გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310019002916674 საქმე №3/38-19წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
14.08.2019 წელი ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე
მოსარჩელე - გა------------–--ლი
მოპასუხე - სახ--–-–--------------------------------------------------------------------–----------------------------
წარმომადგენელი - ნი-----------–--–-
დავის საგანი- ქმედების დავალდებულება-რეგისტრაციის დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ითხოვს,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო განვითარების სააგენტო ოზ-------------------–---- რეესტრის სამსახურის დავალდებულებულ იქნას მოახდინოს მისი რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და გასცეს მასზე შესაბამისი დოკუმენტები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სახ--–-–--------------------------------------------------------------------–---------------------------- არ არის სათანადო მოპასუხე იუსტიციის მინისტრის ბრძანება-რეგულაციების არაკანონიერად ცნობის თაობაზე.
წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხე მხარემ განმარტა შემდეგი: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბ-----------------–---------------- სამსახურის მიერ 2----–-–--------------------------- გადაწყვეტილებით გა------------–--ლი მოიხსნა რეგისტრაციიდან, ვინაიდან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N 98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის" მე- 20 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში. განცხადებას უნდა ერთოდეს ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელ პირს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ უცხოვრია კონკრეტულ მისამართზე. ამავე ბრძანების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პირი რეგისტრაციიდან მოხსნილად ითვლება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ჩანაწერის შესრულების დღიდან, ხოლო წერილობითი გადაწყვეტილების გამოცემის შემთხვევაში – გადაწყვეტილების მიღების დღიდან. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ჩანაწერი პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე უნდა შესრულდეს გადაწყვეტილების მიღებისთანავე. შესაბამისად მოქალაქე გა------------–--ლის პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელიც გაცემული არის სააგენტოს ოზ-------------------------------------------- წელს დღეის მდგომარეობით არის შეჩერებული და იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტი. აღნიშნულის თაობაზე მოქალაქე გა------------–--ლი იყო ინფორმირებული. სააგენტოს ოზ--------------------------ა განიხილა მოქალაქე გა------------–--ლის 2----------–-–------–----------------- და ითხოვა ინფრომაციის მიღება საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღებას თუ შეძლებდა რეგისტრაციის გავლის გარეშე და რეგისტრაციას თუ გაივლიდა მამა-პაპისეული სახლის გაფორმების გარეშე, ვინაიდან, მოქალაქეს განხადებაზე არ ჰქონდა წარმოადგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, არ იყო განცხადებაზე მითითებული პერსონალური მონაცემები (მამის სახელი, დაბადების თარიღი ან/და პირადი ნომერი) მოქალაქეს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ IX თავის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია ხდება რეგისტრაციის ან/და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისას სააგენტოს მონაცემთა ბაზაში შეტანილი მოქმედი მონაცემების საფუძველზე. ხოლო, თუ პირადობის ელექტრონულო მოწმობის მოქმედება შეჩერებულია ამავე ბრძანების მე-11 მუხლის ,,ბ.გ.” პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელმა განცხადება-ანკეტაში უნდა მიუთითოს, ვისი საკუთრებაა ის საცხოვრისი, სადაც რეგისტრირდება. რაც შეეხება სახლ-კარის რეგისტრაციას, მოქალაქეს ამავე წერილით განემარტა, რომ საკუთრების რეგისტრაციისათვის უნდა მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის. რეგისტრაციის შეჩერება (რეგისტრაციიდან მოხსნის გამო) არ ნიშნავს პირადობის ელექრონული მოწმობის გაუქმებას ან/და ახალ მისამართზე დარეგისტრირებისას, ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების აუცილებლობას. კანონი იძლევა შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქემ რეგისტრაცია გაიაროს მიწასთან მყარად დაკავშირებულ, ადამიანთა ხანგრძლივად სამყოფად გამიზნულ შენობაში, რომელიც დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციისას, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების, მე-5 მუხლის გ პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქემ ფიზიკური პირის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში უნდა წარადგინოს, საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა ან ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატული წერილობითი და დასაბუთებული დასტური იმის თაობაზე, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე. საცხოვრისის მესაკუთრის რეგისტრაციის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტის ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) ან საკუთრების ფაქტი გადამოწმდეს საჯარო რეესტრის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში (საკუთრების ფაქტის გადამოწმების შესაძლებლობისას).
ამავე ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც არ ცხოვრობს მიწასთან მყარად დაკავშირებულ, ადამიანთა ხანგრძლივად სამყოფად გამიზნულ შენობაში, ან ცხოვრობს შენობაში, რომლის მისამართის იდენტიფიცირება შეუძლებელია, რეგისტრირდება მისამართის მითითების გარეშე იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იმყოფება. ამასთან, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაცია ძალაშია რეგისტრაციის თარიღიდან 6 თვის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი ითვლება რეგისტრაციიდან მოხსნილად, რაც წარმოადგენს მისი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების საფუძველს. რეგისტრაციდან მოხსნის შემდეგ პირი ვალდებულია ხელახლა გაიაროს რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოქალაქე ერთიდაიგივე მოთხოვნით მომართავდა სააგენტოს და ითხოვდა საქართველოს მოქალაქის პასპორტის დამზადებას ახალ რეგისტრაციაზე გავლის გარეშე, იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტით, რასაც კანონი არ ითვალისწინებს.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სააგენტოს მიერ 2----–-–---------------ს გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბ-----------------–---------------- სამსახურის მიერ 2----–-–--------------------------- გადაწყვეტილებით გა------------–--ლი მოიხსნა რეგისტრაციიდან, ვინაიდან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N 98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის" მე- 20 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2----–-–---------------ს გადაწყვეტილება N--------- (ს.ფ 6)
4.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2----–-–---------------–-----–ით გა------------–---–- განემარტა, რომ სააგენტოს ოზ--------------------------ა განიხილა მოქალაქე გა------------–--ლის 2----------–-–------–----------------- და ითხოვა ინფრომაციის მიღება საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღებას თუ შეძლებდა რეგისტრაციის გავლის გარეშე და რეგისტრაციას თუ გაივლიდა მამა-პაპისეული სახლის გაფორმების გარეშე, ვინაიდან, მოქალაქეს განხადებაზე არ ჰქონდა წარმოადგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, არ იყო განცხადებაზე მითითებული პერსონალური მონაცემები (მამის სახელი, დაბადების თარიღი ან/და პირადი ნომერი) მოქალაქეს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ IX თავის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია ხდება რეგისტრაციის ან/და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისას სააგენტოს მონაცემთა ბაზაში შეტანილი მოქმედი მონაცემების საფუძველზე. ხოლო, თუ პირადობის ელექტრონულო მოწმობის მოქმედება შეჩერებულია ამავე ბრძანების მე-11 მუხლის ,,ბ.გ.” პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელმა განცხადება-ანკეტაში უნდა მიუთითოს, ვისი საკუთრებაა ის საცხოვრისი, სადაც რეგისტრირდება.
რაც შეეხება სახლ-კარის რეგისტრაციას, მოქალაქეს ამავე წერილით განემარტა, რომ საკუთრების რეგისტრაციისათვის უნდა მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2----–-–---------------–-----–ი (ს.ფ 10-11)
4.3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ლანჩხუთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს 2----–-–----------------–- წარედგინა გა------------–--ლის N----- განცხადება, რომლის საფუძველზეც 2018 წლის 19 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გა------------–---–- განემარტა შემდეგი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის თანახმად მისი პირადობის ელექტრონული მოწმობის მოქმედება შეჩერებული იქნა რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლით 2----–-–---------------დან.
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება N 98 36-ე მუხლის პირველი პუინქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება შეჩერდება: პირის რეგისტრაციიდან მოხსნის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვისთანავე“ ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად ,,პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების პერიოდში პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა იურიდიული ძალის არმქონეა“
ვინაიდან გა------------–--ლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა იმდროისათვის იურიდიული ძალის არმქონე იყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ლანჩხუთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა მას განუმარტა, რომ მოკლებული არიან შესაძლებლობას განეხილათ მის სახელზე საქართველოს მოქალაქის პასპორტიზ დამზადების საკითხი ზემოაღნიშნული დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს N---------–-----–- (ს.ფ 6)
4.4. გა------------–---–- 2018 წლის 2 აგვისტოს N------ განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვდა საქართველოს მოქალაქი პასპორტის დამზადებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2----–-–--------------------------- წერილით განემარტა, რომ საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება N 98 36-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად ,,პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების პერიოდში პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა იურიდიული ზალის არმქონეა, აღნიშNულიდან გამომდინარწე ვინაიდან იგი ფლობდა იურიდიული ძალის არ მქონე დოკუმენტს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას გა------------–--ლის სახელზე დაემზდებინა საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს N10/250341 წერილი (ს.ფ 8-9)
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის და გაანალიზების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი.
7.სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ ქცეული აქტები არიან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მოცემული დავის ფარგლებში.
7.2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში – პასპორტი), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
აღნიშნული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.
ამავე წესის მე-19 მუხლი განსაზღვრავს პირის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხს. მოცემული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი რეგისტრაციიდან მოხსნას ექვემდებარება საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში. თუ განმცხადებელი იმ საცხოვრისის მესაკუთრე არ არის, სადაც რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირია რეგისტრირებული, განცხადებას უნდა ერთვოდეს ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელ პირს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ უცხოვრია კონკრეტულ მისამართზე. რეგისტრაციიდან მოხსნის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ განმცხადებელი იმ საცხოვრისის მესაკუთრეა, სადაც რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირია რეგისტრირებული, მან უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირის გარდა მის საცხოვრისში რეგისტრირებულ პირთა სია და ამ რიცხოვნობის დამადასტურებლად შესაბამისი კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების) გადასახადების ქვითარი.
დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბ-----------------–---------------- სამსახურის მიერ 2----–-–--------------------------- გადაწყვეტილებით გა------------–--ლი მოიხსნა რეგისტრაციიდან, ვინაიდან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N 98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის" მე- 20 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში. განცხადებას უნდა ერთოდეს ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელ პირს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ უცხოვრია კონკრეტულ მისამართზე. ამავე ბრძანების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პირი რეგისტრაციიდან მოხსნილად ითვლება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ჩანაწერის შესრულების დღიდან, ხოლო წერილობითი გადაწყვეტილების გამოცემის შემთხვევაში – გადაწყვეტილების მიღების დღიდან. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ჩანაწერი პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე უნდა შესრულდეს გადაწყვეტილების მიღებისთანავე. შესაბამისად მოქალაქე გა------------–--ლის პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელიც გაცემული არის სააგენტოს ოზ-------------------------------------------- წელს დღეის მდგომარეობით არის შეჩერებული და იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტი. აღნიშნულის თაობაზე მოქალაქე გა------------–--ლი იყო ინფორმირებული. სააგენტოს ოზ--------------------------ა განიხილა მოქალაქე გა------------–--ლის 2----------–-–------–----------------- და ითხოვა ინფრომაციის მიღება საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღებას თუ შეძლებდა რეგისტრაციის გავლის გარეშე და რეგისტრაციას თუ გაივლიდა მამა-პაპისეული სახლის გაფორმების გარეშე, ვინაიდან, მოქალაქეს განხადებაზე არ ჰქონდა წარმოადგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, არ იყო განცხადებაზე მითითებული პერსონალური მონაცემები (მამის სახელი, დაბადების თარიღი ან/და პირადი ნომერი) მოქალაქეს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ IX თავის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია ხდება რეგისტრაციის ან/და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისას სააგენტოს მონაცემთა ბაზაში შეტანილი მოქმედი მონაცემების საფუძველზე. ხოლო, თუ პირადობის ელექტრონულო მოწმობის მოქმედება შეჩერებულია ამავე ბრძანების მე-11 მუხლის ,,ბ.გ.” პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელმა განცხადება-ანკეტაში უნდა მიუთითოს, ვისი საკუთრებაა ის საცხოვრისი, სადაც რეგისტრირდება. რაც შეეხება სახლ-კარის რეგისტრაციას, მოქალაქეს ამავე წერილით განემარტა, რომ საკუთრების რეგისტრაციისათვის უნდა მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის. რეგისტრაციის შეჩერება (რეგისტრაციიდან მოხსნის გამო) არ ნიშნავს პირადობის ელექრონული მოწმობის გაუქმებას ან/და ახალ მისამართზე დარეგისტრირებისას, ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების აუცილებლობას. კანონი იძლევა შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქემ რეგისტრაცია გაიაროს მიწასთან მყარად დაკავშირებულ, ადამიანთა ხანგრძლივად სამყოფად გამიზნულ შენობაში, რომელიც დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
სასამართლო განმარტავს, რომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციისას, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების, მე-5 მუხლის გ პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქემ ფიზიკური პირის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში უნდა წარადგინოს, საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა ან ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატული წერილობითი და დასაბუთებული დასტური იმის თაობაზე, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე. საცხოვრისის მესაკუთრის რეგისტრაციის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტის ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) ან საკუთრების ფაქტი გადამოწმდეს საჯარო რეესტრის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში (საკუთრების ფაქტის გადამოწმების შესაძლებლობისას).
ამავე ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც არ ცხოვრობს მიწასთან მყარად დაკავშირებულ, ადამიანთა ხანგრძლივად სამყოფად გამიზნულ შენობაში, ან ცხოვრობს შენობაში, რომლის მისამართის იდენტიფიცირება შეუძლებელია, რეგისტრირდება მისამართის მითითების გარეშე იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იმყოფება. ამასთან, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაცია ძალაშია რეგისტრაციის თარიღიდან 6 თვის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი ითვლება რეგისტრაციიდან მოხსნილად, რაც წარმოადგენს მისი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების საფუძველს. რეგისტრაციდან მოხსნის შემდეგ პირი ვალდებულია ხელახლა გაიაროს რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოქალაქე ერთიდაიგივე მოთხოვნით მომართავდა სააგენტოს და ითხოვდა საქართველოს მოქალაქის პასპორტის დამზადებას ახალ რეგისტრაციაზე გავლის გარეშე, იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტით, რასაც კანონი არ ითვალისწინებს.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა არის უკანონო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-13, 22-23-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გა------------–--ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გა------------–---–- დაეკისროს სახ. ბაჟის გადახდა სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ- 100 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ოზურგეთი ი.სიორიძის ქუჩა N14) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: მარინა კიკნაძე