გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 3-----19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02.08.2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ონიანი
სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - ლ-–------–---–---–ი
წარმომადგენელი - ნ--------------ე
მოპასუხე - სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქ. გარდაბნის N1 საჯარო სკოლა
წარმომადგენელი - მ-----------------ე
მესამე პირი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
წარმომადგენელი - ნ------------ე
მესამე პირი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
დავის საგანი: ქალაქ გარდაბნის N5 (ამჟამინდელი სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის N1) საჯარო სკოლის სრული ზოგადი საფეხურის პროგრამის დასრულების ფაქტის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
2019 წლის 09 ივლისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა ლ-–------–---–---–მა (წარმომადგენელი ნ--------------ე) და მოითხოვა: აღიარებული იქნეს ლ-–------–---–---–ის მიერ 1996 სასწავლო წელს ქალაქ გარდაბნის N5 საჯარო სკოლის (ამჟამად სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქ. გარდაბნის N1 საჯარო სკოლა) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 12 ივლისს სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ ცხრა კლასი დაამთავრა ქალაქ თბილისში და 1996 წელს ქალაქ გარდაბნის N5 საჯარო სკოლაში, ამჟამინდელ N1 საჯარო სკოლაში ექსტერნად ჩააბარა გამოცდები საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად, ვინაიდან რაიონის მასშტაბით მხოლოდ ქალაქ გარდაბანში ტარდებოდა ექსტერნი და არა სოფლის სკოლებში. მას მიეცა ატესტატი N1------
ლ-–------–---–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის დუბლიკატი, თუმცა მოსარჩელეს განემარტა, რომ საგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნის წესით დაძლევის შესახებ დოკუმენტაცია სკოლასი არ იძებნება და არც ეროვნულ არქივშია გადაცემული ცენტრალიზებულ დაცვაზე, შესაბამისად, ვერ ხერხდება მოსარჩელის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
საქმეში არსებული საშუალო განათლების ატესტატის ასლში ასახულია, რომ ლ-–-------------------–---–--ლმა დაამთავრა N5 საშუალო სკოლა ექსტერნად 1996 წელს. ატესტატის ნომრად მითითებულია აბ N1------ საქმეში მოიპოვება ამავე ატესტატის დანართი - საბოლოო შეფასების უწყისი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ 2019 წლის 21 ივნისს ამჟამად მოქმედი სკოლის დირექტორის (ნ-----------–-–---–-) მიერ გაიცა #MES 7---------- ცნობა, რომლის თანახმად, ლ-–------–---–---–მა 1996 წელს ექსტერნის წესით ნამდვილად დაამთავრა ქ. გარდაბნის N5 საშუალო სკოლა (ამჟამად სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქ. გარდაბნის N1 საჯარო სკოლა) და მიეცა საშუალო განათლების ატესტატი აგ N1------
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირმა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანომ - ქალაქ გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლიდან გადმოგზავნილი წერილით ირკვევა, რომ სკოლაში მოსარჩელის სრული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნის წესით დაძლევის შესახებ დოკუმენტაცია ვერ იქნა მოძიებული, და არ გადაცემულა არქივის ცენტრალურ დაცვაზე, ასევე ეთანხმება და იზიარებს სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლის პოზიციას.
3.2. მესამე პირმა - სსიპ განათლებისა და მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 06 ივნისს თბილისის იუსტიციის სახლს განცხადებით მიმართა მოქალაქე ლ-–------–---–---–მა და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა.
ლ-–------–---–---–ის განცხადებით, მან 1996 წელს ექსტერნატის ფორმით დაასრულა გარდაბნის N5 საშუალო სკოლის სრული კურსი.
,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის 113/ნ ბრძანებით დამტკიცებული 1 დანართის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან და სკოლიდან გამოითხოვა მოსარჩელის კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ: ექსტერნატის გამოცდის წარმატებით დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
რესურსცენტრის 2019 წლის 07 ივნისს N714565 წერილის თანახმად, ირკვევა, რომ ლ-–------–---–---–ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის წესით დაძლევის შესახებ დოკუმენტაცია სკოლაში არ იძებნება და არც სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მოსარჩელე ლ-–------–---–---–მა 1996 წელს დაასრულა ქალაქ გარდაბნის N5 საჯარო სკოლა (ამჟამინდელი სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლა)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბN113258 ატესტატი, საბოლოო შეფასების უწყისი.
4.1.2. 2019 წლის 21 ივნისის სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლის ცნობით დგინდება, რომ ლ-–-------------------–---–--ლმა 1996 წელს ექსტერნის წესით ნამდვილად დაამთავრა ქ. გარდაბნის N5 საშუალო სკოლა (ამჟამად სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქ. გარდაბნის N1 საჯარო სკოლა) და მიეცა საშუალო განათლების ატესტატი აგ N1------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლის ცნობა.
4.1.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის N1016 ბრძანებით დგინდება, რომ გარდაბნის საჯარო სკოლას მიენიჭა სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე გარდაცვლილი ლევან დევდარიანის სახელი და ეწოდა „ლევან დევდარიანის სახელობის გარდაბნის N1 საჯარო სკოლა“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2009 წლის 18 ნოემბრის N1016 ბრძანება
4.1.4. მოწმის სახით დაკითხულმა ქ---------------–--ემ და ი---------------მა დაადასტურეს მოსარჩელე ლ-–------–---–---–ის მიერ 1996 წელს ექსტერნის წესით ქ. გარდაბნის N5 საშუალო სკოლის დამთავრების ფაქტი.
სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლის დირექტორის #MES 5---------- ცნობის თანახმად, ქ---------------–--ე 1990 წლის 07 ოქტომბრიდან #177 ბრძანების საფუძველზე, დღემდე მუშაობს სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლაში ს-------–---------–ად.
სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლის დირექტორის #MES 3---------- ცნობის თანახმად, ი---------------ი 1993 წლის 01 სექტემბრიდან #429 ბრძანების საფუძველზე, დღემდე მუშაობს სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლაში ფ------- მასწავლებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შრომის წიგნაკები, N177, N686 და N429 ბრძანებები, სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლის დირექტორის ცნობები;
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ლ-–------–---–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, კერძოდ სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის. ამდენად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს უფლებისა და სამართალურთიერთობის აღიარება, კერძოდ დადგენილ იქნეს მოსარჩელის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლის ფაქტი. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ-–-------------------–---–--ლმა დაამთავრა N5 საშუალო სკოლა ექსტერნად 1996 წელს. ატესტატის ნომრად მითითებულია აბ N1------ საქმეში მოიპოვება ამავე ატესტატის დანართი - საბოლოო შეფასების უწყისი.
მოწმის სახით დაკითხულმა ქ---------------–--ემ და ი---------------მა დაადასტურეს მოსარჩელე ლ-–------–---–---–ის მიერ 1996 წელს ექსტერნის წესით ქ. გარდაბნის N5 საშუალო სკოლის დამთავრების ფაქტი.
საქმეში არსებული 2019 წლის 21 ივნისის სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლის ცნობით დგინდება, რომ ლ-–-------------------–---–--ლმა 1996 წელს ექსტერნის წესით ნამდვილად დაამთავრა ქ. გარდაბნის N5 საშუალო სკოლა (ამჟამად სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქ. გარდაბნის N1 საჯარო სკოლა) და მიეცა საშუალო განათლების ატესტატი აგ N1------
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე, სასამართლო პროცესზე წარმოდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის N0----- დიპლომზე, რომლითაც დგინდება, რომ 2003 წელს ლ-–------–---–---–მა დაამთავრა აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
7.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მუხლი მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი’’. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საბაზო განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე და აღნიშნული განთლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე.
7.3. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ლ-–------–---–---–ის (პ/ნ 0----------) მიერ ქალაქ გარდაბნის N5 საშუალო სკოლის (ამჟამინდელი სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის N1 საჯარო სკოლის) 1996 წელს სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე ნორმის მესამე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე ლ-–------–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებული იქნეს ლ-–------–---–---–ის მიერ ქალაქ გარდაბნის N5 საჯარო სკოლის (ამჟამინდელი სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლა) 1996 წელს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;
3. მოპასუხე სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილევის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე რუსთავი, ბოსტან-ქალაქის N6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ონიანი