განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/1856-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ივლისი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ა-------------–-
დაცვის მხარე:
ბრალდებულები:
1. ნ-----–---- პ---–---–ი - დაბადებული 1--- წლის 1-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ზ---------------------------------------------
2. დ-------- პ---–---–ი - დაბადებული 1--- წლის 2------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ზ---------------------------------------------
ადვოკატი - დ---- მ------–---–ი
კვალიფიკაცია:
1. ნ-----–---- პ---–---–ს ბრალი ედება მასში რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჩადენილი ჯგუფურად, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.
2. დ-------- პ---–---–ს ბრალი ედება მასში რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჩადენილი ჯგუფურად, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1. 1. 2019 წლის 08 მარტს, ღამის საათებში, ქ. თბილისში ვ---------------------------ში მდებარე სასტუმრო „C------“-ში N--- ნომერში ნ-----–---- და დ-------- პ---–---–ები ჯგუფურად, თავს დაესხნენ აშშ-ს მოქალაქე ჯ--- მ--–---ის და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ მის კუთვნილ „Iphone”-ის ფირმის მობილურ ტელეფონს და ფულს. აღნიშნული ქმედებით ჯ--- მ--–---ს მიადგა ფიზიკური ზიანი, ასევე 2870 აშშ დოლარის და 200 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა.
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის
საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით
2.1. ნ-----–---- პ---–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2019 წლის 08 მარტს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ვ--------------------------ში მდებარე სასტუმრო „C------“-ში N--- ნომერში ნ-----–---- და დ-------- პ---–---–ები ჯგუფურად, თავს დაესხნენ აშშ-ს მოქალაქე ჯ--- მ--–---ის და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ მის კუთვნილ „Iphone”–ის ფირმის მობილურ ტელეფონს და ფულს.
2.2. დ-------- პ---–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2019 წლის 08 მარტს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ვ--------------------------ში მდებარე სასტუმრო „C------“-ში N--- ნომერში ნ-----–---- და დ-------- პ---–---–ები ჯგუფურად, თავს დაესხნენ აშშ -ს მოქალაქე ჯ--- მ--–---ის და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ მის კუთვნილ „Iphone”–ის ფირმის მობილურ ტელეფონს და ფულს.
2.3. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გარდა მოწმეების ბ--- მ-------ისა და ე-–----- ს---–--------ის ჩვენებებისა, არ გამხდარა სადავო და ისინი გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდავო მტკიცებულებებად.
2.4. ძ---–-------–-----------------–-----------–- განყოფილების თანამშრომელმა მოწმე ე-–----- ს---–--------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება-კერძოდ განყოფილების ადმინისტარციულ შენობაში - ც----------–-------------ში დააკავა ნ-----–---- პ---–---–ი, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგადაც ამოღებულ იქნა ქურთუკი და პასპორტი.
2.5. ძ---–-------–-----------------–-----------–- განყოფილების გამომძიებელმა ბ--- მ-------ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა სისწორე და განმარტა, რომ ძ---–-------–-----------------–-----------– განყოფილებაში მდებარე ქალაქ თბილისი ც---------------ში, მოწმის სახით გამოკითხვის შემდეგ დააკავეს დ-------- პ---–---–ი, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ქურთუკი და პირადობის მოწმობა, ასევე ჩაატარა ფოტოსურათით ამოცნობა და შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საიდანაც ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის ხელის კვლები, სისხლის ნიმუშები. გამოკითხა გარემო პერიმეტრზე არსებულ სათვალთვალო ვიდეო კამერების მეპატრონეები.
2.6. საქმეში არსებულ უდაოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 08 მარტს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ვ--------------------------ში მდებარე სასტუმრო „C------“-ში N--- ნომერში ნ-----–---- და დ-------- პ---–---–ები ჯგუფურად, თავს დაესხნენ აშშ-ს მოქალაქე ჯ--- მ--–---ის და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ მის კუთვნილ „Iphone”-ის ფირმის მობილურ ტელეფონს და ფულს. აღნიშნული ქმედებით ჯ--- მ--–---ს მიადგა ფიზიკური ზიანი, ასევე 2870 აშშ დოლარის და 200 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.
2.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ნ-----–---- და დ-------- პ---–---–ებმა ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად
2.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი იძლევა ჯგუფური დანაშაულის განსაზღვრებას, რომლის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
2.9. დაზარალებულ ჯ--- მ--–---ის, ბრალდებულების ნ-----–---- პ---–---–ისა და დ-------- პ---–---–ის აღიარებითი ჩვენებითა და სისხლის სამართლის საქმის მასალებით, რომელიც მხარეთა მიერ უდაოდ იქნა ცნობილი დგინდება რომ ნ-----–---- და დ-------- პ---–---–ებმა ერთობლივად ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი ქმედება.
2.10. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ნ-----–---- პ---–---–მა და დ-------- პ---–---–ებმა ჩაიდინეს ყაჩაღობა ჯგუფურად.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.1. ნ-----–---- პ---–---–ისა და დ-------- პ---–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების: ა-–---------- ს-----ის, შ--–-- ძ----–---–ის, ნ----- ჰ----ის, გ------- გ--------ის, პ----- გ-------–-–---–ის, დ----- ფ----------ის, დაზარალებულ ჯ--- მ--–---ის, ბრალდებულების ნ-----–---- და დ-------- პ---–---–ების ჩვენებებით, ფოტო სურათის ამოცნობის ოქმებით, პირადი ამოცნობის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც დაცვის მხარის მიერ უდაოდ იქნა ცნობილი.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ-----–---- პ---–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით, დ-------- პ---–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ნ-----–---- პ---–---–ის და დ-------- პ---–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მათ მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილნი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ნ-----–---- პ---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს;
5.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ნ-----–---- პ---–---–ს არ გააჩნია.
5.3. დ-------- პ---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს;
5.4. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება დ-------- პ---–---–ს არ გააჩნია.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. ნ-----–---- პ---–---–ი და დ-------- პ---–---–ი ნასამართლობის არ მქონე პირები არიან, გულწრფელად აღიარებენ ჩადენილ ქმედებას და ითანამშრომლეს გამოძიებასთან, მზად არიან დაზარალებულს აუნაზღაურონ მიყენებული ზიანი, ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები - ძმები.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას ნ-----–---- პ---–---–ს და დ-------- პ---–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებულები განიმსჭვალებიან მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანენ სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენენ დანაშაულს.
6.3. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ნ-----–---- პ---–---–ის და დ-------- პ---–---–ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებულ იქნას თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობით.
7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
7.1 შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: ხელის კვლები 16 ცალ დ/ფირზე, მინის ნატეხები მოწითალო ფერის ლაქებით, 1 ცალი პოლიეთილენის ბოთლი და 2 ცალი ჭიქა, 2 ცალი ბალიშის პირი და 4 ცალი პირსახოცი, ზეწარი, საბნის პირი, ყავისფერი პლედი მოწითალო ფერის ლაქებით, ბოთლის თავსახური, მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები, ორი ცალი რეზინის ხელთათმანი, ანაწმენდები 10 ნიმუშად, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები აღებული -კიბის ზედაპირიდან, სუნის ნუმუშები, ერთი ცალი შავი ფერის ტყავის ხელთათმანი, მინის ნატეხები ბოთლის თავის ნატეხთან ერთად, ერთი ცალი პოლიეთილენის ჭიქა სითხით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
7.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.3. ჯ--- მ--–---ისგან ამოღებული: ტანსაცმელი, ტელეფონის ყუთი და სიმბარათის ჩარჩო, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.4. ჯ--- მ--–---თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოები, ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დსკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.5. დ----- ფ----------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოები, ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.6. ჯ--- მ--–---ის ნერწყვის ნიმუში გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.7. ნ-----–---- პ---–---–ის დაკავების და პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ქურთუკი და პირადობის მოწმობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.8. დ-------- პ---–---–ის დაკავების და პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ქურთუკი, ძეწკვი და პირადობის მოწმობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.9. დ-------- პ---–---–ის ნერწყვის ნიმუში გადაიგზავნა ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
7.10. ნ-----–---- პ---–---–ის ნერწყვის ნიმუში გადაიგზავნა ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.11. დ-------- პ---–---–ის სუნის ნიმუში გადაიგზავნა ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.12. ნ-----–---- პ---–---–ის სუნის ნიმუში გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
7.13. სს „ფ------------ის“ მაღაზია ს-----დან გამოთხოვილი გარე კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.14. სს „ფ------------ის“ მაღაზია ს-----დან გამოთხოვილი შიდა კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.15. რესტორან „ა------დან“ გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.16. მაღაზია „ვ-------დან“ გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.17. ბარ „ზ-------“ გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.18. შპს „თ---დან“ გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.19. ოქმი შპს „ე-------------დან“ გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.20. შპს „ლ----დან“ გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.21. შპს „ნ--------დან“ გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.22. მაღაზია „ვ---------დან“ გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.23. შპს „თ--------“-დან გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.24. შპს „ლ-------–---’’-დან გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.25. შპს „ფ-----------------------დან“ გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.26. შპს „დ--------დან“ (დ------) გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.27. შპს „ი-----დან“ გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ-----–---- პ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. ნ-----–---- პ---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
3. დ-------- პ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4. დ-------- პ---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
5. ნ-----–---- პ---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 11 მარტიდან.
6. დ-------- პ---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 11 მარტიდან.
7. ნივთმტკიცებები:
7.1 შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: ხელის კვლები 16 ცალ დ/ფირზე, მინის ნატეხები მოწითალო ფერის ლაქებით, 1 ცალი პოლიეთილენის ბოთლი და 2 ცალი ჭიქა, 2 ცალი ბალიშის პირი და 4 ცალი პირსახოცი, ზეწარი, საბნის პირი, ყავისფერი პლედი მოწითალო ფერის ლაქებით, ბოთლის თავსახური, მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები, ორი ცალი რეზინის ხელთათმანი, ანაწმენდები 10 ნიმუშად, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები აღებული - კიბის ზედაპირიდან, სუნის ნუმუშები, ერთი ცალი შავი ფერის ტყავის ხელთათმანი, მინის ნატეხები ბოთლის თავის ნატეხთან ერთად, ერთი ცალი პოლიეთილენის ჭიქა სითხით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.3. ჯ--- მ--–---ისგან ამოღებული: ტანსაცმელი, ტელეფონის ყუთი და სიმბარათის ჩარჩო, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.4. ჯ--- მ--–---თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოები, ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.5. დ----- ფ----------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოები, ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.6. ჯ--- მ--–---ის ნერწყვის ნიმუში გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.7. ნ-----–---- პ---–---–ის დაკავების და პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ქურთუკი და პირადობის მოწმობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.8. დ-------- პ---–---–ის დაკავების და პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ქურთუკი, ძეწკვი და პირადობის მოწმობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.9. დ-------- პ---–---–ის ნერწყვის ნიმუში გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.10. ნ-----–---- პ---–---–ის ნერწყვის ნიმუში გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.11. დ-------- პ---–---–ის სუნის ნიმუში გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.12. ნ-----–---- პ---–---–ის სუნის ნიმუში გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.13. სს „ფ------------ის“ მაღაზია ს-----დან გამოთხოვილი გარე კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.14. სს „ფ------------ის“ მაღაზია ს-----დან გამოთხოვილი შიდა კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.15. რესტორან „ა------დან“ გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.16. მაღაზია „ვ-------დან“ გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.17. ბარ „ზ-------“ გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.18. შპს „თ---დან“ გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.19. ოქმი შპს „ე-------------დან“ გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.20. შპს „ლ----დან“ გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.21. შპს „ნ--------დან“ გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.22. მაღაზია „ვ---------დან“ გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.23. შპს „თ--------“-დან გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.24. შპს „ლ-------–---’’-დან გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.25. შპს „ფ-----------------------დან“ გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.26. შპს „დ--------დან“ (დ------) გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.27. შპს „ი-----დან“ გამოთხოვილი კამერები, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/