განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-------
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 აგვისტო 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი იმედა ინდაშვილის
ბრალდების მხარე: პროკურორი - ქეთევან სონიძე
დაცვის მხარე: ბრალდებული: ა---------–------------ე, პირადი ნომერი №-----------, დაბადებული: 28.07.1----–--–-, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ტ------–----------–---------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------------------------------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილი - უსაფრთხოების ტექნიკის დარღვევა ამ წესის დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ადვოკატი - როლანდ ასაკიშვილი
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 10 ივლისს ქ------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს ,,კ------------–--ის“ ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს ,,ჯ-------“ ასრულებდა 500 მილიმეტრი დიამეტრის გაზსადენი მილების დემონტაჟს და 700 მილიმეტრი დიამეტრის მქონე მილების მონტაჟს, რა დროსაც საწარმოო პროცესს ზედამხედველობდა ამავე კომპანიის ინჟინერი და სამუშაოთა მწარმოებელი ა---------–-----------ე, რომელმაც ვერ უზრუნველყო ,,უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“, ,,მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებისა’’ და ,,უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“ ნორმატივებით გათვალისწინებული მოთხოვნების სათანადო დაცვა, რის შედეგადაც შპს ,,ჯ-------’’-ში მშენებელ-მემონტაჟედ დასაქმებული ბ------------------–---–ი ექსკავატორის ჩამჩის მეშვეობით ავიდა გაზსადენი მილის საყრდენ, დაახლოებით 3,70 მეტრის სიმაღლის ხიმინჯზე, ექსკავატორის ჩამჩაზე დაამაგრა მილი, რომელიც ექსკავატორმა ასწია ჩამჩით, მილი გაქანავდა, შეეჯახა ბ------------------–---–ს, გადავარდა მიწაზე და დაცემის შედეგად მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით - თავის ტვინის შერყევის, გულ-მკერდის მე-11 და წელის მე-3 მალის კომპრესიული მოტეხილობის სახით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
უსაფრთხოების ტექნიკის დარღვევა ამ წესის დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ 2----–-–----------------------–----------–----------------------------------–----------------–----------------------------------------------–------------------------------------------–---–----------–-------------–-------–----------------------------------–---–------------------–--------------------------------------------------–------------------------.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ალექსი ხიზანიშვილის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 170-ე მუხლი ორ ობიექტიანი დანაშაულია. სისხლისსამართლებრივი დაცვის მე-2, სავალდებულო ობიექტს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა.
დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევაში.
პირის ქმედებაში დანაშაულის შეამდგენლობის დასადგენად აუცილებელია გაირკვეს უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომი დაცვის რომელი კონკრეტული წესი იყო დარღვეული. შრომის დაცვის სხვა წესებში იგულისხმება საწარმოო ჰიგიენისა და სანიტარიის, არასრულწლოვანთა სამუშაოდ დაშვებისა და მრავალი სხვა წესი.
უსაფრთხოების ტექნიკის წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა დგება მიუხედავად საწარმო-დაწესებულების საკუთრების ფორმისა.
დანაშაული შეიძლება ჩადენილი იქნეს როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. იგი მატერიალურ შემადგენლობას განეკუთვნება და დამთავრებულია კანონში მითითებული შედეგის დადგომის მომენტიდან. იგი მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს შრომის დაცვის წესის დარღვევასთან. ამგვარ შედეგს წარმოადგენს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება (სსკ-ის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)
დანაშაულის ჩადენა შეიძლება გაუფრთხილებლობით.
დანაშაულის ამსრულებელს წარმოადგენს პირი, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დაცვისათვის.
შესაბამისად, ა---------–------------ის მიმართ ბრალად წარდგენილი საქართველოს სსკ-ის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს უსაფრთხოების ტექნიკის დარღვევას ამ წესის დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ბრალდებულ ა---------–------------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ბრალდებულ ა---------–------------ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - უსაფრთხოების ტექნიკის დარღვევა ამ წესის დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება. სასამართლოს მიერ გამორკვეულ იქნა რომ დაზარალებულს ანაზღაურებული აქვს ზიანი, რომელიც მოიცავდა მისი მკურნალობის ხარჯებს, მართალია იგი არ არის ამ ანაზღაურებით კმაყოფილი, მაგრამ ეს არ მიუთითებს ბრალდებულის მხრიდან ზიანის ანაზღაურების საკითხის უგულებელყოფაზე. თუ დაზარალებულს აქვს სხვა მოთხოვნები, მას შეუძლია აღძრას სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და სხვა საქმის ფარგლებში იდავოს მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ა---------–------------ეს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
გ----------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გამოყენებულა.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე ამოღებული ყავა, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---------–-----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.
2. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
3. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი