გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/32443-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე - შპს მისო ,,რ---- ე--------’’
წარმომადგენელი - მ------ ბ---------–-
მოპასუხე - მ----- გ-----–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროს მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ 2018 წლის 23 ი------ სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6 446.62 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3 788 ლარი, სარგებელი - 561.96 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 2 096.66 ლარი;
1.2. დაეკისროს მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ 2018 წლის 26 მ------- სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1 105.36 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 655 ლარი, სარგებელი - 95.87 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 354.49 ლარი;
1.3. დაეკისროს მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ 2018 წლის 29 მ------- სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 920.32 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 550 ლარი, სარგებელი - 79.42 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 290.9 ლარი.
(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2019 წლის 19 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი).
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2018 წლის 23 ი----ს შპს მისო ,,რ---- ე--------’’-ს (შემდგომში მოსარჩელე) და მ----- გ-----–---–- (შემდგომში მოპასუხე) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხის სახელზე გაიცა სესხი 3 788 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, სესხის სარგებელი განისაზღვრა 2%-ით, რაც უნდა გადახდილიყო ყოველთვიურად. ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა ხელშეკრულებაზე დართული გირავნობის საგნით - ოქროს ნივთებით.
მხარეთა შორის 2018 წლის 26 მ------ დაიდო სალომბარდე სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხის სახელზე გაიცა სესხი 655 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, სესხის სარგებელი განისაზღვრა 2%-ით, რაც უნდა გადახდილიყო ყოველთვიურად. ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა ხელშეკრულებაზე დართული გირავნობის საგნით - ოქროს ნივთებით.
მხარეთა შორის 2018 წლის 29 მ------ ასევე დაიდო სალომბარდე სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხის სახელზე გაიცა სესხი 550 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, სესხის სარგებელი განისაზღვრა 2%-ით, რაც უნდა გადახდილიყო ყოველთვიურად. ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა ხელშეკრულებაზე დართული გირავნობის საგნით - ოქროს ნივთებით.
მოპასუხის მიერ დარღვეულია სამივე სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის განსაზღვრული გრაფიკით გადახდის თაობაზე. ვალდებულების დარღვევის გამო, 2018 წლის 23 ი------ სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს ერიცხება დავალიანება - 6 446.62 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3 788 ლარი, სარგებელი - 561.96 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 2 096.66 ლარი. 2018 წლის 26 მ------- სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1 105.36 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 655 ლარი, სარგებელი - 95.87 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 354.49 ლარი. 2018 წლის 29 მ------- სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კი მოპასუხეს ერიცხება დავალიანება - 920.32 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 550 ლარი, სარგებელი - 79.42 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 290.9 ლარი.
2018 წლის 25 ს----------- ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მიერ შედგენილი ამოღების ოქმით ამოღებულ იქნა ის ძვირფასი ნივთები, რომლებიც დაგირავებულ იქნა მოპასუხის მიერ ზემოთ აღნიშნული სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე. შესაბამისად, გირავნობის საგანი აღარ იმყოფება კრედიტორის მფლობელობაში და იგი მოკლებულია შესაძლებლობას გირავნობის საგნის რეალიზაციით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხეს სარჩელთან მიმართებით დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლოს სხდომაზე მითითებული პოზიციით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 23 მ------ მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხის სახელზე გაიცა სესხი 3 788 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, სესხის ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა 2%-ით.
ხელშეკრულების 2.3 მუხლის თანახმად, სესხის თანხის ან/და სარგებლის გადახდის ვალდებულების დარღვევაზე პირგასამტეხლო წარმოადგენს სესხის მიმდინარე ოდენობის 0.41%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა ხელშეკრულებაზე დართული გირავნობის საგნით - ოქროს ნივთებით, რომლებიც მოპასუხემ მფლობელობაში გადასცა მოსარჩელეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.21-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2018 წლის 26 მ------ მხარეთა შორის დაიდო სალომბარდე სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხის სახელზე გაიცა სესხი 655 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, სესხის ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა 2%-ით.
ხელშეკრულების 2.3 მუხლის თანახმად, სესხის თანხის ან/და სარგებლის გადახდის ვალდებულების დარღვევაზე პირგასამტეხლო წარმოადგენს სესხის მიმდინარე ოდენობის 0.41%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა ხელშეკრულებაზე დართული გირავნობის საგნით - ოქროს ნივთებით, რომლებიც მოპასუხემ მფლობელობაში გადასცა მოსარჩელეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 24-26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. მხარეთა შორის 2018 წლის 29 მ------ ასევე დაიდო სალომბარდე სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხის სახელზე გაიცა სესხი 550 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, სესხის ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა 2%-ით.
ხელშეკრულების 2.3 მუხლის თანახმად, სესხის თანხის ან/და სარგებლის გადახდის ვალდებულების დარღვევაზე პირგასამტეხლო წარმოადგენს სესხის მიმდინარე ოდენობის 0.41%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა ხელშეკრულებაზე დართული გირავნობის საგნით - ოქროს ნივთებით, რომლებიც მოპასუხემ მფლობელობაში გადასცა მოსარჩელეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 27-28);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. მოპასუხის მიერ დარღვეულია 2018 წლის 23 ი------, 2018 წლის 26 მ------- და 2018 წლის 29 მ------- სალომბარდე სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება თანხის განსაზღვრული გრაფიკით გადახდის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ. 40);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. 2018 წლის 23 ი------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება - 6 446.62 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3 788 ლარი, სარგებელი - 561.96 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 2 096.66 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ. 40);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. 2018 წლის 26 მ------- სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება - 1 105.36 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 655 ლარი, სარგებელი - 95.87 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 354.49 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ. 40);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. 2018 წლის 29 მ------- სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება - 920.32 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 550 ლარი, სარგებელი - 79.42 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 290.9 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ. 40);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.8. 2018 წლის 25 ს----------- ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მიერ შედგენილი ამოღების ოქმის თანახმად, მოსარჩელის მფლობელობიდან ამოღებულ იქნა მოპასუხის მიერ სალომბარდე სესხების უზრუნველსაყოფად გადაცემული გირავნობის საგნები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვის წერილი, განჩინება, ამოღების ოქმი (ს.ფ 30-39);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის რომ, წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
სამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია სამივე სალომბარდე სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები თანხის ყოველთვიურად, დადგენილი გრაფიკით გადახდის შესახებ. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება, როგორც სესხის ძირი თანხის, ასევე პროცენტის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნები თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაკისრების თაობაზე, რაც განაპირობებს ამ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სამივე ხელშეკრულების თანახმად, განისაზღვრა, რომ სესხის თანხის ან/და სარგებლის გადახდის ვალდებულების დარღვევაზე პირგასამტეხლო წარმოადგენს სესხის მიმდინარე ოდენობის 0.41%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მას ერიცხება პირგასამტეხლოს სახით დავალიანება მოსარჩელის წინაშე თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობები, შეუსაბამოდ მაღალია ძირითად ვალდებულებებთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით და პირგასამტეხლოს ოდენობა თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებით უნდა განისაზღვროს 50 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სარჩელთან მიმართებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 255 ლარის ოდენობით (ს.ფ.43), ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებასთან მიმართებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (შ.ფ.68). სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 176.41 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი - 78.59 ლარი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, არ არსებობს 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს მისო ,,რ---- ე--------’’-ს სარჩელი მოპასუხე მ----- გ-----–---–-ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. დაეკისროს მოპასუხე მ----- გ-----–---–- მოსარჩელე შპს მისო ,,რ---- ე--------’’-ს სასარგებლოდ 2018 წლის 23 ი------ სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის - 3 788 ლარის, სარგებლის - 561.96 ლარის, და პირგასამტეხლოს - 50 ლარის გადახდა;
1.2. დაეკისროს მოპასუხე მ----- გ-----–---–- მოსარჩელე შპს მისო ,,რ---- ე--------’’-ს სასარგებლოდ 2018 წლის 26 მ------- სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 655 ლარის, სარგებლის - 95.87 ლარის და პირგასამტეხლოს - 50 ლარის გადახდა;
1.3. დაეკისროს მოპასუხე მ----- გ-----–---–- მოსარჩელე შპს მისო ,,რ---- ე--------’’-ს სასარგებლოდ 2018 წლის 29 მ------- სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 550 ლარის, სარგებლის - 79.42 ლარის და პირგასამტეხლოს - 50 ლარის გადახდა;
2. მოპასუხე მ----- გ-----–---–- მოსარჩელე შპს მისო ,,რ---- ე--------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 176.41 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება;
3.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 78.59 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;
4. ძალაში დარჩეს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია