გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 030210018002603261
N 2/984-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი ქ.ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე ა----–--- ა---–---
ადვოკატი ქ------- გ-------
მოპასუხე ო----- კ---------
წარმომადგენელი ს-----–--- შ--------
მესამე პირი ი--- ა------
წარმომადგენელი ნ---- ბ-----
თარჯიმანი ჯ---–----- ც-----–--
დავის საგანი მემკვიდრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ა----–--- ა---–--- ცნობილ იქნას 2002 წლის 11 ივლისს გარდაცვლილი მამის, მამკვიდრებელ ა-–---------- კ---------ს დანაშთი სამკვიდრო ქონების (რომელიც შეადგენს მთელი ქონების 1/3 წილს) საცხოვრებელი ფართის, მდებარე: ქ.ფოთი, ს--------–--ს ქ.N----- (ყოფილი მ--–----ს ქ.N-----), რაც ასევე ფიქსირდება საქართველოს სსრ ფ------ ს----–--- დ------------ს საქალაქო (რაიონული) ს-----ს ა----------–----–- კ---------ის მიერ 08.06.1978 წელს გაცემულ ორდერში) მემკვიდრედ.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
ა----–--- ა---–---ს მამას ა-–--------- კ---------ს, საქართველოს სსრ ფ------ ს----–--- დ------------ს საქალაქო (რაიონული) ს-----ს ა----------–----–- კ---------ის მიერ 08.06.1978 წელს გაცემული ორდერის საფუძველზე, კანონიერ სარგებლობაში გააჩნდა საცხოვრებელი ფართის 1/3 წილი (საერთო ფართი - 54.76 კვ.მ.) მდებარე: ქ.ფოთი, ს--------–--ს ქ.N----- (ყოფილი მ--–----ს ქ.N-----, ასევე, ყოფილი ს--------–--ს ქ.N------) აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა დაბადებიდან მშობლებთან და დასთან, მოპასუხე ო----- კ---------სთან ერთად. დედა ი---–-- კ---------- გარდაიცვალა 2000 წლის 05 ივლისს. მამა ა-–--------- კ--------- გარდაიცვალა 2002 წლის 11 ივლისს. გარდაცვალების მიზეზი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ავადმყოფ მამას მისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე უვლიდა მოსარჩელე. ამ დროს ო----- კ--------- მათთან აღარ ცხოვრობდა. მამის გარდაცვალებამდე და მისი გარდაცვალების შემდეგაც რამდენიმე წელი მოპასუხე ცხოვრობდა ბებიასთან, მისამართზე: ქ.ფოთი, ს--------–--ს ქ.N-----, რასაც დაადასტურებენ მოწმეები. მამის გარდაცვალების შემდეგ ამ სახლში ცხოვრობდა მოსარჩელე და ოჯახურ მეურნეობას ეწეოდა მხოლოდ ის. შესაბამისად, ა----–--- ა---–---მ, როგორც აწ გარდაცვლილი ა-–--------- კ---------ს შვილმა, ფაქტობრივი ფლობით მიიღო გარდაცვლილი მამის დანაშთი სამკვიდრო ქონება სრული მოცულობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ 1978 წლის ფ------ ს----–--- დ------------ს საქალაქო (რაიონული) ს-----ს ა----------–----–- კ---------ის გადაწყვეტილებით აწ. გარდაცვლილ ,,ნ----–--- კ---------ს“ მიეცა უფლება დაეკავებინა საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ.ფოთი, მ--–----ს ქ.N------ში, ამჟამად არის ს--------–--ს ქ.N-----. ოჯახის შემადგენლობა შედგებოდა სამი წევრისაგან: ნ----–--- კ---------, ა-–---------- კ---------, ა-–-–- კ--------- (ნ----–--- და ა-–-–- არიან ა-–---------- კ---------ს დები.). აწ. გარდაცვლილი ნ----–--- კ---------ს შვილმა - ტ------- კ---------მ 2011 წელს განცხადებით მიმართა თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიას და მოითხოვა მის კანონიერ სარგებლობაში არსებული ქალაქ ფოთი, ს--------–--ს (ყოფილი მ--–----ს) ქ.N-------ში მდებარე ოროთახიან საცხოვრებელ ფართზე უსასყიდლოდ საკუთრების უფლების მინიჭება. თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიის 2011 წლის 13 მაისის N233 ბრძანებით ტ------- კ---------ს მიენიჭა ზემოხსენებულ ბინაზე საკუთრების უფლება, მან აღნიშნული ბინა დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში, ხოლო იმავე წელს ბინა გაასხვისა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ტ------- კ---------ს მისცა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, ბინის პრივატიზაციის ნებართვის შესახებ. მოპასუხე აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ მას რამდენიმე წელია არ აქვს კარგი ურთიერთობა თავის დასთან, მოსარჩელე ა----–--- ა---–---სთან, შესაბამისად არ ფლობდა მის კანონიერ ინტერესებს აღნიშნულ ბინასთან დაკავშირებით. ხსენებული ბინა არ წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებას და არც კანონით დადგენილი წესით ჰქონია სურვილი მიეღო აწ.გარდაცვლილი მამის - ა-–---------- კ---------ს დანაშთი ქონება. მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს: ცნობილ იქნას გარდაცვლილი მამის - ა-–---------- კ---------ს დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ - სრული მოცულობით. იურიდიული ინტერესი არის ის სამართლებრივი სიკეთე, რომელიც მხარემ შეიძლება მიიღოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც ბუნებრივია არ გულისხმობს მხოლოდ ქონების გადაცემას. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. ამასთანავე კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ მხარე დაადასტურებს, რომ ეს აღიარება სასამართლოს წესით უნდა მოხდეს, უფრო ზუსტად კი, სასამართლო წესით უფლების აღიარების აუცილებლობა უნდა გაირკვეს და ამ აღიარებას უნდა მოჰყვებოდეს სამართლებრივი შედეგი. იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეიძლება დადგეს ის შედეგი, რასაც მხარე ისახავს მიზნად. ვინაიდან მოსარჩელე სასამართლოში წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნით ითხოვს მამის - ა-–---------- კ---------ს დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ - სრული მოცულობით ცნობას, უდავოა, რომ ამ შემთხვევაში, მხარის იურიდიული ინტერესია სადავო სამკვიდრო ქონების საკუთრების უფლების მოპოვება, რაც აღნიშნული სარჩელით ვერ მიიღწევა, რადგან ამჟამად სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს 2011 წლიდან ი--- ა------ს საკუთრებას. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ ცნობისათვის აუცილებელი პირობაა: 1. იყო სადავო ქონების მესაკუთრე ან, 2. უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით ცნობილი მემკვიდრე. ზემოხსენებულიდან გამომდინარე მამის - ა-–---------- კ---------ს გარდაცვალების შემდეგ არცერთი ამ უფლებით მოპასუხეს არ უსარგებლია. მოსარჩელის განმარტებას, იმსათან დაკავშირებით, რომ უძრავ ქონებას ფლობს და უვლის წლების განმავლობაში მოპასუხე არ იზიარებს, რადგან მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო ქონება განცხადების საფუძველზე რეგისტრირებულია 2011 წელს და საჯარო რეესტრის ჩანაწერის საფუძველზე ირიცხება ი--- ა------ს საკუთრებად. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმპცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. იმისთვის, რომ დავა გადაწყდეს მოსარჩელემ შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა დაადასტუროს, რომ სადავო ქონება წარმოადგენს მოპასუხე მხარის საკუთრებას. მოქალაქეებს, ასევე, მის მემკვიდრეებს, რომლებსაც დაკავებული აქვთ საცხოვრებელი ფართი სახელმწიფო ან მუნიციპალურ საცხოვრებელ ფონდში, უფლება აქვთ მოითხოვონ მისი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ამისთვის მხარემ კანონით დადგენილი წესით უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოს. ვინაიდან მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ორდერით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მესამე პირის პოზიცია
ი--- ა------მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლო და უკანონოა, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2----–ლის 1--------- N----------- დაბადების მოწმობის შესაბამისად, ა----–--- ა---–---ს მამად მითითებულია ა-–--------- კ---------, ხოლო დედად - ი---–-- კ----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, 2----–ლის 1--------- N----------- დაბადების მოწმობა.
3.1.2. 2018 წლის 25 ივნისის N----------- ქორწინების მოწმობის შესაბამისად, ა----–--- კ--------- და ზ------ ა---–--- დაქორწინდნენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 25 ივნისის N----------- ქორწინების მოწმობა.
3.1.3. 2018 წლის 07 მაისის N----------- გარდაცვალების მოწმობის შესაბამისად, ა-–---------- კ--------- გარდაიცვალა 2002 წლის 11 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, 2018 წლის 07 მაისის N----------- გარდაცვალების მოწმობა.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 1978 წლის 08 ივნისის საქართველოს სსრ ფ------ ს----–--- დეპუტატთა საქალაქო ს-----ს ა----------–----–- კ---------ის ორდერის შესაბამისად, კ--------- ნ----–--- ვ-–---------ს ასულს, რომლის ოჯახის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: კ--------- ნ----–--- ვ-–---------ს ასული, და - კ--------- ა-–-–- ვ-–---------ს ასული და ძმა - კ--------- ა-–---------- ვ-–---------ს ძე, მიეცა უფლება დაეკავებინა 2 ოთახი ბინა N--, ფართობით 28,29 კვ.მ, სადარბაზო N-, სართული 5- მ--–----ს ქუჩა. ორდერის გაცემის საფუძვლად მითითებულია ფოთის საქალაქო (რაიონული) ს-----ს ა---------ის გადაწყვეტილება 07.06.1978 წლის ოქმი N23/355.
3.2.2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 06 აგვისტოს N1-08/2308 წერილით, სამეგრელო-ფოთის იურიდიული დახმარების უფროსს ნ----- ბ--------ს ეცნობა, რომ ქ.ფოთი, მ--–----ს ქ.N----- ამჟამად არის ქ.ფოთი, ს--------–--ს ქ.N-----.
3.2.3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 27 ივნისის N1-03/1760 წერილით, სამეგრელო-ფოთის იურიდიული დახმარების უფროსს ნ----- ბ--------ს ეცნობა, რომ ქ.ფოთი, მ--–----ს ქ.N------ ამჟამად არის ქ.ფოთი, ს--------–--ს ქ.N-----.
3.2.4. 2015 წლის 18 თებერვალს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, ქ.ფოთში, ს--------–--ს ქ.N------ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე არის ი--- ა------.
3.2.5. 2011 წლის 13 მაისს გაცემული N763 საკუთრების უფლების მოწმობის მიხედვით, ტ------- კ---------ს საკუთრებაში გადაეცა ქ.ფოთში, ს--------–--ს (ყოფილი მ--–----ს) ქ.N-------ში მდებარე უძრავი ქონება.
3.2.6. 2011 წლის 13 მაისის N233 ბრძანების თანახმად, ტ------- კ---------ს მიენიჭა უსასყიდლოდ საკუთრების უფლება მის კანონიერ სარგებლობაში არსებულ ქალაქ ფოთში, ს--------–--ს (ყოფილი მ--–----ს) ქ.N-------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ოროთახიან ბინაზე.
3.2.7. 2011 წლის 19 იანვარს შპს ,,ა--------ს“ მიერ გაცემული ოროთახიანი ბინის ტექნიკური პასპორტის შესაბამისად, ტ------- კ--------- არის ქ.ფოთში, ს--------–--ს (ყოფილი მ--–----ს) ქ.N-------ში მდებარე უძრავი ქონების მფლობელი.
3.2.8. 2011 წლის 07 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ტ------- კ---------მ ქ.ფოთში, ს--------–--ს ქ.N------ში მდებარე უძრავი ქონება 4000 ლარად მიყიდა ი--- ა------ს.
3.2.9. 2011 წლის 30 მაისს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, ქ.ფოთში, ს--------–--ს ქ.N------ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე არის ტ------- კ---------.
3.2.10. 2012 წლის 26 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, ქ.ფოთში, ს--------–--ს ქ.N------ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე არის ი--- ა------.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქმის მასალებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა----–--- ა---–---ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, 1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან; ბ. ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად: 1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე; 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო; 3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი; 4. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად.
სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების წესსა და პირობებს და განსაზღვრავს, თუ რა ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად. ნორმის მე-2 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, სამკვიდროს მიღების ორი წესია შემოთავაზებული: ა) როდესაც მემკვიდრე განცხადებით მიმართავს სანოტარო ბიუროს სამკვიდროს მიღების თაობაზე; ბ) მემკვიდრე ფაქტობრივად დაეუფლება სამკვიდროს/მის ნაწილს _ განახორციელებს იმგვარ იურიდიულ მოქმედებებს, რაც მისი მხრიდან სამკვიდროს მიღებად განიხილება. ანუ სამკვიდროს მისაღებად, საჭიროა, როგორც მოსარჩელის ცალმხრივი ნების არსებობა, ისე _ ამ ნების გარეგანი ფორმირება (თანხვედრა) კანონით დადგენილი წესით. ბუნებრივია, როგორც ერთი, ისე _ მეორე ქმედება სამართლებრივი ძალის მატარებელია მაშინ, თუ იგი ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით გათვალისწინებულ 6-თვიან ვადაში განხორციელდა. თავის მხრივ, როდესაც სარჩელის საგანს სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღება წარმოადგენს და ამას არ ეთანხმება მოპასუხე, მტკიცების საგანში შემავალი უმთავრესი ფაქტის _ ქონების ფაქტობრივად დაუფლების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მხარეზეა. არც მატერიალური და არც საპროცესო სამართლის ნორმები არ გვთავაზობს მტკიცებულებათა იმგვარ ნუსხას, რომლებითაც შეიძლებოდა, დადასტურებულიყო მოსარჩელის მიერ სამკვიდროს/მისი ნაწილის დადგენილ ვადაში მესაკუთრის მსგავსად დაუფლება, შესაბამისად, ეს გარემოება შეიძლება დადასტურდეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი მტკიცებულებით (მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, ნივთიერი თუ წერილობითი მტკიცებულება და სხვა). ამავე კოდექსის მე-4 და 103-ე (1) მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებები უნდა წარადგინოს მოსარჩელემ, რაც შეეხება მტკიცებულებათა შეფასებას, შეჯიბრებითობის ფარგლებში საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევას სასამართლო ახდენს თავისუფალი შეფასების ფარგლებში (სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით), რომელიც მოიცავს მათ, როგორც ინდივიდუალურ, ისე _ ერთობლივად გამოკვლევას, მტკიცებულების იურიდიული სანდოობის შესწავლას, მათ შეპირისპირებას, რაც სასამართლოს უქმნის შინაგან რწმენას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დადასტურების საკითხზე.
ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებები, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც უშუალოდ მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, მისი ოჯახის წევრების მიერ სამკვიდრო ქონების დაუფლებასა და მართვაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.(იხ. უზენაესი სასამართლო 2015 წლის 29 მაისის № ას-1329-1267-2014 გადაწყვეტილება).
ამასთანავე, სამართლებრივი ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.
მოწმე ს-----–--- კ-------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ა----–--- ა---–--- ცხოვრობდა 19 წელი მის მეზობლად, მამის გარდაცვალებამდეც და მას შემდეგ, რემონტსაც აკეთებდა, კარებიც გამოცვალა. რემონტი მამის გარდაცვალების შემდეგ გააკეთა. დაახლოებით 5-6 წელია იქ აღარ ცხოვრობს.
მოწმე ნ----- მ---------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იყო ა----–--- ა---–---ს კარის მეზობელი იცნობდა მის მშობლებსაც. ა----–--- ა---–--- იქ დაიბადა და გაიზარდა. ის მშობლების გარდაცვალებამდე და მისი გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობდა მშობლების სახლში.
სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლის თანახმად, მკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო, ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში.
სამოქალაქო კოდექსის 1447-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი დროის განმავლობაში შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს.
დადგენილია, რომ ა----–--- ა---–---ს, რომელსაც სამკვიდრო მიღებული ჰქონდა ფაქტობრივი ფლობით, აღნიშნული ნორმებით დადგენილ ვადაში არ განუცხადებია უარი სამკვიდროზე. ა-----–--- არის გარდაცვლილი მამის ა-----------ს მემკვიდრე, რომლის უარყოფა იურიდიული ინტერესის არარსებობით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შეუძლებელია, შესაბამისად გარდაცვლილი მამის დარჩენილი ქონების მემკვიდრეცაა.
7. საპროცესო ხარჯები:
მოპასუხეს დაეკისროს სახ. ბაჟის 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლები
გადაწყვიტა:
1. ა----–--- ა---–---ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ა----–--- ა---–--- ცნობილ იქნას 2002 წლის 11 ივლისს გარდაცვლილი მამის, მამკვიდრებელ ა-–---------- კ---------ს დანაშთი სამკვიდრო ქონების (რომელიც შეადგენს მთელი ქონების 1/3 წილს) საცხოვრებელი ფართის, მდებარე: ქ.ფოთი, ს--------–--ს ქ.N----- (ყოფილი მ--–----ს ქ.N----- რაც აგრეთვე ფიქსირდება საქართველოს სსრ ფ------ ს----–--- დ------------ს საქალაქო (რაიონული) ს-----ს ა----------–----–- კ---------ის მიერ 08.06.1978 წელს გაცემულ ორდერში) მემკვიდრედ.
3. მოპასუხეს დაეკისროს სახ. ბაჟის 100 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე