გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210019002978006
N2/351-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.07.2019 წ. ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე- ტა-----–-–------ი,მოსარჩელე- ლე----–----ტი,მოპასუხე -შპს ”ე---------------+ ”,წარმომადგენელი-ნინო კვესიესვილი
მოპასუხე- ლა–--–------ი,დავის საგანი:ქონების ყადაღისგან განთავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელეები-ტა-----– და ლე----–--------ი მოითხოვენ გათავისუფლდეს ყადაღისაგან ლა–--–------ის ვალის გამო N---------- საარსრულებო საქმეზე 2----–-–------------ აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთები-თეთრი ფერის მაცივარი-,,HYUNDAI", შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი ,,SMART" და თეთრი ფერის სარეცხი მანქანა-,,LG".
მოსარჩელე ტა-----–-–------ის განმარტებით ნოტარიუსის მიერ გაცემული საარსრულებო ფურცლის საფუძველზე მის შვილს-ლა–--–------ს შპს ე---------------ის სასარგებლოდ დაეკისრა თნხის გადახდა. აღმასრულებელმა დააყადაღა მისი და მისი შვილის-ლე----–----ტის მიერ შეძენილი ნივთები. ლე----- მიერ შეძენილ იქნა მაცივარი, ხოლო მის მიერ შეძენილ იქნა სარეცხი მანქანა და ტელევიზორი დაახლოებით 7 წლის უკან. სარეცხი მანქანა მეუღლეს უყიდა დაბადების დღეზე, ხოლო ტელევიზორი ბათუმში შეიძინეს ფასდაკლებით. ლა–--–------იცხოვრობს ბათუმში ნაქირავებ ბინაში უკვე 4 წელია. მას არანაირი ქონება არ შეუძენია ოჯახისათვის. ითხოვს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ა--------------------------–------იუროს მიერ სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 2----–-–----------- აქტით ტა-----–-–------ის ოჯახში დაყადაღებულ იქნა -თეთრი ფერის მაცივარი-,,HYUNDAI", შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი ,,SMART" და თეთრი ფერის სარეცხი მანქანა-,,LG".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ა--------------------------–------იუროს მიერ სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ აქტი (ს.ფ. 17).
3.2.2. საქმეშია ს--------------------------- ლე----–----ტის მიერ მაცივრის ყიდვასთან დაკავსირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ს--------------------------- (იხ.ს.ფ 18)
3.2.3. მოწმე გ--–--------–---ს ჩვენებით აღწერილი და დაყადაღებული ნივთები ნამდვილად არის შეძენილი მოსარჩელეების მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოწმე გ--–--------–---ს ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.4. მოწმე ვ--------------ს ჩვენებით იგი არის მოსარჩეების მეზობელი. იცის, რომ მაცივარი შეიძინა ლე------ სარეცხი მანქანა ტა-----–-–------მა აჩუქა მეუღლეს დაბადების დღეზე და ასევე ტელევიზორიც შეძენილა ტა-----–-–------ის მიერ. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოწმე ვ--------------ს ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ანუ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ- გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.
ამრიგად, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრებათ მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტები უნდა დაამტკიცოს ეს უნდა განისაზღვროს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმის ჩვენებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არის კანონიერი და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 155-ე და 158-ე მუხლები,,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე და მე-40 მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომელმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტილება გამოიწვია.
ასევე ქართული სამოქალაქო საპროცესი კანონმდებლობა არაერთი ნორმით ადგენს სასამართლოს ვალდებულებას დაასაბუთოს თავისი პოზიცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
მოცემულ დავასთან მიმართებაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.2. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობებით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრილების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
საქართველოს საოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.
საქართველოს კანონის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ 32-ე მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია მესამე პირების- ტა-----– და ლე----–--------ის მიერ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალისა და კრედიტორის მიმართ.
საქართველოს კანონის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღსრულების მიზნით ყადაღის დადებას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება, რადგან სხვისი ქონების დაყადაღებით არ შეიზღუდოს ამ ქონების მესაკუთრის უფლებები.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირი განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას, იგი მაინც შეიტანება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს მის უფლებას-მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. თუ მესამე პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, აღასრულებელი, კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში, უფლებამისლია ეს ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადარების აქტიდან.
საგარანტიო ბარათით დასტურდება, რომ დაყადაღებული მაცივარი შეძენილია ლე----–----ტის მიერ (იხ. პუნქტი 3.2.2-).
მოწმეების- გ--–--------–---ს და ვ--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ტელევიზორი და სარეცხი მანქანა შეძენილია ტა-----–-–------ის მიერ.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადაო ნივთების მესაკუთრე არ არის მოპასუხე ლა–--–------ი, არამედ, სადაო ნივთების მესაკუთრეები არიან მოსარჩელეები -ტა-----– და ლე----–--------ი
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოსარჩელე ვალდებულია სათანადოდ დაასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, ხოლო მოპასუხემ ასევე უნდა დაასაბუთოს მისი შესაგებლის მართებულობა კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით და იმგვარად, რომ მხოლოდ ზეპირი მითითებით არ შემოიფარგლოს. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სათანადოდ დაასაბუთა მისი მოთხოვნის კანონიერება და შესაბამისად მოთხოვნა უნდა დკმაყოფლდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს-შპს ე---------------ს და ლა–--–------ს სოლიდარულად უნდა გადახდეთ სახ. ბაჟის თანხა მოსარჩელეების-ტა-----– და ლე----–--------ის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 2591 -ა, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ტა-----– და ლე----–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1.დაყადაღებული ქონებიდან ამოირიცხოს ლა–--–------ის ვალის გამო N---------- საარსრულებო საქმეზე 2----–-–------------ აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთები-თეთრი ფერის მაცივარი-,,HYUNDAI", შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი ,,SMART" და თეთრი ფერის სარეცხი მანქანა-,,LG".
2. შპს ე---------------+ და ლა–--–------ს სოლიდარულად გადახდეთ სახ. ბაჟის თანხა-60 ლარის ოდენობით მოსარჩელეების-ტა-----– და ლე----–--------ის სასარგებლოდ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინა კიკნაძე