განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2019
საქმის ნომერი
010100119003090251
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
31.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003090251

საქმე N1-597/19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 ივლისი 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - პა-----–-–--–-ძე

 

ბრალდებული: ნი----------ი

მამის სახელი: რუ----

დაბადებული: 0--1--2--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ა---------–----–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: არ მქონე

ფაქტობრივი მისამართი: ქ. ქობულეთი, შ. რუ-------–------------------------

 

ადვოკატი - ნუ-------------–-ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1-----------

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 13 ივნისს, საღამოს საათებში, ქალაქ ქობულეთში, რუ-------–-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ნი----------მა თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, მამას რუ-----------ს ჭიქის თავის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ესე იგი ოჯახში ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

2.1. არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. ბრალდებულმა ნი----------მა დაადასტურა, რომ 2019 წლის 13 ივნისს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას რუ-----------ს რასაც ინანიებს; (იხ ოქმი);

 

2.4 2019 წლის 14 ივნისის სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ რუ-----------ს თავის და შუბლის არეში და ცხვირზე აღენიშნება დაზიანება. აღნიშნული დაზიანება მოწმე რუ-----------ის განმარტებით მას 2019 წლის 13 ივნისს მიაყენა თავისმა შვილმა ნი----------მა ჭიქის თავში ჩარტყმით. რუ-----------ს სხეულის ვიზუალური დათვალიერებისას მას სხეულის სხვა ნაწილზე დაზიანება არ აღენიშნება.

 

2.5 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 28 ივნისის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ წარმოდგენილი ს.ს.ი.პ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათი N749-ის ჩანაწერების მიხედვით მოქ. რუ-----------ს 13.06.2019წ 20:16 სთ-ზე გაეწია დახმარება, დაესვა დიაგნოზი: თავის ღია ჭრილობა. სამედიცინო ბარათის ჩანაწერების მიხედვით მოქ. რუ-----------ს თხემის მიდამოში აღენიშნებოდა ნახეთქი ნაფლეთი და ნაკვეთი ჭრილობები. ნაკვეთი ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით, ხოლო ნახეთქი და ნაფლეთი ჭრილობები განვითარებულია რაიმე მკვირი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად. დაზიანებები, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის თუ მოუშლელობის ნიშნის და დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია ვინაიდან წარმოდგენილ სამედიცინო საბუთში არ არის აღწერილი ჭრილობის ზუსტი მორფოლოგიური სურათი.

 

მოქალაქე რუბენ მირგანის სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (14.06.2019) შუბლის, თხემის, ცხვირის, მარჯვენა ინდაყვის სახსრის მიდამოში და კისრს გვერდით ზედაპირზე მარცხნივ აღენიშნებოდა ნაკაწრები; ცხვირის, მარცხენა მხარის სახსრის, მარჯვენა მხარის და მარჯვენა წინამხრის მიდამოში- სისხლნაჟღენთები; თხემის, მარჯვენა წინამხრის და მარცხენა წინამხრის მიდამოებში-ნაჭდევები; მარცხენა წინამხრის და მარცხენა მტევნის მიდამოებში-არასწორკიდეებიანი ჭრილობები; თხემის მიდამოში აღენიშნება სწორკიდეებიანი ჭრილობა. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მსხვილი საგნის წვეტის ლესიელი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის შემხები მოქმედების შედეგად, სისხლნაჟღენთები, ნაჭდევები და არასწორკიდეებიანი ჭრილობები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად, ხოლო სწორკიდეებიანი ჭრილობა განვითარებულია განვითარებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით. პირადი შემოწმების შედეგად აღწერილი დაზიანებები, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

2.4 ქობულეთის რაიონული სამმართველოს გამომძიებლების მიერ 2019 წლის 15 ივნისის შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ 2019 წლის 13 ივნისს ქალაქ ქობულეთში, რუ-------–---------------ში ნი----------მა ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა მამას რუ-----------ს.

 

2.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2.6. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2.7. საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნი----------ი და რუ-----------ი არიან მამა-შვილი.

 

2.8. ამდენად, სასამართლოს, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (რუ-------------------------------------------------------------------ის ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რუ-----------ის ვიზუალური დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი, ნი----------ის დაკავებისა ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნი----------მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება;

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მხარეთა მიერ შეთანხმებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ნი----------ის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ნი----------ს ჰქონდა განზრახვა, ხელეყო დაზარალებულის ჯანმრთელობა ფიზიკური ძალის გამოყენებით;

 

სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნი----------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს;

 

5.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

5.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის პიროვნება, მისი მახასიათებლები; დაზარალებულთან შერიგებულია, მას რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია;

 

სასამართლო ჩადენილი დანაშაულის, ბრალდებულის პიროვნების, მისი წარსულის გათვალისწინებით და ზემოთ მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ამჟამად მისი იზოლირება მოხდეს საზოგადოებისაგან, სასამართლო მიზანშეწონილად ასევე არ მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ სასჯელის ისეთი სახის დანიშვნას, რაც გამოიწვევს გარკვეული პერიოდით მისი ქცევის გაკონტროლებას საამისოდ უფლებამოსილი უწყების მხრიდან; ბრალდებული არ არის საქართველოში მცხოვრები პირი, აქ იმყოფება დროებით;

 

5.6. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ნი----------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს რა ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი - თვლის, რომ მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; აღნიშნული - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ნი----------ის პიროვნების გათვალისწინებით - სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ნი----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ნი----------ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2019 წლის 13 ივნისიდან 2019 წლის 15 ივნისის ჩათვლით - გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 15 (თხუთმეტი) საათით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 85 (ოთხმოცდახუთი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ ნი----------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჭიქის ნატეხი და სისხლის მაგვარი ლაქები დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 4 (ოთხი) ძირი მცენარე, საერთო წონით 7,534 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფი (მცენარე) დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - რუ-----------ისაგან აღებული სისხლის ნიმუში დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შესაბამის პრობაციის ბიუროს და საქართველოს შსს ქობულეთის რაიონულ სამმართველოს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე