გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№030210017002116039
№ 2/983-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 მაისი 2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი
მოსარჩელე შპს „ე--- კ---------“
წარმომადგენელი ტ------– გ--------
მოპასუხე ვ---------- ტ-------------
წარმომადგენელი მ-----–- ა-----–---
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ვ---------- ტ-------------ს დაეკისროს შპს „ე--- კ----------“ სასარგებლოდ 900 ლარის გადახდა, საიდანაც, ძირი თანხაა - 300 ლარი, სარგებელი - 87 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი, პირგასამტეხლო - 493 ლარი.
1.2. მოპასუხე ვ---------- ტ-------------ს დაეკისროს შპს "ე--- კ----------“ სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების საფასურის 42 ლარისა და სახ. ბაჟის 50 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2015 წლის 12 ნოემბერს მოპასუხე ვ---------- ტ-------------სა და შპს „ე--- კ---------“ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) N2----- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 300 ლარის ოდენობით, 2015 წლის 12 დეკემბრამდე.
მსესხებლი ვალდებული იყო სესხი 300 ლარი და მასზე დარიცხული სარგებელი 87 ლარი დაებრუნებინა 29 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა.
შესაბამისად, მსესხებელს ხელშეკრულების 7.4. პუნქტის საფუძველზე, დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა, 20 ლარის ოდენობით და ამავე ხელშეკრულებით 7.5. პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5 %-ის ოდენობით.
მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2015 წლის 12 დეკემბერს და და მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 900 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 300 ლარი, სარგებელი - 87 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი, პირგასამტეხლო - 493 ლარი.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის ძირი თანხის 200 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული აქვს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხი 300 ლარის ოდენობით, 87 ლარის სარგებლის გადახდით, 29 დღის ვადით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება: მხარეთა განმარტებებით; საგადასახადო დავალებით.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხის მიერ სრულად არის შესრულებული, მოპასუხის მიერ შპს „ე--- კ---------- სასრგებლოდ 2017 წლის 09 ნოემბერს გადახდილი იქნა 150 ლარი, ასევე, სს „ნ---- ტ------–------“ მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, სს „ნ---- ტ------–-----“ ადასტურებს, იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 30 სექტემბერს 16:10 საათზე, N--------ე ტერმინალიდან, აბონენტმა ნომრით: 1----- განახორციელა 200 ლარიანი ტრანზაქცია „შპს „ე--- კ----------“ სასარგებლოდ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შპს „ე--- კ----------" სასარჩელო მოთხოვნა - 200 ლარის ვ---------- ტ------------------- დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები
(კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] PAR.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC), par.81); Boldea v. Romania, par.30).
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხი 300 ლარის ოდენობით, 29 დღის ვადით.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის სესხის ძირი თანხის 200 ლარის დაკისრებას და განმარტავს, რომ მოპასუხეს აღნიშნული თანხა არ გადაუხდია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით განახორციელონ თავიანთი უფლებები.
მოპასუხე მხარე სარჩელს არ დაეთანხმა და განმარტა, რომ ვალდებულება მის მიერ სრულად იქნა შესრულებული და აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგინა ქვითრები რომელთა შესაბამისად, მოპასუხე მხარის ვ---------- ტ-------------ს მიერ შპს „ე--- კ---------- სასარგებლოდ 2017 წლის 09 ნოემბერს გადახდილი იქნა 150 ლარი, ასევე, სს „ნ---- ტ------–------“ მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, სს „ნ---- ტ------–-----“ ადასტურებს, იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 30 სექტემბერს 16:10 საათზე, N--------ე ტერმინალიდან, აბონენტმა ნომრით: 1----- განახორციელა 200 ლარიანი ტრანზაქცია შპს „ე--- კ----------“ სასარგებლოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ე--- კ----------“ სასრჩელო მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში ბაჟის სახით გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლები
გადაწყვიტა:
1. შპს „ე--- კ----------" სასარჩელო მოთხოვნა - 200 ლარის ვ---------- ტ------------------- დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი დარჩეს ბიუჯეტში ბაჟის სახით გადახდილად.
3.გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე