განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2019
საქმის ნომერი
330100116001491617
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4146-16

#------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ---–----–--–-–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------------------------------–--- (დასწრების გარეშე) - საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, დაბადებული 1----–-–----------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ჩ-------------------–----–----------------–---------–---.

 

ადვოკატი - გ-------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

გ-----------------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 26 თებერვალს, ქ------–------------------–-, გ-----------------–--ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ზ--------------ის კუთვნილ „მოტოროლას“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიადგა 160 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ-----------------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ გ-----------------–--ის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ზ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წელს გაიცნო გ-----------------–--ე ფსიქიატრიულ კლინიკაში. მასთან ერთად აღნიშნულ დაწესებულებაში მკურნალობის კურსს გადიოდა ნ-----------–---–ი და მ-------------ე. სწორედ ნ-----------–---–მა გააცნო მ-------------ე, რომელსაც სთხოვა, რომ ეცხოვრათ ერთად. ნ-----------–---–თან და მ-------------ესთან ერთად ცხოვრობდა ქ-------–----------------------–- 5 თვის განმავლობაში. მოგვიანებით მათთან საცხოვრებლად გ---------------------------- მეგობარი - გ-----------------–--ე. 2016 წლის 25 თებერვალს შეიძინა შავი ფერის „მოტოროლას" ფირმის დაზიანებული მობილური ტელეფონი სენსორული ეკრანით, რომელშიც გადაიხადა 160 ლარი. გ-----------------–--ემ ნახა ტელეფონი და ჰკითხა სად შეიძინა, რომელსაც უპასუხა, რომ შეიძინა დ------------------ მიმდებარედ ტელეფონების ჯიხურში. თავად წავიდა სამსახურში, ხოლო ტელეფონი დატოვა სახლში შეერთებული დენის წყაროზე. მ-------------ეს და ნ-----------–---–ს ეძინათ, სახლიდან გასვლამდე ნ-----------–---–ი გააღვიძა და სთხოვა ტელეფონისთვის ყურადღება მიექცია. იმავე დღის 12:00 საათზე ნ-----------–---–ი მივიდა მასთან და უთხრა, რომ გ-----------------–--ე არ იყო სახლში და ტელეფონიც დაკარგული იყო. სცადა მასთან დაკავშირება, მაგრამ გ-------ს ტელეფონი იყო გამორთული. სავარაუდოდ გ-----------------–--ემ ისარგებლა იმ გარემოებით, რომ გოგონებს ეძინათ, ხოლო თავად არ იყო სახლში და ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ ტელეფონს. მივიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაწერა განცხადება. აღნიშნულის შემდეგ ამოიცნო მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომლის იმეი კოდიც დაემთხვა მისი ტელეფონის იმეი კოდს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ-------------ე გაიცნო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც გადიოდნენ მკურნალობის კურსს და მ----- შესთავაზა მასთან ცხოვრება. მ--------- გადავიდნენ საცხოვრებლად თავად და ზ--------------ე თებერვლის თვეში ქ. თბილისში, რ---------------–-, ხოლო შემდეგ გადავიდა გ-----------------–--ე, რომელიც დაახლოებით 20-დან 30 წლამდე ასაკის იქნებოდა. ზ------- მიდიოდა გორში მშობლებთან, მაგრამ არ უნდოდა მის მშობლებს ენახათ, რომ ტელეფონი შეიძინა, რის გამოც გააღვიძა და უთხრა, რომ ტელეფონი დენის წყაროზე ჰქონდა შეერთებული და სთხოვა მიექცია ყურადღება. ტელეფონი შეერთებული იყო მის საძინებელ ოთახში, მისგან 2,5 მეტრის დაშორებით. იმ საღამოს გ-----------------–--ე გვიან დაბრუნდა სახლში და სახლში იმყოფებოდნენ თავად, გ-----------------–--ე და მ----- იმ ღამეს გ------- უცნაურად იქცეოდა, საუბრობდა, რომ შიშები ჰქონდა. მისთვის ცნობილია, რომ გ-----------------–--ემ საავადმყოფოში სცადა თვითმკვლელობა. დილით კარები დახვდა ღიად, ხოლო გ------- წასული იყო სახლიდან. ტელეფონი ვერ იპოვა და იფიქრა, რომ მ----- აიღო, თუმცა მ----- უარყო ტელეფონის აღების ფაქტი. ცდილობდა ზ---------- დაკავშირებას, მაგრამ ტელეფონი გამორთული იყო. შემდეგ გ-------ს დაუკავშირდა, თუმცა არ პასუხობდა ზარებს. გ-----------------–--ეს მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ მას თუ ჰქონდა ტელეფონი დაებრუნებინა. გ-------მ მას არ უპასუხა, რის გამოც მივიდა ზ---------- და უთხრა, რომ ტელეფონი დაკარგა. ზ-------- მიმართა პოლიციის განყოფილებას და გააკეთა განაცხადი ტელეფონის დაკარგვის თაობაზე. გ-----------------–--ე მას შემდეგ არ უნახავს. იგი გ-------ს ურეკავდა, შეტყობინებებს სწერდა, მაგრამ გ-------ს ტელეფონი გამორთული იყო. მოწმის განმარტებით, მ--------- სტუმრად სხვა პირებიც დადიოდნენ. ვარაუდობს, რომ რადგან სახლის კარი დახვდა ღია, შესაძლოა სხვა პირიც შესულიყო ბინაში და დაუფლებოდა ტელეფონს ფარულად. ვინაიდან გ-------მ ტელეფონი გათიშა, ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობდა, აქედან გამომდინარე იფიქრა, რომ ტელეფონი სწორედ გ-------მ აიღო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შ---–-----–------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის თებერვალი-მარტის თვეში იმყოფებოდა ვაგზლის მოედანზე მდებარე ე.წ. „პასაჟთან“ უნდოდა ტელეფონის შეძენა. მის ახლობლებს აღნიშნულ ტერიტორიაზე აქვთ მაღაზიები და ხელოსანი ჰყავთ, რომელიც ტელეფონებს ამოწმებს. ერთ პირს ჰქონდა გასაყიდი ტელეფონი „MOTOROLA VERIZON“, გამოართვა მას აღნიშნული ტელეფონი, შეამოწმებინა ხელოსანს, რომელმაც უთხრა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ პირს არ ჰქონდა ტელეფონის საკუთრების დამადასტურებელი საბუთები. ვინაიდან თავად იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ და არ უნდოდა პრობლემები შექმნოდა, აღნიშნულ პირს უარი უთხრა ტელეფონის შეძენაზე. აღნიშნულმა პირმა იმის დასადასტურებლად, რომ ტელეფონი ნამდვილად მისი საკუთრება იყო და არ შეექმნებოდა პრობლემა, მას გადასცა მისი კუთვნილი პირადობის მოწმობის ასლი, რომელსაც დააწერა ტელეფონის იმეი კოდი, რის შემდეგ შეიძინა მობილური ტელეფონი, რომლის სანაცვლოდ გადაუხადა 60 ლარი. აღნიშნული პირის მიერ დატოვებული პირადობის მოწმობის ასლი დაკარგა მოგვიანებით. იმ პირის ვინაობას, რომლისგანაც შეიძინა მობილური ტელეფონი, ვერ იხსენებს, არც გამოძიებისას ახსოვდა, ვინაიდან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. მის მიერ შეძენილი მობილური ტელეფონი გადასცა გამოძიებას. პოლიციის განყოფილებაში აჩვენეს ერთი დიდი ზომის ფოტოსურათი და განუმარტეს, რომ მათთვის ცნობილი იყო, რომ გ-----------------–--ე იყო დანაშაულის ჩამდენი პირი, უბრალოდ მისგან უნდოდათ დადასტურება. მან განუცხადა, რომ ის პირი ვისგანაც ტელეფონი შეიძინა, იყო დაახლოებით მისი ასაკის, თუმცა არ შეეძლო მისი ამოცნობა, ვინაიდან არ ახსოვდა მისი ვიზუალური მონაცემები. ორჯერ მიიღო ამოცნობაში მონაწილეობა, თუმცა ვერ ამოიცნო ბრალდებული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-----–------------–-–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ძ---–-------–-----------------–-------------------–---–- დეტეტივის-თანამშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. დაახლოებით 2016 წლის 14-15 ივლისს მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ მოპარული მობილური ტელეფონი გ-----------------–--ემ მიჰყიდა სენაკში მცხოვრებ შ---–-----–-------, რომელიც იმყოფებოდა სენაკში და სარგებლობდა აღნიშნული მობილური ტელეფონით, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ---------–--–-–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ძ---–-------–-----------------–-------------------–---–- დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. ზ--------------ემ განყოფილებას მიმართა განცხადებით, სადაც უთითებდა, რომ მას მოპარეს მობილური ტელეფონი „MOTOROLA VERIZON“, რომელსაც კორპუსი ჰქონდა დაზიანებული. მისივე განმარტებით, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირი იყო გ-----------------–--ე. დაიწყო გამოძება, ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები და მიიღეს ინფორმაცია, რომ ფარულად დაუფლებული მობილური ტელეფონი იმყოფებოდა ვინმე შ---–----–----------- სენაკში. გამოკითხა ზ--------------ე, რომელმაც წარადგინა ცნობა შპს „ბილაინიდან“ მისი ტელეფონის იმეი კოდთან დაკავშირებით. ჩავიდნენ სენაკში და გამოკითხეს შ---–----–------, რომელმაც დაადასტურა, რომ ტელეფონი შეიძინა ვაგზლის მოედანზე. შ---–----–------მ წარუდგინა ტელეფონი, რომელიც დაათვალიერა, გადაამოწმა იმეი კოდი, რომელიც დაემთხვა ზ--------------ის მიერ წარდგენილ იმეი კოდს. აღნიშნულის შემდეგ შ---–----–----------- ჩაატარეს ფოტოსურათით ამოცნობა. შ---–----–------ს წარედგინა 4 ფოტოსურათი, რომელმაც მიუთითა გ-----------------–--ის ფოტოსურათზე და განაცხადა, რომ სწორედ მისგან შეიძინა მობილური ტელეფონი. აღნიშნულის შემდეგ ტელეფონი წარედგინა დაზარალებულ ზ--------------ეს, რომელმაც განაცხადა, რომ ტელეფონი იყო მისი საკუთრება. დანიშნეს ექსპერტიზა ტელეფონის ღირებულების განსაზღვრის მიზნით, თუმცა ექსპერტმა დასკვნა ვერ გასცა, ვინაიდან აღნიშნული ტელეფონის ანალოგი ბაზარზე ვერ მოძებნა. ბრალდებულთან და დაზარალებულთან ერთად მცხოვრებმა პირებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ სახლში სხვა არვინ არ იყო და სავარაუდოდ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე-–----–--–--–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ ჩატარებული იქნა სასაქონლო ექსპერტიზა გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების მიხედვით. ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო შეკითხვა დაედგინათ ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის - „მოტოროლას“ საბაზრო ღირებულება 2016 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით. ტელეფონი წარდგენილი იქნა დალუქულ მდგომარეობაში. მის მიერ გაცემული იქნა დასკვნა, რომ წარდგენილი მობილური ტელეფონის „MOTOROLA VERIZON“, Model number -DROID 4, საბაზრო ღირებულება 2016 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით ვერ განისაზღვრა სათანდო მონაცემების არ ქონის გამო. მოწმის განმარტებით, დასკვნაში მითითებულ მონაცემეში იგულისხმება მონაცემები, რომლის საფუძველზე დადგინდებოდა იმ მომენტში ტელეფონის საბაზრო ღირებულება, ვინაიდან კითხვის თანახმად უნდა განესაზღვრა 6 თვის წინანდელი მდგომარეობა, შესაბამისად, ბაზარაზე ვერ იქნა მოძიებული, თუ რა ღირდა აღნიშნული მოდელის ტელეფონი დანაშაულის ჩადენის პერიოდში.

 

2016 წლის 14 ივლისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-----------------–---- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ბ---------–--–-–---–-- მიერ დათვალიერებულ იქნა მოწმე შ---–----–------ს მიერ წარდგენილი - შავი ფერის ტელეფონი, რომელიც არის „მოტოროლას“ ფირმის, კორპუსზე აქვს ლათინური წარწერა: ,,MOTOROLA verizon", იმეი კოდია 9--------------. ტელეფონს მარჯვენა მხარეს, მეტალის კორპუსის შუა ნაწილში აქვს დაზიანება, კერძოდ: კი არის შეღუნული. სხვა რაიმე სახის ვიზუალური დაზიანება ტელეფონს არ აღენიშნება.

 

2016 წლის 14 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა პირმა შ---–----–------მ განაცხადა, რომ ამოიცნო #2 ფოტოსურათზე წარმოდგენილი მამაკაცი, რომელიც არის სწორედ ის, რომელმაც 2016 წლის აპრილის თვეში ე.წ. „ვაგზლის მოედანზე“ მიჰყიდა „მოტოროლას“ ფირმის ტელეფონი. ბრალდებული ამოიცნო შემდეგი ნიშან-თვისებებით: ღია ფერის ოდნავ მოწითურო პირისახით, მოკლედ შეკრეჭილი ღია ფერის თმით, ღია ფერის თვალებით, პატარა ზომის სწორი ცხვირით, სახის საერთო იერით. შ---–----–------ს განმარტებით, დარწმუნებულია ამოცნობაში და იმაში, რომ სწორედ აღნიშნულმა პირმა მიჰყიდა მას მობილური ტელეფონი „მოტოროლა“.

 

2016 წლის 18 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-----------------–---- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ბ---------–--–-–---–-- მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა შავი ფერის ,,მოტოროლა ვერიზონის" ფირმის მობილური ტელეფონი, კორპუსზე ლათინური წარწერით: ,,MOTOROLA verizon". ტელეფონს მარჯვენა მხარეს, მეტალის კორპუსის შუა ნაწილი აქვს დაზიანებული, კერძოდ: კი არის შეღუნული. ტელეფონის იმეი კოდია 9--------------. ტელეფონი დაათვალიერა მოწმე ზ--------------ემ, დააკვირდა მას და განმარტა, რომ წარდგენილი ტელეფონი არის სწორედ მისი ,,მოტოროლა ვერიზონის" ფირმის ტელეფონი, რომელიც მას სახლიდან მოპარა მისმა მეგობარმა გ-----------------–--ემ 2016 წლის 26 თებერვალს. აღნიშნულში იგი დარწმუნებულია, ვინაიდან აღნიშნული ტელეფონი არის შავი ფერის, როგორც მან დაკითხვისას განმარტა, ასევე ტელეფონზე არსებული დაზიანება ზუსტად იმავე ადგილზეა, როგორც მის მობილურზე, ანუ მარჯვენა მხარეს, კორპუსის შუა ნაწილში არის შეღუნული. მოწმე ზ--------------ის განმარტებით, წარდგენილი ტელეფონის იმეი კოდიც ასევე ემთხვევა მისი სახლიდან მოპარული ტელეფონის იმეი კოდს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოწმე ზ--------------ე დარწმუნებულია, რომ მის წინაშე წარდგენილი მობილური ტელეფონი, რომელიც მან დაათვალიერა, ეკუთვნის ნამდვილად მას. დათვალიერების პროცესში წარდგენილი ტელეფონის იმეი კოდი შედარებული იქნა ზ--------------ის მიერ განცხადებაზე დართულ მისი ტელეფონის იმეი კოდს, რა დროსაც დადგინდა, რომ ისინი იდენტურია.

 

2----–-–---------------- სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის „MOTOROLA VERIZON“, Model number -DROID 4, საბაზრო ღირებულება 2016 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით ვერ განისაზღვრა სათანდო მონაცემების არ ქონის გამო.

 

ზემოაღნიშნული ჩვენებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული გ-----------------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი, რასაც ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცებულებათა ასეთი საკმარისი ერთობლიობა სახეზე არ არის. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-----------------–--ე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს.

 

სასამართლო შეფასებას მისცემს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:

 

გ-----------------–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მტკიცებით, ეფუძნება დაზარალებულ ზ--------------ის ჩვენებას, მოწმეების: ნ-----------–---–ის, შ---–-----–------- ჩვენებებს, მობილური ტელეფონის დათვალირების ოქმს, ი-----–------------–-–---–-- პატაკს და ჩვენებას და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ვინაიდან სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის სარწმუნო, დამაჯერებელი, არ არის თანხვედრაში ერთმანეთთან, ამასთან, ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, კერძოდ:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.

 

შესაბამისად, სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დადასტურდა გ-----------------–--ის ბრალეულობა.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პირველ რიგში ყურადღება გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე და ამ საკითხის მნიშვნელობაზე მტკიცებულებების საკმარისობის შეფასების კონტექსტში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე გ-----------------–--ეს ბრალს სდებს მასში, რომ 2016 წლის 26 თებერვალს, ქ-------–-------------------–-, გ-----------------–--ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ზ--------------ის კუთვნილ „მოტოროლას" ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიადგა 160 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, თუმცა სასამართლოს შეფასებით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება გ-----------------–--ის მიერ მობილური ტელეფონის ფარულად დაუფლების ფაქტი.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-----------------–--ე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებზე და იმ გარემოებაზე, აღნიშნულ პირთა ჩვენებებით რამდენად დასტურდება გ-----------------–--ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტი, ასევე მათ მიერ განმარტებული ფაქტობრივი გარემოებები რამდენად უტყუარად დასტურდება სხვა მტკიცებულებებით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობებიდან გამომდინარე მოწმეთა ჩვენებები არ მიიჩნია სარწმუნოდ და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

 

ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებით დადგენილია, რომ მოწმეები და გ-----------------–--ე მკურნალობდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, გ-----------------–--ე ცდილობდა თვითმკვლეობიის ჩადენას. მოწმე ნ-----------–---–ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის ღამესაც გ-----------------–--ე იქცეოდა არაადეკვატურად და აცხადებდა, რომ მას შიშები ჰქონდა. სასამართლო აფასებს რა მითითებულ მოწმეთა ჩვენებებს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არის გარკვეული რამდენად სწორად აღიქვეს ამ პირებმა განვითარებული მოვლენები, ასევე არ არის გარკვეული ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა და ის გარემოება, რამდენად იყო იგი შერაცხადი შემთხვევის დროს.

 

ბრალდების მხარის მიერ მოწმემ ნ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის ღამეს სახლში იმყოფებოდა მ-------------ესთან და ზ--------------ესთან ერთად. ზ------- წავიდა, რომელმაც ტელეფონი დაუტოვა მას. ტელეფონი შეერთებული იყო დენის წყაროზე, მის ოთახში მისგან 2,5 მეტრის დაშორებით. მოგვიანებით სახლში დაბრუნდა გ-----------------–--ე, რომელიც იქცეოდა უცნაურად და საუბრობდა, რომ ჰქონდა შიშები. დილით როდესაც გაიღვიძა, კარი დახვდა ღია, ხოლო ტელეფონი ვეღარ იპოვა. ასევე არ იყო სახლში გ-----------------–--ე, რომელსაც მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება, ხოლო შემდეგ ცდილობდა დაკავშირებას, თუმცა ტელეფონი გამორთული ჰქონდა, რის გამოც იფიქრა, რომ სწორედ მან აიღო მობილური ტელეფონი. მოწმის განმარტებით, იგი ვარაუდობს, რომ ვინაიდან ბინის კარი იყო ღია მდგომარეობაში, შესაძლოა სხვა პირმა აიღო მობილური ტელეფონი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----------–---–ის ჩვენება არ არის პირდაპირი მტკიცებულება და შესაბამისად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი მოწმე მ-------------ე, რომელიც შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სახლში და შეეძლო გარკვეული ინფორმაცია მიეწოდებინა სასამართლოსათვის შემთხვევის დღეს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით.

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი იქნა მოწმე შ---–-----–------, რომელმაც განმარტა, რომ 2016 წლის თებერვალ-მარტის თვეში სავაჭრო ცენტრ „პასაჟთან“ გამვლელისგან შეიძინა მობილური ტელეფონი. მას არ შეუძლია იმ პირის ამოცნობა, რომლისგანაც შეიძინა ტელეფონი, არც გამოძიების ეტაპზე შეეძლო, ვინაიდან იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და არ ახსოვს ამ პირის ვიზუალური მონაცემები. მისივე განმარტებით, მან მიიღო მონაწილეობა ამოცნობაში, თუმცა ვერ შეძლო იმ პირის ამოცნობა, ვისგანაც მობილური ტელეფონი შეიძინა. გამომძიებლის მიერ წარედგინა ერთი დიდი ფოტოსურათი, რომელსაც ჰკითხა, ფოტოსურათზე აღბეჭდილი პიროვნება იყო თუ არა დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელმაც განუმარტა, რომ მათთვის ისედაც ცნობილი იყო დანაშაულის ჩამდენი პირი, უბრალოდ მისგან უნდოდათ დადასტურება. მისივე განმარტებით, გამომძიებელს მიუთითა, რომ ტელეფონი ვისგანაც შეიძინა, იყო დაახლოებით მისი ასაკის, ხოლო ამოცნობის ოქმში შეყვანილი იყო არასწორი მონაცემები, რის გამოც მოითხოვა შესწორების შეტანა.

 

საქმეზე გამოკვლეული იქნა 2016 წლის 14 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ ამომცნობმა პირმა შ---–----–------მ განაცხადა, რომ ამოიცნო #2 ფოტოსურათზე წარმოდგენილი მამაკაცი, რომელიც არის სწორედ ის, რომელმაც 2016 წლის აპრილის თვეში ვაგზლის მოედანზე მიჰყიდა „მოტოროლას“ ფირმის ტელეფონი. ბრალდებული ამოიცნო შემდეგი ნიშან-თვისებებით: ღია ფერის ოდნავ მოწითურო პირისახით, მოკლედ შეკრეჭილი ღია ფერის თმით, ღია ფერის თვალებით, პატარა ზომის სწორი ცხვირით, სახის საერთო იერით. ოქმში არსებული ჩანაწერით ირკვევა, რომ იგი დარწმუნებულია ამოცნობაში და იმაში, რომ სწორედ აღნიშნულმა პირმა მიჰყიდა მას მობილური ტელეფონი „მოტოროლა“. აღნიშნული ამოცნობის ოქმის საპირისპიროდ შ---–-----–------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ იგი ტელეფონის შეძენის მომენტში იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და არ ახსოვს იმ პირის ვიზუალური მონაცემები, ვისგანაც მობილური ტელეფონი შეიძინა. მას წარუდგინეს მხოლოდ ერთი ფოტოსურათი, თუმცა მან ვერ შეძლო ტელეფონის გამყიდველი პირის ამოცნობა. გამომძიებელმა განუმარტა, რომ მათთვის ცნობილი იყო, რომ გ-----------------–--ე იყო დანაშაულის ჩამდენი პირი, უბრალოდ მისგან უნდოდათ აღნიშნულის დადასტურება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ამომცნობა პირმა არ დაადასტურა რა ბრალდებულის ამოცნობის ფაქტი, შესაბამისად შ---–----–------ს ჩვენება და მისი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობა საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ 2----–-–---------------- სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნას, აღნიშნული დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის „MOTOROLA VERIZON“, Model number -DROID 4, საბაზრო ღირებულება 2016 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით ვერ განისაზღვრა სათანდო მონაცემების არ ქონის გამო. შესაბამისად, დაუდგენელია რა ოდენობის ზიანი მიაყენა დანაშაულის ჩამდენმა პირმა დაზარალებულს. ამ ნაწილში თავად საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებიც არის წინააღმდეგობაში ერთმანეთთან, კერძოდ, დაზარალებულმა განმარტა, რომ მან ტელეფონი შეიძინა 160 ლარად, ხოლო მოწმე ნ-----------–---–მა კი განმარტა, რომ მას ზ--------------ენ განუცხადა, რომ ტელეფონი შეიძინა 140 ლარად.

 

საქმეზე გამოკვლეული 2016 წლის 14 ივლისის დათვალიერების ოქმით დადგინდა მხოლოდ ის გარემოება, რომ მოწმე შ---–----–------ს მიერ წარდგენილი - შავი ფერის ტელეფონი არის „მოტოროლას“ ფირმის, კორპუსზე აქვს ლათინური წარწერა: ,,MOTOROLA verizon", იმეი კოდია 9--------------. ტელეფონს მარჯვენა მხარეს, მეტალის კორპუსის შუა ნაწილში აქვს დაზიანება, კერძოდ კი არის შეღუნული. რაც შეეხება 2016 წლის 18 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს, აღნიშნული ოქმით დადგინდა, რომ ტელეფონი დაათვალიერა მოწმე ზ--------------ემ, დააკვირდა მას და განმარტა, რომ წარდგენილი ტელეფონი არის სწორედ მისი „მოტოროლა ვერიზონის“ ფირმის ტელეფონი. აღნიშნულში იგი დარწმუნებულია, ვინაიდან აღნიშნული ტელეფონი არის შავი ფერის, როგორც მან დაკითხვისას განმარტა, ასევე ტელეფონზე არსებული დაზიანება ზუსტად იმავე ადგილზეა, როგორც მის მობილურზე, ანუ მარჯვენა მხარეს, კორპუსის შუა ნაწილში არის შეღუნული. მოწმე ზ--------------ის განმარტებით, წარმოდგენილი ტელეფონის იმეი კოდიც ასევე ემთხვევა მისი სახლიდან მოპარული ტელეფონის იმეი კოდს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოწმე ზ--------------ე დარწმუნებულია, რომ მის წინაშე წარდგენილი მობილური ტელეფონი, რომელიც მან დაათვალიერა, ეკუთვნის ნამდვილად მას. დათვალიერების პროცესში წარდგენილი ტელეფონის იმეი კოდი შედარებული იქნა ზ--------------ის მიერ განცხადებაზე დართულ მისი ტელეფონის იმეი კოდს, რა დროსაც დადგინდა, რომ ისინი იდენტურია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული დათვალიერებების ოქმებით დადგინდა მხოლოდ ის გარემოება, რომ მობილური ტელეფონი ეკუთვნის დაზარალებულს და არა ის გარემოება, რომ ბრალდებულის მიერ მოხდა სხვისი მოძრავი ნივთის - ტელეფონის ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება.

 

საქმეზე გამოკვლეული იქნა დაზარალებულ ზ--------------ის ჩვენება, რომლითაც ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს სახლში იმყოფებოდნენ გ-----------------–--ე, ნ-----------–---–ი და მ-------------ე. სახლიდან გასვლამდე მან ნ-----------–---–ს სთხოვა მიექცია ტელეფონისთვის ყურადღება, რომელმაც მოგვიანებით აცნობა, რომ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი დაიკარგა, ხოლო გ-----------------–--ე წასული იყო სახლიდან, რომელსაც ტელეფონი ჰქონდა გამორთული. მისი განმარტებით, ვინაიდან სახლში ამ სამი პირის გარდა არავინ იმყოფებოდა, ხოლო გ------- არ იღებდა ტელეფონს, ჩათვალა, რომ მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს დაეუფლა სწორედ გ-----------------–--ე. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დაზარალებულმა პირველად პოლიციის განყოფილებას განცხადებით მიმართა 2016 წლის 27 თებერვალს, რომელშიც უთითებდა, რომ გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა მობილური ტელეფონი, მას განცხადებაში არ უხსენებია გ-----------------–--ე, როგორც შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირი. 2016 წლის 13 ივლისს დაზარალებული დაიკითხა, სადაც იგი უკვე უთითებს, რომ დარწმუნებულია, რომ მის მობილურ ტელეფონს ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გ-----------------–--ე. აღნიშნული სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება და ვერ დაედება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად, ვინაიდან დაზარალებულის ჩვენება ემყარება მხოლოდ ვარაუდებს და არა ფაქტებს.

 

სასამართლოს შეფასებით, გ-----------------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საკმარის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, კერძოდ: ვერ დაადასტურა, რომ ნამდვილად გ-----------------–--ე დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ მობილურ ტელეფონს. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა სამი პირი და სამივეს ეძინა. შესაბამისად, ნებისმიერ მათგანი შეიძლებოდა ფარულად დაუფლებოდა დაზარალებულის კუთვნილ მობილურ ტელეფონს. მითუმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოწმე ნ-----------–---–ის ჩვენების თანახმად, მათ გაღვიძებისას სახლის კარები დახვდათ ღია. შესაბამისად, არ გამოირიცხება ეჭვი და ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც სხვა პირს ჰქონდა შესაძლებლობა შესულიყო და ფარულად დაუფლებოდა დაზარალებულის კუთვნილ მობილურ ტელეფონს იმ დროს, როდესაც ბინის მობინადრეებს ეძინათ. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ ჩაუტარებია ექსპერტიზები, არ აუღია ნიმუშები, რომლითაც დადგინდებოდა სხვა პირის შემხებლობა თუნდაც სახლის შესასვლელ კართან. ასევე ვერ დადასტურდა ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა შესაძლო დანაშაულის ჩადენისას, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას. ბრალდების მხარემ წარმოადგინა პირის ამოცნობის ოქმი, რაც თავის მხრივ არ დაადასტურა ამომცნობმა პირმა. შესაბამისად, აღნინული ამოცნობის ოქმი საფუძვლად ვერ დაედება ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ უტყუარად ვერ დადასტურდა გ-----------------–--ის მიერ დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის ფარულად დაუფლების ფაქტი. შესაბამისად, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო ეჭვების გაბათილება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის არასარწმუნო, არადამაჯერებელი, არ არის ურთიერთშეთანხმებული, წინააღმდეგობებია მათ შორის, რის გამოც, არსებული ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასიკეთოდ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლია მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49) .

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა გ-----------------–--ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა გ-----------------–--ის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც, გ-----------------–--ე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.

 

ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- „მოტოროლას“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ძ---–-------–-----–--------------–----------------------–---–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272, 275-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-----------------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. გ-----------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

3. ნივთიერი მტკიცებულება:

- „მოტოროლას“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ძ---–-------–-----–--------------–----------------------–---–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

4. გამართლებულ გ-----------------–--ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი