გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.06.2019
საქმის ნომერი
330310118002525763
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------

საქმე №3/4995-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - შ----------ი“

წარმომადგენელი - ხ---------------–-–---–ი

 

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - მ--------------–-–---–ი

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

წარმომადგენელი - გიორგი კიკნაძე

 

მესამე პირი (16.2) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

წარმომადგენლები - გ---------------ე, ს--–------------ე

 

მესამე პირები (16.2) - ლ-------------–---–ი, გ-----------------ძე, მ--–----------–----–---

წარმომადგენლები - გ-------------–---–ი, გ----------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 31 მაისის №--- ბრძანება ,,ლ-------------–---–ის, გ-----------------ძისა და მ--–----------–----–იძის წარმომადგენლების: გ-------------–---–ისა და გ----------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე’’.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 18 ივნისის №–------- დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე(მშენებლობის შეჩერების შესახებ);

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 სექტემბრის №--- ბრძანება ,,შ-----------ის’’ დირექტორის რ-----------------ს წარმომადგენლის ხ---------------–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’.

 

მოსარჩელის განმარტებით, თბილისი, ო---------, ნაკვეთი 0----- რეგისტრირებული საკადასტრო კოდით №---------------- საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა სამ ფიზიკურ პირს, მ--–----------–----–---ს, ლ-------------–---–ს და გ-----------------ძეს, რომელთაგანაც მოსარჩელემ მიიღო აღნაგობის უფლება 30.10.2016წ. გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. აღნაგობის უფლება შეწყდა და საკუთრების უფლება რეგისტრირებული იქნა მოსარჩელის სახელზე 2017 წლის 07 სექტემბერს. მოცემულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განსახორციელებლად 08.08.2014წ. შეთანხმებული იყო სამშენებლო პროექტი №-------, რომელზეც კანონიერი უფლებები და მოთხოვნები მოსარჩელემ მოიპოვა ჯერ 30.10.2016 წ. ხელშეკრულების, ხოლო შემდეგ 17.11.2016წ. №1-------- სანოტარო აქტის საფუძველზე. მოსარჩელე განმარტავს, რომ მოსარჩელემ სამშენებლო პროექტი მიეღო ყოველგვარი დათქმებისა და აკრძალვების გარეშე. იგი იყო კეთილსინდისიერი მოაღნაგე და არქიტექტურული პროექტით დადგენილ ვადებში, წინსწრებითაც ასრულებდა ვალდებულებებს 30.10.2016 წლის ხელშეკრულების შესაბამისად.

 

2017 წლის აგვისტოს თვეში ერთის მხრივ დაიწყო სამშენებლო ფართების განშლის ოქმის მომზადება და ფართების საჯარო რეესტრში მესაკუთრეებზე აღრიცხვა, მეორეს მხრივ მოსარჩელემ გადაწყვიტა, მოეხდინა პროექტის კორექტირება, რისთვისაც 20.08.2017 წელს განცხადებით მიმართა თბილისის არქიტექტურის სამსახურს, რომელმაც 2017 წლის 29 აგვისტოს N 3------ ბრძანებით დააკმაყოფილა განცხადება. კერძოდ, შეთანხმდა კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვისა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა. 30.08.2017წ. კორექტირებული პროექტის შესაბამისი ფართების განშლის ოქმი შეადგინა, შ-----------ის’’ პარტნიორმა თ. მაჭავარიანმა, რასაც დაეთანხმა მიწის ნაკვეთის ყოფილი მესაკუთრე, გ-----------------ძე, რომელიც ასევე წარმოადგენდა ლ-------------–---–სა და მ--–----------–----–აძეს. 30.08.2017წ. განშლის ოქმისა და 07.09.2017წ. შედგენილი შეთანხმების შედეგად, მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №----------------, გადავიდა შ-----------ის’’ საკუთრებაში, ხოლო ყოფილი მიწის მესაკუთრეებმა დაირეგისტრირეს მათთვის გადასაცემი ფართები. პროექტის კორექტირება მოხდა მეორეჯერ 28.12.2017 წელსაც. პროექტის მოცულობის გაზრდით განაწყენებულმა ყოფილმა მესაკუთრეებმა საჩივრით მიმართეს თბილისის მერიას და მოითხოვეს კორექტირებული პროექტის №------- და №3------ ბრძანებების ბათილად ცნობა, რაც დაკმაყოფილდა. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 18 ივნისის №–------- დადგენილებით კი შეჩერდა შ-----------ის’’ მიერ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. აღნიშნული დადგენილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა მერიის 2018 წლის 17 სექტემბრის №--- ბრძანებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, სათანადო გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს წერილობითი ფორმით შესაგებელი შ-----------ის’’ მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი თავი შეიკავა განსახილველ სარჩელზე პოზიციის დაფიქსირებისაგან.

 

3.2. მესამე პირებს - ლ-------------–---–ს, გ-----------------ძეს და მ--–----------–----–---ს წერილობითი ფორმით შესაგებელი შ-----------ის“ მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენიათ. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირების წარმომადგენლებმა კი სარჩელს მხარი არ დაუჭირეს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 8 აგვისტოს №------- ბრძანებით მ-------------ის 2014 წლის 03 ივნისის №--------- განცხადება დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, ო---------, ნაკვეთი 0-----, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2014 წლის 08 აგვისტოდან 2016 წლის 08 დეკემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 8 აგვისტოს №------- ბრძანება (იხ. საქმე №3/4164-18, ტომი 1, ს.ფ. 42-45).

 

4.1.2. 2016 წლის 17 ოქტომბერიდან, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ო---------, ნაკვეთი 0----, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №----------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1739.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ--–----------–----–იძის (466 კვ.მ.), ლ-------------–---–ის (856 კვ.მ.) და გ-----------------ძის (417 კვ.მ.) სახელზე.

 

4.1.3 2016 წლის 29 ოქტომბერს და 30 ოქტომბერს გაცემული რწმუნებულებებით, მ--–----------–----–---მ და ლ-------------–---–მა გ-----------------ძეს მიანიჭეს უფლებამოსილება: ა) შ----------თან“ დაედო სანოტარო აქტი აღნაგობის ძირითადი ხელშეკრულებისა და უძრავი ქონების გაცვლის წინარე ხელშეკრულების შესახებ, რომლითაც აღნაგობის უფლებით დაიტვირთებოდა მათ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი; ბ) ესარგებლა აღნაგობის უფლებით დადგენილი ყველა უფლებით და შეესრულებინა აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ყველა ვალდებულება, მათ შორის, ეკისრა აღნაგობის უფლებით დატვირთული მიწის ნაკვეთში მარწმუნებლისა და თვით რწმუნებულის თანასაკუთრებაში არსებული წილიდ დეველოპრებისათვის გადაცემის ვალდებულება იმ პირობით, რომ ამ წილის და/ან ფულადი თანხის/ კომპენსაციის სანაცვლოდ მარწმუნებელი მიიღებდა ფართებს ამავე მიწის ნაკვეთზე/მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობა-ნაგებობაში ისე, რომ ამ მიწის ნაკვეთში მარწმუნებლებს ექნებოდათ, წილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წილის პროპორციებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 22-23);

- 2016 წლის 29 ოქტომბერის სანოტარო აქტი N--------- (ს.ფ. 62-65);

- 2016 წლის 30 ოქტომბერის სანოტარო აქტი N--------- (ს.ფ. 58-61).

 

4.1.4. 2016 წლის 30 ოქტომბერს, ერთის მხრივ - მ--–----------–----–---ს, ლ-------------–---–ს და გ-----------------ძეს, ხოლო მეორეს მხრივ - შ-----------“ შორის დადებული იქნა ხელშეკრულება აღნაგობის ძირითადი ხელშეკრულებისა და უძრავი ქონების გაცვლის წინარე ხელშეკრულების შესახებ, რომლის 3.1. პუნქტის თანახმად, მესაკუთრის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მოაღნაგის სასარგებლოდ დაიტვირთა აღნაგობის უფლებით, მოაღნაგის მიერ მესაკუთრის სასარგებლოდ წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ. კერძოდ მოაღნაგეს (შ----------ი“) მიენიჭა უფლება და ამავე დროს დაეკისრა ვალდებულება, მიწის ნაკვეთზე საკუთარი ხარჯით აღემართა მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობა, რომლის ნაწილიც წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით გადაეცემოდა მესაკუთრეს (იხ. წინამდებარე ხელშეკრულების მე-15 მუხლი).

 

ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლი თანახმად, მხარეების შეთანხმდნენ, რომ 1. აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული შენობა-ნაგებობა იქნებოდა მოაღნაგის საკუთრება, ხოლო მიწის ნაკვეთი დარჩებოდა მესაკუთრის საკუთრებაში წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებამდე. 2. მიწის ნაკვეთის ნაწილი მოაღნაგის საკუთრება, ხოლო შენობა-ნაგებობის ნაწილი - ფართობი მესაკუთრის საკუთრება გახდებოდა, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულების შემდეგ.

 

მოაღნაგემ იკისრა ვალდებულება, რომ 2014 წლის 03 ივნისის ბრძანების მოქმედების ვადა (მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი პროექტის შეთანხმების შესახებ) გაეგრძელებინა 2016 წლის 08 დეკემბრამდე. შენობა-ნაგებობის პროექტის კორექტირება კი საჭიროებდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების თანხმობას, თანხმობის გაცემის პირობებზე მხარეები შეთანხმდებოდნენ დამატებით (ხელშეკრულების მე-7 მუხლი).

 

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ დადებდნენ ხელშეკრულებას, რომლითაც მესაკუთრე თავის წილს მიწის ნაკვეთში (გარდა იმ წილისა, რომელიც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს საქართველოს კანონმდებლობით ეკუთვნოდა ამ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის საერთო ფართში მესაკუთრისთვის გადაცემული ფართის პროპორციულად) გადასცემდა მოაღნაგეს, ხოლო მოაღნაგე ამ მიწის (გაერთიანებული მიწის ნაკვეთში წილის) სანაცვლოდ მესაკუთრეს საკუთრებაში გადასცემდა შენობა-ნაგებობის ნაწილს - წინამდებარე ხელშეკრულებით შეთანხმებული მდგომარეობამდე მიყვანილ ინდივიდუალიზებულ ფართებს მიწის ნაკვეთში შესაბამისის წილის გარეშე (ხელშეკრულების მე-15 მუხლი).

 

მე-16 მუხლით განისაზღვრა, რომ მესაკუთრე მოაღნაგეს საკუთრებაში გადასცემდა მიწის ნაკვეთს (გარდა იმ წილისა, რომელიც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს საქართველოს კანონმდებლობით ეკუთვნოდა ამ მიწის ნაკვეთზე შენობა, ნაგებობის საერთო ფართში მესაკუთრისთვის გადაცემული ფართის პროპორციულად) ხოლო ამ მიწის სანაცვლოდ, მოაღნაგე მესაკუთრეს შეუზღუდავ და ვალდებულებებისგან თავისუფალ მდგომარეობაში გადასცემდა ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობა-ნაგებობის ნაწილს - ინდივიდუალიზებულ ფართებს, შესაბამისის მიწის ნაკვეთის წილის გარეშე.

 

ხელშეკრულების მე-20 მუხლის თანახმად, ფართზე მესაკუთრის საკუთრების უფლება, ხოლო მიწის ნაკვეთზე მოაღნაგის საკუთრების უფლება წარმოიშობოდა შესაბამისი შინაარსის ძირითადი ხელშეკრულებების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 30 ოქტომბრის №--------- ხელშეკრულება აღნაგობის ძირითადი ხელშეკრულებისა და უძრავი ქონების გაცვლის წინარე ხელშეკრულების შესახებ (იხ. საქმე №3/4164-18, ტომი 1, ს.ფ. 42-45).

 

4.1.5. 2016 წლის 17 ნოემბრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობით, გ-----------------ძემ პირადად და როგორც ლ-------------–---–ისა და მ--–----------–----–იძის მინდობილმა პირმა, განაცხადა თანხმობა, რომ ქ. თბილისში, ო---------, შ--------–---–--–------ მიმდებარე ტერიტორიაზე (ს/კ: №----------------) მდებარე მიწის ნაკვეთზე გაცემული პროექტი (სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 03.06.14წ. ბრძანება №-------) გაეფორმებინა შ-----------ის“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 17 ნოემბრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (იხ. საქმე №3/4164-18, ტომი 1, ს.ფ. 56-57).

 

4.1.6. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ო---------, ნაკვეთი 0----, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №----------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1739.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ--–----------–----–იძის (466 კვ.მ.), ლ-------------–---–ის (856 კვ.მ.) და გ-----------------ძის (417 კვ.მ.) სახელზე, ხოლო ამავე ამონაწერის თანახმად, აღნაგობის უფლების მქონე პირს წარმოადგენს შ-----------ი’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 18/11/2016 (იხ. საქმე №3/4164-18, ტომი 1, ს.ფ. 42-45);

 

4.1.7. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 29 აგვისტოს №------- ბრძანებით დაკმაყოფილდა რ-----------------ს (შ-----------ის’’ დირექტორი) 2017 წლის 20 აგვისტოს №--------- ელექტრონული განცხადება და ქ. თბილისში, ო---------, ნაკვეთი 0-----, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2017 წლის 29 აგვისტოდან 2018 წლის 29 ივლისის ჩათვლით.

 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2017 წლის 20 აგვისტოს №--------- ელექტრონულ განცხადებაში ლ-------------–---–ი, გ-----------------ძე და მ--–-----------–----–--ე რეგისტრირებულნი არიან თანაგანმცხადებლებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რ-----------------ს 2017 წლის 20 აგვისტოს №--------- ელექტრონული განცხადება (იხ. საქმე №3/4164-18, ტომი 1, ს.ფ. 303);

- ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 29 აგვისტოს №------- ბრძანება (იხ. საქმე №3/4164-18, ტომი 1, ს.ფ. 100-102).

 

4.1.7. 2017 წლის 30 აგვისტოს შ-----------ის“ პარტნიორთა კრების ოქმით ირკვევა, რომ შ-----------ის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ერთხმად გადაწყვიტეს შ-----------ის’’ მიერ ასაშენებელ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში, მდებარე ქ. თბილისში, ო---------, ნაკვეთი 0----- (ს/კ: №----------------), ფართების გადანაწილება და მესაკუთრეების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში, კორექტირებული პროექტის საფუძველზე. ამასთან, აღნიშნულ კრების ოქმზე თანხმობა განაცხადა გ-----------------ძემ, როგორც პირადად, ასევე ლ-------------–---–ისა და მ--–----------–----–იძის მინდობილმა პირმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 30 აგვისტოს შ-----------ის’’ პარტნიორთა კრების ოქმი (იხ. საქმე №3/4164-18, ტომი 1, ს.ფ. 71-75).

 

4.1.8. 2017 წლის 04 სექტემბერს გ-----------------ძესა (ასევე როგორც მ. მარლაკელიძისა და ლ. კუპატაშვილის წარმომადგენელი) და შ-----------“ შორის, 2016 წლის 30 ოქტომბრის აღნაგობის ხელშეკრულებისა და უძრავი ქონების გაცვლის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე, გაფორმდა შეთანხმება, სადაც მითითებულია რომ აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენდა ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც შეწყდებოდა აღნაგობის უფლება და გაუქმდებოდა აღნაგობის უფლება საჯარო რეესტრში. მესაკუთრეები ხელშეკრულების მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად საკუთრებაში გადასცემდნენ მოაღნაგეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთს. ნაკვეთის ფუნცია-არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი 1739 კვ.მ, მისამართი ო---------, ნაკვეთი N-----, საკადასტრო კოდი N----------------- მოაღნაგემ კი იკისრა ვალდებულება მესაკუთრეებისათვის გადაეცა ამავე ხელშეკრულების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფართები გამონაკლისის გარეშე.

 

2017 წლის 08 ნოემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით კი დგინდება, რომ აღნიშნული უძრავი ქონების ერთ-ერთ მესაკუთრეს ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირებთან ერთად და აღნაგობის უფლების მქონე პირს წარმოადგენს შ-----------ი’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 04 სექტემბრის შეთანხმება (იხ. საქმე №3/4164-18, ტომი 1, ს.ფ. 175-177).

 

4.1.9. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 დეკემბრის №3------ ბრძანებით დაკმაყოფილდა რ-----------------ს (შ-----------ის“ დირექტორი) 2017 წლის 13 ნოემბრის №--------- ელექტრონული განცხადება და ქ. თბილისში, ო---------, ნაკვეთი 0-----, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2017 წლის 28 დეკემბრიდან 2018 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით.

 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2017 წლის 13 ნოემბრის №--------- ელექტრონულ განცხადებაში ლ-------------–---–ი, გ-----------------ძე და მ--–-----------–----–--ე რეგისტრირებულნი არიან თანაგანმცხადებლებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რ-----------------ს 2017 წლის 13 ნოემბრის №--------- ელექტრონული განცხადება (იხ. საქმე №3/4164-18, ტომი 1, ს.ფ. 301-302);

- ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 დეკემბრის №3------ ბრძანება (იხ. საქმე №3/4164-18, ტომი 1, ს.ფ. 116-121);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 08/11/2017 (იხ. საქმე №3/4164-18, ტომი 1, ს.ფ. 92-99).

 

4.1.10. 2018 წლის 13 აპრილს ლ-------------–---–ის, გ-----------------ძისა და მ--–----------–----–იძის წარმომადგენლებმა გ-------------–---–მა და გ----------------–---–მა №1---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ. თბილის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 29 აგვისტოს №------- და 2017 წლის 28 დეკემბრის №3------ ბრძანებების ბათილად ცნობა.

 

3.1.11. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 31 მაისის №--- ბრძანებით, დაკმაყოფილდა ლ-------------–---–ის, გ-----------------ძისა და მ--–----------–----–იძის წარმომადგენლების გ-------------–---–ისა და გ----------------–---–ის 2018 წლის 13 აპრილის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 29 აგვისტოს №------- და 2017 წლის 28 დეკემბრის №3------ ბრძანებები და დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გ-------------–---–ისა და გ----------------–---–ის 2018 წლის 13 აპრილის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი (იხ. საქმე №3/4164-18, ტომი 1, ს.ფ. 231-235);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 31 მაისის №--- ბრძანება ,,ლ-------------–---–ის, გ-----------------ძისა და მ--–----------–----–იძის წარმომადგენლების: გ-------------–---–ისა და გ----------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე’’ (იხ. საქმე №3/4164-18, ტომი 1, ს.ფ. 231-235).

 

4.1.12. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 18 ივნისის №–------- დადგენილებით შეჩერებულ იქნა შ-----------ის“ მიერ ქ. თბილისში, ო---------, ნაკვეთი 0-----, საკ. კოდი: №-----------------ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 18 ივნისის №–------- დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე(მშენებლობის შეჩერების შესახებ) (იხ. საქმე №3/4164-18, ტომი 1, ს.ფ. 231-235).

 

4.1.13. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 23 აგვისტოს №–--------2 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა შ-----------ის“ მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 18 ივნისს მიღებული №------------- №–------- დადგენილება მშენებლობის შეჩერების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 23 აგვისტოს №–--------2 დადგენილება (იხ. საქმე №3/4995-18, ტომი 2, ს.ფ. 46-47).

 

4.1.14. 2018 წლის 04 ივლისს შ-----------ის“ დირექტორის რ-----------------ს წარმომადგენელმა ხ---------------–-–---–მა №1---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 18 ივნისის №–------- დადგენილების ბათილად ცნობა.

 

3.1.15. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 სექტემბრის №--- ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა შ-----------ის“ დირექტორის რ-----------------ს წარმომადგენლის ხ---------------–-–---–ის 2018 წლის 04 ივლისის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 18 ივნისის №–------- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხ---------------–-–---–ის 2018 წლის 04 ივლისის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი (იხ. საქმე №3/4995-18, ტომი 2, ს.ფ. 11-18);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 სექტემბრის №--- ბრძანება ,,შ-----------ის’’ დირექტორის რ-----------------ს წარმომადგენლის ხ---------------–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ (იხ. საქმე №3/4995-18, ტომი 2, ს.ფ. 2-6).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შ-----------ის’’ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 31 მაისის №--- ბრძანება ,,ლ-------------–---–ის, გ-----------------ძისა და მ--–----------–----–იძის წარმომადგენლების: გ-------------–---–ისა და გ----------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 18 ივნისის №–------- დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე(მშენებლობის შეჩერების შესახებ) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 სექტემბრის №--- ბრძანება შ-----------ის“ დირექტორის რ-----------------ს წარმომადგენლის ხ---------------–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 31 მაისის №--- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ლ-------------–---–ის, გ-----------------ძისა და მ--–----------–----–იძის წარმომადგენლების: გ-------------–---–ისა და გ----------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა. სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 31 მაისის №--- ბრძანების კანონიერების შეფასებისას, რომლითაც დაკმაყოფილდა ლ-------------–---–ის, გ-----------------ძისა და მ--–----------–----–იძის წარმომადგენლების გ-------------–---–ისა და გ----------------–---–ის 2018 წლის 13 აპრილის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 29 აგვისტოს №------- და 2017 წლის 28 დეკემბრის №3------ ბრძანებები და დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის, საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სწორად ცნო თუ არა მერიამ არქიტექტურის სადავო აქტები უკანონოდ და ახალი აქტის გამოცემისას რამდენად სწორად მიიჩნია მესაკუთრეთა თანხმობების წარდგენის საჭიროება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე დადგენილების 39-ე მუხლი კი განსაზღვრავს მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შემთხვევებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დამკვეთი უფლებამოსილია, მშენებლობის ნებართვის მისაღებად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი პროცედურისაგან განსხვავებით, აირჩიოს ორსტადიიანი ადმინისტრაციული წარმოება.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

ამავე დადგენილების, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, IV კლასის შენობა ნაგებობის მშენებლობის ნებართვა გაიცემა დადგენილების VIII–XIII თავების შესაბამისად და ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 77-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი IV კლასის შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი საჭიროების შემთხვევაში მოიცავს თანამესაკუთრ(ეებ)ის თანხმობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ წარმოდგენილი 2016 წლის 30 ოქტომბრის №--------- ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის განისაზღვრა, რომ შენობა-ნაგებობის პროექტის კორექტირება საჭიროებდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების თანხმობას, თანხმობის გაცემის პირობებზე კი მხარეები უნდა შეთანხმებულიყვნენ დამატებით.

 

ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 29 აგვისტოს №------- ბრძანებით დაკმაყოფილდა რ-----------------ს (შ-----------ის’’ დირექტორი) 2017 წლის 20 აგვისტოს №--------- ელექტრონული განცხადება და ქ. თბილისში, ო---------, ნაკვეთი 0-----, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2017 წლის 29 აგვისტოდან 2018 წლის 29 ივლისის ჩათვლით. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 დეკემბრის №3------ ბრძანებით კი ისევ დაკმაყოფილდა რ-----------------ს (შ-----------ის“ დირექტორი) 2017 წლის 13 ნოემბრის №--------- ელექტრონული განცხადება და ქ. თბილისში, ო---------, ნაკვეთი 0-----, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2017 წლის 28 დეკემბრიდან 2018 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით.

 

2017 წლის 20 აგვისტოს №--------- და 2017 წლის 13 ნოემბრის №--------- ელექტრონულ განცხადებებზე, რომელთა საფუძველზე გამოიცა ზემოაღნიშნული №------- და №3------ ბრძანებები, ლ-------------–---–ი, გ-----------------ძე და მ--–-----------–----–--ე რეგისტრირებულნი არიან თანაგანმცხადებლებად. თუმცა, აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე საჩივრის ავტორებმა უარყვეს ის გარემოება, რომ შ----------ის“ წინაშე მათ მიერ გამოვლინდა შესაბამისი ნება არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე თანაგანმცხადებლად დარეგისტრირებასა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის კორექტირების თაობაზე, ხოლო შ----------ის“ დირექტორმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ლ-------------–---–ის, გ-----------------ძისა და მიხეილ მაღლაკელიძის თანაგანმცხადებლებად დარეგისტრირება მოხდა მათი თანხმობის საფუძველზე. უფრო მეტიც, სხდომაზე აღნიშნა, რომ მითითებული საკითხის გასარკვევად დაუკავშირდა გ-----------------ძის მამას, ხოლო მესაკუთრეთა მონაცემები მითითებული იქნა საჯარო რეესტრის ვებ. გვერდზე მოძიებული ინფორმაციის შესაბამისად, რის გამოც, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სწორად მიუთითა, რომ განმცხადებელის (შ----------ი“) მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ თანაგანმცხადებლად მესაკუთრეების დარეგისტრირება განხორციელდა მათი ნების შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარის დირექტორმა თანაგანმცხადებლებად თავად მიუთითა ლ-------------–---–ი, გ-----------------ძე და მიხეილ მაღლაკელიძე, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ 2016 წლის 17 ნოემბრის ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობა, წარმოადგენდა საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ არქიტექტურის სამსახურს მიეღო გადაწყვეტილება პროექტის კორექტირების თაობაზე. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის აღნიშნულ პოზიციას და მიუთითებს, რომ მითითებული თანხმობით, გ-----------------ძემ პირადად და ასევე როგორც ლ-------------–---–ისა და მ--–----------–----–იძის მინდობილმა პირმა, განაცხადა თანხმობა, რომ ქ. თბილისში, ო---------, შ--------–---–--–------ მიმდებარე ტერიტორიაზე (ს/კ: №----------------) მდებარე მიწის ნაკვეთზე გაცემული პროექტი (სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 08.08.14წ. ბრძანება №-------) გაეფორმებინა შ-----------ის“, რაც იმას ნიშნავს რომ მოაღნაგეს გადაეცა აღნიშნული ბრძანებით დადასტურებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის უფლება. შესაბამისად, როდესაც მხარეებმა 2016 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებაში ცალსახად განსაზღვრეს, რომ პროექტის კორექტირებაზე აუცილებელი იყო მათი თანხმობა, რომელზეც შეთანხმდებოდნენ დამატებით, 2016 წლის 17 ნოემბრის შეთანხმება, რომელშიც არ არის მითითებული კორექტირების საკითხებთან დაკავშირებით რაიმე ახალ მოწესრიგებაზე, ვერ მიიჩნევა იმის წინაპირობად, რომ პროექტის გაფორმებით შ-----------“ ასევე გადაეცა კორექტირების ერთპიროვნული უფლება.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს, მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზეც, რომ 2017 წლის 30 აგვისტოს შ-----------ის’’ პარტნიორთა კრების ოქმზე ხელმოწერით გ-----------------ძე დაეთანხმა პროექტის კორექტირებას, რადგან კრების ოქმი შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს 2017 წლის 29 აგვისტოს №------- ბრძანებით გაცემულ ნებართვაზე წარდგენილ თანხმობად იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იგი მიღებულია არქიტექტურის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, რომ არაფერი ითქვას უფრო ადრე წარდგენილ განცხადებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 29 აგვისტოს №------- ბრძანებით ისე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, რომ მესაკუთრეების თანხმობა წარდგენილი არ ყოფილა. ამასთან, აღნიშნული განხორციელდა იმ პირობებში, როდესაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 77-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ IV კლასის შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი საჭიროების შემთხვევაში ასევე მოიცავს თანამესაკუთრ(ეებ)ის თანხმობას, მხარეები კი შეთანხმებულები იყვნენ თანხმობის აუცილებლობაზე (საჭიროებაზე).

 

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 დეკემბრის №3------ ბრძანებასთან მიმართებით, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას, რომ მისი გამოცემის დროისათვის შ-----------ი“ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს და არ ქონდა ვალდებულება წარედგინა გ-----------------ძის, ლ-------------–---–ისა და მ--–----------–----–იძის თანხმობები (თუმცა ამ შემთხვევაშიც თავად მიუთითა აღნიშნული პირები თანაგანმცხადებლებად). სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2016 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულების მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრე და მოაღნაგე შეთანხმდნენ, რომ მესაკუთრე მოაღნაგეს საკუთრებაში გადასცემდა მიწის ნაკვეთს, გარდა იმ ნაწილისა რომელიც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეკუთვნის ამ მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართში მესაკუთრისათვის გადაცემული ფართის პროპორციულად, ხოლო ამ მიწის სანაცვლოდ მოაღნაგე მესაკუთრეს შეუზღუდავ და ვალდებულებებისაგან თავისუფალ საკუთრებაში გადასცემს ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის ნაწილს - ინდივიდუალიზებულ ფართებს მიწის ნაკვეთში შესაბამისი წილის გარეშე (იხ. საქმე №3/4164-18, ტომი 1, ს.ფ. 31). ასევე საყურადღებოა ხელშეკრულების მე-15 მუხლი (მიწის ნაკვეთისა და ფართების გაცვლის ზოგადი ვალდებულებისა და შესრულების სამართლებრივი შედეგების შესახებ), სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ დადებდნენ ხელშეკრულებას, რომლითაც მესაკუთრე თავის წილს მიწის ნაკვეთში (გარდა იმ წილისა, რომელიც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს საქართველოს კანონმდებლობით ეკუთვნოდა ამ მიწის ნაკვეთზე შენობა, ნაგებობის საერთო ფართში შესაკუთრისთვის გადაცემული ფართის პროპორციულად) გადასცემდა მოაღნაგეს, ხოლო მოაღნაგე ამ მიწის (გაერთიანებული მიწის ნაკვეთში წილის) სანაცვლოდ მესაკუთრეს საკუთრებაში გადასცემდა შენობა-ნაგებობის ნაწილს - წინამდებარე ხელშეკრულებით შეთანხმებული მდგომარეობამდე მიყვანილ ინდივიდუალიზებულ ფართებს მიწის ნაკვეთში შესაბამისის წილის გარეშე (ხელშეკრულების მე-15 მუხლი). ამდენად, 2016 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებით მესაკუთრეებმა ცალსახად დააფიქსირეს ნება, რომ ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე რჩებოდნენ იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ეკუთვნოდათ ამ მიწის ნაკვეთზე შენობა- ნაგებობის საერთო ფართში მათთვის გადაცემული ფართების პროპორციულად. მიწის ნაკვეთის ნაწილზე უარი არ უთქვამთ არც 2017 წლის 04 სექტემბრის ხელშეკრულებით რადგან ამავე შეთანხმებაში მითითებულია, რომ შეთანხმება წარმოადგენდა 2016 წლის 30 ოქტომბრის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს და რომ მესაკუთრეები ამავე ხელშეკრულების მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად საკუთრებაში გადასცემდნენ მოაღნაგეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთს,სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ 2016 წლის 29 და 30 ოქტომბერს გაცემული მინდობილობებით მ--–----------–----–---მ და ლ-------------–---–მა გ-----------------ძეს მიანიჭეს უფლება ესარგებლა აღნაგობის უფლებით დადგენილი ყველა უფლებით და შეესრულებინა აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილის ყველა ვალდებულება, მათ შორის, ეკისრა აღნაგობის უფლებით დატვირთული მიწის ნაკვეთში მარწმუნებლისა და თვით რწმუნებულის თანასაკუთრებაში არსებული წილის დეველოპერებისათვის გადაცემის ვალდებულება იმ პირობით, რომ ამ წილის და/ან ფულადი თანხის/კომპენსაციის სანაცვლოდ მარწმუნებელი მიიღებდა ფართებს ამავე მიწის ნაკვეთზე/მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე აშენებულ-შენობა-ნაგებობაში ისე, რომ ამ მიწის ნაკვეთში მარწმუნებელს ექნებოდა წილი საქართველოს კანონმდბელობით დადგენილი წილის პროპორციებით. ამდენად ცალსახაა, რომ მ--–----------–----–---ს და ლ-------------–---–ს არ მიუნიჭებიათ მათი წილი მიწის ნაკვეთის გასხვისების უფლება და აქედან გამომდინარეც ბუნებრივია, რომ 2017 წლის 04 სექტემბრის შეთანხმებით შ----------ი“ ვერ გახდებოდა მთელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. ამასთან მნიშვნელოვანია 2016 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საიდანაც დგინდება, რომ №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს წარმოადგენდნენ მ--–----------–----–---, ლ-------------–---–ი და გ-----------------ძე, ხოლო 2017 წლის 08 ნოემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ აღნიშნული უძრავი ქონების ერთ-ერთ მესაკუთრეს ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირებთან ერთად და ასევე აღნაგობის უფლების მქონე პირს წარმოადგენდა შ-----------ი’’ (ნაკვეთის საკუთრების ტიპი -თანასაკუთრება). ყოველივე აღნიშნული კი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა როგორც შ-----------ი“, ისე მ--–----------–----–---, ლ-------------–---–ი და გ-----------------ძე და მათი თანხმობების წარდგენა წარმოადგენდა კორექტირებული პროექტის გაცემისათვის სავალდებულო პირობას.

 

ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი მსჯელობის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 31 მაისის №--- ბრძანება გამოცემულია ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის და გამოკვლევის საფუძველზე და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

7.5. მოსარჩელე მხარის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე (მშენებლობის შეჩერების შესახებ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 18 ივნისის №–------- დადგენილების ბათილად ცნობა, სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის მე-15 მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლე), წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-12 მუხლის თანახმად კი, თუ მშენებარე ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ. დადგენილების მიღების შემდეგ ეს ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება დარღვევების გამოსწორების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 31 მაისის №--- ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 29 აგვისტოს №------- და 2017 წლის 28 დეკემბრის №3------ ბრძანებები, რომლებიც, საპროექტო მიწის ნაკვეთზე (ს/კ №----------------) ქმნიდა შ----------ის“ მიერ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განხორციელების საფუძველს, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 18 ივნისის №–------- დადგენილებით, შეჩერებულ იქნა შ-----------ის’’ მიერ ქ. თბილისში, ო---------, ნაკვეთი 0-----, საკ. კოდი: №-----------------ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ხსენებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტებისა და მშენებლობის ნებართვების ბათილად ცნობის შემდეგ, სახეზე იყო სამშენებლო სამართალდარღვევა, რამდენადაც განხორციელებულმა სამშენებლო სამუშაოებმა შეიძინა უნებართვო ხასიათი, რაც პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მიზნებისთვის, მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების წინაპირობად ითვლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მშენებლობის შეჩერების აუცილებლობა უნდა გამომდინარეობდეს სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული ვარაუდიდან. ამასთან, მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის გამოცემა მაღალი ალბათობით უნდა ადასტურებდეს სამართალდარღვევის ჩადენას, რასთან დაკავშირებითაც, სამომავლოდ შესაძლებელია, მიღებულ იქნეს დადგენილება პირის სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო - სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე (მშენებლობის შეჩერების შესახებ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 18 ივნისის №–------- დადგენილების გამოცემა განაპირობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის ფაქტმა და აღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ეფუძნებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც აქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 23 აგვისტოს №–--------2 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 18 ივნისს მიღებული №------------- №–------- დადგენილება მშენებლობის შეჩერების შესახებ, გაურკვეველია რაში მდგომარეობს აქტის ბათილდ ცნობის მიმართ მოსარჩელის ინტერესი.

 

7.6. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 სექტემბრის №--- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც შ-----------ის’’ დირექტორის რ-----------------ს წარმომადგენელს ხ---------------–-–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 სექტემბრის №--- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

7.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ-----------ის’’ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, შ-----------ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200 ლარი (100 ლარი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 31 მაისის №--- ბრძანების ნაწილში, ხოლო 100 ლარი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 18 ივნისის №–------- დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 სექტემბრის №--- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში) ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შ-----------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. შ-----------ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 200 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი