განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN0-0100119003004637(1/290-2019)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 აგვისტო, 2019 წელი ქ.ზუგდიდი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე: პროკურორი - მა---------ას
დაცვის მხარე: ადვოკატი - ფა------------ას
ბრალდებული- და-----------იას
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: და-----------იას მიმართ
მამის სახელი: გუ----ი
დაბადებული: 1-.0-.19-- წელს
პირადი ნომერი:19--------6
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
ნასამართლობა: მქონე
მისამართი: ზუ--------------–----–----------------–--------ია
რეგისტრირებული: ქ. ზუ-----------------–---–-----------7
აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
და-----------იამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
2006 წლიდან შო--------------ა და და-----------ია იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
2019 წლის 7 აპრილს, ქ. ზუ------–----------–---–-----------7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და-----------იამ მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - შო--------------ას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქალის ქცევასთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, რადგან სახლში საჭმელი ჰქონდა გასაკეთებელი და ღამის დროში არ უნდა ემუშავა, უმიზეზოდ მოითხოვდა მისი სამსახურიდან წამოსვლას, აკონტროლებდა მის სამსახურში და საზოგადოებაში ყოფნას, ღამის საათებში სამსახურიდან მოსულ შო--------------ას მოსთხოვა ღომის გაკეთება, რასაც მოჰყვა მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება, რის შემდეგ და-----------იამ იძალადა შო--------------აზე, არასრულწლოვანი შვილის -ან------------აიას თანდასწრებით სახის არეში ერთხელ ძლიერად დაარტყა გაშლილი ხელი მას, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ამ დროს მათ შორის გასაშველებლად მისულ ან------------აიას და-----------იამ ერთხელ ძლიერად დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. და-----------იას საქციელიდან გამომდინარე სახლში ყოფნა შეუძლებელი გახდა და შო--------------ა მივიდა მეორე, ასევე არასრულწლოვან მძინარე შვილთან, ალ----------------აიასთან და გააღვიძა სახლიდან წასვლის მიზნით, ამ დროს და-----------ია მივიდა შო--------------ასთან და უნდოდა კვლავ დაერტყა მისთვის, რა დროსაც მათ შორის ჩადგა მათი არასრუწლოვანი შვილი ალ----------------აია, რომელსაც დაუჯიკავა და თავის არეში ერთხელ ძლიერად დაარტყა ხელი, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
და-----------იამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
20---–-–---------ის თვეში, ქ.ზუ------–-----------–---–-----------7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და-----------იამ მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - შო--------------ას, ეჭვიანობის ნიადაგზე მათი არასრულწლოვანი შვილების ან------------აიას და ალ----------------აიას თანდასწრებით ორჯერ სახის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც შო--------------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 08 აგვისტოს არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
და-----------იას მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე, ეჭვის გამომრიცხავი, უტყუარი და რელევანტური მტკიცებულებებით.
ბრალდებულ და-----------იას აღიარებით
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ს.ფ 1, ტ1)
2019 წლის 07 აპრილის შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით (ს.ფ 17-23)
2009 წლის 18 მაისის დაბადების აქტის ჩანაწერით ან------------აიას მიმართ (ს.ფ 123-124)
2007 წლის 20 იანვრის დაბადების აქტის ჩანაწერით ალ----------------აიას მიმართ (ს.ფ 125-126)
2006 წლის 01 აპრილის ქორწინების აქტის ჩანაწერით (ს.ფ 127-128)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2019 წლის08 მაისის N00------9 ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით შო--------------ას მიმართ (ს.ფ 1-4-170)
დაზარალებულების შო--------------ას, ალ----------------აიას და ან------------აიას გამოკითხვის ოქმებით.
მოწმეების გი--------------------–------------------------–-----იას გამოკითხვის ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძველზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა.
პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული არის პასუხისმგებლობა ოჯახში ძალადობისათვის, რადგან ოჯახში ძალადობის არსი ადამიანის პირადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაში მდგომარეობს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ქალთა დისკირიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მესამე მუხლის შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები ყველა სფეროში, სახელდობრ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში იღებენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის საკანონმდებლოს, რათა უზრუნველყონ ქალთა ყოველმხრივი განვითარება და პროგრესი, მათ მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა განხორციელება და გამოყენება მამაკაცებთან თანასწორობის საფუძველზე.
„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის“ შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ და-----------ია და დაზარალებული შო--------------ა იმყოფებოდნენ არეგისტრირებულ ქორწინებაში, ცხოვრობდნენ ერთად და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის, ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს - საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული არის პასუხისმგებლობა ოჯახში ძალადობისათვის, რადგან ოჯახში ძალადობის არსი ადამიანის პირადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაში მდგომარეობს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი. მოცემულ შემთხვევაში და-----------იას მიერ მეუღლის და არასრულწლოვანი შვილების - ან------------აიას და ალ----------------აიას მიმართ ჩადენილია ძალადობრივი ქმედება, აღნიშნული გავლენას ახდენს არასრულწლოვნის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, არასრულწლოვანს კი ოჯახში უნდა ჰქონდეს ცხოვრების, აღზრდისა და განვითარებისათვის მშვიდი, ნორმალური და ჰარმონიული გარემო, მშობლები კი არ უნდა ძალადობდნენ მათზე, არამედ ზრუნავდნენ და იჩენდნენ ყურადღებას და გულისხმიერებას.
ბრალდებულ და-----------იას მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, და-----------იას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და ის ზიანი, რაც შეიძლება მიდგომოდა დაზარალებულებს და სურდა ასეთი შედეგის დადგომა.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ და-----------იამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
და-----------იამ ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ამდენად, ბრალდებულ და-----------იას ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით ,რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
და-----------იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ არის ავადმყოფი, დაავადებულია ზედა ყბის წიაღის ავთვისებიანი სიმსივნით, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ორასიდან ოთხას საათამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას, თუმცა დამამძიმებელ გარემოებად არ ჩაითვლება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ და-----------იამ ჩაიდინა ძალადობრივი ქმედება ოჯახის წევრების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს აზრით მიზანშეუწონელია მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება და გამართლებულად მიიჩნევს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეფარდებას.
საქართველოს სსკ-ის მუხლი 44-ე მუხლის შესაბამისად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება ორმოციდან რვაას საათამდე ვადით. ჯარიმის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, ან ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანდა თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, იგი შეიძლება დაინიშნოს უფრო მეტი ვადითაც. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.
ვინაიდან, და-----------ია დაკავებული იყო 2019 წლის 08 აპრილიდან 2019 წლის 10 აპრილამდე-3 დღე, სასჯელის დანიშვნისას მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, რის შესაბამისად სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაითვლება სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე, თავისუფლების შეზღუდვის ორი დღე, გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე, საზოგადო- ებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ცნობილი იქნას დამნაშავედ და-----------ია (პირადი ნომერი 19--------6) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით და სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.
2.საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300(სამასი) საათის ვადით.
3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
4.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს და საბოლოოდ და-----------იას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
5.საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით საბოლოოდ და-----------იას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 285 (ორასოთხმოცდახუთი) საათის ვადით.
6.და-----------იას სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2019 წლის 08 აგვისტოს 13:13 საათიდან.
7.და-----------იას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ასევე გაუქმდეს გამოძიების ორგანოში კვირაში ერთხელ გამომძიებლის მიერ განსაზღვრულ დროს გამოცხადების ვალდებულება, გამოძიებასა და სასამართლოში საქმის განხილვის განმავლობაში საქმის მწარმოებელი ორგანოს ნებართვის გარეშე ზუგდიდის რაიონის დატოვება, შო--------------ასთან, ან------------აიასთან და ალ----------------აიასთან ნებისმიერი ფორმით (მათ შორის ტელეფონის და სოციალური ქსელის მეშვეობით) პირადად ან სხვა პირის მეშვეობით კონტაქტის დამყარება, შო--------------ას სამუშაო ადგილთან, ასევე ან------ და ალ----------------აიების საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მიახლოების აკრძალვა.
8.,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის’’ შესახებ საქართველოს კანონის 29-33-ე მუხლების შესაბამისად და-----------იას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულების პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. (ზუ--------------–----–----------------–-------იაში).
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12)
მოსამართლე: ნატრული აკობია