განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1/1357-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 აგვისტო 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ლ---–- ქ-–--–-–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ს-------–-–------- (S--- A-----------) - დაბადებული 1--- წლის 1-------------ს, ი--------------------ს მოქალაქე, პასპორტის N-------, არასრული უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------–----------
ადვოკატი - ი-----–- ე-----
თარჯიმანი - ვ------- ი-----–-–---–ი
კვალიფიკაცია:
ს-------–-–-------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2018 წლის თებერვლის თვეში, თ----- გ-------მ მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე - ქ. თბილისი, წ-----------–---–-------------ში, ხუთ თვის ვადით გააქირავა ვ---- მ------ ჰ------ ა-–---------ე. 2018 წლის ივლისის ბოლოს, მითითებულ სახლში საცხოვრებელად გადავიდა ვ---- მ------ ჰ------ ა-–---------ის მეგობარი - ს-------–-–-------ი. 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ს-------–-–-------მა, ქ.თბილისი, წ-----------–---–-------------ში თ----- გ-------ს საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ცეცხლის წაკიდებით, განზრახ გააჩინა ხანძარი საცხოვრებელ სახლში, რის შედეგადაც დაიწვა სახლის დიდი ნაწილი, მასში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთებით, რითაც დაზარალებულ თ----- გ-------ს საერთო ჯამში მიადგა 25 928.94 ლარის მატერიალური ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით
2.1. დაზარალებულმა თ----- გ-------მ განაცხადა, რომ დაახლოებით 2018 წლის მარტის თვეში კუთვნილი საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. თბილისი, წ-----------–---–-------------ში, გააქირავა ვ---- მ------ ჰ------ ა-–---------ე, რომელმაც შემდგომში, როგორც დამქირავებელი, ბინაში შემოიყვანა ს-------–-–-------ი. 2018 წლის ივლისის თვის ბოლოს დამქირავებლებს უნდა დაეცალათ ბინა, თ----- გ-------ს ვ---- მ------ ჰ------ ა-–---------იმ განუცხადა, რომ არ იმყოფებოდა საქართველოში და ბინის გასაღებს მას გადასცემდა ს-------–-–-------ი. წ-----------–---–-------------ში მცხოვრებ მეზობლებს ს-------–-–-------ი გაეცნო ჯ----ს სახელით და მას მეზობლები ეძახდნენ ჯ----ს. 2018 წლის 30 ივლისს ღამის საათებში თ----- გ-------ს დაუკავშირდა მეზობელი ნ--- ყ----–-ა და უთხრა, რომ ჯ---- ამტვრევდა სახლში ყველაფერს. მას მალევე კვლავ დაუკავშირდა ნ--- ყ----–-ა და შეატყობინა, რომ ჯ----მ (ს-------–-–-------ი) ხანძარი გააჩინა სახლში. თ----- გ------- დილით ჩავიდა თბილისში და მივიდა მის საცხოვრებელ ბინაში, მას შემთხვევის ადგილზე დახვდა სრულიად დამწვარი სახლი. თ----- გ-------მ აღნიშნა, რომ მისი ბინა არის 45 კვ.მ, რომელიც იყო გარემონტებული, სადაც განთავსებული იყო საყოფაცხოვრებო ნივთები, მაცივარი, სარეცხი მანქანა ა.შ. ხანძარს არაფერი არ გადაურჩა და ყველაფერი დამწვარი იყო.
2.2. მოწმე ნ--- ყ----–-ამ დადასტურა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, წ-----------–---–-------------ში. მისი ბინა მდებარეობს იტალიური ეზოს სტილის სახლის მეორე სართულზე, ხოლო თ----- გ-------ს ბინა პირველ სართულზე, მისი ბინიდან თ----- გ-------ს ბინა ჩანს კარგად. 2018 წლის 30 ივლისს ღამის საათებში, ნ--- ყ----–-ა გააღვიძა ხმაურმა, მან გაიხედა ეზოში და დაინახა, რომ თ----- გ-------ს ბინიდან, რომელშიც დროებით ცხოვრობდა ჯ---- (იგივე ს-------–-–-------ი), გამოიქცა ორი გოგო, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ ეზოში, შემდეგ დატოვეს ეზოს ტერიტორია. გარკვეული პერიოდის შემდეგ თ----- გ-------ს სახლიდან გამოვარდა მამაკაცი - ჯ---- (იგივე ს-------–-–-------ი), რომელიც ყვიროდა და ხმამაღლა საუბრობდა, შემდეგ შევიდა თ----- გ-------ს ბინაში, რამდენიმე წუთის შემდეგ სახლიდან გამოიქცა და კარი დახურა, რასაც მალევე მოყვა მეზობლის ყვირილი, რომ თ----- გ-------ს ბინიდან კვამლი გამოდიოდა. ნ--- ყ----–-ას განმარტებით, კვამლს მალევე მოყვა ცეცხლის ალი და თ----- გ-------ს ბინაში გაჩნდა ხანძარი. ნ--- ყ----–-ამ აღნიშნულის თაობაზე აცნობა თ----- გ-------ს.
2.3. მოწმე ვ-–- ნ-------–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისი, წ-----------–---–-------------ში, სახლი არის იტალიური ეზოს სტილის. ვ-–- ნ-------–---–ი ცხოვრობდა მე-2 სართულზე, თ----- გ-------ს ბინაში დროებით ცხოვრობდა უცხოელი, ვინმე ჯ---- (ს-------–-–-------ი). 2018 წლის 30 ივლისს ღამის საათებში ვ-–- ნ-------–---–ს შემოესმა ნივთების მტვრევის ხმა. მან გაიხედა ეზოში და დაინახა, რომ ს-------–-–-------ი ყვიროდა, თ----- გ-------ს სახლში ამტვრევდა გაურკვეველ ნივთებს, შემდეგ გამოვიდა სახლიდან, რასაც მოჰყვა სახლიდან კვამლის გამოსვლა და გაჩნდა ხანძარი. ს-------–-–-------ი იმდენად აგრესიულად იქცეოდა ვ-–- ნ-------–---–ს შეეშინდა არ დაემტვრია ეზოში მდგომი მანქანები და შეეცადა თავისი მანქანის გადაყენებას.
2.4. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე თ----- ლ----------ემ.
2.5. მოწმე კ------- კ-----–---–--მ განაცხადა, რომ 2018 წლის 30 ივლისს ღამის საათებში ის გააღვიძეს მეზობლებმა, რომ გაჩნდა ხანძარი თ----- გ-------ს ბინაში და დროულად დაეტოვებინა საცხოვრებელი ბინა.
2.6. მოწმე ა------– რ------ ი------მა განაცხადა, რომ მისი მეგობარს ნაქირავები ჰქონდა ქ. თბილისში, წ-----------–---–-------------ში მდებარე ბინა, სადაც მეგობრის თანხმობით ცხოვრობდა ს-------–-–-------თან ერთად. 2018 წლის 30 ივლისს არ იმყოფებოდა სახლში და მისთვის უცნობია თუ რა მოხდა და როგორ დაიწვა თ----- გ-------ს ბინა. მოწმე ა------– რ------ ი------მა განაცხადა, რომ როდესაც ის დაბრუნდა ბინაში, მას დამწვარი დახვდა იქაურობა, რამდენიმე მცდელობის შემდეგ მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ს-------–-–-------ს და მისგან შეიტყო, რომ არც ს-------–-–-------მა არ იცოდა თუ როგორ დაიწვა თ----- გ-------ს ბინა, ვინაიდან არ იმყოფებოდა სახლში.
2.7. მოწმეებმა ლ-------- გ-------------მ, გ--–- მ--------–--ემ, დ----- ს--------–---–მა, ბ--- ო---–----–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
2.8. ბრალდებულმა ს-------–-–-------მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ ქირით ცხოვრობდა წ-----------–---–ის ქუჩაზე თ----- გ-------ს კუთვნილ სახლში. ბინაში ცეცხლის წაკიდების დროს იმყოფებოდა მეგობარ გოგოსთან ერთად ქ.თბილისში გ-–--------------ში და არ იცის თუ როგორ გაჩნდა ხანძარი თ----- გ-------ს საცხოვრებელ სახლში.
2.9. ბინის ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, 2018 წლის 27 თებერვალს, თ----- გ-------მ მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ქ. თბილისი, წ-----------–---–-------------ში, ხუთი თვის ვადით გააქირავა ვ---- მ------ ჰ------ ა-–---------ე. ბინის ქირავნობის ხელშეკრულებას თან ერთვის ვ---- მ------ ჰ------ ა-–------ის და ს-------–-–-------ის პასპორტების ასლები.
2.10. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, თ----- გ-------მ წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველი, მარცხნიდან მესამე მდგარი მამაკაცი (ს-------–-–-------ი), რომელიც ცხოვრობდა მის ბინაში. იგი არის--- წლის დაახლოებით 175-180 სიმაღლის, საშუალო სისქის მუქი წარბებით. მუქი ფერის თვალებით, სწორი ფორმის ცხვირით, საშუალო სისქის ტუჩებით, გამხდარი აღნაგობით, შავგრემანი პირისახით, მოგრძო სახის მოყვანილობით. თ----- გ-------მ ს-------–-–-------ი ამოიცნო წლოვანებით, სახის მოყვანილობით, სიმაღლით, აღნაგობით, თვალის ფერით, იერით, წარბებით და ტუჩის ფორმით.
2.10.1. აღნიშნული ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ლ-------- გ-------------მ.
2.11. ხანძრის (წაკიდების) შესახებ აქტის თანახმად, 2018 წლის 30 ივლისს ხანძრის თაობაზე შეტყობინება სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მიიღო 2018 წლის 30 ივლისს 0---- საათზე, პ------–- დანაყოფი შემთხვევის ადგილზე მივიდა 00:49 საათზე, ხანძრის (წაკიდების) ლოკალიზაცია მოხდა 01:04 საათზე, ხოლო ხანძრის (წაკიდების) ლიკვიდაცია მოხდა 01:20 საათზე.
2.12. საცხოვრებელი სახლის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერების ოქმის თანახმად, საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ქ. თბილისში, წ-----------–---–-------------ში მდებარე ე.წ. იტალიური ტიპის საცხოვრებელ ეზოში და წარმოადგენს თ----- გ-------ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლს, რომელიც მდებარეობს ეზოში შესასვლელიდან მარცხნივ და პირდაპირ პირველ სართულზე. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ნამწვის ნიმუშები ოთხ ცალ პაკეტად და ე.წ. სადენის ნიმუშები. მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება.
2.12.1. სახლის დამატებითი დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, წ-----------–---–-------------ში მდებარე თ----- გ-------ს საცხოვრებელ სახლში დამატებით მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ანაწმენდის ნიმუშები.
2.12.2. აღნიშნული ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ბ--- რ-------–---–მა და ექსპერტმა რ----- გ--–-–---–მა.
2.13. სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, წარდგენილი სს საქმის მასალებიდან გამომდინარე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების და ჩატარებული გამოკვლევების ანალიზის საფუძველზე, საცხოვრებელი ბინის საძინებელ ოთახში ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ხანძრის გაჩენის კერის არსებობის გათვალისწინებით, აგრეთვე ელექტრო ტექნიკური, მასალებისა და ნივთიერებების თვითაალებით ხანძრის წარმოქმნის მიზეზების ვერსიების გამორიცხვით შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ მოქ. თ. გ-------ს საცხოვრებელ ბინაში ხანძრის წარმოქმნის უშუალო მიზეზია ცეცხლის წაკიდება. შემთხვევის ადგილის გამოკვლევით, ხანძრის განვითარების დინამიკის გათვალისწინებით და ხანძრის ინტენსიური თერმული ზემოქმედების ლოკალური ნიშნების (კვლების) გაანალიზების შედეგებიდან გამომდინარე, მოქ. თ. გ-------ს საცხოვრებელ ბინაში დაფიქსირებული იქნა ორი ერთმანეთისგან დამოკიდებული ხანძრის გაჩენის კერის ზონა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ და გამოკვლევაზე წარმოდგენილ ელექტროსადენებზე მოკლე ჩართვის, გადატვირთვისა და დიდი გარდამავალი წინაღობის ნიშნები არ დაფიქსირდა. ხანძრის გაჩენა საცხოვრებელ ბინაში ელექტროტექნიკური, ნივთიერებებისა და მასალის თვითაალების მიზეზების გამო მოცემულ შემთხვევაში გამორიცხულია.
2.13.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ----- გ--–-–---–მა.
2.14. ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის N---------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილ ნამწვის ნიმუშებზე #1-6 ნავთობპროდუქტების კვალი არ აღინიშნება.
2.15. საინჟინრო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, წ-----------–---–-------------ში, იტალიური ტიპის ეზოში, მდებარე თ----- გ-------ს საცხოვრებელი სახლის ხანძრის ზემოქმედებით და მისი ჩაქრობის შედეგად წარმოქმნილი დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭირო ჩასატარებელი სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება განისაზღვრება საორიენტაციოდ 19 001.94 ლარით, ნორმატიული დარიცხვების ჩათვლით.
2.15.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა-–---------- ნ-----მ.
2.16. სასაქონლო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ქ. თბილისი წ-----------–---–-------------ში მდებარე ე.წ. იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლში მცხოვრები მოქალაქე თ----- გ-------ს ოჯახისათვის, ხანძრის შედეგად დაზიანებებით მიყენებული ზარალის ოდენობა, დღევანდელ დღის მდგომარეობით შეადგენს 6 927 ლარს.
2.16.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი----- ჭ----------მ.
2.17. ადვოკატის პოზიციით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ს-------–-–-------ის ბრალდებას თ----- გ-------ს კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ცეცხლის წაკიდებით დაზიანების თაობაზე. ადვოკატმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში ს-------–-–-------ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
2.18. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების და ს-------–-–-------ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჩატარებულია ობიექტურად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით; მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, ასევე წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებთან; საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც მტკიცებულებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. კერძოდ:
2.18.1. დაზარალებულ თ----- გ-------ს, მოწმე ა------– რ------ ი------ის, ბრალდებულ ს-------–-–-------ის ჩვენებებით, ქირავნობის ხელშეკრულებით და ხელშეკრულებაზე დართულ პასპორტის ასლებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ----- გ-------მ კუთვნილი საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. თბილისი, წ-----------–---–-------------ში, გააქირავა ვ---- მ------ ჰ------ ა-–---------ე და ს-------–-–-------ზე. 2018 წლის ივლისის თვეში ამ ბინაში ცხოვრობდა და ბინის მეპატრონის წინაშე ქირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ პასუხისმგებელი იყო ს-------–-–-------ი.
2.18.2. დაზარალებულ თ----- გ-------ს, მოწმეების ნ--- ყ----–-ას, ვ-–- ნ-------–---–ის, თ----- ლ----------ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 30 ივლისს ღამის საათებში წ-----------–---–-------------ში მდებარე თ----- გ-------ს კუთვნილ ბინაში გაჩნდა ხანძარი.
2.18.3. პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ თ----- გ-------მ ამოიცნო ს-------–-–-------ი, რომელიც უნდა ყოფილიყო ხანძრის გაჩენის დროს მის საცხოვრებელ ბინაში. მოწმეები ნ--- ყ----–-ა, ვ-–- ნ-------–---–ის არიან თვითმხილველი მოწმეები იმ ფაქტის, რომ 2018 წლის 30 ივლისს ღამის საათებში წ-----------–---–-------------ში მდებარე თ----- გ-------ს ბინაში ხანძარი გაჩნდა მათთვის ჯ----ს სახელით ცნობილი პირის (იგივე ს-------–-–-------ის) ბინაში ყოფნის დროს და სხვა პირი ხანძრის გაჩენისას ბინაში არ იმყოფებოდა, ს-------–-–-------ის ბინიდან გამოსვლას მოჰყვა სახლში ხანძრის გაჩენა. ხანძრის გაჩენამდე ბინიდან გამოდიოდა მტვრევის ხმა და გამოვიდა ორი გოგონა. აღნიშნული ფაქტები მოწმობს, რომ ხანძრის გაჩენისას ს-------–-–-------ის გარდა სხვა პირი ბინაში არ იმყოფებოდა
2.18.4. ხანძრის (წაკიდების) შესახებ აქტით, საცხოვრებელი სახლის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერების ოქმით, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის N---------- დასკვნით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საცხოვრებელი ბინის საძინებელ ოთახში ხანძარი გაჩნდა ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კერაში, ასევე ექსპერტიზამ გამოირიცხა ელექტრო ტექნიკური, მასალებისა და ნივთიერებების თვითაალებით ხანძრის წარმოქმნის მიზეზების ვერსიები, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით მოქ. თ----- გ-------ს საცხოვრებელ ბინაში ხანძრის წარმოქმნის უშუალო მიზეზია ცეცხლის წაკიდება.
2.18.5. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო აძლევს რა შეფასებას, სარწმუნოდ არ მიიჩნევს ბრალდებულ ს-------–-–-------ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ ბინაში ცეცხლის წაკიდების დროს იმყოფებოდა მეგობარ გოგონასთან და არ იცის თუ როგორ გაჩნდა ხანძარი თ----- გ-------ს საცხოვრებელ სახლში. ბრალდებულის აღნიშნული ჩვენება არ არის არგუმენტირებული და გამყარებული რაიმე მტკიცებულებით, არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზიდან და მიმართულია მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისკენ.
2.18.6. საკასაციო სასამართლომ საქმეში #424 აპ-16 /30 დეკემბერი 2016 წელი/ განმარტა, რომ მსჯავრდებულის მიერ მოწოდებული ვერსიის შეფასებისას, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი, თვითმხილველი მოწმის პირდაპირი ჩვენება, უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ პრინციპით, რომ თუკი სხვა ლეგიტიმური მტკიცებულებებით დადგენილი უდაო ფაქტობრივი გარემოებები აშკარად გამორიცხავენ ასეთი ვერსიის საფუძვლიანობასა და რეალურ სინამდვილესთან მის შესაბამისობას, მაშინ ეს ვერსია არ უნდა იქნეს მიღებული და გაზიარებული. კონკრეტულ საქმეში არ არსებობს თვითმხილველი მოწმე თუ როგორ გაჩნდა თ----- გ-------ს კუთვნილ ბინაში ხანძარი, მაგრამ ის გარემოებები, რომ 2018 წლის 30 ივლისს ღამის საათებში ქ. თბილისში, წ-----------–---–-------------ში ნაქირავებ ბინაში ხანძრის გაჩენამდე რამდენიმე წუთით ადრე ბინიდან გამოდიოდა მსხვრევის და ხმაურის ხმა, რის შემდეგაც ბინიდან გამოვიდა ს-------–-–-------ი და მის გამოსვლას მოჰყვა ბინაში ხანძრის გაჩენა, რისი მიზეზიც ექსპერტიზის დასკვნით არის ცეცხლის წაკიდება, სასამართლო გამორიცხავს ბრალდებულის იმ ვერსიას, რომ იგი საერთოდ არ იმყოფებოდა სახლში ცეცხლის გაჩენისას და მას არანაირი კავშირი არ აქვს გაჩენილ ხანძართან. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს-------–-–-------მა განზრახ ცეცხლის წაკიდებით დაწვა ქ. თბილისში, წ-----------–---–-------------ში მდებარე თ----- გ-------ს საცხოვრებელი ბინა.
2.18.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხანძრის შედეგად დაზიანებებით მიყენებული ზარალის ოდენობა საერთო ჯამში შეადგენს 25928.94 ლარს, რაც ადასტურებს, რომ ს-------–-–-------ის ქმედებით თ----- გ-------ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2.18.8. გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის აშკარა, დამაჯერებელი, ურთიერთშეთავსებადი და საკმარისი ს-------–-–-------ის ბრალდების დასადასტურებლად მასში, რომ 2018 წლის თებერვლის თვეში, თ----- გ-------მ მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ქ. თბილისი, წ-----------–---–-------------ში, ხუთი თვის ვადით გააქირავა ვ---- მ------ ჰ------ ა-–---------ე. 2018 წლის ივლისის ბოლოს, მითითებულ სახლში საცხოვრებელად გადავიდა ვ---- მ------ ჰ------ ა-–-------ს მეგობარი - ს-------–-–-------ი. 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ს-------–-–-------მა, ქ.თბილისი, წ-----------–---–-------------ში თ----- გ-------ს საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ცეცხლის წაკიდებით, განზრახ გააჩინა ხანძარი საცხოვრებელ სახლში, რის შედეგადაც დაიწვა სახლის დიდი ნაწილი, მასში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთებით, რითაც დაზარალებულ თ----- გ-------ს საერთო ჯამში მიადგა 25 928.94 ლარის მატერიალური ზიანი.
2.19. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის საკმარისი და უტყუარად ადასტურებენ ბრალდებას, რომ ს-------–-–-------მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს-------–-–-------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
3.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ს-------–-–-------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ს-------–-–-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ს-------–-–-------ს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე დანაშაულის ჩადენაში, იგი არის ი--------------------ს მოქალაქე, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა დროებით, მან თავისი ქმედებით თ----- გ-------ს არა მარტო ის ზიანი მიაყენა, რაც ექსპერტიზის დასკვნებით არის დადგენილი, არამედ თ----- გ-------სთვის ბინის გაქირავება იყო შემოსავლის წყარო და ს-------–-–-------მა თავისი ქმედებით თ----- გ------- დატოვა შემოსავლის წყაროს გარეშე, მას მცდელობაც არ ჰქონია მიყენებული ზიანის ანაზღაურების.
5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ს-------–-–-------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ს-------–-–-------მა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნა, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:
6.1. ელექტროსადენის ოთხი მონაკვეთი დალუქული შტრიხკოდით 2--------, ნამწვის ნიმუში დალუქული შტრიხკოდით 0------- ნამწვის ნიმუში დალუქული შტრიხკოდით 0------- ნამწვის ნიმუში დალუქული შტრიხკოდით 0------, ნამწვის ნიმუში დალუქული შტრიხკოდით 0------, მინის ქილა დალუქული შტრიხ კოდით 2--------, ინახება ძ---–-------–-----------------–-------------------–---ში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს-------–-–------- (S--- A-----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. ს-------–-–-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
3. ს-------–-–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 27 თებერვლიდან.
4. ნივთმტკიცება:
4.1. ელექტროსადენის ოთხი მონაკვეთი დალუქული შტრიხკოდით 2--------, ნამწვის ნიმუში დალუქული შტრიხკოდით 0------- ნამწვის ნიმუში დალუქული შტრიხკოდით 0------- ნამწვის ნიმუში დალუქული შტრიხკოდით 0------, ნამწვის ნიმუში დალუქული შტრიხკოდით 0------, მინის ქილა დალუქული შტრიხ კოდით 2--------, ინახება ძ---–-------–-----------------–-------------------–---ში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/