გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210018002775047
N2/1380-2018
გადაწყვეტილება
დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02 ივლისი 2019 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე თ----- თ----------
წარმომადგენელი თ------ წ----–-----
მოპასუხეები დ------- გ---------
წარმომადგენელი მ--- ჩ-------
დ------ გ---------, თ----- გ---------, ლ---–- გ---------,ხ---- გ---------, ხ------- ჭ----------
დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.აღკვეთილ იქნას დ------- გ---------- და სხვა თანმხლები პირების (დ------ გ---------, თ----- გ---------, ლ---–- გ---------, ხ---- გ---------, ხ------- ჭ----------) უკანონო ხელშეშლა, გამოსახლებულ იქნენ და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს თ----- თ----------ს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ხობი, კ- გ-------------- ქ.N1-, საკადასტრო კოდი: 4-.2-.2--1---
1.2.მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პროცესის ხარჯების ანაზღაურება 2120 ლარის ოდენობით, საიდანაც, 120 ლარი არის სახ. ბაჟი, ხოლო 2000 ლარი საადვოკატო მომსახურების ხარჯი.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
თ----- თ----------- საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ხობი, კ- გ-------------- ქ.N1-, საკადასტრო კოდი: 4-.2-.2--1--, აღნიშნული უძრავი ქონება მოსარჩელის მიერ შეძენილ იქნა 2017 წლის 14 თებერვალს მასსა და დ------- გ---------- შორის დადებული "გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის" ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა მოსარჩელე ვერ სარგებლობს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, ვინაიდან აღნიშნულ უძრავ ქონებაში ცხოვრობს დ------- გ--------- სხვა თანმხლებ პირებთან ერთად. მოსარჩელეს არ ეძლევა მისი საკუთრებით სარგებლობის უფლება, მიუხედავად არაერთი მოლაპარაკებისა დ------- გ--------- და სხვა თანხმლები პირები არ ათავისუფლებენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე დ------- გ---------- წარმომადგენელმა სარჩელი ცნო.
მოპასუხეები: დ------ გ---------, თ----- გ---------, ლ---–- გ---------, ხ---- გ--------- და ხ------- ჭ---------- სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.2018 წლის 18 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ხობი, კ- გ-------------- ქ.N1-, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 3--- კვ.მ, საკადასტრო კოდი: 4-.2-.2--1--, მესაკუთრე არის თ----- თ----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სარჩელი, შესაგებელი;
18.02.2018 წელს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმები).
3.2.2. მოსარჩელის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხე მხარე არ უზრუნველყოფს თ----- თ-----------თვის საჯარო რეესტრში 4-.2-.2--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემას და უძრავ ნივთს ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რითაც მოპასუხე ხელყოფს მოსარჩელის საკუთრების უფლებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სარჩელი, შესაგებელი;
18.02.2018 წელს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმები).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
თ----- თ----------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
აღკვეთილ უნდა იქნას დ------- გ---------- და სხვა თანმხლები პირების (დ------ გ---------, თ----- გ---------, ლ---–- გ---------, ხ---- გ---------, ხ------- ჭ----------) უკანონო ხელშეშლა, გამოსახლებულ უნდა იქნენ და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა ჩაბარდეს თ----- თ----------ს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ხობი, კ- გ-------------- ქ.N1-, საკადასტრო კოდი: 4-.2-.2--1---
დ------ გ---------, თ----- გ---------, ლ---–- გ---------, ხ---- გ--------- და ხ------- ჭ----------, დ------- გ----------თან ერთად უნდა გამოსახლებულ იქნენ თ----- თ----------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე: ქ. ხობი, კ- გ-------------- ქ.N1-, საკადსტრო კოდი:4-.2-.2--1---
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] PAR.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC), par.81); Boldea v. Romania, par.30).
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. იგი ნიშნავს ყოველი მესაკუთრე ფიზიკური თუ იურიდიულ პირის უფლებას ფლობდეს და განკარგავდეს ქონებას. დაუშვებელია საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად ჩამორთმევა. ეს უფლება დაცულია საერთაშორისო სამართლებრივ აქტით - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო სისტემის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, მისი დებულებების შესრულება სავალდებულოა. კერძოდ, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ამდენად, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აქტებით რეგლამენტირებულია პირთა საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმები სხვათა ხელყოფისაგან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის თანახმად, საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება).
გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა მოწესრიგებულია ზოგადი მოთხოვნების საფუძველზე, მათ შორისაა კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პიტივისცემით მოპყრობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული პრინციპი გამოვლენილია მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, რომლითაც დადგენილია, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი...
აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის თანახმად, ნივთის განკარგვის უფლებას კანონმდებელი მის მესაკუთრეს ანიჭებს.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება წარმოიშობა თუ: 1. მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; 2. ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში; 3. მოპასუხეს არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონიერი საფუძველი. ამდენად, მოსარჩელე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სარჩელით მიმართავს სასამართლოს მაშინ, როცა იგი არის ნივთის მესაკუთრე და შელახულია ნივთზე მისი მფლობელობის უფლება, კერძოდ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, დავის საგნიდან გამომდინარე, აღსანიშნავია, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი, რომლის თანახმად, გარიგების საფუძველზე უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
18.02.2018 წელს მომზადებული ამონაწერით დადგენილია, რომ 4-.2-.2--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, რომელსაც ფლობენ მოპასუხეები, წარმოადგენს მოსარჩელის თ----- თ----------- საკუთრებას. მოპასუხეების მიერ ნივთის ფლობას რაიმე სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. მოსარჩელეს კი უფლება აქვს ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, თავისუფლად განკარგოს საკუთრება, რაშიც ხელს უშლიან მოპასუხეები უკანონო მფლობელობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ----- თ----------- სარჩელი მოპასუხეების: დ------- გ----------, დ------ გ----------, თ----- გ----------, ლ---–- გ----------, ხ---- გ---------- და ხ------- ჭ----------ს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და აღკვეთილ უნდა იქნას დ------- გ---------- და სხვა თანმხლები პირების (დ------ გ---------, თ----- გ---------, ლ---–- გ---------, ხ---- გ---------, ხ------- ჭ----------) უკანონო ხელშეშლა, გამოსახლებულ უნდა იქნენ და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა ჩაბარდეს თ----- თ----------ს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ხობი, კ- გ-------------- ქ.N1-, საკადასტრო კოდი: 4-.2-.2--1--- დ------ გ---------, თ----- გ---------, ლ---–- გ---------, ხ---- გ--------- და ხ------- ჭ----------, დ------- გ----------თან ერთად გამოსახლებულ უნდა იქნენ თ----- თ----------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე: ქ. ხობი, კ- გ-------------- ქ.N1-, საკადსტრო კოდი:4-.2-.2--1---
2019 წლის 02 ივლისს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები: დ------ გ---------, თ----- გ---------, ლ---–- გ---------, ხ---- გ--------- და ხ------- ჭ----------, რომლებიც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყვნენ სასამართლო სხდომის შესახებ. მათ გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებიათ.
მოსარჩელე მხარემ დ------ გ----------, თ----- გ----------, ლ---–- გ----------, ხ---- გ----------ა და ხ------- ჭ----------ს არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო მოითხოვა დუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან ცნობილია წინა სასამართლო სხდომიდან, მოსარჩელეს შეუძლია იშუამდგომლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ასეთ დროს სარჩელში მითითებული ფატქობრივი გარემობები დამტკიცებულად ითვლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თ----- თ----------- სასარჩელო მოთხოვნაზე დ------ გ----------, თ----- გ----------, ლ---–- გ---------- ხ---- გ----------ა და ხ------- ჭ----------ს მიმართ მიღებულ უნდა იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.
სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარის ოდენობით, წინასწარ გადახდილია მოსარჩელის მიერ.
მოპასუხეებს: დ------ გ----------, თ----- გ----------, ლ---–- გ----------, ხ---- გ---------- და ხ------- ჭ----------ს მოსარჩელე თ----- თ----------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.
მოპასუხე დ------- გ---------- თ----- თ----------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საპროცესო ხარჯის - 2000 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-248-ე, 257-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. თ----- თ----------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2.აღკვეთილ იქნას დ------- გ---------- და სხვა თანმხლები პირების (დ------ გ---------, თ----- გ---------, ლ---–- გ---------, ხ---- გ---------, ხ------- ჭ----------) უკანონო ხელშეშლა, გამოსახლებულ იქნენ და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს თ----- თ----------ს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ხობი, კ- გ-------------- ქ.N1-, საკადასტრო კოდი: 4-.2-.2--1---
3. მოპასუხე დ------- გ---------- თ----- თ----------- სასარგებლოდ დაეკისროს საპროცესო ხარჯის - 2000 ლარის ანაზღაურება.
4.დ------ გ---------, თ----- გ---------, ლ---–- გ---------, ხ---- გ--------- და ხ------- ჭ----------, დ------- გ----------თან ერთად გამოსახლებულ იქნენ თ----- თ----------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე: ქ. ხობი, კ- გ-------------- ქ.N1-, საკადსტრო კოდი:4-.2-.2--1---
5.მოპასუხეებს: დ------ გ----------, თ----- გ----------, ლ---–- გ----------, ხ---- გ---------- და ხ------- ჭ----------ს მოსარჩელე თ----- თ----------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.
6. მოპასუხეებს: დ------ გ----------, თ----- გ----------, ლ---–- გ----------, ხ---- გ---------- და ხ------- ჭ----------ს გაეგზავნოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოთ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლიათ შემოიტანონ საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე