განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1/1886-19
#(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ივნისი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ზ---- კ--------–-ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ლ------ ა-------- - დაბადებული 1--- წლის 1------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, განათლება საშუალო, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები - თბილისი, გ-–------------------------------------------------------
ადვოკატი - ა--- შ-–---–---–ი
თარჯიმანი - მ------ კ--–----ე
კვალიფიკაცია:
ლ------ ა--------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 22 დეკემბერს დაახლოებით 12:30 საათზე თ------- ს---–-----–---–-ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე, ქ.თბილისი, თ--------------------ში, ლ------ ა--------, მუშაობდა რა დამლაგებლად, ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ოქროს ჯვარს და ცეპს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრა, რის შედეგადაც თ------- ს---–-----–---–ს მიადგა 1000 (ათასი) ლარის ქონებრივი ზიანი.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
2.1. ბრალდებულმა ლ------ ა--------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რომ იგი ფარულად დაუფლა თ------- ს---–-----–---–-ს კუთვნილ ოქროს ჯვარს და ცეპს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრა.
2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.3. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ლ------ ა--------ს ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.4. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ ლ------ ა--------ს ქმედების შედეგად დაზარალებულ თ------- ს---–-----–---–ს მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ, განსახილველ შემთხვევაში ქონებრივმა ზიანმა შეადგინა 1000 ლარი.
2.6. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ლ------ ა--------ს ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ლ------ ა--------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების - ლ------ ა--------ს, თ------- ს---–-----–---–-ს, ე---------- უ-----ის, რ---- ხ--–-–---–-ს და ო-–-- პ-------------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, სალომბარდე ხელშეკრულება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ------ ა--------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ქურდობით, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლ------ ა--------ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ლ------ ა--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
5.2. ლ------ ა--------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. ლ------ ა-------- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობის არ მქონეა.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, ლ------ ა--------ს სასჯელის დანიშვნისას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
6.3. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ლ------ ა--------ს ბრალი ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რომელსაც აღიარებს, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს ლ------ ა--------ს მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის საფუძველს.
6.4. სასამართლო სასჯელის განსაზღვრისას არ ითვალისწინებს ლ------ ა--------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6------- განაჩენს, რომლის თანახმად, ლ------ ა-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. აღნიშნული განაჩენი გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
6.5. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ლ------ ა--------მ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
7. ნივთმტკიცება:
7.1. ოქროს ჯვარი და ცეპი, რომელიც ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია სსიპ ლ----------------–--------------–-----------------------------–---------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ------ ა-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ლ------ ა--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართვლოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
3. მსჯავრდებულ ლ------ ა--------ს ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4.ნივთმტკიცება:
4.1. ოქროს ჯვარი და ცეპი, რომელიც ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილია სსიპ ლ----------------–--------------–-----------------------------–---------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/