განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/2560-19
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 ივლისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ლ---- ვ-------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებულები:
1. გ------ ხ---------ი - დაბადებული 1--- წლის 1------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქ--------------–----------------------------------------------
2. ა------ ლ-------–---ი - დაბადებული 1--- წლის 4-------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: მისამართის გარეშე; ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------–---------–-------------------------------------------.
3. ნ-----–---- ჯ----–---–ი - დაბადებული 2--- წლის 1-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი ვ---------–------------------------------------------------------.
ადვოკატები - მ---- ს------ა, გ------- გ-------ა
კვალიფიკაცია:
1. გ------ ხ---------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
2. ა------ ლ-------–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
3. ნ-----–---- ჯ----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 19 აპრილს, 11:00 საათზე, ქ. თბილისში ვ---------–---------------------------- კ------------------– სართულზე განთავსებულ სს „ლ--------------ს“ ფილიალში ნ-----–---- ჯ----–---–მა, ა------ ლ-------–---მა და გ------ ხ---------მა ჯგუფურად, იარაღის მაგვარი საგნითა და ფეთქებადი ნივთიერების გამოყენებით სს „ლ--------------ს“ მოლარე ოპერატორებზე განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა, რომელთაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცეს სს „ლ--------------ს“ კუთვნილი ფულადი თანხა ჯამში 2 045 (ორი ათს ორმოცდახუთი) ლარის ოდენობით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა.
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა ხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის
საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით
2.1. ბრალდებულმა გ------ ხ---------მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ მასში, რომ 2019 წლის 19 აპრილს 11:00 საათზე ქ. თბილისში ვ---------–--------------------------- კ------------------– სართულზე განთავსებულ სს „ლ--------------ს“ ფილიალში ნ-----–---- ჯ----–---–თან და ა------ ლ-------–---თან ერთად ჯგუფურად, იარაღის მაგვარი საგნითა და ფეთქებადი ნივთიერების გამოყენებით სს „ლ--------------ს“ მოლარე ოპერატორებზე განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა, რომელთაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცეს სს „ლ--------------ს“ კუთვნილი ფულადი თანხა ჯამში 2 045 (ორი ათს ორმოცდახუთი) ლარის ოდენობით.
2.2. ბრალდებულმა ა------ ლ-------–---მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ მასში, რომ 2019 წლის 19 აპრილს 11:00 საათზე ქ. თბილისში ვ---------–--------------------------- კ------------------– სართულზე განთავსებულ სს „ლ--------------ს“ ფილიალში ნ-----–---- ჯ----–---–თან და გ------ ხ---------თან ერთად ჯგუფურად, იარაღის მაგვარი საგნითა და ფეთქებადი ნივთიერების გამოყენებით სს „ლ--------------ს“ მოლარე ოპერატორებზე განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა, რომელთაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცეს სს „ლ--------------ს“ კუთვნილი ფულადი თანხა ჯამში 2 045 (ორი ათს ორმოცდახუთი) ლარის ოდენობით.
2.3. ბრალდებულმა ნ-----–---- ჯ----–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ მასში, რომ 2019 წლის 19 აპრილს 11:00 საათზე ქ. თბილისში ვ---------–--------------------------- კ------------------– სართულზე განთავსებულ სს „ლ--------------ს“ ფილიალში ა------ ლ-------–---თან და გ------ ხ---------თან ერთად ჯგუფურად, იარაღის მაგვარი საგნითა და ფეთქებადი ნივთიერების გამოყენებით სს „ლ--------------ს“ მოლარე ოპერატორებზე განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა, რომელთაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცეს სს „ლ--------------ს“ კუთვნილი ფულადი თანხა ჯამში 2 045 (ორი ათს ორმოცდახუთი) ლარის ოდენობით.
2.4. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდაოდ და ისინი გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდავო მტკიცებულებებად.
2.5. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------ ხ---------მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; ბრალდებულმა ა------ ლ-------–---მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; ბრალდებულმა ნ-----–---- ჯ----–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით;
ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად
2.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი იძლევა ჯგუფური დანაშაულის განსაზღვრებას, რომლის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
2.7. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების გ------ ხ---------ის, ნ-----–---- ჯ----–---–ისა და ა------ ლ-------–---ის აღიარებითი ჩვენებითა და სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ მათ ერთობლივად ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი ქმედება, კერძოდ, სს „ლ--------------ს“ ფილიალში გ------ ხ---------მა, ნ-----–---- ჯ----–---–მა და ა------ ლ-------–---მა ჯგუფურად, იარაღის მაგვარი საგნითა და ფეთქებადი ნივთიერების გამოყენებით სს „ლ--------------ს“ მოლარე ოპერატორებზე განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცეს სს „ლ--------------ს“ კუთვნილი ფულადი თანხა.
2.8. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა გ------ ხ---------მა, ნ-----–---- ჯ----–---–მა და ა------ ლ-------–---მა ჩაიდინეს ყაჩაღობა ჯგუფურად.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.1. გ------ ხ---------ის ნ-----–---- ჯ----–---–ის და ა------ ლ-------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების - ე-–--- ც---–---ის, ნ-----–-- ხ---------ის, თ------- ფ------–--ის, ი---- ბ-----–---–ის, მ-----–- დ----–---–-ს, ნ------ ჯ----–---–ის, დ----- ჯ-----–---–ის, ნ----- კ----–-–---–ის, დ--–- მ------–---–ის, მ-----– ჩ-------ის, ვ----- ქ-------------ის, გ------- ფ------–---–ის, მ----- ლ-------–---ის, ს------ ს--------ის, გ------- კ------ის, მ--- ჩ--–---–---–ის და სხვათა გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთები, ჩხრეკის ოქმი, პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ფულადი თანხა, დაკავების ოქმი და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------ ხ---------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
4.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა------ ლ-------–---მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
4.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ-----–---- ჯ----–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
4.4. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.5. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ------ ხ---------ის, ა------ ლ-------–---ის და ნ-----–---- ჯ----–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. გ------ ხ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
5.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება გ------ ხ---------ს არ გააჩნია.
5.3. ა------ ლ-------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
5.4. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ა------ ლ-------–---ს არ გააჩნია.
5.5. ნ-----–---- ჯ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
5.6. ნ-----–---- ჯ----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. გ------ ხ---------ი, ა------ ლ-------–---ი და ნ-----–---- ჯ----–---–ი ნასამართლობის არ მქონე პირები არიან, აღიარებენ ჩადენილ ქმედებას.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას გ------ ხ---------ს, ა------ ლ-------–---ს და ნ-----–---- ჯ----–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებულები განიმსჭვალებიან მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანენ სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენენ დანაშაულს.
6.3. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გ------ ხ---------ს, ა------ ლ-------–---ს და ნ-----–---- ჯ----–---–ს მიმართ ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებულ იქნას თავისუფლების აღკვეთა.
7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
7.1.შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ექსპერტების მიერ ამოღებული მოშაო ფერის ცილინდრული ფორმის ნივთი, მომწვანო ფერის ლაქის ანაწმენდი, მეტალის რგოლი შებმული მოთეთრო ფერის ძაფით, 3---------------ს სარდაფის დათვალიერებისას ამოღებული საწვიმარი პლაშის ჯიბიდან ამოღებული სავარაუდოდ ფეთქებადსაშიში საგანი ზედ შემოხვეული წებოვანი ლენტით, საწვიმარი პლაშის ჯიბიდან ამოღებული 1 ცალი ვაზნის მაგვარი საგანი, იქვე ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული 1 ცალი მასრა, საწვიმარი პლაშის ჯიბიდან ამოღებული პოლიეთილენის პარკში გახვეული მოწითალო ფერის ნივთიერება, შავი ფერის ე.წ. „კაბურა“ თავისი ქამრით, დანა ქარქაშით და ქამრით, ნაიკის ფირმის შავი ზურგჩანთიდან ამოღებული ცილინდრის ფორმის სავარაუდოდ ფეთქებადსაშიში საგანი, მცირე ზომის პლასტმასის ყუთი და პლასტმასის ბოთლი მასში მოთავსებული სითხით, გ------ი ხ---------ისგან აღებული დაქტილობარათი, ფრჩხილის ნიმუშები, ხელის ანაწმენდები; ნ-----–---- ჯ----–---–ისგან აღებული ხელის ანაწმენდები, დაქტილობარათი, ფრჩხილის ნიმუშები; ა------ ლ-------–---ისგან აღებული ხელის ანაწმენდები, დაქტილობარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.2. სარდაფის დათვალიერებისას ამოღებული „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რაც გადაგზავნილია ლ------------–--------–-------------------------------–---------ში ექსპერტიზაზე, ასევე ა------ ლ-------–---ის პ/ჩხრეკისას ამოღებული თანხა, გ------ ხ---------ისაგან ამოღებული ფულადი თანხა, სიმ ბარათები, ტელეფონის ჩიპი, სს „ს----------–---------ს“ ბარათი, გასაღებები, მისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ნ-----–---- ჯ----–---–ისაგან ამოღებული ,,IPHONE 6S’’ მოდელის მოვერცხლისფრო ფერის მობილური ტელეფონი სიმ ბარათით, ნ-----–---- ჯ----–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი, ნ----- კ----–-–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სამი ცალი საწვიმარი ლაბადა და საწვიმარი შარვალი, მოწითალო ფერის ზურგჩანთა, შავი ფერის ,,ნაიკის’’ ფირმის ზურგჩანთა და 1 ცალი მოწითალო ბენდენა, - რაც ინახება ი--------------------–-–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდების 10 ნიმუში 20 ჩხირზე, სუნის კვალის ნიმუში ორ ქილად, სარდაფის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები სამ ქილად, ორი ცალი შავი ნიღაბი, რამოდენიმე ცალი ხელთათმანი, ნ-----–---- ჯ----–---–ის, გ------ ხ---------ის და ა------ ლ-------–---ის სუნის, ნერწყვის და თმის ნიმუშები, რაც ინახება ი--------------------–-–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.4. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, სს ,,ლ--------------დან’’ გამოთხოვილი ვიდეო მასალა ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ,,ბ--–----დან’’ გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომლებიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------ ხ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. გ------ ხ---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
3. ა------ ლ-------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4. ა------ ლ-------–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
5. ნ-----–---- ჯ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
6. ნ-----–---- ჯ----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
7. გ------ ხ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 19 აპრილიდან.
8. ა------ ლ-------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 19 აპრილიდან.
9. ნ-----–---- ჯ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 20 აპრილიდან.
10. ნივთმტკიცებები:
10.1.შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ექსპერტების მიერ ამოღებული მოშაო ფერის ცილინდრული ფორმის ნივთი, მომწვანო ფერის ლაქის ანაწმენდი, მეტალის რგოლი შებმული მოთეთრო ფერის ძაფით, 3---------------ს სარდაფის დათვალიერებისას ამოღებული საწვიმარი პლაშის ჯიბიდან ამოღებული სავარაუდოდ ფეთქებადსაშიში საგანი ზედ შემოხვეული წებოვანი ლენტით, საწვიმარი პლაშის ჯიბიდან ამოღებული 1 ცალი ვაზნის მაგვარი საგანი, იქვე ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული 1 ცალი მასრა, საწვიმარი პლაშის ჯიბიდან ამოღებული პოლიეთილენის პარკში გახვეული მოწითალო ფერის ნივთიერება, შავი ფერის ე.წ. „კაბურა“ თავისი ქამრით, დანა ქარქაშით და ქამრით, ნაიკის ფირმის შავი ზურგჩანთიდან ამოღებული ცილინდრის ფორმის სავარაუდოდ ფეთქებადსაშიში საგანი, მცირე ზომის პლასტმასის ყუთი და პლასტმასის ბოთლი მასში მოთავსებული სითხით, გ------ი ხ---------ისგან აღებული დაქტილობარათი, ფრჩხილის ნიმუშები, ხელის ანაწმენდები; ნ-----–---- ჯ----–---–ისგან აღებული ხელის ანაწმენდები, დაქტილობარათი, ფრჩხილის ნიმუშები; ა------ ლ-------–---ისგან აღებული ხელის ანაწმენდები, დაქტილობარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
10.2. სარდაფის დათვალიერებისას ამოღებული „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რაც გადაგზავნილია ლ------------–--------–-------------------------------–---------ში ექსპერტიზაზე, ასევე ა------ ლ-------–---ის პ/ჩხრეკისას ამოღებული თანხა, გ------ ხ---------ისაგან ამოღებული ფულადი თანხა, სიმ ბარათები, ტელეფონის ჩიპი, სს „ს----------–---------ს“ ბარათი, გასაღებები, მისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ნ-----–---- ჯ----–---–ისაგან ამოღებული ,,IPHONE 6S’’ მოდელის მოვერცხლისფრო ფერის მობილური ტელეფონი სიმ ბარათით, ნ-----–---- ჯ----–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი, ნ----- კ----–-–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სამი ცალი საწვიმარი ლაბადა და საწვიმარი შარვალი, მოწითალო ფერის ზურგჩანთა, შავი ფერის ,,ნაიკის’’ ფირმის ზურგჩანთა და 1 ცალი მოწითალო ბენდენა, - რაც ინახება ი--------------------–-–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
10.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდების 10 ნიმუში 20 ჩხირზე, სუნის კვალის ნიმუში ორ ქილად, სარდაფის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები სამ ქილად, ორი ცალი შავი ნიღაბი, რამოდენიმე ცალი ხელთათმანი, ნ-----–---- ჯ----–---–ის, გ------ ხ---------ის და ა------ ლ-------–---ის სუნის, ნერწყვის და თმის ნიმუშები, რაც ინახება ი--------------------–-–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
10.4. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, სს ,,ლ--------------დან’’ გამოთხოვილი ვიდეო მასალა ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ,,ბ--–----დან’’ გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომლებიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/