განაჩენი

სისხლის სამართლის 13.08.2019
საქმის ნომერი
200100119003119573
დავის ტიპი
124
თარიღი
13.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100119003119573

N1/203-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

13 აგვისტო, 2019 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - ნ----------------–---–ი

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ზ------ მ-------–---–ი

მამის სახელი: ა------

დაბადებული: 1----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ნ----------–ი

მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი ნ----------–ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლი - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2019 წლის 30 მაისს, დაახლოებით 23:30 საათზე, თელავის რაიონის სოფელ ნ----------–ის მიდებარედ, ე.წ. „თ------ის“ ტერიტორიაზე, ზ------ მ-------–---–მა კუთვნილი სანადირო ცეცცხლსასროლი იარაღიდან ერთხელ გასროლის შედეგად, გაუფრთხილებლობით, სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა უ------ ე---------ს. კერძოდ, უ------ ე---------მა მიიღო მარცხენა ბარძაყის ზედა მესამედის ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა, ბარძაყის ძვლის ღია მოტეხილობა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ------ მ-------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4. სასამართლოს ბრალდებულ ზ------ მ-------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.

5. ზ------ მ-------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

7. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ზ------ მ-------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

8. ზ------ მ-------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი.

9. ზ------ მ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.

10. ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, დალუქული, ზ------ მ-------–---–ისგან აღებული ხელის ანაწმენდის ნიმუში, დალუქული (ექსპერტიზის შემდეგ, საკონტროლო ნიმუშთან ერთად დალუქული), ზ------ მ-------–---–ის ავტომანქანიდან აღებული მოწითალო ფერის ლაქა, დალუქული, კარაბინიდან და მჭიდიდად აღებული ანაწმენდები, დალუქული, იარაღის ლულიდან აღებული ანაწმენდები, დალუქული, მ--–------------ის ნერწყვის ნიმუში, დალუქული, ზ------ მ-------–---–ის ნერწყვის ნიმუში, დალუქული, უ------ ე---------ისგან აღებული სისხლის ნიმუში, დალუქული, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

11. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი, დალუქული, როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას, სახელმწიფოს სასარგებლოდ.

12. ზ------ მ-------–---–ის ტანსაცმელი, დალუქული, უ------ ე---------ის ტანსაცმელი, დალუქული, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

13. ავტომანქანა „ჰონდა ფიტი“, სახელმწიფო ნომრით Z--------, რაც ხელწერილით ჩაბარდა ზ------ მ-------–---–ს, დარჩეს მის მფლობელობაში.

14. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

15. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური