განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100119003106050
№1/125-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 აგვისტო, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - მ------ ვ-------–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: მ------ ვ-------–---–ი
მამის სახელი: ა-–----------
დაბადებული: 1----–-–---------–---
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ყვარელი, სოფელი ე-----–-
ფაქტობრივად მცხოვრები: ყვარელი, სოფელი ე-----–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: მ------ ვ-------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა
1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსიწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ყვარლის რაიონის სოფელ ე-----–ში მცხოვრები მ----- ვ-------–---–ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. 2018 წლის დეკემბრის თვიდან, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ----- ვ-------–---–ი, დედის - ლ---- ვ-------–---–ს მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ სისტემატიურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას და რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.
2. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ;
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ ე-----–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ----- ვ-------–---–მა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, მუშტი დაარტყა სახეში ძმას, ი----- ვ-------–---–ს, ხოლო მათთან გასაშველებლად მისულ დედას - ლ---- ვ-------–---–ს კი ხელი დაარტყა მარცხენა მკლავის არეში. მ----- ვ-------–---–ის ქმედების შედეგად ი----- ვ-------–---–მა და ლ---- ვ-------–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
3. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 00:15 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ ე-----–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ----- ვ-------–---–მა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, დედას - ლ---- ვ-------–---–ს კი ხელი დაარტყა მარცხენა ხელში, რა დროსაც ლ---- ვ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მ------ ვ-------–---–ი 2019 წლის 12 ივნისს 04:35 საათზე დააკავეს და 2019 წლის 13 ივნისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. ყვარლის რაიონის სოფელ ე-----–ში მცხოვრები მ----- ვ-------–---–ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. 2018 წლის დეკემბრის თვიდან, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ----- ვ-------–---–ი, დედის - ლ---- ვ-------–---–ს მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ სისტემატიურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას და რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.
2. 2019 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ ე-----–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ----- ვ-------–---–მა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, მუშტი დაარტყა სახეში ძმას, ი----- ვ-------–---–ს, ხოლო მათთან გასაშველებლად მისულ დედას - ლ---- ვ-------–---–ს კი ხელი დაარტყა მარცხენა მკლავის არეში. მ----- ვ-------–---–ის ქმედების შედეგად ი----- ვ-------–---–მა და ლ---- ვ-------–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
3. 2019 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 00:15 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ ე-----–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ----- ვ-------–---–მა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, დედას - ლ---- ვ-------–---–ს კი ხელი დაარტყა მარცხენა ხელში, რა დროსაც ლ---- ვ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა.
(ლ---- ვ-------–---–ის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი)
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულის - ლ---- ვ-------–---–ის, მოწმეების - გ------- ვ-------–---–ის, ლ-- ვ-------–---–ის, თ----- ზ-----–-–---–ის, ი----- ვ-------–---–ის, თავად ბრალდებულ მ----- ვ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის დეკემბრის თვიდან, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ----- ვ-------–---–ი, დედის - ლ---- ვ-------–---–ს მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ, სისტემატიურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას და რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაში იგულისხმება ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მიმართვა, აღნიშნულ ქმედებას უნდა ჰქონდეს სისტემატიური ხასიათი და უნდა იწვევდეს დაზარალებულის ტანჯვას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ ვ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
(2019 წლის 8 ივნისის ეპიზოდი)
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ლ---- ვ-------–---–ის და ი----- ვ-------–---–ის, მოწმეების - გ------- ვ-------–---–ის, ლ-- ვ-------–---–ის, თ----- ზ-----–-–---–ის, თავად ბრალდებულ მ----- ვ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 8 ივნისს, ყვარლის რაიონის სოფელ ე-----–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ----- ვ-------–---–მა მუშტი დაარტყა სახეში ძმას, ი----- ვ-------–---–ს, ხოლო მათთან გასაშველებლად მისულ დედას - ლ---- ვ-------–---–ს კი ხელი დაარტყა მარცხენა მკლავის არეში. მ----- ვ-------–---–ის ქმედების შედეგად ი----- ვ-------–---–მა და ლ---- ვ-------–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ ვ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ლ---- ვ-------–---–ის და ი----- ვ-------–---–ის, მოწმეების - გ------- ვ-------–---–ის, ლ-- ვ-------–---–ის, თ----- ზ-----–-–---–ის, თავად ბრალდებულ მ----- ვ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 8 ივნისს, ყვარლის რაიონის სოფელ ე-----–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ----- ვ-------–---–მა მუშტი დაარტყა სახეში ძმას, ი----- ვ-------–---–ს, ხოლო მათთან გასაშველებლად მისულ დედას - ლ---- ვ-------–---–ს კი ხელი დაარტყა მარცხენა მკლავის არეში. მ----- ვ-------–---–ის ქმედების შედეგად ი----- ვ-------–---–მა და ლ---- ვ-------–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ბრალდებული შეურაცხყოფას აყენებდეს ოჯახის არანაკლებ ორ წევრს მაინც.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ ვ-------–---–მა ოჯახის ორი წევრის მიმართ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
(2019 წლის 12 ივნისის ეპიზოდი)
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ლ---- ვ-------–---–ის, მოწმეების - გ------- ვ-------–---–ის, ი----- ვ-------–---–ის, ლ-- ვ-------–---–ის, თ----- ზ-----–-–---–ის, თავად ბრალდებულ მ----- ვ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 00:15 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ ე-----–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ----- ვ-------–---–მა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, დედას - ლ---- ვ-------–---–ს კი ხელი დაარტყა მარცხენა ხელში, რა დროსაც ლ---- ვ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ ვ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ ვ-------–---–მა ჩაიდინა:
1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
2. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
3. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
მ------ ვ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
მ------ ვ-------–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მ------ ვ-------–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან.
მის მიერ ჩადენილია დანაშაულის სამი ეპიზოდი, რომელთაგან ერთს სისტემატიური ხასიათი აქვს, სამივე შემთხვევაში დაზარალებული ოჯახის წევრია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის სამი ეპიზოდი, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------ ვ-------–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, მ------ ვ-------–---–ის მიმართ არსებობს ყველა საჭირო გარემოება, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
მ------ ვ-------–---–ის ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ------ ვ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ლ---- ვ-------–---–ის მიმართ განხორციელებული სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
მ------ ვ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
მ------ ვ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ლ---- ვ-------–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მ------ ვ-------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და მ------ ვ-------–---–ი გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
მ------ ვ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 12 ივნისის 04:35 საათიდან 2019 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი