განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100119003055412
N1/175-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
14 აგვისტო, 2019 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - დ----------–-----ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული: შ--–-- კ--–-–---–ი
მამის სახელი: პ-----
დაბადებული: 2----------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ახმეტის რაიონი სოფელი ქ---------ი
მცხოვრები: ახმეტის რაიონი სოფელი ქ---------ი
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
ძალადობის ეპიზოდი:
1. 2019 წლის 22 მაისს, ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, შ--–-- კ--–-–---–მა ძალადობის გამოყენებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - დ-------- კ--–-–---–ს, კერძოდ, უჭერდა ხელებს ყელის არეში. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დ-------- კ--–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მუქარის ეპიზოდი:
2. 2019 წლის 22 მაისს, ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, შ--–-- კ--–-–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას დ-------- კ--–-–---–ს, კერძოდ, ბენზოხერხით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და შემდეგ ყელის არეში უჭერდა ხელებს, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმი, სამედიცინო ეპქტერიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
4. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა შ--–-- კ--–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
5. შ--–-- კ--–-–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6. სასამართლოს ბრალდებულ შ--–-- კ--–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ხოლო დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
8. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ შ--–-- კ--–-–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
9. შ--–-- კ--–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ას ოცი) საათი.
10. შ--–-- კ--–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180(ას ოთხმოცი) საათი.
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, შ--–-- კ--–-–---–ს დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180(ას ოთხმოცი) საათი.
12. შ--–-- კ--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, შ--–-- კ--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 22 მაისიდან 2019 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო (85 (ოთხმოცდახუთი) დღე, რაც იძლევა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 425(ოთხას ოცდახუთ საათს) და შ--–-- კ--–-–---–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად.
14. ნივთიერი მტკიცებულება - მინის მონატეხი, რაც ინახება შსს ა------------------–-------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
15. ბენზოხერხი და დ-------- კ--–-–---–ის ტანსაცმელი, რაც ინახება შსს ა------------------–-------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
16. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
17. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური