშუალო სიმაღლის, ოდნავ მსუქანი, მუცლით, სახეზე მუქი ფერის, ულვაშითა და პატარა წვერით. რომელსაც ყურთან ტელეფონი ეკავა, მათ მიჰყვებოდა უკან და თან უყურებდა დაჟინებით, სადაც ისინი წავიდოდნენ იქით მიდიოდა და როდესაც ბავშვები შეხედავდნენ თავის სასქესო ორგანოზე, შარვლის ზემოდან გამომწვევად, მათი ყურადღების მისაბყრობად ხელს იკიდებდა, აგრეთვე ანიშნებდა მათ ხელით მასთან მიახლოებას. მას შემდეგ ს---------–----ც და მ----–---– წავიდნენ თავიანთი სახლებისაკენ. აღნიშნული მამაკაცი ამის შემდეგ ს---------–---- გაჰყვა უკან და მისდევდა იქამდე ვიდრე ს---------–---- არ მიუახლოვდა თავის სახლს, რომელიც მდებარეობს რ------- დასახლებაში, ზემოხსენებული მამაკაცი კი რ-----–- არსებულ სტადიონთან გაჩერდა. ამის შემდეგ აღნიშნული პიროვნება ბავშვებს ხშირად ხან სკოლასთან ელოდებოდა და შემდეგ უკან მიჰყვებოდა, ხან გზაში ხვდებოდა, თ------------ ძეგლთან, და იქიდან მიჰყვებოდა უკან, მას გამუდმებით ტელეფონი ჰქონდა ყურზე მიდებული, თუმცა მისი საუბარი არ გაუგიათ, რადგან იგი ტელეფონზე არ საუბრობდა. თავის სასქესო ორგანოზე იკიდებდა ხელს, შარვლის ზემოდან. როდესაც ს---------–---- სკოლიდან მოდიოდა, აღნიშნული მამაკაცი მანქანის უკან იმალებოდა, ხოლო როცა დაინახა ს---------–---- უკან გაჰყვა მას, ს----- აღნიშნულის შესახებ უამბო დედამისს, თუმცა შერცხვა და ის არ უთქვამს, რომ, როდესაც ამ მამაკაცს უყურებდა იგი თავის სასქესო ორგანოზე იკიდებდა ხელს. აღნიშნული პიროვნება მან ასევე ნახა მეგობარ ს-----–-------------ნ ერთად ყოფნის დროსაც, ამ დროს მათთან იმყოფებოდა ს-----–-------------ს მამა ა--------------------, რომლის დანახვისთანავე არნიშნული მამაკაცი გაიქცა. აღნიშნული მამაკაცი ს---------–----ა და მის მეგობრებს, როდესაც შეხვდებოდა მხოლოდ ხელს იდებდა თავის სასქესო ორგანოზე, შარვლის გარედან, მაგრამ შარვალი არ ჩაუწევია, იგი, აგრეთვე, არ შეხებია და ერთი სიტყვაც არ უთქვანს ს---------–-----ათვის, მხოლოდ უკან მისდევდა, მხოლოდ 10 მეტრის რადიუსით, როდესაც გაიქცეოდა ისიც მირბოდა, როდესაც ს---------–---- გაჩერდებოდა ისიც ჩერდებოდა. ეს ყოველივე ხდებოდა ხშირად, ხან დღეგამოშვებით, ხან რამდენიმე დღის გამოტოვებით, ხანაც ყოველდღე. აღნიშნული პიროვნება ჟესტიკულაციით ანიშნებდა მათ, რომ ყურადღება მიექციათ, ეყურებინათ მისი სასქესო ორგანოსათვის, რომელსაც თვითონ ეფერებოდა გარედან ხელით.

 

2018 წლის 10 ნოემბერს 00:30-01:00 საათის პერიოდში ჩატარებული ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა ს---------–----- ამოსაცნობად წარდგენილი 3 პიროვნებიდან ამოიცნო მ---------------, მუქი კანის ფერით, მრგვალი პირისახის, საშუალო ზომის წვერით, ულვაშებით, სრული აღნაგობით ოდნავ მუცლით, საშუალოზე დაბალი სიმაღლით, საშუალო თმებით, რომელიც 2018 წლის ზაფხულში N- საჯარო სკოლის და ე.წ. „------------ მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა რამოდენიმეჯერ, სასქესო ორგანოზე ხელის დადებით.

 

დაზარალებულ ა----------------- ჩვენებით დადგენილია, რომ სწავლობს N- საჯარო სკოლაში მე-4 კლასში, 2018 წლის ზაფხულში დაახლოებით სამი თვის წინ დღე და რიცხვი ზუსტად არ ახსოვს, არდადეგების პერიოდში იმყოფებოდა N- საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ ასევე იმყოფებოდა მისი და ს-------–------------ და მის მეგობარი კ---------------- ერთად, ამ დროს მათ N- საჯარო სკოლის ეზოში დაინახეს მამაკაცი, რომელიც გავდა უცხოელს, დაახლოებით 35 წლამდე ასაკის, ულვაშებით, შავგვრემანი, ი-------–ის შეხედულების, სრული აღნაგობის, ტანზე ეცვა ლურჯი ფერის სპორტულები და უყურბდა მათ დაჟინებით, ის იდგა ღობის შიგნით სკოლის მხარეზე ხოლო ესენი იყვნენ სკოლის წინ საავტომობუილო გზაზე, მათ შორის მანძილი იყო დაახლოებით 3-4 მეტრი, დანახვისას მას ერთ ხელში ეკავა ტელეფონი ხოლო მეორე ხელს სასქესო ორგანოზე ისვამდა გამომწვევად, მათ დასანახად და მათთვის შეურაცმყოფელად, ტანზე ეცვა სპორტული შარვალი და სასქესო ორგანო არ უჩანდა და ასევე ხელის დაქნევით გამომწვევად ანიშნებდათ მასთან მისულიყვნენ, რის დანახვაზეც შეეშინდათ და წავიდნენ სახლისკენ, აღნიშნული მამაკაციც ჩქარი ნაბიჯებით გაჰყვა, მაგრამ მათთან უფრო ახლოს არ მისულა და მათი დაჭერა არ უცდია, აღნიშნულის შესახებ მან უამბო დედამისს კ----------------, დედამ უთხრა შესაძლოა ის კაცი სხვაგან მიდიოდა სადმე და ნურაფრის შეგეშინდებათო. ამის შემდეგ აღნიშნული პიროვნება ნახეს სკოლის დაწყებიდან 2 კვირის შემდგომ, რომელიც იდგა ე.წ. დ------------- არსებულ ხიდთან, მას როდესაც გვერდით ჩაუარეს დაინახეს, რომ ტელეფონი ქონდა ყურთან მიდებული რომელიც უყურებდა დაჟნებით და თვალს არ აშორებდათ, მათთვის აღარაფერი არ უნიშნებია, ისინი წავიდნენ სახლში ისიც წავიდა საპირისპირო მიმართულებით, კერძოდ კი გადავიდა ხიდზე და წავიდა თ------–---–-- ქუჩაზე. ამის შემდგომ N- საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეხვდა აღნიშნული პიროვნება რომელსაც ერთ ხელში ტელეფონი ეჭირა ხოლო მეორე ხელით თავის სასქესო ორგანოს აწვალებდა გარედან, აღნიშნული პიროვნება იყო მუქი კანის ფერით, წვერით და ულვაშებით, სრული აღნაგობის, საშუალოზე დაბალი, საშუალო ზომს თმებით, უცხოელი კერძოდ ი-------–ის გარეგნობით.

 

2018 წლის 10 ნოემბერს 17:45-18:05 საათის პერიოდში ჩატარებული ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა ა----------------- ამოსაცნობად წარდგენილი 3 პიროვნებიდან ამოიცნო მ---------------, მუქი კანის ფერით, მრგვალი პირისახის, საშუალო ზომის წვერით, ულვაშებით, სრული აღნაგობით ოდნავ მუცლით, საშუალოზე დაბალი სიმაღლით, საშუალო ზომის თმებით და ზოგადი სახის მოყვანილობით, რომელიც მას შეხვდა 2018 წლის ზაფხულში N- საჯარო სკოლის ტერიტორიაზე და მის დასანახად სასქესო ორგანოზე გარედან ისვავდა ხელს და უყურებდა დაჟინებით გამომწვევად, ასევე აღნიშნული პიროვნება დაინახა როდესაც მის დას ელოდებოდა დედასთან ერთად, რომელიც კვლავ დასანახად და გამომწვევად ხელს შარვლის გარედან სასწესო ორგანოზე ისვავდა.

 

დაზარალებულ ს--------------- ჩვენებით დადგენილია, რომ სწავლობს N- საჯარო სკოლაში მე-7 კლასში, 2018 წლის ოქტომბრის თვეში დღე ზუსტად არ ახსოვს, სკოლიდან მიდიოდა სახლში როდესაც დ--------–---–-- ქუჩაზე, სანამ „---–-------“ მაღაზიასთან მივიდოდა შეხვდა უცხო გარეგნობის შავგვრემანი მამაკაც, რომელმაც შეხვედრისას დაუწყო დაჟინებით ცქერა, ის მას გასცდა და წავიდა სახლისკენ, ისიც სიარულით გაჰყვა უკან დაახლოებით 5-6 მეტრის მოშორებით, რამდენჯერაც მიიხედა მისკენ ის მის დასანახად სასქესო ორგანოზე გამომწვევად და მიმანიშნებლად იკიდებდა ხელს, მას მისი შეეშინდა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ, აღნიშნულმა პიროვნებამ თავის მხრივ აუჩქარა ნაბიჯს და მიჰყვებოდა უკან დაახლოებით 5-10 მეტრის მოშორებით, როდესაც სახლში შევიდა ის ეზოში არ შეყოლია და როდესაც გამოიხედა უკან მიდიოდა, ის მიხვდა რომ აღნიშნული პიროვნება ნამდვილად მას მიჰყვებოდა. მეორე დღეს ს-------------- წავიდა მუსიკალურ სკოლაში მუსიკის გაკვეთილზე, როდესაც გაკვეთილიდან გამოვიდა, აღნიშნული პიროვნება შეხვდა ა---––---- პარკის ტერიტორიაზე რომელიც დანახვისთანავე იცნო. შეეშინდა და შეშინებული წავიდა სახლისკენ, რამდენჯერაც უკან მიიხედა ის კვლავ უკან მიჰყვებოდა, ის ჩქარი ნაბიჯებით წავიდა და მანაც აუჩქარა ნაბიჯებს და სიარული მიჰყვა სახლამდე, სახლში როდესაც შევიდა ისიც გაბრუნდა უკან. აღნიშნული პიროვნება კვლავ ნახა მ----–-------–----------- ერთად ყოფნის დროსაც, რომელიც კვლავ დაჟნებით უყურებდა მათ, მაგრამ უკან აღარ გაჰყოლიათ. მას აღნიშნული პიროვნების ამოცნობა შეუძლია, სახის მოყვანილობით, კანის ფერით რომელსაც ქონდა მუქი კანის ფერი, წვერით და ულვაშით, სრული აღნაგობით, საშუალოზე დაბალი სიმაღლით, საშუალო ზომის თმებით, უცხოელის კერძოდ ი-------–ის გარეგნობით.

 

2018 წლის 10 ნოემბერს 15:45-16:15 საათის პერიოდში ჩატარებული ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა ს--------------- ამოსაცნობად წარდგენილი 3 პიროვნებიდან ამოიცნო მ---------------, მუქი კანის ფერით, მრგვალი პირისახის, საშუალო ზომის წვერით, ულვაშებით, სრული აღნაგობით ოდნავ მუცლით, საშუალოზე დაბალი სიმაღლით, საშუალო თმებით, რომელიც 2018 წლის ოქტომბრის თვეში ორჯერ აედევნა უკან და მიყვებოდა 5-6 მეტრის მოშორებით, მანამ სახლში არ მივიდა, აღნიშნული პიროვნება ხელს ისვავდა სასქესო ორგანოზე შარვლის გარედანდა უყურებდა დაჟინეებით.

 

დაზარალებულ კ----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ სწავლობს ქ. ა---––---- N--ე საჯარო სკოლაში და არის 8-ე კლასის მოსწავლე. 2018 წლის ზაფხულში ზუსტად დრო არ ახსოვს ვიდრე სკოლა დაიწყებოდა ქ. ა---––---- N- საჯარო სკოლასთან მდებარე ხიდთან თამაშობდა მის მეგობარ ს-----–-------------ნ ერთად და მის დასთან ა-------------------, რა დროსაც შენიშნეს მათ სიახლოვეს ვიღაც უცხო მამაკაცი, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა და მათ უყურებდა, იგი საკმაოდ დიდხანს იდგა ასე და უყურებდა მათ, ამის შემდეგ ისინი სადაც წავიდოდნენ მისდევდა ის მამაკაციც, მათ სიახლოვეს დადიოდა და უყურებდა, როდესაც გაჩერდებოდნენ და შეხედავდნენ მაშინ ისიც ჩერდებოდა ან იმალებოდა ან გარბოდა. ამის შემდეგ იგივე ადამიანი, როდესაც უკვე სკოლა დაიწყო, კვირაში რამდენიმე დღე, ზუსტად არ იცის, მაგრამ იგი გამოდმებით გაკვეთილების შემდეგ ისევ ხვდებოდა, კვლავ ტელეფონზე საუბრობდა და მათ უყურებდა სადაც არ უნდა წასულიყვნენ სულ უკან მისდევდა შორიახლოს დაახლოებით 10 მეტრის რადიუსში, მას ყოველთის ლურჯი ფერის სპორტული ზედა ქვედა ეცვა და თეთრი ფეხსაცმელები, ასევე თეთრი ფერის ტელეფონი და მუდამ ყურზე ჰქონდა მიდებული. სასქესო ორგანოზე ხელს ისვამდა ისე, რომ მათ მიექციათ ყურადღება. მან აღნიშნულის შესახებ უთხრა დედამისს ს----------------, რომელმაც უთხრა, რომ მისგან თავი შორს დაეკავებინა და არ დალაპარაკებოდნენ მას.

 

2018 წლის 10 ნოემბერს 15:10-15:35 საათის პერიოდში ჩატარებული ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა კ----------------- ამოსაცნობად წარდგენილი 3 პიროვნებიდან ამოიცნო მ---------------, მუქი კანის ფერით, მრგვალი პირისახის, საშუალო ზომის წვერით, ულვაშებით, სრული აღნაგობით ოდნავ მუცლით, საშუალოზე დაბალი სიმაღლით, საშუალო თმებით, რომელიც 2018 წლის ზაფუხლში შეხვდა მის მეგობართან ერთად N- საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამომწვევად მის დასანახად ხელს ისმევდა სასქესო ორგანოზე.

 

დაზარალებულ ს-----–-------------- ჩვენებით დადგენილია, რომ სწავლობს N- საჯარო სკოლაში მე-7 კლასში, 2018 წლის ზაფხულში დღე და რიცხვი ზუსტად არ ახსოვს, არდადეგების პერიოდში იმყოფებოდა N- საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე იყვნენ მისი და ა---------------- და მისი მეგობარი კ----------------, ამ დროს მათ N- საჯარო სკოლის ეზოში დაინახეს მამაკაცი რომელიც ჰგავდა უცხოელს, დაახლოებით 35 წლამდე ასაკის, ულვაშებით, შავგვრემანი, ი-------–ის შეხედულების, სრული აღნაგობის, ტანზე ეცვა ლურჯი ფერის სპორტულები და უყურებდა დაჟინებით, იდგა ღობის შიგნით სკოლის მხარეზე, ხოლო თავად იმყოფებოდნენ სკოლის წინ საავტომობილო გზაზე, მათ შორის მანძილი იყო დაახლოებით 3-4 მეტრი, დანახვისას მას ერთ ხელში ეკავა ტელეფონი ხოლო მეორე ხელს სასქესო ორგანოზე ისვამდა გამომწვევად, მათთვის დასანახად, ტანზე ეცვა სპორტული შარვალი და სასქესო ორგანო არ უჩანდა. მათ შეეშინდათ და წავიდნენ ჩქარი ნაბიჯით სახლისკენ. აღნიშნული მამაკაციც ჩქარი ნაბიჯით გაჰყვა, მაგრამ მას მათთან უფრო ახლოს მისვლა და მათი დაჭერა არ უცდია, ამის შესახებ მან უამბო დედამისს კ----------------ს, დედამ უთხრა, შესაძლოა ის კაცი სხვაგან მიდიოდა სადმე. ამის შემდგომ აღნიშნული პიროვნება ნახა სკოლის დაწყებიდან 2 კვირის შემდგომ რომელიც იდგა ე.წ. ,,დ-------------“ არსებულ ხიდთან, მას როდესაც გვერდით ჩაუარა დაინახა, რომ ტელეფონი ქონდა ყურთან, რომელიც უყურებდა დაჟინებით და თვალს არ აშორებდა, მათთვის აღარაფერი არ უნიშნებია, ისინი წავიდნენ სახლში ასევე ის კაციც წავიდა საპირისპირო მიმართულებით, კერძოდ კი გადავიდა ხიდზე და წავიდა თ------–---–-- ქუჩაზე, ამის შემდგომ მას დაურეკა დედამ კ----------------ა და უთხრა დალოდებოდა N- საკარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც თ------------ ძეგლთან მივიდა დაინახა რომ ზემოთაღნიშნული უცხოელი იდგა კ--------- ქუჩაზე არსებულ „--------- აფთიაქთან და როდესაც გზაზე გადავიდნენ წავიდა მათკენ, ის და კ------ შევიდნენ იქვე არსებულ მაღაზიაში, გაჩერდნენ ცოტახანი და ისევ უკან გამოვიდნენ, გამოსვლისას აღნიშნული პიროვნება შეხვდათ მაღაზიის წინ, მათ შეეშინდათ წავიდნენ „------------ მხარეს ის კი როგორც დაინახეს წავიდა და შევიდა „-----–-- მ--- საშუალო სკოლის მხარეს, ის და კ------ დედამისს შეხვდნენ N- საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, აღნიშნული პიროვნება კი იდგა დაახლოებით ა------- ტერიტორიაზე და იყურებოდა მათკენ, ხელში ეკავა ტელეფონი და მეორე ხელით გამომწვევად დადებული ქონდა სასქესო ორგანოზე და უყურებდა მათ დაჟინებით, დედამისს უთხრეს რომ ეს ის კაცი იყო რომელიც მანამდეც ნახეს და მათ დასანახად გამომწვევად ხელს იდებდა სასქესო ორგანოზე, რაც დაადასტურა მისმა დამაც და გაიხსენეს არდადეგების პერიოდი როდესაც პ------–ად ნახეს ის. აღნიშნულ პიროვნებას ჰქონდა მუქი კანის ფერი, წვერი და ულვაშები, სრული აღნაგობის, საშუალოზე დაბალი, საშუალო ზომის თმებით, უცხოელი კერძოდ ი-------–ის გარეგნობა.

 

2018 წლის 09 ნოემბერს 22:00-22:30 საათის პერიოდში ჩატარებული ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა ს-----–-------------- ამოსაცნობად წარდგენილი 3 პიროვნებიდან ამოიცნო მ---------------, მუქი კანის ფერით, მრგვალი პირისახის, საშუალო ზომის წვერით, ულვაშებით, სრული აღნაგობით ოდნავ მუცლით, საშუალოზე დაბალი სიმაღლით, საშუალო თმებით, რომელიც 2018 წლის ზაფხულში N- საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქ. ა---––---, კ--------- ქუჩაზე რამდენჯერმე ნახა სასქესო ორგანოზე ხელის დადებით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს------------------- განმარტა, რომ სკოლიდან დაურეკა შვილმა გ------ და უთხრა, რომ სკოლაში მისულიყო, სადაც მისვლისას შვილმა მოუყვა, რომ ცეკვაზე წასვლისას და დაბრუნებისას შენიშნა 15მ. მანძილზე უცხო პიროვნება, რომელიც თავის სასქესო ორგანოებზე ხელს იდებდა და ღნიშნულ ფაქტს რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი, რაზეც სკოლაში ბავშვების მშობლებმა გადაწყვიტეს რომ ფაქტზე მიემართათ სამართალდამცავი ორგანოებისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს-----------–--------- განმარტა, რომ მისი შვილი მ----–-------–------ნი სწავლობს ქ. ა---––---- N- საჯარო სკოლაში. 2018 წლის ნოემბრის თვეში, როდესაც მივიდა სკოლაში იქ მყოფმა ბავშვებმა უთხრეს, რომ თ------------ ძეგლთან შენიშნეს უცხო პიროვნება, რომელიც მიყვებოდათ უკან. შვილმა ასევე მოუყვა, რომ აღნიშნული პიროვნება სასქესო ორგანოზე იდებდა ხელს და ცუდად უყურბებდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-----------–----ა განმარტა, რომ მისმა შვილმა ს---------–-----, რომელიც სწავლობს ქ. ა---––---- N- საჯარო სკოლაში უთხრა, რომ ვიღაც უცხო პიროვნება უთვალთვალებდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---------------- განმარტა, რომ მის შვილი ს--------------- სწავლობს ქ. ა---––---- N- საჯარო სკოლაში მე-7 კლასში, მან შვილისაგან გაიგო, რომ ბავშვს უცხო მამაკაცი დაყვებოდა, რომელიც სასქესო ორგანოზე იკიდებდა ხელს რის გამოც ბავშვი იყო შეშინებული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს----------------ა განმარტა, რომ მის შვილს კ------ ს--------- რომელიც სწავლობს ქ.ა---––---- N- საჯარო სკოლაში დაყვებოდა ვიღაც მამაკაცი, რომელიც ი-------–ს გავდა, იყო შავი ფერის, რომელიც სასქესო ორგანოზე იკიდებდა ხელს, რის გამოც ბავშვი იყო შეშინებული. იგი თ------------ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიასთან გაყვა მის შვილს. ასევე 2018 წლის 9 აგვისტოს, როდესაც მისი შვილი იმყოფებოდა მეზობელთან ერთად შენიშნა, უცხო პიროვნება უთვალთვალებდა და მისდევდა უკან.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ----------–----ნმა განმარტა, რომ მისმა ქალიშვილმა ა-----------------, რომელიც სწავლობს ქ. ა---––---- N- საჯარო სკოლაში უთხრა, რომ ვიღაც უცხო პიროვნება უყურებდა და სასქესო ორგანოზე იდებდა ხელს და უთვალთვალებდა. შემდეგ გაირკვა რომ სხვა ბავშვებთანაც ქონია ასეთ შემთხვევას ადგილი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ----------------მა განმარტა, რომ მისი ქალიშვილი ს-----–------------- სწავლობს ქ. ა---––---- N- საჯარო სკოლაში უთხრა, რომ ვიღაც პიროვნება ხვდებოდა და დაყვებოდა. რის შემდეგაც დაინახა თავად თეთრი ბოტასებით და სპორტულით. ხვდებოდა თ------------ ძეგლთან. ხელი შარვლის გარედან ეკიდა სასქესო ორგანოზე და მეორე ხელით ანიშნებდა მიახლოებას. იგი ელოდებოდა ბავშვებს პ------– სკოლასთან რა დროსაც ბავშვები რო მოვიდნენ დაანახეს ის პიროვნება ვინც დაყვებოდათ. თავადაც დაინახა როგორ ეკიდა ხელი სასქესო ორგანოზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ-------------–-–---–-- განმარტა, რომ მუშაობს შსს ა---––---- რაიონულ სამმართველოში, 2018 წლის 9 ნოემბერს მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბ-----–---–-- ქუჩაზე 1--ში მცხოვრები არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება განხორციელა ი---- ა---––---ლის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში მცხოვრებმა ჰ---------------ა, რაც მოხსენებულ იქნა ხელმძღვანელობას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ---------–---------–-–---------–---–------–-------------------–---–-----–------------------–--------------–-–---–--------------------------- დაადასტურეს მათ მიერ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--------------–---–-ა დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მქომედებები.

 

ბრალდებულმა მ---------------- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ საქართველოში ცხოვრობს 2 წელია, ხოლო ა---––---–- იმყოფება წელიწადნახევარი, იგი მუშაობდა ფირმაში მზარეულად და დადიოდა ბაზარში, მაღაზიებში, ასევე „ჯ------–--“ ოფისში მობილურში თანხის ჩასარიცხად და რ-----–- სალოცავად. დაზარალებულ ბავშვებს არ იცნობს და სკოლები სად არის ა---––---–- არ იცის. მას აქვს ალერგია, რაზეც დიდი ხანია მკურნალობს.

 

2018 წლის 10 ნოემბრის 01:10-01:40 საათის პერიოდში ჩატარებული ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მ---------------ის დაკავება მოხდა ქ. ა---––--- თ------–---–-- ქ. N--ში გამომძიებელ ა-–--------------–-–---–-- მიერ.

 

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდების მხარის მიერ გახდა უდავოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ---------------მა ჩაიდინა გარყვნილი ქმედება ორი ან მეტი პირის მიმართ .

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქ/პ თანახმად, დანაშაულია გარყვნილი ქმედება ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსკ–ის 141–ე მუხლის შემადგენლობა შეიცავს ფაქტობრივ და შეფასებით ნიშნებს. მათ შორის ტერმინი „გარყვნილი ქმედება“ შეფასებით ნიშანს გამოხატავს, ვინაიდან ადამიანის შეგრძნების ორგანოების მიერ ის უშუალოდ, კონკრეტული კრიტერიუმებით შეფასების გარეშე, ვერ აღიქმება. ამდენად, გონებრივი ოპერაციების გარეშე თავიდანვე ცხადი არ არის ის, თუ რომელი ქმედებებია გარყვნილი. ეს ამ ქმედებების შეფასების შემდეგ უნდა დადგინდეს. მეორე მხრივ, თავად ტერმინ „ქმედებასაც“ აქვს განსხვავებული, მრავალფეროვანი გამოხატვის ფორმები, დაწყებული ვერბალურიდან და დასრულებული სხეულის სხვადასხვა ორგანოს მოძრაობით. ქმედების ვერბალური გამოხატვა გულისხმობს საუბარს. ეს საკითხი მნიშვნელოვანია სსკ–ის 141–ე მუხლის კონტექსტშიც, ვინაიდან გარყვნილი შეიძლება იყოს როგოც სხეულის მოძრაობები, ასევე საუბარიც. მით უმეტეს, რომ საქმე შეეხება 16 წელს მიუღწეველ პირს, რომლის ფსიქიკაც ფაქიზია და რომლის მორალური ღირებულებების ჩამოყალიბება ჯერაც არ არის დასრულებული. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში შეფასების ობიექტი შეიძლება იყოს არა მხოლოდ სხეულის ორგანოების მოძრაობა, არამედ ჟესტიჯულაცია და მისი გამოხატვის ფორმაც.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეფასდეს რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-1- მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მ---------------ის მიერ ჩადენილი ქმედების - გარყვნილი ქმედების ფაქტი.

 

დაზარალებულ გ------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ უცხო პიროვნება, შავგვრემანი, საშუალო სიმაღლისა და აღნაგობის, მასთან ქუჩაში შეხვედრის დროს იკიდებდა ხელს სასქესო ორგანოზე, შარვლის გარეთა მხრიდან, და თან მას უყურებდა ისე თითქოს უნდოდა, რომ გ------------------ მისი ამ ქმედებისათვის ყურადღება მიექცია,დაზარალებულ ა----------------- ჩვენებით დადგენილია, რომ როდესაც იგი იმყოფებოდა თ------–---–-- ქუჩაზე ე.წ. „------------------------ სადაც მაღაზიის მოპირდაპირედ დაინახა, მისთვის უცნობი მამაკაცი, აღნიშნული პიროვნება წააგავდა ი-------–ს, დაახლოებით 35 წლამდე ასაკის, დაბალი, სრული აღნაგობის, ეცვა ლურჯი ფერის სპორტული შარვალი და მოშავო ფერის გრძელ მკლავიანი მაისური, რომელიც იყო ზოლებში გაწყობილი, ფეხზე კი ეცვა მოშავო მოყავისფრო ჩუსტები, რომელიც უყურებდა, ხელი შარვალზე გარედან ეკიდა სასქესო ორგამოსთან, და ისრესდა.

 

დაზარალებულ ს---------–----- ჩვენებით დადგენილია, რომ ქ. ა---––---–- ე.წ ,--------------- მიმდებარედ, როდესაც იმყოფებოდა მეგობარ მ----–-------–----------- ერთად, შენიშნეს ვიღაც უცხო მამაკაცი, ლურჯი ფერის სპორტული ზედა ქვედით და თეთრი ფერის ბოტასებით, საშუალო სიმაღლის, ოდნავ მსუქანი, მუცლით, სახეზე მუქი ფერის, ულვაშითა და პატარა წვერით. რომელსაც ყურთან ტელეფონი ეკავა, მათ მიჰყვებოდა უკან და თან უყურებდა დაჟინებით, ხელს იკიდებდა სასქესო ორგანოზე, ეფერებოდა შარვლის ზემოდან გამომწვევად. აღნიშნული მამაკაცი მას გაჰყვა უკან და მისდევდა იქამდე ვიდრე ს---------–---- არ მიუახლოვდა თავის სახლს,დაზარალებულ ა----------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის ზაფხულში არდადეგების პერიოდში იმყოფებოდა N- საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ ასევე იმყოფებოდა მისი და ს-------–------------ და მის მეგობარი კ---------------- ერთად, ამ დროს მათ N- საჯარო სკოლის ეზოში დაინახეს მამაკაცი, რომელიც გავდა უცხოელს, დაახლოებით 35 წლამდე ასაკის, ულვაშებით, შავგვრემანი, ი-------–ის შეხედულების, სრული აღნაგობის, ტანზე ეცვა ლურჯი ფერის სპორტულები და უყურბდა მათ დაჟინებით, ერთ ხელში ეკავა ტელეფონი ხოლო მეორე ხელს სასქესო ორგანოზე ისვამდა გამომწვევად, მათ დასანახა.

 

დაზარალებულ ს--------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის ოქტომბრის თვეში დღე ზუსტად არ ახსოვს, დ--------–---–-- ქუჩაზე, შეხვდა უცხო გარეგნობის შავგვრემანი მამაკაც, რომელმაც შეხვედრისას დაუწყო დაჟინებით ცქერა, ის მას გასცდა და წავიდა სახლისკენ, ისიც სიარულით გაჰყვა უკან დაახლოებით 5-6 მეტრის მოშორებით, რამდენჯერაც მიიხედა მისკენ ის მის დასანახად სასქესო ორგანოზე გამომწვევად და მიმანიშნებლად იკიდებდა ხელს.

 

დაზარალებულ კ----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის ზაფხულში ზუსტად დრო არ ახსოვს ვიდრე სკოლა დაიწყებოდა ქ. ა---––---- N- საჯარო სკოლასთან მდებარე ხიდთან თამაშობდა მის მეგობარ ს-----–-------------ნ ერთად და მის დასთან ა-------------------, რა დროსაც შენიშნეს მათ სიახლოვეს ვიღაც უცხო მამაკაცი, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა და მათ უყურებდა, იგი საკმაოდ დიდხანს იდგა ასე და უყურებდა მათ, სადაც წავიდოდნენ მისდევდა ის მამაკაციც, მათ სიახლოვეს დადიოდა და უყურებდა, როდესაც გაჩერდებოდნენ და შეხედავდნენ მაშინ ისიც ჩერდებოდა ან იმალებოდა ან გარბოდა. ამის შემდეგ იგივე ადამიანი, როდესაც უკვე სკოლა დაიწყო, კვირაში რამდენიმე დღე, ზუსტად არ იცის, მაგრამ იგი გამოდმებით გაკვეთილების შემდეგ ისევ ხვდებოდა, კვლავ ტელეფონზე საუბრობდა და მათ უყურებდა სადაც არ უნდა წასულიყვნენ სულ უკან მისდევდა შორიახლოს დაახლოებით 10 მეტრის რადიუსში, მას ყოველთის ლურჯი ფერის სპორტული ზედა ქვედა ეცვა და თეთრი ფეხსაცმელები, ასევე თეთრი ფერის ტელეფონი და მუდამ ყურზე ჰქონდა მიდებული. სასქესო ორგანოზე ხელს ისვამდა ისე, რომ მათ მიექციათ ყურადღება.

 

დაზარალებულ ს-----–-------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის ზაფხულში დღე და რიცხვი ზუსტად არ ახსოვს, არდადეგების პერიოდში იმყოფებოდა N- საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე იყვნენ მისი და ა---------------- და მისი მეგობარი კ----------------, ამ დროს მათ N- საჯარო სკოლის ეზოში დაინახეს მამაკაცი რომელიც ჰგავდა უცხოელს, დაახლოებით 35 წლამდე ასაკის, ულვაშებით, შავგვრემანი, ი-------–ის შეხედულების, სრული აღნაგობის, ტანზე ეცვა ლურჯი ფერის სპორტულები და უყურებდა დაჟინებით, დანახვისას მას ერთ ხელში ეკავა ტელეფონი ხოლო მეორე ხელს სასქესო ორგანოზე ისვამდა გამომწვევად, მათთვის დასანახად,დაზარალებულების ჩვენებით, ასევე ამოცნობის ოქმებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ მ-------------------აიდინა გარყვნილი ქმედება ორი ან მეტი პირის მიმართ. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებენ დაზარალებულების მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების სისწორეს, კერძოდ, როგორც დაზარალებულების სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დასტურდება მათ უცხო მამაკაცი ხვდებოდა სხვადასხვა ადგილებში მათ შორის კი N- საჯარო სკოლასთან, სადაც ისინი სწავლობენ, ხელში ეკავა ტელეფონი და მეორე ხელს სასქესო ორგანოზე ისვამდა ხელს გამომწვევად, მათთვის დასანახად, დაზარალებულებმა აღნიშნული მამაკაცი ამოიცნეს მუქი კანის ფერით, მრგვალი პირისახის, საშუალო ზომის წვერით, ულვაშებით, სრული აღნაგობით ოდნავ მუცლით, საშუალოზე დაბალი სიმაღლით, საშუალო თმებით, რომელიც იყო მ---------------ი.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ვერსიას, რომ ბრალდებულის ქცევა გამომდინარეობდა მისი დაავადებით - ალერგიული დერმატიტით, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება გამოკვლეულ მტკიცებულებებს. თუკი ბრალდებულს არ ჰქონდა გარყვნილი ქმედების ჩადენის განზრახვა, რატომ ხვდებობდა სწორედ არასრულწლოვან დაზარალებულებს და რატომ ახდენდა მათ წინ ისეთი ქმედების განხორციელებას, სასქესო ორგანოს გამომწვევად და აშკარად შეხებას, რაც გამოწვევდა ნორმალური ზნეობრივ განვითარების ხელის შეშლას. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ დასახელებული გარემოებები წარმოადგენენ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით მოგონილ ვერსიას.

 

გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელია ბრალდების დადასტურებისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი კატეგორიის დანაშაულებრივი ქმედების დროს გამოძიება შეზღუდულია უფრო ფართო მასშტაბის მტკიცეულებების მოპოვებაში. მნიშვნელოვანია ის გარეემოება, რომ დაზარალებულების მიერ გამოძიებისათვის და სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება შესაბამისობაში იყოს სხვა წერილობით მტკიცებულებებთან, ამასთან, მნიშვნელოვანია რამდენად შეუძლიათ გადმოსცენ დაზარალებულებს ურთიერთშესაბამისი - ერთნაირი ჩვენებები გამოძიებასა და სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ---------------ის ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა გარყვნილი ქმედება ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:

მ---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მიზანს (სიამოვნების მიღება), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (პირდაპირი განზრახვა), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (16 წლის ასაკს მიუღწეველ გოგონებთან ურთიერთობის წესის დარღვევა), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს (სექსუალური ხასიათის ქცევები), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაზარალებულის ფსიქიკაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულების პიროვნებას, ბრალდებულის ქმედების გამომწვევ მიზეზთა შორის დაზარალებულის ვიქტიმური ქცევის როლს.

 

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციას. კერძოდ, აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ---------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ---------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მ---------------ი (დაბ. 2---------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით.

 

2. მ---------------ს (დაბ. 2---------) სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 10 ნოემბრიდან.

 

3. მ---------------ის (დაბ. 2---------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ა---––---- რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ა---––---, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

6.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე