გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.06.2019
საქმის ნომერი
140310117002145033
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310117002145033

საქმე № 3/301-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო გერგაული

 

სხდომის მდივანი ნათია ბერიშვილი

 

მოსარჩელე: სსიპ ,,შემოსავლების სამსახური”

წარმომადგენელი: ნ----- ბ--–--–---–ი

 

მოპასუხეები: შპს ,,ი-------------ი“, შპს ,,ა--“, შპს ,,ბ----“, შპს ,,ნ---“, ნ----–- გ-----ე, ი-–-- ა----------–-–---–ი, ვ-–-------- ა----------–-–---–ი, გ------- ვ---–---–ი

წარმომადგენელი: ი-----–ი ხ----ე

 

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

შპს ,,ი-------------ის“, შპს ,,ა--ს“, შპს ,,ბ----ს“, შპს ,,ნ---ს“, ნ----–- გ-----ის, ი-–-- ა----------–-–---–ის, ვ-–-------- ა----------–-–---–ის, გ------- ვ---–---–ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

 

სარჩელის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად, 2017 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით, შპს ,,ი-------------ის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 64 338, 63 ლარს. შპს ,,ი-------------ის“ ქონებაზე 2015 წლის 16 იანვარს 025-2203 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ასევე 2015 წლის 8 ივლისს შპს ,,ი-------------ის“ ქონებაზე გამოცემულია ყადაღის დადების შესახებ ბრძანება №025-255, რომელიც 2015 წლის 13 ივლისს ჩაბარდა დირექტორის მინდობილ პირს - ი-–-- ა----------–-–---–ს. დაყადაღებული იქნა შპს ,,ი-------------ის“ კუთვნილი საკონტროლო სალარო აპარატი. საჯარო რეესტრის და შსს-ს მონაცემებით შპს ,,ი-------------ს“ სხვა უძრავ-მოძრავი ქონება არ უფიქსირდება.

შპს ,,ი-------------ი“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2012 წლის 22 ოქტომბრიდან, იურიდიული მისამართია: ქ.გ-----, შ.ჩ----–---–ის ქ. №3, დირექტორი და 50% იანი წილის მფლობელია გ------- ვ---–---–ი, დანარჩენი 50%-ის მფლობელია ვ-–-------- ა----------–-–---–ი, ხოლო სამეწარმეო საქმიანობას ფაქტიურად ახორციელებდა ამ უკანასკნელის მამა - ი-–-- ა----------–-–---–ი, რომელზეც შპს-ს დირექტორს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა ჰქონდა გაცემული. შპს-ს საქმიანობის სახეა საბითუმო ვაჭრობა, სამშენებლო მასალებით და ხე-ტყის მასალით.

შპს ,,ი-------------ის“ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2015 წლის 22 აპრილის №13019 ბრძანების საფუძველზე აუდიტის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად, რომელიც დაიწყო 2015 წლის 22 აპრილს და დამთავრდა 2016 წლის 20 მაისს. ასევე დავალიანება დარიცხული აქვს 2015 წლის დღგ-ს დეკლარაციების საფუძველზე.

შპს ,,ი-------------მა“ ბოლო სასაქონლო ზედნადებები გამოწერა 2017 წლის ივლისის თვეში, ასევე 2017 წლის ივლისის თვეში საკონტროლო სალარო აპარატის ინფორმაციის თანახმად, შეწყვიტა სამეწარმეო საქამიანობა. შპს ,,ი-------------ის“ მინდობილმა პირმა ი-–-- ა----------–-–---–მა 2015 წლის 22 აპრილის №13019 ბრძანების გაცნობის შემდეგ, რომელსაც 2015 წლის 23 აპრილს გაეცნო ელექტრონულად, 2017 წლის 27 აპრილს №0170285787 სასაქონლო ზედნადებით გადააწერა 62 112.77 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები შპს-ს დირექტორს გ------- ვ---–---–ს, რომელსაც 2010 წლიდან სამეწარმეო რეესტრში როგორც მეწარმე ფიზიკურ პირს გაუქმებული აქვს რეგისტრაცია და იმ პერიოდიდან აღარ ეწევა სამეწარმეო საქამიანობას. ამასთან, შპს ,,ი-------------მა“ 2016 წლის 29 მარტის წლიური დეკლარაციით აჩვენა, რომ 2015 წელს რეალიზაცია გაუკეთა 247 420,42 ლარის ღირებულების საქონელს და მიღებულმა თანხამ შეადგინა 157 928, 83 ლარი, საიდანაც შპს-მ იზარალა 89 491,51 ლარი, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ შპს-ს მიერ მიღებული და რეალიზებული საქონელი წარმოადგენს სამშენებლო მასალებს და დახერხილ ხის მასალას.

2016 წლის 29 მარტის წლიური დეკლარაციის საფუძველზე შპს-მ 2015 საანგარიშო წელს განიცადა 89 491, 51 ლარის ზარალი და 2017 წლის 31 მარტს წარმოდგენილი ნულოვანი წლიური დეკლარაციის თანახმად, შპს აღარ ფუნქციონირებს. ხოლო 2017 წლის 17 იანვრის ვალდებულების გაუქმების და მყიდველზე საკუთრების უფლების გადაცემის აქტის თანახმად, შპს-ს 50% წილის მფლობელმა ვ-–-------- ა--------–-–---–მა შეიძინა საცხოვრებელი ბინა ქ.თბილისში, საკადასტრო კოდით: 0-.1-.0-.0--.0--.0-.0-.0--, მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად, შემოსავალი არ უფიქსირდება.

შპს ,,ი-------------ის“ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ადგილზე პარალელურად, იგივე სახის სამეწარმეო საქმიანობას ახორციელბდა შპს ,,ა--“, შპს ,,ნ---“ და შპს ,,ბ----“. რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ ი-–-- ა----------–-–---–ის საწარმოებს. ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციით ირკვევა, ზემოაღნიშნულ შპს-ეებში დასაქმებული ფიზიკური პირები პარალელურად დასაქმებული იყვნენ შპს ,,ი-------------ში“ და შრომითი საქმიანობისთვის იღებდნენ ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად, 2017 წლის 8 ოქტომბრის მდგომარებით, შპს ,,ა--ს“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 11 510,60 ლარს.

შპს ,,ა--ს“ ქონებაზე 2014 წლის 18 სექტემბრიდან №025-4827 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, ასევე 2016 წლის 29 ივნისს შპს ,,ა--ს“ ქონებაზე გამოცემულია ყადაღის დადების შესახებ ბრძანება 025-172, რომელიც 2016 წლის 1 ივლისს ჩაბარდა დირექტორს - ი-–-- ა----------–-–---–ს. დაყადღებულ იქნა შპს ,,ა--ს“ კუთვნილი საკონტროლო სალარო აპარატი, ხოლო სხვა უძრავ-მოძრავი ქონება მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით შპს ,,ა--ს“ არ უფიქსირდება. შპს ,,ა--“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული იქნა 2013 წლის 8 ოქტომბრიდან, მისი იურიდიული მისამართია: ქ.გ-----, ე-----–---–ის ქ. №28, დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ი-–-- ა----------–-–---–ი, როგორც გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით და საკონტროლო სალარო აპარატების მონაცემებით ირკვევა, შპს ,,ა--“ სამეწარმეო საქმიანობას აჩრერებს 2016 წლის მაისში. 2016 წლის იანვრიდან საქმიანობის შეჩერებამდე სამეწარმეო საქმიანობიდან ნაღდი ანგარიშწორებით შპს ,,ა--ს“ მიერ მიღებულმა თანხამ შეადგინა 44 592,83 ლარი, ხოლო მის მიერ აღნიშნული პერიოდიდან დღემდე ბიუჯეტში თანხის გადახდა არ მომხდარა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ შპს ,,ა--ს“ მიერ სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტის შემდგომ მისი დირექტორის ი-–-- ა----------–-–---–ის - ნ----–- გ-----ის სახელზე 2016 წლის 7 დეკემბერს გაფორმებულია ძვირადღირებული დამტვირთველი Z------- Z--- სახელმწიფო ნომრით Q-----, რომელსაც სამეწარმეო საქმიანობაში მოიხმარს შპს ,,ნ---“ და შპს ,,ბ----“.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების სამსახურის პოზიციით, შპს ,,ი-------------ის“ მიერ გადასახადის დარიცხვის შემდგომ საქმიანობის შეჩერება, დირექტორის მინდობილი პირის და დამფუძნებლის მიერ საგადასახადო დავალიანების დაფარვის ნაცვლად თავის და ოჯახის წევრების სახელზე უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა და სხვადასხვა შპს-ეებით საქმიანობის გაგრძელება, მიზნად ისახავდა გადასახადის გადახდევინების ღონისძიებებისაგან თავის არიდებას.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხეებმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების საამართლებრივი კვალიფიკაცია არ ქმნის საფუძველს იმისათვის, რომ მოპასუხეები საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძვლზე სასამართლოს მიერ აღიარებული იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის, სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით კავშირში შედიოდა სხვა პირთან ისე, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო მათი განსხვავება. ის ფაქტი, რომ მოპასუხეები ნათსავები არიან, არ ქმნის იმავდროულად მათი ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მითითება არასწორია, ვინაიდან ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი საქმიანობის პირობებზე. ან ეკონომიკურ შედეგზე. ამასთან, ურთიერთდამოკიდებული პირების შემთხვევაშიც კი მათ შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობა იმავდროულად არ ქმნის საფუძველს მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა განხორციელებული ოპერციების ფორმასა და შინაარსს შორის კონფლიქტის არსებობა. მოპასუხეთა მიერ განხორციელებული საქმიანობის საგადასახადო რეგულირება და მათი ურთიერთობა ხდება არა იმ პირობების გამო, რაც მათ ერთმანეთისთვის განსაზღვრავს. მოპასუხეთა შორის ეკონომიკური ურთიერთობის არსებობაც კი მისი დადასტურების შემთხვევაში, არ ქმნის მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს, რადგან სახეზე არ არის საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წინამძღვრები.

მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ვერანაირი ფაქტობრივი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხეთა შორის არსებულ იმდაგვარ ურთიერთობას თუ საქმიანობას, რამაც განაპირობა რომელიმე მათგანის მიერ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის თავის არიდება. მოპასუხის პოზიციით გაურკვეველია თვითონ სასარჩელო მოთხოვნაც. მოთხოვნაში არ ჩანს თუ ვინ ვის ცრუმაგიერ პირად უნდა იქნას აღიარებული. ამასთან, მათ ერთმანეთთან არ აქვთ არანაირი სამეწარმეო ურთიერთობა, რომელიც გავლენას მოახდენდა საქმიანობის პირობებსა თუ ეკონომიკურ შედეგზე.

ი.ხ----ემ სასაამართლო სხდომააზე აღნიშნა, რომ შპს ,,ი-------------ს“ დღეის მდგომარეობით არანაირი საგადასახადო დავალიანება არ აქვს. შესაბამისად აღარ არსებობს ის გარემოება, რაზედაც არის აგებული მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა. სარჩელი მთლინად უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. შპს ,,ი-------------ი“ (ს.კ 4--------- რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2012 წლის 22 ოქტომბერს, მისი იურიდიული მისამართია: ქ.გ-----, შ.ჩ----–---–ის ქ. №3. დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი არის გ------- ვ---–---–ი (პ.ნ 5----------), ხოლო 50%-იანი წილის მფლობელი - ვ-–-------- ა----------–-–---–ი (პ.ნ 5----------);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2012 წლის 22 ოქტომბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

3.2. შპს ,,ა--“ (ს.კ 4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2013 წლის 08 ოქტომბერს, მისი იურიდიული მისამართია: ქ.გ-----, ი.ე-----–---–ის ქ. №28, დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ი-–-- ა----------–-–---–ი (პ.ნ 5----------);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2016 წლის 23 თებერვლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

3.3. შპს ,,ნ---“ (ს.კ 4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2015 წლის 22 იანვარს, მისი იურიდიული მისამართია: ქ.გ-----, ი.ე-----–---–ის ქ. №28, დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ი-–-- ა----------–-–---–ი (პ.ნ 5----------);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2016 წლის 08 იანვრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

3.4. შპს ,,ბ----“ (ს.კ 4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2014 წლის 3 დეკემბერს, მისი იურიდიული მისამართია: ქ.გ-----, ი.ე-----–---–ის ქ. №28. დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ი-–-- ა----------–-–---–ი (პ.ნ 5----------);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2012 წლის 3 დეკემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

3.5. შედარების აქტის თანახმად, შპს ,,ი-------------ის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება 01.01.2017-დან 08.10.2017 წლამდე პერიოდში შეადგენს 64, 338.63 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: შედარების აქტი;

 

3.6. შედარების აქტის თანახმად, შპს ,,ა--ს“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება 01.01.2017-დან 08.10.2017 წლამდე პერიოდში შეადგენს 11,510.6 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: შედარების აქტი;

 

3.6. 2017 წლის 17 იანვარს ვ-–-------- ა----------–-–---–ის სახელზე რეგისტრირებული იქნა უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №0-.1-.0-.0--/0--.0-/0-/0--;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.7. 2016 წლის 29 მარტის წლიური დეკლარაციის საფუძველზე შპს ,,ი-------------მა“ 2015 საანგარიშო წელს განიცადა 89 491, 51 ლარის ზარალი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: მოგების გადასახადის დეკლარაცია;

 

3.8. 2016 წლის 7 დეკემბერს ნ----–- გ-----ის (პ.ნ 5----------) სახელზე რეგისტრირებული იქნა ავტომობილი Z------- Z--- 1---, სახელმწიფო ნომრით Q-----;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: ამონაწერი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზიდან;

 

3.9. შპს ,,ი-------------ის“ ქონებაზე 2015 წლის 16 იანვარს 025-2203 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ასევე 2015 წლის 8 ივლისს შპს ,,ი-------------ის“ ქონებაზე გამოცემულია ყადაღის დადების შესახებ ბრძანება №025-255, რომელიც 2015 წლის 13 ივლისს ჩაბარდა დირექტორის მინდობილ პირს - ი-–-- ა----------–-–---–ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: ამონაწერი, მხარის ახსნა-განმარტება, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება;

 

3.10. 2014 წლის 25 მარტს ვ-–-------- ა----------–-–---–ის (პ.ნ 5----------) სახელზე დარეგისტრირდა ავტომობილი V---- S-- 2---, სახელმწიფო ნომრით L-----;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: ამონაწერი შინაგან საქამეთა სამინისტროს ბაზიდან;

 

3.11. 2015 წლის 27 აპრილს №0170285787 სასაქონლო ზედნადებით შპს ,,ი-------------მა“ გადააწერა 62 112.77 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები შპს-ს დირექტორს გ------- ვ---–---–ს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2015 წლის 27 აპრილს №0170285787 სასაქონლო ზედნადები, დანართით;

 

3.12. 2013 წლის 22 თებერვალს გ------- ვ---–---–ის (პ.ნ 5----------) სახელზე რეგისტრირებული იქნა ავტომობილი I---- T------ 1---, სახელმწიფო ნომრით S-----;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: ამონაწერი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზიდან;

 

3.13. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 ივნისის №025-172 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების თანახმად, ყადაღა დაედო შპს ,,ა--ს“ (ს.კ 4--------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას; 2016 წლის 1 ივლისის ყადაღა დაედო შპს ,,ა--ს“ ბალანსზე რიცხულ საკონტროლო სალარო აპარატს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: ბრძანება, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ; აქტი №2016/025-172-1;

 

3.14. სასაქონლო ზედნადების თანახმად, შპს ,,ნ---სგან“ შპს ,,ბ----ზე“ გასხვისდა ცემენტი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: ამონაწერი შემოსავლების სამსახურის ბაზიდან;

 

3.15. შპს ,,ი-------------“-ში და შპს ,,ა--“-ში დასაქმებული პირები არიან: ი-----–ი კ-------ა (პ.ნ 3----------) და გ------- წ---–-----ი (პ.ნ 5----------);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: ინფორმაცია საანგარიშო წლის (თვის) მიხედვით გაცემული თანხების და დაკავებული გადასახადების შესახებ;

 

3.16. შედარების აქტის მონაცემების თანახმად, შპს ,,ი------------ის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2019 წლის 10 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 0 ლარს, ზედმეტობა 1158.71

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: შედარების აქტი;

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი ნ----–- გ-----ის ცრუმაგიერ პირად ცნობის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხეები გ------- ვ---–---–ი, ვ-–-------- ა----------–-–---–ი, ი-–-- ა----------–-–---–ი, შპს ,,ნ---“, შპს ,,ბ----“, შპს ,,ა--“ და შპს ,,ი-------------ი“ ცნობილი უნდა იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

მოცემულ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ მოპასუხეებს ი-–-- ა----------–-–---–ს და ნ----–- გ-----ეს შორის იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები, არ დასტურდება. ამასთან, ის ფაქტი, რომ 2016 წლის 7 დეკემბერს ნ----–- გ-----ის (პ.ნ 5----------) სახელზე რეგისტრირებული იქნა ავტომობილი Z------- Z--- 1---, სახელმწიფო ნომრით Q-----, ვერ იქნება სხვა მოპასუხეებს და ნ----–- გ-----ის შორის განსაკუთრებული ეკონომიკური ურთიერთობის დამადასტურებელი გარემოება და მათი ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი. საქმის მასალებით, ნ----–- გ-----ე წარმოადგენს სხვა მოპასუხეებისგან დამოუკიდებელ ფიზიკურ პირს, რადგან არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის, როგორც აღინიშნა, საქმეზე წარმოდგენილი არ არის არც ერთი სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა, ერთი მხრივ, ნ----–- გ-----ის და სხვა მოპასუხეების ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობაზე და განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე, რადგან ავტომანქანის გადაფორმება ნ----–- გ-----ის სახელზე, ვერ გახდება მისი ცრუმაგიერ პირად აღიარების საფუძველი.

 

ამდენად, სარჩელი ნ----–- გ-----ის მიმართებაში უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება.

 

გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

შპს ,,ნ---ს“, შპს ,,ბ----ს“, შპს ,,ა--ს“, შპს ,,ი-------------ის“, ი-–-- ა----------–-–---–ის, გ------- ვ---–---–ის და ვ-–-------- ა----------–-–---–ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს ,,ი-------------ი“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2012 წლის 22 ოქტომბრიდან, იურიდიული მისამართია: ქ.გ-----, შ.ჩ----–---–ის ქ. №3, დირექტორი და 50% იანი წილის მფლობელია გ------- ვ---–---–ი, დანარჩენი 50%-ის მფლობელია ვ-–-------- ა----------–-–---–ი, ხოლო ამ უკანასკნელის მამა - ი-–-- ა----------–-–---–ს ჰქონდა შპს-ს დირექტორის ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა და იყო შპს ,,ი-------------ის“ მინდობილი პირი, რომელმაც 2015 წლის 22 აპრილის №13019 ბრძანების გაცნობის შემდეგ, რომელსაც 2015 წლის 23 აპრილს გაეცნო ელექტრონულად, 2015 წლის 27 აპრილს №0170285787 სასაქონლო ზედნადებით გადააწერა 62 112.77 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები შპს-ს დირექტორს - გ------- ვ---–---–ს.

ამასთან მოპასუხეთა შორის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ურთიერთობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ი-–-- ა----------–-–---–ის დირექტორობით ერთსა და იმავე მისამართზე რეგისტრირდება შპს ,,ა--“, შპს ,,ბ----“ და შპს ,,ნ---“, რომელთა საქმიანობის სახე არის იდენტური - სამშენებლო მასალებით ვაჭრობა, ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციით ზემოაღნიშნულ შპს-ეებში დასაქმებული ფიზიკური პირები პარალელურად დასაქმებული იყვნენ შპს ,,ი-------------ში“ და შრომითი საქმიანობისთვის იღებდნენ ხელფასს.

 

ზემოაღნიშნული და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ერთობლიობაში ადასტურებს იმ ფაქტს და სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ შპს ,,ბ----ს“ და შპს ,,ბ----ს“ დაფუძნება და პარალელური საქმიანობა, რეალურად ემსახურებოდა შპს ,,ი-------------ის“, ხოლო შემდეგ შპს ,,ა--ს" საგადასახადო ვალდებულებებისაგან თავის არიდების მიზანს, შესაბამისად აღნიშნული შპს-ების, ი-–-- ა----------–-–---–ის, გ------- ვ---–---–ის და ვ-–-------- ა----------–-–---–ის ერთმანეთისაგან გამიჯვნა პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

შესაბამისად, გ------- ვ---–---–ი, ვ-–-------- ა----------–-–---–ი, ი-–-- ა----------–-–---–ი, შპს ,,ნ---“, შპს ,,ბ----“, შპს ,,ა--“ და შპს ,,ი-------------ი“ აღიარებული უნდა იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასმართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფად გამოყენებულია იქნა ღონისძიება, რომლის მიხედვითაც ყადაღა დაედო გ------- ვ---–---–ის, ვ-–-------- ა----------–-–---–ის და ი-–-- ა----------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ ქონებას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გ------- ვ---–---–ი, ვ-–-------- ა----------–-–---–ი, ი-–-- ა----------–-–---–ი, შპს ,,ნ---“, შპს ,,ბ----“, შპს ,,ა--“ და შპს ,,ი-------------ი“ აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად;

 

3. სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის’’ სარჩელი ნ----–- გ-----ის ცრუმაგიერ პირად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

4. გ------- ვ---–---–ს, ვ-–-------- ა----------–-–---–ს, ი-–-- ა----------–-–---–ს, შპს ,,ნ---ს“, შპს ,,ბ----ს“, შპს ,,ა--ს“ და შპს ,,ი-------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 100 (ასი) ლარი;

 

5. სსიპ ,,შემოსავლების სამსახური’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია.

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფად გამოყენებული ღონისძიება გ------- ვ---–---–ის, ვ-–-------- ა----------–-–---–ის და ი-–-- ა----------–-–---–ის სწაკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, დარჩეს ძალაში ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

7. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: ნინო გერგაული