გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2926-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე - ს----------–-----ი
წარმომადგენელი - ნ------------–---–ი
მოპასუხე - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო
წარმომადგენელი - ბ------------ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 29 მარტის №9----/01 გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს ს----------–-----ისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობის განხილვა (იხ. 01.07.2019წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ს----------------------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით დადგინდა, რომ სასჯელის ათვლა დაიწყოს ს----------–-----ის დაკავების დღიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ ს----------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის განაჩენი ს----------–-----ის მიმართ, რომლითაც ს----------–-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა - დარჩა უცვლელი. ს----------–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 31 იანვრიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ს----------–-----ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 07 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ს----------–-----ს (დაბადებული 1--- წლის 08 ივნისს) თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით და 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ს----------–-----ს (დაბადებული 1--- წლის 08 ივნისს) დანიშნული სასჯელის ვადის ათვალა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2009 წლის 31 იანვრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 დეკემბრის განაჩენით დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორის შუამდგომლობა; დამტკიცდა ზემდგომი პროკურორის თანხმობით 2015 წლის 08 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება დაზუსტებული პირობებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორს, ბრალდებულ ს----------–-----სა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს შორის. აღნიშნული განჩინებით ს----------–-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782 -ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განაჩენით დანიშნული და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 07 თებერვლის განაჩენით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 10 (ათი) თვისა და 22 (ოცდაორი) დღის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ ს----------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის, 4 (ოთხი) თვის და 22 (ოცდაორი) დღის ვადით. ს----------–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების მომენტიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის განაჩენი (პირადი საქმე);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განაჩენი (პირადი საქმე);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განჩინება (პირადი საქმე);
- თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 07 თებერვლის განჩინება (პირადი საქმე);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 დეკემბრის განაჩენი (პირადი საქმე).
3.1.2. ს----------–-----მა 2019 წლის 20 მარტს №01/81621 განცხადებით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს და მის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლა მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს----------–-----ის 2019 წლის 20 მარტს №01/81621 განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 141-187);
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 29 მარტის №9----/01 გადაწყვეტილება (ს.ფ. 191).
3.1.3. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 29 მარტის №9----/01 წერილით ს----------–-----ის ეცნობა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას მოიხდის 2020 წლის 15 მარტს. შესაბამისად, საბჭო მის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხს, პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განიხილავს აღნიშნული ვადის ფაქტობრივად მოხდის შემდეგ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 29 მარტის №9----/01 წერილი (ს.ფ. 191).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს----------–-----ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 29 მარტის №9----/01 წერილი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანს წარმოადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის“ 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს----------–-----მა 2019 წლის 20 მარტს №01/81621 განცხადებით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს და მის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლა მოითხოვა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 29 მარტის №9----/01 წერილით ს----------–-----ს ეცნობა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ‘’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას მოიხდის 2020 წლის 15 მარტს. შესაბამისად, საბჭო მის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხს, პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განიხილავს აღნიშნული ვადის ფაქტობრივად მოხდის შემდეგ.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლზე, რომლითაც 31 ნაწილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს შეუძლია მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 471 მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილების მოთხოვნები. ამასთანავე, შესაძლებელია აღნიშნული მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის (გარდა ქონების ჩამორთმევისა) მოხდისაგან.
ამავე სამართლებრივი ნორმის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; დ) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გათავისუფლდა, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე; ე) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა ამ მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ს----------------------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით დადგინდა, რომ სასჯელის ათვლა დაიწყოს ს----------–-----ის დაკავების დღიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ ს----------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის განაჩენი ს----------–-----ის მიმართ, რომლითაც ს----------–-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა - დარჩა უცვლელი. ს----------–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 31 იანვრიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ს----------–-----ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 07 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ს----------–-----ს (დაბადებული 1--- წლის 08 ივნისს) თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით და 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ს----------–-----ს (დაბადებული 1--- წლის 08 ივნისს) დანიშნული სასჯელის ვადის ათვალა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2009 წლის 31 იანვრიდან.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 დეკემბრის განაჩენზე, რომლის თანახმადაც, დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორის თორნიკე არეშიძის შუამდგომლობა; დამტკიცდა ზემდგომი პროკურორის თანხმობით 2015 წლის 08 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება დაზუსტებული პირობებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორს თორნიკე არეშიძეს, ბრალდებულ ს----------–-----სა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ გიორგი მდინარაძეს შორის. აღნიშნული განჩინებით ს----------–-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782 -ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განაჩენით დანიშნული და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 07 თებერვლის განაჩენით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 10 (ათი) თვისა და 22 (ოცდაორი) დღის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ ს----------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის, 4 (ოთხი) თვის და 22 (ოცდაორი) დღის ვადით. ს----------–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების მომენტიდან.
საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. ამდენად, ცალსახაა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტით - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 დეკემბრის განაჩენით განისაზღვრა სასჯელის ვადის ათვლის თარიღი, რაც სავალდებულოდ შესასრულებელია ყველა ორგანოსთვის, მათ შორის, მოპასუხე - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოსთვის. იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას, ხოლო სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა შინაპატიმრობით შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი, რაც ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სახეზე არ არის.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული მოპასუხის უარი სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის განხილვაზე, ასევე არ არსებობს მოპასუხისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობის განხილვის დავალების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ს----------–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია