გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.02.2019
საქმის ნომერი
330310018002583753
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------

საქმე №3/5046-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - სს ,,ს------–----------------–--------ი“ (შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ უფლებამონაცვლე)

წარმომადგენლები - მ------–----–--ე, ნ-----------ე

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ლ-–------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 29 ნოემბრის №-------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პაციენტების: ნ-----–-----------–-–---–ის, დ----------------–---–ისა და დ------------ის შემთხვევებში აუნაზღაურებელი თანხის ნაწილში, ხოლო პაციენტების: ე-–---------------ისა და თ---–-------–---–ის შემთხვევებში - სრულად;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის №-------- გადაწყვეტილება შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ №------- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ პაციენტების: ნ-----–-----------–-–---–ის, დ----------------–---–ისა და დ------------ის შემთხვევებში აუნაზღაურებელი თანხის ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ხოლო პაციენტების: ე-–---------------ისა და თ---–-------–---–ის შემთხვევებში - საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

(დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. ტომი 1, ს.ფ. 258-278).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს“ 2017 წლის 12 ივნისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №----- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ე-–---------------ი (დაბ. თარიღი 22.06.2015წ.; შემთხვევის №---------) 2017 წლის 08 ივნისს მოათავსეს შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს“ ნეირო მეცნიერებათა დეპარტამენტში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: Z03.3. დაკვირვება, როცა ეჭვია ნერვული სისტემის დაზიანებაზე’’.

 

მოკლე ანამნეზი: 5 დღის წინ პაციენტს დაეწყო ტემპერატურის მატება 390, მრავალჯერადი ღებინება, პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობდა მარნეულის საავადმყოფოში, ბოლო 3 დღეა გამოეხატა ძილიანობა, ცხელების გარეშე. 08.06-ში მიმართეს ი-–---–-----–-----ს. შესვლისას გაკეთდა თავის ტვინის კტ კვლევა, სადაც კეროვანი დაზიანება არ აღმოჩნდა. მშობელმა უარი განაცხადა ლუმბალური პუნქციის ჩატარებაზე. პაციენტი მოთავსდა ნეირო მეცნიერებათა დეპარტამენტში შესაბამისი კვლევებისა და დინამიკაში მონიტორინგის მიზნით.

 

ჩატერებული დიაგნოსტიკური კვლევები და კონსულტაციები: სისხლის საერთო ანალიზი, PH და ელექტროლიტები, C რეაქტიული ცილა, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გულმკერდის, მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია, მუცლის ღრუს ექოსკოპია, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, პედიატრის, გასტროენტეროლოგის, ქირურგის კონსულტაციები.

 

ჩატარებული მკურნალობა: სიმპტომური მეთვალყურეობა.

 

პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას (12.06.2017წ.): გაუმჯობესებული. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები.

 

2017 წლის 12 ივნისს შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ მიერ გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, ხელოვნური კოდით: SUR180661, Z03.3. დაკვირვება, როცა ეჭვია ნერვული სისტემის დაზიანებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №----- (ტომი 1, ს.ფ. 31-54);

- შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2017 წლის 12 ივნისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) (ტომი 1, ს.ფ. 32);

- სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდული (ტომი 1, ს.ფ. 49-54).

 

3.1.2. შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს“ 2017 წლის 09 ივნისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №----- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - თ---–-------–---–ი (დაბ. თარიღი 04.09.2013წ.; შემთხვევის №----------) 2017 წლის 08 ივნისს მოათავსეს შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ ნეირო მეცნიერებათა დეპარტამენტში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: S06.0. ,,თავის ტვინის შერყევა’’.

 

მოკლე ანამნეზი: პაციენტმა 08.06.17-ში მიიღო თავის ტვინის მცირე ტრავმა (დაგორდა კიბის საფეხურიდან, დაარტყა თავი), გონება არ დაუკარგავს, გამოხატული იყო სისუსტე, ადინამია, თავბრუ, გულისრევა. აღნიშნული ჩივილებით მიყვანილ იქნა კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში, სადაც აღენიშნა ღებინება, პაციენტი იყო ძლიერ ადინამიური, ძილიანი, აღენიშნებოდა გულისრევა, რის გამოც შემდგომი მეთვალყურეობისა და სიმპტომური მართვის მიზნით გადაყვანილ იქნა ნეირო მეცნიერებათა დეპარტამენტში.

 

ჩატერებული დიაგნოსტიკური კვლევები და კონსულტაციები: სისხლის საერთო ანალიზი, C ჰეპატიტი (სწრაფი ტესტი), ხერხემლის სვეტის რენტგენოგრაფია, შრდ-სასქესო სისტემის სონოგრაფია, თავის ტვინის CT - პათოლოგიის გარეშე.

 

ჩატარებული მკურნალობა: სტაციონარული მეთვალყურეობა.

 

პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას (09.06.2017წ.): გაუმჯობესებული. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები.

 

2017 წლის 09 ივნისს შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ მიერ გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, ხელოვნური კოდით: 6140000068/1, S06.0. თავის ტვინის შერყევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №----- (ტომი 1, ს.ფ. 55-73);

- შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2017 წლის 09 ივნისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) (ტომი 1, ს.ფ. 57);

- სამედიცინო შემთხვევის რეგისტრაციის მოდული (ტომი 1, ს.ფ. 68-73).

 

3.1.3. შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს“ 2017 წლის 21 ივნისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №----- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - დ----------------–---–ი (დაბ. თარიღი 10.02.2015წ.; შემთხვევის №----------) 2017 წლის 15 ივნისს მოათავსეს შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: J96.0. სუნთქვის მწვავე უკმარისობა J18.9. პნევმონია დაუზუსტებელი.

 

პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ იგი ჰოსპიტალიზებული ი-–---–-----–-----ში მკურნალობდა 15.06.17 წლის 16:50 სთ.-დან 21.06.17 წლის 10:30 სთ.-მდე. პაციენტი კლინიკაში შევიდა დიაგნოზით - „მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი J20.9“. აღნიშნული დასტურდება გულმკერდის რენტგენოგრაფიული კვლევის დასკვნით: „ფილტვები - შებერილი, სისხლძარღვოვანი სურათი - გაღარიბებული, დეფორმირებული, ფესვები არ დიფერენცირდება“. პაციენტს შემოსვლისას აღენიშნებოდა ტაქიპნოე, გულმკერდის აუსკულტაციური მონაცემებით - დიფუზური მსტვინავი ხიხინი (აღნიშნული მიუთითებს მწვავე ბრონქიტის არსებობას). პაციენტი მოთავსდა რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტში. დინამიკაში გაღრმავდა სუნთქვის უკმარისობის კლინიკა, რის გამოც პაციენტი გადავიდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ამასთან, სიმძიმის გამო, პაციენტი საჭიროებდა კ.ტ. კვლევას, რომელიც ჩატარდა პაციენტის გადაყვანის პერიოდში. აღნიშნული მომსახურების ეპიზოდი (15.06.17 წლის 16:50 სთ.-დან 15.06.17 წლის 23:15 სთ.-მდე) სამინისტროს ელექტრონულ მოდულში დაფიქსირებულია დიაგნოზით: „მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი J20.9“. როგორც აღინიშნა, 15.06.17 წლის 23:15 სთ.-ზე პაციენტი გადავიდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, სუნთქვის უკმარისობის გამო. ჩატარებული კ.ტ. კვლევით გამოვლინდა ინფილტრაციული ცვლილებები, რამაც უკვე მიუთითა დიაგნოზზე - „მწვავე პნევმონია, დაუზუსტებელი J18.9“. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში პაციენტი მკურნალობდა სუნთქვის უკმარისობის გამო 15.06.17 წლის 23:15 სთ.-დან 19:06.17 წლის 14:00 სთ.-მდე. შესაბამისად, აღნიშნული ეპიზოდის დაფინანსება მოთხოვნილია I დონის ინტენსიური თერაპიისა და მოვლის ფარგლებში, დიაგნოზით - “სუნთქვის მწვავე უკმარისობა J96.0”. მოგვიანებით (19:06.17 წლის 14:00 სთ.-დან), პაციენტს უკვე მოეხსნა სუნთქვის უკმარისობის ნიშნები, შესაბამისად, პაციენტმა მკურნალობა განაგრძო პნევმონიის გამო და 21.06.17 წლის 10:30 სთ.-ზე გაეწერა კლინიკიდან. მომსახურების ეს უკანასკნელი ეპიზოდი დაფიქსირებულია დიაგნოზით - „მწვავე პნევმონია, დაუზუსტებელი J18.9“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №----- (ტომი 1, ს.ფ. 99-132);

- შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2017 წლის 21 ივნისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) (ტომი 1, ს.ფ. 100-101);

- სამედიცინო შემთხვევის რეგისტრაციის მოდული (ტომი 1, ს.ფ. 127-132).

 

3.1.4. შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს“ 2017 წლის 30 ივნისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №----- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - დ------------ე (დაბ. თარიღი 15.03.2017წ.; შემთხვევის №----------) 2017 წლის 26 ივნისს მოათავსეს შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ ჩვილ ბავშვთა და ახალშობილთა დეპარტამენტში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: J06.8 ზედა სასუნთქი გზების სხვა მწვავე ინფექციები მრავლობითი ლოკალიზაციის; N39.0 საშარდე გზების ინფექციები დაუზუსტებელი ლოკალიზაციის.

 

მოკლე ანამნეზი: პაციენტი დაბადებულია პირველი ორსულობიდან და პირველი მშობიარობიდან, ორსულობა მიმდინარეობდა ფიზიოლოგიურად, მშობიარობა 40კვ. გესტაციით, ფიზიოლოგიურად, ახალშობილი დაიბადა მასით 3600, 49სმ, ჭიპლარის რამდენიმე მარყუჟით, რაიმე ჩარევა ახალშობილს არ დაჭირვებია, ძუძუზე მიიყვანე რამდენიმე საათში, ჭიპლარის ტაკვი მოვარდა მე-4 დღეს, ბინაზე გაეწერა მე-5 დღეს. დაავადება დაეწყო 24/6-დან მაღალი ტემპერატურით, მსუბუქად გამოხატული კატარალური მოვლენებით, ხახის რკალების ჰიპერემიით. ბინაზე მკურნალობა არ ჩატარებია.

 

ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები და კონსულტაციები: მუცლის ღრუს ორგანოს ექოსკოპია, სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ბიოქიმიური კვლევა, შარდის საერთო ანალიზი.

 

ჩატარებული მკურნალობა: ცეფტრეაქსონი, ინფუზური თერაპია, სიმპტომური საშუალებები.

 

პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას (30.06.2017წ.): გაუმჯობესებული. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები.

 

2017 წლის 30 ივნისს შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ მიერ გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, დიაგნოზი: 9000000015/1 - N39.0 საშარდე გზების ინფექცია დაუზუსტებელი ლოკალიზაციის, 900000007/1 - J06.8 ზედა სასუნთქი გზების სხვა მწვავე ინფექციები მრავლობითი ლოკალიზაციის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №----- (ტომი 1, ს.ფ. 133-155);

- შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2017 წლის 30 ივნისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) (ტომი 1, ს.ფ. 135);

- სამედიცინო შემთხვევის რეგისტრაციის მოდული (ტომი 1, ს.ფ. 149-155).

 

3.1.5. შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს“ 2017 წლის 11, 21 და 27 ივნისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №-----, №----- და №----- ცნობებით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №----- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ნ-----–-----------–-–---–ი (დაბ. თარიღი 21.04.2017წ.; შემთხვევის №----------) 2017 წლის 26 ივნისს მოათავსეს შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ ჩვილ ბავშვთა და ახალშობილთა დეპარტამენტში.

 

დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი №----- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით: R57.1 ჰიპოვოლემიური შოკი; R11 გულისრევა და პირღებინება.

 

მოკლე ანამნეზი: პაციენტი - ნ-----–-----------–-–---–ი, 1 თვის და 20 დღის შევიდა კლინიკაში კომაში შემდეგი ანამნეზით: ავად არiს 3 დღეა, დაიწყო ცხელებით, რის გამო მიმართეს პედიატრს. დაენიშნა ანტიბაქტერიული მკურნალობა ბაქტოქსით. ანტიბიოტიკის მიღებიდან 2 დღეში მდგომარეობა გაუარესდა, აღენიშნა ნაწლავთა გახსირებული მოქმედება, სითხისა და ლორწოს შემცველი მასებით, გამოიხატა ძლიერი ჭირვეულობა, ღებინება, არ იღებდა საკვებს, რის გამოც მიმართეს ი-–---–-----–-----ს.

 

ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები და კონსულტაციები: ელექტროლიტები, სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ჯგუფი და რეზუსი, სისხლის ბიოქიმიური კვლევა.

ჩატარებული მკურნალობა: ინფუზური თერაპია, ანტიბიოტიკოთერაპია-ცეფტრიაქსონი, სიმპტომური საშუალებები.

 

პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას (11.06.2017წ.): გაუარესებული. პაციენტი საჭიროებდა ინტენსიურ თერაპიას და შემდგომ კვლევებს, რისთვისაც პაციენტი გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.

 

დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი №----- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით: R57.1 ჰიპოვოლემიური შოკი; R65.9 სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომი, დაუზუსტებელი; E25.0 ფერმენტების დეფიციტთან დაკავშირებული თანდაყოლილი ადრენოგენიტალიური დარღვევები; K52.9 არაინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი, დაუზუსტებელი.

 

ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები და კონსულტაციები: ელექტროლიტები, სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ჯგუფი და რეზუსი, სისხლის ბიოქიმიური კვლევა, შსა, გსა, ექოკარდიოგრაფია, კორტიზოლი, 17 OHP, TSH. კონსულტაციები: ენდოკრინოლოგი, ალერგოლოგი.

 

ჩატარებული მკურნალობა: ინფუზური თერაპია კრისტალოიდით და კოლოიდით, ანტიბიოტიკოთერაპია, ჰორმონული თარაპია, სიმპტომური მკურნალობა.

 

პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას (21.06.2017წ.): გაუმჯობესებული. პაციენტი შემდგომი მონიტორინგისა და მკურნალობისათვის გადავიდა ნეონატოლოგიურ დეპარტამენტში.

 

დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი №----- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით: R57.1 ჰიპოვოლემიური შოკი; K52.9 არაინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი, დაუზუსტებელი; E25.0 ფერმენტების დეფიციტთან დაკავშირებული თანდაყოლილი ადრენოგენიტალიური დარღვევები; D64.9 ანემია, დაუზუსტებელი; R11 გულისრევა და პირღებინება.

 

ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები და კონსულტაციები: ელექტროლიტები, სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ჯგუფი და რეზუსი, სისხლის ბიოქიმიური კვლევა, შსა, გსა, ექოკარდიოგრაფია, კორტიზოლი, 17 OHP, TSH. კონსულტაციები: ენდოკრინოლოგი, ალერგოლოგი, უროლოგი.

 

ჩატარებული მკურნალობა: ინფუზური თერაპია კრისტალოიდით და კოლოიდით, ანტიბიოტიკოთერაპია-ცეფტრიაქსონი, მერონემი, ვანკოვერი, მეტრონიდაზოლი, ჰორმონული თარაპია-ჰიდროკორტიზონი, სიმპტომური მკურნალობა.

 

პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას (27.06.2017წ.): გაუმჯობესებული. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები.

 

2017 წლის 28 ივნისს შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ მიერ გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, დიაგნოზი: SUR1325010 - K52.9 არაინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი, დაუზუსტებელი; 9100000003/1 - R11 გულისრევა და პირღებინება, INT0001 - R65,9 - I დონის ინტენსიური მკურნალოზა/მოვლა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №----- (ტომი 1, ს.ფ. 166-245);

- შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2017 წლის 11 ივნისის №-----, 21 ივნისის №----- და 27 ივნისის №----- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) (ტომი 1, ს.ფ. 167-168);

- სამედიცინო შემთხვევის რეგისტრაციის მოდული (ტომი 1, ს.ფ. 239-245).

 

3.1.6. შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ №----------------------------- ,,ანაზღაურებაზე უარის’’ და ,,სადავო’’ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის თანახმად, №---------, №----------, №----------, №---------- და №---------- წარდგენილ შემთხვევებს, შემთხვევის ტიპი - გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა (ლარებში) - შემთხვევების შესაბამისად: 644.68, 336, 1392.43, 1104 და 3952.84, განესაზღვრა სტატუსი - არ ანაზღაურდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ №----------------------------- ,,ანაზღაურებაზე უარის’’ და ,,სადავო’’ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი (ტომი 1, ს.ფ. 26).

 

3.1.7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 29 ნოემბრის №-------- გადაწყვეტილების თანახმად, პაციენტები, ე-–---------------ი, თ---–-------–---–ი, დ----------------–---–ი, დ------------ე და ნ-----–-----------–-–---–ი, წარმოადგენენ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი 1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეებს, რომლებიც 2017 წლის ივნისის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდნენ შპს ,,მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში’’ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით.

 

ამასთან, პაციენტი ე-–---------------ი მკურნალობდა დიაგნოზით: SUR180661 - Z03.3. დაკვირვება, როცა ეჭვია ნერვული სისტემის დაზიანებაზე“. ინსპექტირების ეტაპზე აღნიშნული შემთხვევა ჩაითვალა გეგმიურ თერაპიად. შესაბამისად, შემთხვევას, №---------, განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, დანართი 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, “ე“ ქვეპუნქტის თანახმად (,,წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაცია და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს’’).

 

პაციენტი თ---–-------–---–ი მკურნალობდა დიაგნოზით: 6140000068/1, S06.0. თავის ტვინის შერყევა. მონიტორინგის დროს მიჩნეულ იქნა, რომ აღნიშნული შემთხვევის მკურნალობის სრული ეპიზოდი არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას, კერძოდ, გადაცემული ICD10 კოდი არ შეესაბამებოდა დასკვნით კლინიკურ დიაგნოზს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო შემთხვევას №---------- ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, დანართი 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, “ე“ ქვეპუნქტის თანახმად.

 

პაციენტი დ----------------–---–ი მკურნალობდა დიაგნოზით: 9000000011/1 - J18.9-პნევმონია, დაუზუსტებული; 9000000012/1 - J20.9 - მწვავე ზრონქიტი, დაუზუსტებული; INT001 - J96.0 - I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. ინსპექტირების ეტაპზე არ ანაზღაურდა 9000000012/1.

 

პაციენტი დ------------ე მკურნალობდა დიაგნოზით: 9000000015/1 - N39.0 საშარდე გზების ინფექცია დაუზუსტებელი ლოკალიზაციის, 900000007/1 - J06.8 ზედა სასუნთქი გზების სხვა მწვავე ინფექციები მრავლობითი ლოკალიზაციის. ინსპექტირების ეტაპზე არ ანაზღაურდა 900000007/1.

 

პაციენტი ნ-----–-----------–-–---–ი მკურნალობდა დიაგნოზით: SUR1325010 - K52.9 არაინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი, დაუზუსტებელი; 9100000003/1 - J06.8 - R11 გულისრევა და პირღებინება, INT0001 - R65,9 - I დონის ინტენსიური მკურნალოbა/მოვლა. ინსპექტირების ეტაპზე არ ანაზღაურდა 9100000003/1.

 

ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა ძირითადი ნოზოლოგიური კოდი და შემთხვევა უნდა ანაზღაურებულიყო საყოველთაო ჯანმრთლობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე (როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%). მაგრამ მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და/ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი პირობებით. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევებს №----------, №---------- და №----------, განესაზღვრათ სტატუსი - ,,არ ანაზღაურდება’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 29 ნოემბრის №-------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 23-25).

 

3.1.8. 2017 წლის 28 დეკემბერს შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ დირექტორმა №------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 29 ნოემბრის №-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შემთხვევების ანაზღაურება.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის №-------- გადაწყვეტილებით შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2017 წლის 28 დეკემბრის №------- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პაციენტების: ნ-----–-----------–-–---–ის, დ----------------–---–ისა და დ------------ის შემთხვევები ანაზღაურდა პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის პირობების დაცვით, ხოლო პაციენტების: ე-–---------------ისა და თ---–-------–---–ის სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ნაწილში, ადმიისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2017 წლის 28 დეკემბრის №------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 2, ს.ფ. 13-19);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის №-------- გადაწყვეტილება შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ №------- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 27-30).

 

3.1.9. საქმეში წარმოდგენილა პედიატრთა და ნეონატოლოგთა კავშირ ,,ა-–------------ს’’ 2018 წლის 19 სექტემბრის №09/04 დასკვნა, რომლის თანახმად, შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ კითხვაზე №----- სამედიცინო ბარათის (პაციენტი - ნ-----–-----------–-–---–ი) მიხედვით დასტურდება თუ არა დიაგნოზი R11 გულისრევა და პირღებინება, მითითებულია, რომ პაციენტს აღენიშებოდა ღებინება ყველა კვების შემდეგ, რის ფონზეც გამოხატული იყო დეჰიდრატაცია. ვინაიდან ღებინებამ მიიღო შეუპოვარი ხასიათი, გამოხატული იყო ასევე გახშირებული ნაწლავთა მოქმედება სითხის დიდი რაოდენობით შემცველი მასით, განვითარდა ჰიპოვოლემია და პაციენტი (1 თვის და 20 დღის ვაჟი) გადაყვანილ იქნა კმდ-ში.

 

ამავე დასკვნის თანახმად, დეჰიდრატაცია საჭიროებდა კორეგირებას, ვინაიდან ბავშვი პერიოდულად ვერ იღებდა სითხეს და აღენიშნებოდა ღებინება, საჭიროებდა რეჰიდრატაციას ინტრავენური ინფუზიის სახით და წარმოადგენდა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის ჩვენებას. (სახელმწიფო პროტოკოლი სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეისა და გასტროენტერიტის მართვა ბავშვებში; ვირუსული დიარეის მართვა ბავშვთა ასაკში - http://old,moh.gov.ge/files/01_GEO/janis sistema/gaidlaini/gaidlain-protokol/158.pdf, http://old.moh.gov.ge/files/01 GEOjaun sisterna/gaidlaini/gaidlain-protokol/157.pdf.). ასევე პაციენტს აღენიშნებოდა ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის კრიტერიუმები - საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაცია და მძიმე დეჰიდრატაციის განვითარების მაღალი რისკი (ასაკი 3 თვე, მრავალჯერადი ღებინება, პრეორულად სითხის მიღების შეუძლებლობა). ნებისმიერი ეტიოლოგიის გასტროენტერიტის და დიარეის დროს ჰოსპიტალიზაციის ჩვენებებია (სახელმწიფო პროტოკოლი სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეისა და გასტროენტერიტის მართვა. ბავშვებში; ვირუსული დიარეის მართვა ბავშვთა ასაკში - http://old.moh,gov.ge/files/41_GEOMann sistema/gaidlaini/gaidlain protokol/158.pdf http://old.moh.gov.ge/files/01_GEO/ann sistema/gaidlaini/gaidiain-protokol/157.pdf): 3 თვემდე ასაკი; ჰიპოვოლემიური შოკი; საშუალო სიმძიმის და მძიმე დეჰიდრატაცია (აღენიშნებოდა პაციენტს); ნევროლოგიური დარღვევები (ლეთარგია, კრუნჩხვა); შეუპოვარი ღებინება (ასევე აღენიშნებოდა პაციენტს); მაღალი ცხელება; ფონური დაავადებები (დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა, გულის მანკი, მალნუტრიცია); დეჰიდრატაციის განვითარების მაღალი რისკი (აღენიშნებოდა პაციენტს); არაეფექტური ორალური რეჰიდრატაცია (აღენიშნებოდა პაციენტს); ბინაზე ადექვატური მოვლის, სოციალური და ტრანსპორტირების პრობლემები; ეჭვი ქირურგიულ პათოლოგიაზე. აღნიშნულის გამო პაციენტი საჭიროებდა ჰოსპიტალურ მკურნალობას. დაავადების ამ ეტაპზე ჰოსპიტალიზაციის პირველ დღეს გულისრევა და პირღებინება წარმოადგენდა წინასწარ სამუშაო კლინიკურ დიაგნოზს.

 

კლინიკის კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია პაციენტთან, რომელთანაც სახეზეა 2 ან მეტი ნოზოლოგია, ნოზოლოგიები წარმოადგენდეს პარალელურად განვითარებულს და საჭიროებდეს დროის ერთ მონაკვეთში დამოუკიდებელ მკურნალობას, დასკვნაში აღნიშნულია, რომ როდესაც საუბარია დამოუკიდებელ ნოზოლოგიებზე, როგორც აღნიშნული პაციენტის შემთხვევაში (1 - გულისრევა და ღებინების ფონზე განვითარებული ჰიპოვოლემიური შოკი, 2 - სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომი და 3 - ფერმენტების დეფიციტთან დაკავშირებული თანდაყოლილი ადრენოგენიტალური დარღვევები) საჭიროა ყველა ნოზოლოგიის მკურნალობა, ვინაიდან პათოგენეზურად მათი მკურნალობა განსხვავებულია და მხოლოდ ერთი ნოზოლოგიის დამოუკიდებლად მკურნალობა არ იქნება საკმარისი დანარჩენი ნოზოლოგიისგან განსაკურნებლად.

 

პაციენტთან გულისრევა და ღებინება დაკავშირებული იყო გასტროენტერიტთან და კოლიტთან და ადეკვატური მკურნალობის მიუხედავად განვითარდა ჰიპოვოლემიური შოკი, რომელიც საჭიროებდა აქტიურ რეჰიდრატაციას. გასტროენტერიტი არაინფექციური ბუნების იყო რაც დასტურდება განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგებით - პათოლოგიური მიკრობის ამოთესვა არ მოხდა. მისგან დამოუკიდებლად პაციენტს აღენიშნებოდა სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომი (რაც დასტურდება ლაბორატორიული მონაცემებით - ლეიკოციტოზი, ნეიტროფილოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრით, CRP მატება) საჭიროებდა ანტიბიოტიკოთერაპიას და მხოლოდ რეჰიდრატაციით ამ სინდრომის განკურნება ვერ მოხერხდებოდა. და ბოლოს, პაციენტს ასევე აღენიშნებოდა გენეტიკური პათოლოგია ფერმენტების დეფიციტთან დაკავშირებული თანდაყოლილი ადრენოგენიტალური დარღვევები, რაც გამოწვეულია ფერმენტების თანდაყოლილი დეფიციტით და საჭიროებს ჰორმონის ჩანაცვლებით თერაპიას და აღნიშნული დაავადება არ კუპირდებოდა რეჰიდრატაციითა და ანტიბიოტიკოთერაპიით (Deborah P Merk, MD, MS, - Treatment of classic congenital adrenal hyperplasia due to 21-hydroxylase deficiency in infants and children This topic last updated: Nov 03,2016).

 

სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომის არსებობითვის აუცილებელია მინიმუმ 2 კრიტერიუმის არსებობა: ტემპერატურა >38.5°C ან 10%-ზე. პაციენტთან გამოხატული იყო ტაქიკარდია; ტაქიპნოე და მაღალი ლეიკოციტოზი 25.1 x109/ლ და უწიფარი ლეიკოციტების მატება 23%-მდე(ჩხირბირთვიანი 14, მეტამიელოციტი 3, მიელოციტი 6, ჯამში 23%). (Wendy 3 Pomerantz, MD, MS, Scott L Weiss, MD - Systemic inflammatory response syndrome (SIRS) and sepsis in children: Definitions, epidemiology, clinical manifestations, and diagnosis - This topic last updated: Oct 11, 2016. Up-to-date).

 

ჰოსპიტალიზაციის პირველ დღეს გულისრევა და პირღებინება წარმოადგენდა წინასწარ სამუშაო კლინიკურ დიაგნოზს. გულისრევა და პირღებინება ICD-10-ში გამოყოფილია როგორც დიაგნოზი, თუმცა იგი არ არის დამოუკიდებელი ნოზოლოგია და წარმოადგენს, მრავალი დაავადების სიმპტომს. ამიტომ აღნიშნული დიაგნოზი გამოიყენება როგორც წინასწარი კლინიკური დიაგნოზი მისი ეტიოლოგიის დადგენამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- პედიატრთა და ნეონატოლოგთა კავშირ ,,ა-–------------ს’’ 2018 წლის 19 სექტემბრის №09/04 დასკვნა (ტომი 2, ს.ფ. 31-33).

 

3.1.10. საქმეში წარმოდგენილი ა. ლ----------------–---------–-------------–---------------------------თა ასოციაციის 2018 წლის 26 სექტემბრის №1412/11 დასკვნაში №----- სამედიცინო ბარათთან (პაციენტი - თ---–-------–---–ი) დაკავშირებით მითითებულია, რომ ასოციაცია დეტალურად გაეცნო პაციენტის ავადმყოფობის ისტორიას: ანამნეზს, ავადმყოფობის მიმდინარეობას, ჩატარებულ სამედიცინო მომსახურეობის დეტალებს. ანამნეზიდან ირკვევა, რომ პაციენტს თავის ტვინის ტრამვის შემდგომ განუვითარდა ადინამია,ძილიანობა, სისუსტე, განმეორებითი ღებინება, თავის ტკივილი. გასინჯვით ცნს -ის დაზიანების ფოკალური ნიშნები არ იპყრობდა ყურადღებას. ჩატარებული თავის ტვინის კტ კვლევით ტრამვული თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანება გამოირიცხა. აღნიშნული კლინიკური გასინჯვის და კტ მონაცემის მიხედვით მდგომარეობა შეესაბამება, თავის ტვინის შერყევის დიაგნოზს ICD კოდით S06.6.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა. ლ----------------–---------–-------------–---------------------------თა ასოციაციის 2018 წლის 26 სექტემბრის №1412/11 დასკვნა (ტომი 2, ს.ფ. 37).

 

3.1.11. საქმეში წარმოდგენილი ა. ლ----------------–---------–-------------–---------------------------თა ასოციაციის 2018 წლის 26 სექტემბრის №1413/11 დასკვნაში №----- სამედიცინო ბარათთან (პაციენტი - ე-–---------------ი) დაკავშირებით მითითებულია, რომ ასოციაცია დეტალურად გაეცნო პაციენტის ავადმყოფობის ისტორიას: ანამნეზს, ავადმყოფობის მიმდინარეობას, ჩატარებულ სამედიცინო მომსახურეობის დეტალებს. ანამნეზში ფიგურირებს რამდენიმე დღიანი ცხელება და მრავალჯერადი ღებინება, მკურნალობა ქ. მარნეულში პნევმონიის დიაგნოზით, სადაც გამოიხატა ახალი ნევროლოგიური ჩივილი ადინამიის, სისუსტის და ძილიანობის სახით, რაც გახდა მიზეზი შპს ,,მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში’’ პაციენტის მივლინების. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ გადაუდებელ დეპარტამენტში ექიმის მიერ პაციენტის ცნობიერების დონე აღწერილია როგორც ძილიანი, ფოკალური ნევროლოგიური დეფიციტის და დადებითი მენინგეალური ნიშნების გარეშე. პაციენტის ასაკის გათვალისწინებით აღნიშნული ნევროლოგიური სიმპტომი სიცოცხლისთვის სახიფათოა და საჭიროებს გადაუდებელ კვლევებს, სტაციონარულ მეთვალყურეობას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის მართვას. გადაუდებელ დეპარტამენტში ჩატარდა თავის ტვინისკტ კვლევა რაც პირველი რიგის სადიაგნოსტიკო გადაუდებელი კვლევაა აღნიშნული ჩივილის შემთხვევაში, ექიმს კტ კვლევა მიზანმიმართულად და გადაუდებელ რეჟიმში აქვს ჩატარებული.

 

კვლევის მეორე ეტაპზე საჭიროდ ჩაითვალა ლუმბალური პუნქცია, რაზეც მშობელმა უარი განაცხადა. პაციენტი, ანამნეზის (ცხელება, პნევმონია), ნევროლოგიური სტატუსის (ძილიანობა) და ასაკის გათვალისწინებით ( 38.5°C ან 10%-ზე. პაციენტთან გამოხატული იყო ტაქიკარდია; ტაქიპნოე და მაღალი ლეიკოციტოზი 25.1 x109/ლ და უწიფარი ლეიკოციტების მატება 23%-მდე(ჩხირბირთვიანი 14, მეტამიელოციტი 3, მიელოციტი 6, ჯამში 23%).

 

ჰოსპიტალიზაციის პირველ დღეს გულისრევა და პირღებინება წარმოადგენდა წინასწარ სამუშაო კლინიკურ დიაგნოზს. გულისრევა და პირღებინება ICD-10-ში გამოყოფილია როგორც დიაგნოზი, თუმცა იგი არ არის დამოუკიდებელი ნოზოლოგია და წარმოადგენს, მრავალი დაავადების სიმპტომს. ამიტომ აღნიშნული დიაგნოზი გამოიყენება როგორც წინასწარი კლინიკური დიაგნოზი მისი ეტიოლოგიის დადგენამდე.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამედიცინო ბარათში არსებული ინფორმაცია სრულად შეესაბამება სამინისტროს ელექტრონულ მოდულში არსებულ ინფორმაციას. პაციენტი საჭიროებდა მკურნალობას ყველა ჩამოთვლილი ნოზოლოგიით, რაც მითითებული სამედიცინო შემთხვევის სრულად ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ანუ მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს არასწორად, ისე როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელისგან განსხვავებით, რომლის მიერაც წარმოდგენილი იქნა შესაბამისი პროფილის ექიმთა (ექსპერთა) დასკვნები, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის კანონიერებას, რიც გამოც, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 29 ნოემბრის №-------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ (გასაჩივრებულ ნაწილში), როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

6.5. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის №-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ №------- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ პაციენტების: ნ-----–-----------–-–---–ის, დ----------------–---–ისა და დ------------ის შემთხვევებში აუნაზღაურებელი თანხის ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ხოლო პაციენტების: ე-–---------------ისა და თ---–-------–---–ის შემთხვევებში - საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 29 ნოემბრის №-------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პაციენტების: ნ-----–-----------–-–---–ის, დ----------------–---–ისა და დ------------ის შემთხვევებში აუნაზღაურებელი თანხის ნაწილში, ხოლო პაციენტების: ე-–---------------ისა და თ---–-------–---–ის შემთხვევებში - სრულად, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის №-------- გადაწყვეტილება შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ №------- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ პაციენტების: ნ-----–-----------–-–---–ის, დ----------------–---–ისა და დ------------ის შემთხვევებში აუნაზღაურებელი თანხის ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ხოლო პაციენტების: ე-–---------------ისა და თ---–-------–---–ის შემთხვევებში - საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების გამო, მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელე სს ,,ს------–----------------–--------ის“სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ,,ს------–----------------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ნაწილობრივ, თ---–-------–---–ის, დ----------------–---–ის, ე-–---------------ის, დ------------ისა და ნ-----–-----------–-–---–ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 29 ნოემბრის №-------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის №-------- გადაწყვეტილება შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ №------- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სს ,,ს------–----------------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი