გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.05.2019
საქმის ნომერი
330210018002656476
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
02.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე #2/28559-2018 02 მაისი 2019 წელი

ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

სხდომის მდივანი მარი კირვალიძე

 

მოსარჩელე ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------“

(თავდაპირველ სარჩელში)

წარმომადგენელი გ-----–---–---–-

 

მოპასუხე შ.პ.ს. ,----------–--

(თავდაპირველ სარჩელში)

წარმომადგენელი მ---------------

 

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

(თავდაპირველ სარჩელში)

 

მოსარჩელე შ.პ.ს. ,----------–--

(შეგებებულ სარჩელში)

 

მოპასუხე ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------“

(შეგებებულ სარჩელში)

 

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

(შეგებებულ სარჩელში)

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------” ითხოვს დაეკისროს შ.პ.ს. ,----------–-- 2017 წლის 21 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საგარანტიო ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის ანაზღაურება 5410 ლარის ოდენობით და პირგასამტეხლო 5410 ლარის 0.1%-ის ოდენობით (დღეზე 5.41 ლარი) 2018 წლის 09 აგვისტოდან ყოველდღიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის 21 ივლისს გაფორმდა საოფისე სავარძლების შესყიდვის ხელშეკრულება, 2017 წლის 03 აგვისტოს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულების 6.1 პუნქტის შესაბამისად საგარანტიო ვადა განისაზღვრა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 წელი. 2018 წლის 26 ივლისს მოპასუხეს 64 ცალ საოფისე სავარძელთან დაკავშირებით გაეგზავნა ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ შეტყობინება. ვინაიდან, მოპასუხემ შეტყობინების ჩაბარებიდან შესაბამის ვადაში არ მოახდინა ხარვეზის გამოსწორება მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი, რაც აუდიტორული შეფასების თანახმად შეადგენს 5410 ლარს.

2. მოპასუხის პოზიცია შ.პ.ს. ,----------–---ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად, ვალდებულების დარღვევას ადგილი არ აქვს, მოსარჩელეა ვალდებული დაადასტუროს რამდენი სავარძელი დაზიანდა და რით იყო გამოწვეული დაზიანება, რეალურად მოხდა თუ არა დაზიანების აღმოსაფხვრელად ხარჯების გაწევა, რის გამოც შეიძლება მიადგა ზიანი მოსარჩელეს და რა ბრალი მიუძღვის ამ ზიანში მოპასუხეს. მოსარჩელის მოთხოვნა შეგებებულ სარჩელში შ.პ.ს. ,----------–-- შეგებებული სარჩელით ითხოვს ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-ს შ.პ.ს. ,----------–---ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 4500 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული მიმწოდებლის ვალდებულება, გარდა საქონლის მიწოდებისა განეხორციელებინა საქონლის აწყობა და სართულებზე განთავსება, ამ ქმედების განუხორციელებლობის გამო ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-მ ხელი არ მოაწერა მიღება-ჩაბარების აქტს, რის გამოც შ.პ.ს. ,----------–-- იძულებული გახდა 2017 წლის 25 ივლისს გაეფორმებინა ხელშეკრულება შ.პ.ს. ,,პ------------–----თან“ და დამატებით გადაიხადა 4500 ლარი, შ.პ.ს. ,,პ------------–----მა“ ააწყო სავარძლები და განათავსა სართულებზე 2017 წლის 03 აგვისტოს. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელში ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-მ შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შ.პ.ს. ,----------–---ს ვალდებულებას წარმოადგენდა სავარძლების აწყობილ მდგომარეობაში მიწოდება, მხარეებს შორის გაფორმდა საოფისე სკამების ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც გულისხმობდა, რომ გამყიდველს მყიდველისათვის უნდა გადაეცა სკამი და არა სკამის ნაწილები. რაც შეეხება სკამების ოფისებში განლაგებას, აღნიშნული განხორციელდა ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-ს სამეურნეო განყოფილების მიერ. ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-მ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა შეგებებული სარჩელის ერთწლიან ხანდაზმულობის ვადაზე, როგორც ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე. 3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 2017 წლის 21 ივლისს ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-ს (ს/კ 2--------) და შ.პ.ს. ,----------–-- (ს/კ 4--------) შორის გაფორმდა საქონლის შესყიდვის ხელშეკრულება #6------------, რომლის მიხედვით შ.პ.ს. ,----------–-- ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-სთვის უნდა მიეწოდებინა 375 ცალი საოფისე სკამი (ხელშეკრულების დანართი #1-ის შესაბამისად) ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 35396.25 ლარით. საქონლის მიწოდების ვადა განისაზღვრა ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. საქონლის საგარანტიო ვადა განისაზღვრა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 წლით (ს.ფ. 15-19). 3.1.2 2017 წლის 03 აგვისტოს ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-ს (შემსყიდველი) და შ.პ.ს. ,----------–-- (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა საქონლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 21); 3.1.3 2018 წლის 26 ივლისს ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-მ მიმართა შ.პ.ს. ,----------–-- და აცნობა 64 ერთეული სავარძლის დაზიანების შესახებ, მიუთითა დაზიანების სახეობა და მოითხოვა ხარვეზის გამოსწორება (ს.ფ. 22). მიმართვა შ.პ.ს. ,----------–-- ჩაბარდა 2018 წლის 30 ივლისს (ს.ფ. 23). 3.1.4 2017 წლის 21 ივლისის #6------------ ნასყიდობის ხელშეკრულების 6.2 პუნქტის მიხედვით, ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გამოასწროს ხარვეზი, თუ ეს შეუძლებელია 10 დღის ვადაში შეცვალოს საქონელი. ნასყიდობის ხელშეკრულების 7.2 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელს მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.1% დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არ გამოასწორებს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამოვლენილ ხარვეზს ან არ შეცვლის საქონელს ამ ხელშეკრულებით საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის/საქონლის შეცვლისათვის დადგენილ ვადებში _ შესატყვისი ვადის გასვლიდან ხარვეზის გამოსწორების/საქონლის შეცვლის დღემდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება (ს.ფ. 58-62). 3.1.5 2017 წლის 25 ივლისს შ.პ.ს. ,----------–- და შ.პ.ს. ,,პ------------–----ი‘’-ს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით, შ.პ.ს. ,,პ------------–----ს‘’ უნდა განეხორციელებინა 375 საოფისე სავარძლის აწყობა და ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-ს წარმომადგენლის მითითებით სართულებზე, კაბინეტებში განლაგება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 4500 ლარით (ს.ფ. 134-137). 3.1.6 ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------” რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში საიდენტიფიკაციო ნომრით 2--------, საზოგადოების მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (რეაბილიტაციის პროცესი) (ს.ფ. 33).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1 ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2019 წლის 04 თებერვალს შედგენილი ფაქტების კონსტანტაციის ოქმით დადგენილია ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-ს ოფისში საოფისე სავარძლების დაზიანების ფაქტი (ს.ფ. 181-194) 3.2.2 ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-ს დაკვეთით შესრულებული ,,t----------”-ის 2018 წლის 25 სექტემბრის შეფასების ანგარიშის მიხედვით, 64 ცალი სავარძლის დაზიანებით ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-ს მიადგა ზიანი 5410 ლარის ოდენობით (ს.ფ. 24-29); 3.2.3 ინდ. მეწარმე დამოუკიდებელი ექსპერტი აუდიტორი დ----------------- (სერთიფიკატი C------------------------ 0---------; ლიცენზია ზ---------------; სერთიფიკატი ზ------------------) 2019 წლის #0------------- დასკვნის მიხედვით, შ.პ.ს. ,----------–---ს მიერ მიწოდებული საოფისე სავარძლების ექსპლუატაციისას შემსყიდველის მიერ დაზიანებულიად დაფიქსირებული დეტალების შეძენა, მონტაჟისა და ტრანსპორტირების საერთო ხარჯი განისაზღვრა 1521 ლარით, ასეთი სახის საოფისე სავარძლის ღირებულება შეადგენს 120 ლარს. ,,t----------”-ის 2018 წლის 25 სექტემბრის შეფასების ანგარიშში დაფიქსირებული ფასები მიწოდებული საოფისე სავარძლის შემთხვევისათვის არამართებული, შეუსაბამო და მიზანშეუწონელია თვით მიწოდებული სავარძლის ერთეულის ფასის გათვალისწინებით (ს.ფ. 89-106). სასამართლო არ იზიარებს ,,t----------”-ის 2018 წლის 25 სექტემბრის შეფასების ანგარიშს ზიანის 5410 ლარით განსაზღვრის შესახებ, რადგან დასკვნაში ასახული სავარძლის აღდგენის ღირებულება ცალკეულ შემთხვევებში აღემატება ახალი სავარძლის ღირებულებას, რაც დაუსაბუთებელია. სასამართლო იზიარებს დამოუკიდებელი ექსპერტი აუდიტორი დ----------------- 2019 წლის #------------- დასკვნაში მითითებულ დაზიანებული სავარძლის აღდგენის ღირებულებას, რაც განისაზღვრა 1521 ლარით. ამდენად, დადგენილია, რომ ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-ს და შ.პ.ს. ,----------–-- შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-სათვის მიწოდებული საოფისე სავარძლებიდან საგარანტიო ვადის განმავლობაში დაზიანდა 64 საოფისე სავარძელი და სავარძლების დეტალების შეძენის, ტრანსპორტირების და მონტაჟის (აღდგენის) ღირებულება შეადგენს 1521 ლარს. სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შ.პ.ს. ,----------–-- ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1521 ლარის გადახდა და შ.პ.ს. ,----------–-- ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1521 ლარის 0.05%-ის გადახდა 2018 წლის 09 აგვისტოდან თანხის სრულად გადახდამდე.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 420-ე, 477-ე, 478-ე, 487-ე, 488-ე, 490-ე, 494, 496-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება 6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. დადგენილია, რომ 2017 წლის 21 ივლისს ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-ს (მყიდველი) და შ.პ.ს. ,----------–-- (გამყიდველი) შორის გაფორმდა 375 საოფისე სავარძლის ნასყიდობის ხელშეკრულება, მყიდველმა გადაიხადა შეთანხმებული ფასი და 2017 წლის 03 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა საქონლის მიღება-ჩაბარების აქტი. 6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 496-ე მუხლის მიხედვით, თუ გამყიდველი ნივთის ვარგისიანობის ვადას განსაზღვრავს, მაშინ ივარაუდება, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას. მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, საქონლის საგარანტიო ვადა განისაზღვრა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 წლით, ანუ 2017 წლის 03 აგვისტოდან ერთის წლის ვადით. 6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. 6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. 6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის მიხედვით, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. გამყიდველს ეკისრება ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის, ტრანსპორტირების, გზის, სამუშაოს შესრულების და მასალის ღირებულების ხარჯები. გამყიდველს შეუძლია უარი თქვას როგორც ნაკლის გამოსწორებაზე, ასევე ნივთის შეცვლაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს. თუ გამყიდველი ნაკლის გამოსწორების მიზნით მყიდველს გადასცემს უნაკლო ნივთს, მაშინ მას შეუძლია მყიდველს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნივთის უკან დაბრუნება. 6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის მიხედვით, ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით. სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებში, ნასყიდობის ურთიერთობიდან გამომდინარე განსაზღვრულია გამყიდველის ვალდებულება უნაკლო ნივთის გადაცემის შესახებ და პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. იმ შემთხვევაში, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია ნივთის ვარგისიანობის ვადა, ივარაუდება, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას, ხოლო გამყიდველმა უნდა ადასტუროს საწინააღმდეგო. გამყიდველის თავისებურება სწორედ იმაში ვლინდება, რომ საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში ნივთის ნაკლის დაფიქსირების შეთხვევაში პრეზუმირებულია მისი ბრალეულობა და გაყიდული ნივთის ნაკლის არსებობა, საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი ეკისრება გამყიდველს. 6.7 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული საგარანტიო ვადის გასვლამდე _ 2018 წლის 30 ივლისს, შ.პ.ს. ,----------–-- ჩაბარდა ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-ს 2018 წლის 26 ივლისის მიმართვა 64 ერთეული სავარძლის დაზიანების შესახებ, მითითებული იყო დაზიანების სახეობა და მოთხოვნილი იქნა ხარვეზის გამოსწორება. შ.პ.ს. ,----------–-- ხარვეზი არ გამოუსწორებია. რაც შეეხება ნივთის დაზიანების მიზეზს, ეს გარემოება, როგორც ზემოთ აღინიშნა, წარმოადგენს გამყიდველის მტკიცების ტვირთს და მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ ნივთების დაზიანება გამოწვეულია ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-ს ბრალეული მოქმედებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო არ იზიარებს ,,t----------”-ის 2018 წლის 25 სექტემბრის შეფასების ანგარიშს ზიანის 5410 ლარით განსაზღვრის შესახებ, რადგან დასკვნაში ასახული სავარძლის აღდგენის ღირებულება ცალკეულ შემთხვევებში აღემატება ახალი სავარძლის ღირებულებას, რაც დაუსაბუთებელია. დადგენილია, რომ ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-ს და შ.პ.ს. ,----------–-- შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-სათვის მიწოდებული საქონლიდან საგარანტიო ვადის განმავლობაში დაზიანდა 64 საოფისე სავარძელი და სავარძლების აღდგენის ღირებულება შეადგენს 1521 ლარს, რომლის ანაზღაურება უნდა დაეკისროს შ.პ.ს. ,----------–-- ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-ს სასარგებლოდ. 6.8 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 6.9 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. 6.10 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 7.2 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელს მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.1% დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არ გამოასწორებს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამოვლენილ ხარვეზს ან არ შეცვლის საქონელს ამ ხელშეკრულებით საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის/საქონლის შეცვლისათვის დადგენილ ვადებში _ შესატყვისი ვადის გასვლიდან ხარვეზის გამოსწორების/საქონლის შეცვლის დღემდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება. ვინაიდან, შ.პ.ს. ,----------–-- ვალდებული იყო შეტყობინების მიღებიდან (2018 წლის 30 ივლისიდან) 10 კალენდარული დღის ვადაში გამოესწორებინა ხარვეზი, რაც არ განახორციელა, შ.პ.ს. ,----------–-- ხელშეკრულების 7.2 პუნქტის შესაბამისად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 2018 წლის 09 აგვისტოდან თანხის სრულად გადახდამდე, რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცრიდეს 0,05%-მდე, შ.პ.ს. ,----------–-- ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1521 ლარის 0.05%-ის გადახდა 2018 წლის 09 აგვისტოდან თანხის სრულად გადახდამდე. შ.პ.ს. ,----------–---ს შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებთა გამო: 6.11 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 478-ე მუხლის მიხედვით, გაყიდული ნივთის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, აწონის, გაზომვისა და შეფუთვის ხარჯები, ეკისრება გამყიდველს, ხოლო ხელშეკრულების დადების ადგილიდან სხვა ადგილზე საქონლის მიღებისა და გადაგზავნის ხარჯები - მყიდველს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ.პ.ს. ,----------–-- ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-სათვის უნდა მიეწოდებინა საოფისე სავარძლები, სავარძლის მიწოდება მოიცავს მის აწყობილ მდგომარეობაში გადაცემას, მით უფრო, როდესაც ხელშეკრულებით გარანტიის ვადა არის განსაზღვრული, გამყიდველმა ნივთის აწყობილ და ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში გადაცემით უნდა დააფიქსიროს, რომ ნივთობრივად უნაკლო ქონება გადასცა მყიდველს. შესაბამისად, ის გარემოება, რომ შ.პ.ს. ,,ს--------–--“ აწყობილ მდგომარეობაში გადასცა შეძენილი სავარძლები მყიდველს, აწყობის ხარჯის ზიანის სახით ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება სავარძლების სართულებზე განთავსებას, მოსარჩელის მითითებით ეს მოქმედება განხორციელდა ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------”-ს სამეურნეო განყოფილების მიერ, აღნიშნული მოქმედება რომ შ.პ.ს. ,,პ------------–----მა“ განახორციელა არ დასტურდება, მიუხედავად ამისა, ცალკე აღებული ამ სამუშაოს (სართულებზე სავარძლის განლაგების) ღირებულება რას შეადგენს, ან რომ 4500 ლარით განისაზღვრება და ამ ოდენობის ზიანი მიადგა გამყიდველს, არ დასტურდება. შ.პ.ს. ,----------–-- საქონლის გადაცემის დროს არ გაუნცხადებია ზიანის შესახებ საქონლის აწყობილ მდგომარეობაში მიწოდებასთან დაკავშირებით, სადაოდ არ გაუხდია ეს გარემოება, გამოხატა ნება სავარძლის აწყობილ მდგომარეობაში გადაცემასთან დაკავშირებით, შეგებებული სარჩელი მხოლოდ მას შემდეგ აღძრა შ.პ.ს. ,,ს--------–--“, რაც მყიდველმა ნაკლის გამოსწორება ან დაზიანებული სავარძლების შეცვლა მოითხოვა. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, შ.პ.ს. ,----------–---ს შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------“-ს ზიანის _ 5410 ლარის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი მითითებული თანხის 3% _ 162 ლარი 30 თეთრის ოდენობით, ხოლო დაზუსტებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 59 ლარი და 24 თეთრი (ნაცვლად 177.72 ლარისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ორივე სასარჩელო მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი უნდა ყოფილიყო სულ 340.02 ლარი). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (1521 ლარის და 1521 ლარის 0,05%-ის მოთხოვნის ნაწილში), შ.პ.ს. ,----------–-- ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 70.60 ლარის გადახდა (45.64 ლარი პირველ მოთხოვნაზე, 24.96 ლარი მეორე მოთხოვნაზე) სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. რაც შეეხება დარჩენილ სახელმწიფო ბაჟს _ 150.94 ლარს (221.54-70.60) არ ანაზღაურდება. ამასთან, ვინაიდან სრულად არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაზუსტებული სარჩელის აღძვრისას (177.72 ლარის ნაცვლად გადახდილია 59.24 ლარი), სამოქალაქო საპროცესო კოდექის 42-ე მუხლიდან გამომდინარე, ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროს 118 ლარის და 48 თეთრის გადახდა. ასევე, რადგან არ დაკმაყოფილდა შ.პ.ს. ,----------–---ს შეგებებული სარჩელი, შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-11 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. შ.პ.ს. ,----------–---ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

3. შ.პ.ს. ,----------–-- ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1521 (ათასხუთასოცდაერთი) ლარის გადახდა.

4. შ.პ.ს. ,----------–-- ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1521 (ათასხუთასოცდაერთი) ლარის 0.05%-ის გადახდა 2018 წლის 09 აგვისტოდან თანხის სრულად გადახდამდე.

5. შ.პ.ს. ,----------–-- ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 70(სამოცდაათი) ლარის და 60(სამოცი) თეთრის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

6. ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს დაეკისროს 118(ასთვრამეტი) ლარის და 48(ორმოცდარვა) თეთრის გადახდა.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი