გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
251210019003133423
საქმე №2/ 165-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
12 აგვისტო, 2019 წელი ქ. თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი
მოსამართლე ახმეტის მუნიციპალიტეტში - თამარ კაპანაძე
სხდომის მდივანი -ფიქრია სვანიძე
მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - მა-----------–---–ი
მოპასუხეები -რუ------------–---–---–ი, ლე---------------–---–ი
დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 208-ე მუხლის მესამე ნაწილით, 243-244-ე, 249-ე-250-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს.
რუ------------–---–---–ს (პ.ნ 0----------) და ლე---------------–---–ს (პ.ნ 0----------- შეეზღუდოთ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება (ვადის განსაზღვრის გარეშე) არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–-------------------ს დაბადებული ხა-------------–---–ის, 2----–-–---------------ს დაბადებული თე-----------------–---–ის და 2----–-–-------------ს დაბადებული ტა-----–------------–---–ის მიმართ, ნებისმიერ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორ მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ და შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებთან, საბანკო დაწესებულებებთან, ურთიერთობის ნაწილში.
2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ კაპანაძე