განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/2897-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 აგვისტო 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ც------ ც---–---ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ი-----– მ--------- ს----- - დაბადებული 1--- წლის 1-----–--ს, ი--------------------ს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ი--------------------, ქალაქი ა----, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------–-----–-------- (ნომერი უცნობია).
ადვოკატი - ნ---- კ----------ე
თარჯიმანი - მ------ მ-----–---–ი
კვალიფიკაცია:
ი-----– მ--------- ს-----ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 19 თებერვალს, დილით, ქ.თბილისში, კ----------------–--–ი, ა--------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ი-----– მ--------- ს----- თავს დაესხა ტაქსის მძღოლს - ნ----- ხ----–---–ს და მის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, რაც გამოიხატა სხეულზე, თავისა და ტანის არეში ხელებისა და ფეხების არაერთგზის დარტყმაში, კბენასა და მანქანიდან გადაგდების მცდელობაში, ცდილობდა მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა ამ უკანასკნელის კუთვნილი 4500 ლარად ღირებული ,,მიცუბიშის’’ (Mitsubishi) მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: S--------. ი-----– მ--------- ს----- ძალადობდა ნ----- ხ----–---–ზე მის მიერ განზრახული ყაჩაღობის გაადვილების მიზნით. ი-----– მ--------- ს-----ს მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად ნ----- ხ----–---–ს მიადგა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც არის სიცოცხლისათვის სახიფათო.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა.
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ
2.1. ი-----– მ--------- ს-----მ თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, რის გამოც ვერ აკონტროლებდა თავს, იგი სრულად დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც მოინანია და ითხოვა პატიება.
2.2. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები, არ გამხდარა სადავო და ისინი გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდავო მტკიცებულებებად.
2.3. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-----– მ--------- ს-----მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება,რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, სხვა დანაშაულის
დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით
2.4. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ----- ხ----–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი თავის ტვინის შერყევა, ქალა სარქველის მოტეხილობა (კეფის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა), მარცხენა თვალბუდის არეში აღენიშნებოდა ჰემატომა, ორივე თვალის და მარჯვენა მტევნის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, ცხვირისა და მარცხენა მტევნის მიდამოში ნაჭდევები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს; ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
2.5. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები, არ გამხდარა სადავო და ისინი გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდავო მტკიცებულებებად.
2.6. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-----– მ--------- ს-----მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.1. ი-----– მ--------- ს-----ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით: ი-----– მ--------- ს-----ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მოწმეების ა-–---------- თ------–-–---–ის, ნ----- ხ----–---–ის, პ----- ხ-------ს გამოკითხვის ოქმებით, Mitsubishi-ის მარკის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც დაცვის მხარის მიერ უდაოდ იქნა ცნობილი.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-----– მ--------- ს-----მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ყაჩაღობით ესე იგი თავდასხმით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით, ესე იგი სხეულის დაზიანებით, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ი-----– მ--------- ს-----ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.3. ი-----– მ--------- ს-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს;
5.4. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ი-----– მ--------- ს-----ს არ გააჩნია.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. ი-----– მ--------- ს----- ნასამართლობის არ მქონე პირია აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, მის მიერ ჩადენილია მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულები.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას ი-----– მ--------- ს-----ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
6.3. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ი-----– მ--------- ს-----ს მიმართ ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებულ იქნას თავისუფლების აღკვეთა.
7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
7.1. პირადი ჩხრეკისას ამოღებული, საფულე, ფულადი თანხა მონეტებით, 6 ცალი ფოტო სურათი, 2 ცალი მეხსიერების ბარათი, 1 ცალი სიმ ბარათი, 1 ცალი პლასტიკური ბარათი, მართვის მოწმობები, ი----------ს მოქალაქის აიდი ბარათი, ი--------------------ს შიდა გადაადგილების დოკუმენტი, გასაღების აცმა, ფრჩხილების ჰიგიენური საკვნეტი და 1 ცალი სანთებელა (დალუქული ერთ პაკეტად), ინახება შსს ს----------–-------–-–-----------------------------–--------------------------–------------------------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.2. ბრალდებულისგან აღებული ნერწყვის ნიმუში და ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდები, რომელიც გადაგზავნილია ლ------------–--------–-------------------------------–---------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს
7.3. ნ----- ხ----–---–ის სამედიცინო ისტორიის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩანაწერები 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც დალუქული ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი-----– მ--------- ს----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. ი-----– მ--------- ს-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
3. ი-----– მ--------- ს----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4. ი-----– მ--------- ს-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----– მ--------- ს-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.
6. ი-----– მ--------- ს----- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 19 თებერვლიდან.
7. ნივთმტკიცება:
7.1. პირადი ჩხრეკისას ამოღებული, საფულე, ფულადი თანხა მონეტებით, 6 ცალი ფოტო სურათი, 2 ცალი მეხსიერების ბარათი, 1 ცალი სიმ ბარათი, 1 ცალი პლასტიკური ბარათი, მართვის მოწმობები, ი----------ს მოქალაქის აიდი ბარათი, ი--------------------ს შიდა გადაადგილების დოკუმენტი, გასაღების აცმა , ფრჩხილების ჰიგიენური საკვნეტი და 1 ცალი სანთებელა (დალუქული ერთ პაკეტად, ინახება შსს ს----------–-------–-–-----------------------------–--------------------------–------------------------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.2. ბრალდებულისგან აღებული ნერწყვის ნიმუში და ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდები, რომელიც გადაგზავნილია ლ------------–--------–-------------------------------–---------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს
7.3. ნ----- ხ----–---–ის სამედიცინო ისტორიის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩანაწერები 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც დალუქული ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/