განაჩენი

სისხლის სამართლის 11.08.2019
საქმის ნომერი
120100119002910610
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
11.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/075-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

ახალციხის რაიონული სასამართლო

06 აგვისტო, 2019 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გ------------–---–---–-

 

დაცვის მხარე - ბრალდებული - კ------------–---–- - საქართველოს მოქალაქე, დაბ. 1--------- წელს, პ/ნ 1----------, რეგისტრირებული ქ. ბ----------, მ-------- ქ. N--, ფაქტობრივად მცხ: ქ. ბ----------, გ-------–-----------

ადვოკატი - ნ------------------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 11 თებერვალს დაახლოებით 14:45 საათზე, ქ. ბ---------–-, გ-------–---- ქ. N--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კიბეზე, კ------------–---–-ა საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, მეუღლეს ნ-------------–---–- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა მარცხენა მხარში, ასევე მაგრად შეანჯღრია, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, ამასთან თანაცხოვრების მანძილზე კ------------–---–- სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა ნ------------–---–-, რის გამოც ნ-------------–---–-- განიცდიდა ტანჯვას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

კ------------–---–-ა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულმა ნ-------------–---–-ა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. ბ---------–-, მას და მის დას აქვთ პატარა საოჯახო სასტუმრო, 2019 წლის 11თებერვალს თვეში სახლთან დახვდა კ------------–---–-, რომელიც იყო იყო ნასვამ მდგომარეობაში, და უთხრა, რომ დაბრუნდა ოჯახში, უნდოდა ისევ ურთიერთობის აღდგენა, რაზეც ნ-------------–---–-ა უპასუხა, რომ ისინე ერთ ჭერ ქვეშ ვერ იცხოვრებდნენ, რაზეც კ------------–---–- ძალიან განრისხდა და დაიწყო ლანძღვა-გინება, ნ-------------–---–- მხრებზე მოკიდა ხელი და ძალიან მძიმედ შეარხია, რა დროს ნ---- გაექცა, მოაჯირის ასასვლელი ზემოთ მეორე სართულზე სამანქანო გზის მხარეს, რა დროსაც კ---- მას მუშტი დაარტყა ძალიან მძიმედ, მარცხენა მხარეს, რის შედეგადაც ნ-------------–---–-ა იგრძნო საშინელი ტკივილი. წარსულლშიც კ------------–---–- ხშირად ძალადობა მეუღლეზე, ვინაიდან ჰქონდა პატოლოგიური სიმთვრალე.

 

მოწმე ს--–-------------–---–-- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მისი მამა კ------------–---–- წასული იყო სახლიდან დაახლოებით ზაფხულიდან, ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ თავის მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობდა, სახლიდან წავიდა ჩვეულებრივად და მათ უთხრა, რომ ოჯახზე პასუხისმგებლობას ირიდებდა თავიდან, მსგავსი ფაქტი მანამდეც მომხდარა, დაახლოებით 2019 წლის 11 თებერვალს დედამ დაურეკა და უთხრა, რომ მამამისი სახლში იყო მისული და შერიგებას სთხოვდა, რაზეც მან უარი განუცხადა და როცა უარი მიიღო გახდა აგრესიული, დაუწყო მუქარა, რომ ამას ინანებდა, არ აპატიებდა, აუცილებლად უნდა შერიგებულიყვნენ, მას შერიგება უნდოდა, დედასთან ლაპარაკის შემდეგ ს--–-------------–---–- დაძაბული იყო და ეუბნებოდა დედამისს, რომ სახლში არ მისულიყო, რამე უთანხმოება არ ჰქონოდათ, რადგან ფიზიკურად მარტო იქნებოდა იქ და არ უნდოდა, რომ დედამისი მარტო ყოფილიყო, თუმცა მესამე დღე იყო, როდესაც კიდევ დაურეკა დედამისმა და უთხრა, რომ მამამისი კიდევ მივიდა სახლში, ფიზიკურად შეეხო, რასაც შეესწრო დეიდა, რომელმაც დარეკა პოლიციაში. შემდგომში კი როგორც დეიდისაგან გაიგო კ------------–---–ს ნ-------------–---–--თვის მუშტი დაურტყამს მხარში, ხელებით დაიჭირა და ემუქრებოდა, უყვიროდა, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. წარსულშიც არაერთხელ განუხორციელებლია კ------------–---–-- ფსიქოლოგიური ძალადობა. როდესაც იგი ნასვამი მოდიოდა, იცოდნენ რაც მოხდებოდა, შუაში დგებოდნენ როდესაც მამამისი ძალადობდა დედამისზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს ბ----------ს რაიონული სამმართველოს გამომძიებლებმა თ--------------------–-–---------–---- დაადასტურეს მათ მიერ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტემბა მ-----------------------------------–---–-ა დაადასტურეს, რომ მათ მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვთ სასამართლო-სამედიცინო და ფსიქოლოგირუი ექსპერტიზის დასკვნები, რისი სისწორეც დაადასტურეს.

 

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა კ------------–---–-ა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება და საქმეში არსებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გახადა უდავოდ.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც დაცვის მხარემ გახადა უდავო: შ---------------- მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულ კ------------–---–-- დაკავების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 12.02.2019 წლის N---------- ნ-------------–---–-- სხეულის დაზიანების შესახებ. დადგენილება ნ-------------–---–-- დაზარალებულად ცნობის თაობაზე, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 20.03.2019წ. N--------- დასკვნა და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები არსებით სხდომაზე დაცვის მხარემ გახადა, როგორც უდავო სახის მტკიცებულებანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა კ------------–---–-- მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

კ------------–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება ქმედების ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, კ------------–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვლება პირობით და განესაზღვრება გამოსაცდელი ვადა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კ------------–---–- (პ/ნ1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. მსჯავრდებულ კ------------–---–ს მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 11 თებერვლიდან 2019 წლის 15 თებერვლის ჩათვლით.

 

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

4. გაუქმდეს კ------------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას 5 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ მ---------–-–---–-- (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთს, დაზუსტებული ფართობი 300 კვ.მ. მდებარე ბ----------ს მუნიციპალიტეტი, სოფელი კ--------------- ს.კ. 6----------- (განჩინების თრიღი 1---------–---------).

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე