განაჩენი

სისხლის სამართლის 07.08.2019
საქმის ნომერი
040100119003050109
დავის ტიპი
120
თარიღი
07.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 040100119003050109

N1-22-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 აგვისტო, 2019 წელი ცაგერი

 

ცაგერის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი - ეკატერინე მუკბანიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ზ----- შ--–---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------- შ--------

მამის სახელი: ა---------–-;

დაბადებული: 1-.0-.1--- წელი;

მოქალაქეობა: ს----------–--;

განათლება: ს-–----–--;

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-;

ნასამართლეობა: ნ----------–----- მქონე;

პირადი ნომერი: 4----------;

რეგისტრაციის მისამართი: ქვეყანა-ს----------–--, ტ------–-- მუნიციპალიტეტი, ქალაქი -ტ------–-, ქუჩა/მასივი -ვ--–---- ბ---------, სახლის /კორპუსის N--.

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-ს----------–--, ქალაქი - თ---–---, ქუჩა/მასივი - კ--------, სახლის /კორპუსის N--.

ადვოკატი - მ----- დ--------–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი

 

დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.გ------- შ--------მ, 2018 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 16 საათზე, ა-------–------- მუნიციპალიტეტის სოფელ ხ------–-, განაწყენების ნიადაგზე, თავისა და გულმკერდის არეში ცემის შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა კ------------- კ---------.

 

2. გ------- შ--------, თ---–---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 25 ნ--------- განაჩენით, გ------- შ-------- მსჯავრდებული იქნა ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 3782 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა მის მიმართ თ---–---- საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 05 ი------ განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის, 10(ათი)თვის და 17(ჩვიდმეტი) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილის, 10(ათი)თვის და 17(ჩვიდმეტი) დღის მოხდა განესაზღვრა სასჯელაღსრულების საპატიმრო დაწესებულებაში, ხოლო 5(ხუთი) წელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63- ე -64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 5(ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

3.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(2019 წლის 25 იანვრის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.116 – 120).

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

5.ბრალდებული გ------- შ-------- საქმის განხილვას არ ესწრებოდა. მის მიერ, წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 8 აპრილს იყო ნასვამ მდგომარეობაში. სოფელ ხ------–-, ეკლესიის მახლობლად, მოუვიდა შელაპარაკება ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მეზობელთან, კ------------- კ---------თან, რა დროსაც დაარტყა ხელი სახის არეში და მიაყენა მსუბუქი ჯანმრთელობის დაზიანება. მათ შორის ჩხუბი გაგრძელდა ორიოდე წუთი. კონფლიქტს შეესწრო მამა ი-----, იგივე ლ-–- ხ----------, რომლის მისვლის დროს სიტუაცია განმუხტული იყო. სხვა არავინ ყოფილა. ჯერ შეკამათდნენ, ხოლო შემდეგ იჩხუბეს, მიზეზი არ ახსოვს. აღიარებს და ნანობს ჩადენილ ქმედებას. ითხოვს კანონით გათვალისწინებული შეღავათის გაწევას(ს.ფ. 84-86;92-94);

 

6.დაზარალებულ კ------------- კ--------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 16 საათზე, მისმა ნაცნობმა გ------- შ--------მ, სოფელ ხ------–- შიდა სასოფლო გზაზე წააქცია და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მიაყენა დაზიანება თავისა და გულმკერდის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. იმავე დღეს მიმართა ა-------–------- საავადმყოფოს, სადაც ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, საიდანაც გამოეწერა რამდენიმე საათის შემდეგ(ს.ფ.3-5;69-77);

 

7.მოწმე გ--------- გ-------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ არის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ქირურგი ა-------–-----–-, 2019 წლის 8 აპრილს დახმარებისათვის მიმართა ა-------–------- რაიონის სოფელ ხ------–- მცხოვრებმა კ------------- კ---------, რომელმაც განმარტა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნაცნობმა, გვარი და სახელი არ უთქვამს, როგორც ექიმმა დაათვალიერა გარეგნულად. უჩიოდა ტკივილს გულ-მკერდისა და შუბლის არეში შუბლის არეში აღენიშნებოდა არასისხლმდენი ზედაპირული ჭრილობა, რომელიც დაუმუშავა მისცა შესაბამისი რჩევა-დარიგება და იმავე დღეს გაეწერა კლინიკიდან(ს.ფ.8-10);

 

8.მოწმე ლ-–- ხ----------ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს და მოღვაწეობს აგარის სამეუფეო რეზიდენციაში. არის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ქირურგი ა-------–-----–-, 2018 წლის 8 აპრილს მიდიოდა მონასტრიდან და უნდა ასულიყო სოფელ ხ------–- სასაფლაოზე. ხ-------- სასოფლო გზაზე დაინახა, რომ კ------------- კობახიძე და მისი ბიძაშვილი გ------- შ-------- ჩხუბობდნენ ერთმანეთში. მივიდა მათთან დაამშვიდა მოჩხუბრები. განმუხტა სიტუაცია. გ------- შ-------- წაიყვანა ტაძრის მიმართულებით, ხოლო კ------------- კობახიძე წავიდა მისი სახლისაკენ. ჩხუბის მიზეზი მისთვის უცნობია. ორივენი იყვნენ ნასვამი და ამ კითხვაზე პასუხი არ მიუღია.(ს.ფ.16-18);

 

9.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 აპრილის №---------- დასკვნით, თანახმად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის(შპს ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი “ ა-------–------- ცნობა N--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დათარიღებული 2018 წლის 8 აპრილით), მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქალაქე კ------------- კ---------, აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2018 წლის 8 აპრილს, 19:40 სთ -20:40 სთ-ზე. სადაც დაესვა დიაგნოზი: შუბლის მიდამოს მცირე ზომის ზედაპირული ჭრილობა.

 

მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლით თუ მოუშლელად, ასევე მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის მისი(ჭრილობის) სრულყოფილი მორფოლოგიური სურათი(ს.ფ. 26-28);

 

10.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 მაისის №---------- დასკვნით, თანახმად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის(შპს ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ა-------–------- ცნობა N--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დათარიღებული 2018 წლის 8 აპრილით), მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქალაქე კ------------- კ---------, აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2018 წლის 8 აპრილს, 19:40 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 20:40 სთ-ზე. დიაგნოზით: შუბლის მიდამოს მცირე ზომის ზედაპირული ჭრილობა.

 

დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლით თუ მოუშლელად, ამის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის მისი(ჭრილობის) სრულყოფილი მორფოლოგიური სურათი(ს.ფ. 44 - 46);

 

11.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 ი------ №---------- დასკვნით, თანახმად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის(შპს ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ა-------–------- ცნობა N--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დათარიღებული 2018 წლის 8 აპრილით), მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქალაქე კ------------- კ---------, აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2018 წლის 8 აპრილს, 19:40 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 20:40 სთ-ზე. დიაგნოზით: შუბლის მიდამოს მცირე ზომის ზედაპირული ჭრილობა.

 

დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. (ს.ფ. 52 – 54)

 

1-.2018 წლის 7 დეკემბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გ------- შ--------მ, დანაშაული ჩაიდინა 2018 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 16 საათზე, ა-------–------- მუნიციპალიტეტის სოფელ ხ------–-(დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.87-89);

 

13. თ---–---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 25 ნ--------- განაჩენით, დგინდება, რომ გ------- შ-------- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა მის მიმართ თ---–---- საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 05 ი------ განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის, 10(ათი)თვის და 17(ჩვიდმეტი) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილის, 10(ათი)თვის და 17(ჩვიდმეტი) დღის მოხდა განესაზღვრა სასჯელაღსრულების საპატიმრო დაწესებულებაში, ხოლო 5(ხუთი) წელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63- ე -64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით(ს.ფ.39-43).

 

14.გ------- შ--------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმე ც---–- კ--------- გამოკითხვის ოქმით; მოწმე ი-----–--- ფ-------- გამოკითხვის ოქმით; ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ; დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმით; 2018 წლის 15 აპრილის მიმართვით და დადგენილებით სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2018 წლის 5 მაისის მიმართვით და დადგენილებით სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2018 წლის 1 ი------ მიმართვით და დადგენილებით დამატებითი სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; გ------- შ--------- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით; გ------- შ--------- ნ----------–----- ცნობით; ცნობით პრობაციიდან გ------- შ--------- შესახებ; ცნობით და ამონაწერით სოციალური მომსახურების სააგენტოდან გ------- შ--------- შესახებ; შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით გ------- შ--------- შესახებ; შეტყობინებით დანაშაულის შესახებ; კ------------- კ--------- განცხადებით ავადმყოფობის ისტორიის ამოღებაზე; კ------------- კ--------- ფორმა N--0-თ; კ------------- კ--------- დამატებითი ფორმა N--0-თ; ფორმა N--თ; გ------- შ--------- ფორმა N--თ; წერილობითი მიმართვებით და პასუხებით; ოქმით სატელეფონო გასაუბრების შესახებ; დადგენილებით კ------------- კ--------- დაზარალებულად ცნობის შესახებ; ოქმით გ------- შ--------- ბინაზე შემოწმების შესახებ; შუამდგომლობით დაკავების შესახებ; განჩინებით გ------- შ--------- დაკავების შესახებ; შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების ოქმით.

 

15.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა გ------- შ--------მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

16.სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- შ--------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია –დანაშაული გათვალისწინებული ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლით(2018 წლის 8 აპრილს მოქმედი რედაქცია).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

17.გ------- შ--------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის განმავლობაში.

 

18.გ------- შ--------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. არის დ------------–-.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

19. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ------- შ--------- ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რასაც ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული, პირობითად ჩათვლილი საპატიმრო სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ------- შ--------- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გ------- შ--------- მიმართ თ---–---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 25 ნ--------- განაჩენით განაჩენთა ერთობლიობით დადგენილი სასჯელი - 5(ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით პირობითად ჩათვლილი, თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით გ------- შ--------- მიმართ ახლადჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახით ჯარიმისა და პირობითად ჩათვლილი სასჯელიდან საპატიმრო სასჯელის ნაწილის გამოყენებით, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 189-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული გ------- შ-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში(2018 წლის 8 აპრილს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000(ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თ---–---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 25 ნ--------- განაჩენით გ------- შ--------- მიმართ, განაჩენთა ერთობლიობით 5(ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით პირობითად ჩათვლილი, თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.

 

ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6(ექვსი) თვე, საბოლოოდ გ------- შ--------- მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 1 000(ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. გ------- შ--------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან.

 

3.მსჯავრდებული გ------- შ-------- მოთავსებული იქნას პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში;

 

4.გაუქმდეს გ------- შ--------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

 

5.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულ გ------- შ--------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

7. მსჯავრდებულ გ------- შ--------- დაკავების ნაწილში განაჩენის აღსრულება დაევალოს ს----------–--- შინაგან საქმეთა სამინისტროს ცაგერის რაიონულ სამმართველოს.

 

8.მსჯავრდებულ გ------- შ--------- რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 01 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ იგი მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი პროკურორს შეუძლია გაასაჩივროს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი