განაჩენი

სისხლის სამართლის 02.08.2019
საქმის ნომერი
060100119003069813
დავის ტიპი
151 , 126
თარიღი
02.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/102-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 აგვისტო, 2019 წელი ქ. სამტრედია.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან მეშველიანი

სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გივი გოცაძე.

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - რამაზ კობრავა.

მამის სახელი: დურმიშხანი.

დაბადებული: 02.11.1971 წელი

დაბადების ადგილი: საქართველო

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო.

ოჯახური მდგომარეობა: დაუოჯახებელი

პირადი ნომერი: 37001015133

მცხოვრები: სამტრედიის რაიონი სოფელი გომი.

 

ადვოკატი - ნინელი ქოიავა.

 

სხდომის სახე - ღია

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ( ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალის ფორმა ( რამაზ კობრავა):

 

- ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯამრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლით, ჩადენილი არაერთგზის.

 

ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქრა, როდესაც იმას ვისაც ე მუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

- 2019 წლის მაისში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 ივნისის განაჩენით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისათვის ნასამართლევმა რამაზ კობრავამ, სამტრედიის რაიონის სოფელ გომში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ხელის სახისა და ტანის არეში რამოდენიმეჯერ დარტყმით სცემა მამას დურმიშხან კობრავას, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

- 2019 წლის მასში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), რამაზ კობრავა სამტრედიის რაიონის სოფელ გომში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ ყელის გამოჭრით დაემუქრა მამას დურმიშხან კობრავას, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

- 2019 წლის 25 მაისს, საღამოს საათებში, სამტრედიის რაიონის სოფელ გომში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ, ურთიერთშელაპარაკებისას, რამაზ კობრავა ხის ჯოხის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას დურმიშხან კობრავას, რომელსაც აღნიშნულით გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა რამაზ კობრავას ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეთა მიერ დაიკითხნენ მოწმეები ლია სანიკიძე, სერგო შენგელია, ბუჭუნა კობრავა, იამზე კობრავა, ჯონი ჩუბინიძე, შოთა თათვიძე და გიორგი ნაცვლიშვილი. გამოკვლეულ იქნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი სხვა მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე (დაზარალებული) დურმიშხან კობრავამ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - რამაზ კობრავას მიმართ.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბუჭუნა კობრავამ განაცხადა, რომ ცხოვრობს სამტრედიაში, სოფელ გომში. მისგან დაახლოებით 50 მეტრში ცხოვრობს რამაზ კობრავა დედასთან და მამასთან - დურმიშხან კობრავასთან ერთად. რ. კობრავას კონფლიქტი აქვს დურმიშხან კობრავასთან, იმის გამო, რომ დ. კობრავა მუდმივად სვამს ალკოჰოლურ სასმელს, სახლში არ ათევს ღამეს და მუდმივად მოუწესრიგებელია. ამის გამო რ. კობრავა აძლევს შენიშვნას დათხოვს მას იყოს მოწესრიგებული. რაც შეეხება 25 მაისის ეპიზოდს, მან იამზე კობრავასგან გაიგო, რომ რ. კობრავა დააკავეს. თავად არასდროს უნახავს, რომ რ. კობრავას მამა ეცემოს.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა იამზე კობრავამ განაცხადა, რომ ცხოვრობს სამტრედიაში, სოფელ გომში. დურმიშხან კობრავა მისი მეუღლის ძმა, რამაზ კობრავა კი მისი მაზლისშვილია და ცხოვრობენ გვერდიგვერდ. დურმიშხან კობრავა გამუდმებით სვამს და ღამეს სახლში არ ათვეს. თითქმის სულ წასულია. ამის გამო აქვს კონფლიქტი ოჯახთან. 25 მაისს იმყოფებოდა თავის ეზოში. რ. კობრავა და დედამისიც თავიანთ ეზოში საქმიანობდნენ. გაიგონა ხმაური, დაინახა, რომ დ. კობრავა გარბოდა, გაიგონა ასევე, რომ რ. კობრავა იგინებოდა, თუმცა პირადად არავის, მათ შორის არც დ. კობრავას აგინებდა. დ. კობრავა მივიდა მთვრალი და რამაზიმ სახლში არ შეუშვა. მას არ დაუნახავს რ. კობრავამ ცემა თუ არა დ. კობრავა. არ იცის ადრე თუ ჰქონდა ასეთ ფაქტს ადგილი.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლია სანიკიძემ განაცხადა, რომ დურმიშხან კობრავა არის მისი ძმა. დაოჯახებულია და ცხოვრობს დ. კობრავას სახლიდან 3-4 კილომეტრის დაშორებით. 2019 წლის 25 მაისს, მასთან მივიდა დ. კობრავა, რომელმაც უთხრა, რომ რ. კობრავამ არ მისცა ტანსაცმლის გამოცვლის საშუალება. სხვა მისთვის არაფერი უთქვამს და არ იცის დურმიშხან და რამაზ კობრავას ურთიერთობის შესახებ.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა შოთა თათვიძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ დ. კობრავას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა გამომძიებელ გიორგი ნაცვლიშვილის დადგენილების საფუძველზე და გასცა შესაბამისი დასკვნა.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის შს რაიონულ სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლმა გიორგი ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ 2019 წლის 25 მაისს გამოძიება დაიწყო დურმიშხან კობრავას მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. დ. კობრავას განმარტებით, რ. კობრავა სისტემატურად აყენებდა მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნული გარემოება მას დაუდასტურა ლია სანიკიძემაც. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს ჯოხი, რომლითაც რ. კობრავა თავის გახეთქვით ემუქრებოდა დ. კობრავას.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ჯონი ჩუბინიძემ განაცხადა, რომ 2019 წლის 25 მაისს მას დაურეკა დურმიშხან კობრავამ და თხოვა დახმარებოდა რადგან რამაზ კობრავა მას სისტემატურად ცემდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მან რამაზ კობრავას მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომელსაც ამ უკანასკნელმა ხელი არ მოაწერა.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 23 აპრილის N003605719 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 26.05.19წ. 02:25-02:33 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. დურმიშხან კობრავას სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასაიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

(ს.ფ. 19–22).

 

2.11. 2019 წლის 20 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით შემთხვევის ადგილი მდებარეობს სამტრედიის რაიონის სოფელ გომში და წარმოადგენს დურმიშხან კობრავას საცხოვრებელ სახლს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ჭიშკრიდან დასავლეთით 4 მეტრში აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 105 სანტიმეტრი სიგრძის ჯოხი.

(ს.ფ. 3–11).

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება

 

3.1 სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ რამაზ კობრავას მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანის საფუძველი გახდებოდა.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამასიად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის-სამართლებრივ ღონისძიებას.

 

3.3. ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

3.5. რამაზ კობრავას ბრალი დაედო მასში, რომ „2019 წლის მაისში, ზუსტი რიცხვი დაუდეგენელია), ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისათვის ნასამართლევმა რამაზ კობრავამ სამტრედიის რაიონის სოფელ გომში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას ხელის სახისა და ტანის არეში რამოდენიმეჯერ დარტმით სცემა მამას - დურმიშხან კობრავას, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ტკივილი “.

 

- 2019 წლის მაისში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია) რამაზ კობრავა სამტრედიის რაიონის სოფელ გომში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, რამაზ კობრავა ხის ჯოხის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით, დაემუქრა მამას - დურმიშხან კობრავას, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

- 2019 წლის 25 მაისს საღამოს საათებში, სამტრედიის რაიონის სოფელ გომში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლის წინ, ურთიერთშელაპარაკებისას, სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ ყელის გამოჭრით დაემუქრა მამას - დურმიშხან კობრავას, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს ძალადობრივი მოქმედება და ამ მოქმედებით გამოწვეული შედეგი - ტკივილი. ძალადობა შეიძლება განხორციელდეს დარტყმით, ან ისეთი ქმედებით რაც არ არის დაკავშირებული დარტყმასთან (თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა და ა.შ.), მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რომ მსხვერპლმა განიცადა ტკივილი. ხოლო რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, აუცილებელია მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ მსხვერპლს ასეთი შიშ არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ იარსებებს.

 

3.7. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

3.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.

 

3.9. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.10. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.

 

3.11. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას დაზარალებულმა დურმიშხან კობრავამ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - რამაზ კობრავას მიმართ.

 

3.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ დაზარალებულს.

 

3.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

3.14. შესაბამისად მოწმის (დაზარალებულის) მიერ მესამე პირებისათვის ან გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებულ ინფორმაციას, თუკი მათ დადასტურება ვერ ჰპოვეს საქმის სასამართლო განხილვისას სასამართლო მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

3.15. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

3.16. ამ კუთხით სასამართლო მოიშველიებს და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განაჩენზე (საქმე №141აპ.-16) სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ ... სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა შეიცავს მუხლებს, რომლით დაკვალიფიცირებისას განმსაზღვრელია დაზარალებულის სუბიექტური აღქმა მის მიმართ განხორციელებული ქმედებისადმი. მაგალითად, მუქარის დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი) დასადგენად დაზარალებულმა მუქარის განხორციელება რეალურად უნდა აღიქვას, ცემის დანაშაულის შემთხვევაში (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლი), მან ტკივილი უნდა განიცადოს და ა.შ. ...“

 

3.17. სასამართლო განმარტავს, რომ ტკივილი, ისე როგორც შიში სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია მასზე ფიზიკური ზემოქმედებით განიცადა თუ არა ტკივილი, ან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი.

 

3.18. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს, მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას. ისინი უნდა მიუთითებდნენ და ადასტურებდნენ ერთსა და იმაივე გარემოებებსა და ფაქტებს და ადგენდნენ ბრალდებულის ბრალეულობას, დანაშულის ჩადენის ფაქტს და მტკიცების საგანში შემავალ სხვა გარემოებებს ისე, რომ არ ტოვებდნენ არსებით გარემოებებში დაეჭვების გონივრულ საფუძველს. ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სახეზეა მაშინ, თუ საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ რამაზ კობრავას მიერ დურმიშხან კობრავას მიმართ იმგვარი ძალადობის განხორციელების ფაქტს, რამაც დაზარალებულის ტკივილი ან მუქარის რეალურად განხორციელეის შიში გამოიწვია.

 

3.19. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.

 

3.20. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.21. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.22. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.

 

3.23. ამდენად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა რამაზ კობრავას მისთვის ბრალად შერაცხულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ( ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ ქმედებებში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რამაზ კობრავას ბრალეულობაში.

 

3.24. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული რამაზ კობრავა უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და უნდა გამართლდეს მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რამაზ კობრავა ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

რამაზ კობრავა ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

რამაზ კობრავა ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

რამაზ კობრავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

რამაზ კობრავა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჯოხი, რომელიც ინახება შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განემარტოს გამართლებულ რამაზ კობრავას, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).

 

მოსამართლე ლევან მეშველიანი