განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/2130-19
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 ივნისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლის ზ--------------–--ს,ბრალდებულ რ-------------–---–ის,ადვოკატ ზ-------------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ-----------------------------–---–-- (პ/№2----------) - დაბადებულის 1----–ლის 2------------ს; რეგისტრირებულის ქ. ლანჩხუთი, ბენაიშვილის ქუჩა N 10 და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ------–---------------------------–-------------------------------------- - მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
რ-------------–---–ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატება შემდეგში:
2019 წლის 18 მარტს, დაახლოებით 23:05 საათიდან, 2019 წლის 19 მარტს 08:45 საათამდე დროის პერიოდში, ქ. თბილისში, თემქის მე-9 მიკრორაიონში მდებარე შპს „მ-----“ კუთვნილ სუპერმარკეტ „უ---------–-“ უსაფრთხოების თანამშრომელი რ-------------–---–ი, ერთიანი მიზნით და საერთო განზრახვით, ფარულად ეტაპობრივად დაეუფლა, ამავე კომპანიის კუთვნილ, დაცვის ოთახში მოთავსებულ, სხვადასხვა ოდენობის თანხას, რამაც ჯამში შეადგინა 3381,4 ლარი. მან ზემოაღნიშნული თანხები ჩარიცხა თავის სახელზე რეგისტრირებულ ონლაინტოტალიზატორ „ე-------------“ გვერდზე და წააგო. რ-------------–---–ის ქმედების შედეგად შპს „მ-----“ მიადგა 3381.4 (სამი ათას სამას ოთხმოცდაერთი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის ქონებრივი ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ რ-------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: რ-------------–---–ის , ბე------------–----ის, ი-----–--------–-–---–ის, თ---------------ის, გ--------–----–---–---ის და გ----------–-----ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, შპს „ჩემპიონი 11“-დან (ონლაინტოტალიზატორი „ევროპაბეთი) გამოთხოვილი ინფორმაცია ჩარიცხვის შესახებ, მომართვა შპს „მემო“-დან და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობა) ერთობლიობა რ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადაოდ არ გახადა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, იგი ნასამართლობის არმქონე პირია და ამასთან, მას არაერთი სიგელი აქვს მიღებული, როგორც სწავლისა და სანიმუშო ყოფაქცევის, ასევე სხვადასხვა აქტივობებისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-64 მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.
პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში, რ-------------–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულები:
საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტომასალა 01 ცალ ელექტრონულ დისკზე,რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი