განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119002861049
N1/35-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ივლისი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ------- ნ-------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ--- ფ-------;
ბრალდებული - გ------- ფ--------ე, დაბადებული 1----–-–----------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ა---------–----–----–----------–-----------, დასაოჯახებელი, ნასამართლეობის არ მქონე, მცხოვრები: თერჯოლის რაიონი, სოფელი ძ-----; ამჟამად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N2 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 19.108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობის მცდელობა);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2019 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ძ----ში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ გ------- ფ--------ეს სახის არეში ხელი დაარტყა ე-–------ ც---–---ემ. მომხდარის გამო განაწყენებულმა გ------- ფ--------ემ შურისძიების მოტივით განიზრახა ე-–------ ც---–---ის განზრახ მკვლელობა, ამ მიზნით მან ხელის დარტყმით ძირს წააქცია ე-–------ ც---–---ე, რის შემდეგაც ეზოში განთავსებული მაგიდიდან აიღო დანა და განზრახ მოკვლის მიზნით, აღნიშნული დანა ორჯერ დაარტყა წაქცეულ ე-–------ ც---–---ეს მუცლის არეში, რის შედეგადაც მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობის სახით ე-–------ ც---–---ეს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება. ადგილზე მყოფი ვ------- ღ--------ის აქტიური ჩარევის შედეგად გ------- ფ--------ემ ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, ხოლო ე-–------ ც---–---ე გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შედეგად გადარჩა.
სასამართლომ დაადგინა:
2. 2019 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ძ----ში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ გ------- ფ--------ეს სახის არეში ხელი დაარტყა ე-–------ ც---–---ემ. მომხდარის გამო განაწყენებულმა გ------- ფ--------ემ, ე-–------ ც---–---ის ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანების განზრახვით ცივი იარაღი - დანა ერთხელ დაარტყა მუცლის არეში, რის შედეგადაც მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობის სახით ე-–------ ც---–---ეს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედება - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის:
3. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ე-–------ ც---–---ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სოფელ ძ----ში, მეუღლის მშობლების სახლში. სუფრაზე იყვნენ - მეუღლე თ----- ღ--------ე, სიმამრი - ვ------- ღ--------ე, სიდედრი - ი---- ფ--------ე, გ--- ღ--------ე, გ--- ღ--------ე, გ------- ფ--------ე და სხვა სტუმრები. სუფრის მსვლელობის დროს, ვინაიდან დათვრა, გავიდა გარეთ, სადაც, ასევე, იმყოფებოდა გ------- ფ--------ე, რომელიც წვავდა მწვადს და უთხრა, რომ უნდა წასულიყო, ვინაიდან მეტი აღარ შეეძლო. აღნიშნულზე, შეკამათდა გ-------სთან, რა დროსაც შეაგინა მას კეთილების მისამართით და გაარტყა ხელი. გაღიზიანებულმა გ-------მ, მოუქნია დანა, რომელიც მოხვდა მუცლის არეში, დაიხია უკან და წაიქცა. ცდილოდა წამოდგომას, მაგრამ ვერ ადგა. დაინახა, რომ მისი სიმამრი ვ.ღ--------ე ეძიძგილავებოდა გ-------ს, აჩერებდა და მიყავდა სახლის მიმართულებით, ეუბნებოდა გაჩერდიო. დაზარალებულის განმარტებით, მას არ დაუნახავს, გ------- ცდილობდა თუ არა მისთვის დანის მეორედ დარტყმას. შემთხვევის დროს მას ეცვა სპორტული შარვალი, სვიტერი და ტყავის ქურთუკი. ტანსაცმელს, შემთხვევამდეც ჰქონდა დაზიანებები, გახევისა და გასერვის სახით. გ-------სთან ყოველთვის მეგობრული და კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, პატივისცემით ეპყრობოდნენ ერთმანეთს.
4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ------- ღ--------ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 14 იანვარს ჰქონდა შვილის დაბადების დღე და ჰყავდა სტუმრები, მათ შორის ქალიშვილი თ----- ღ--------ე და მისი ქმ---- ე-–------ ც---–---ე. ე-–------ იყო თამადა. რამდენიმე ხანში, როდესაც ე-–------მ ორი ბოთლი ღვინო დალია, თქვა, რომ მეტი აღარ შეეძლო და გავიდა გარეთ, უნდა წასულიყო სახლში. ამ დროს, გ------- ფ--------ე გარეთ იყო, მწვადს წვავდა. წასვლის გამო, გ-------სა და ე-–------ს შორის მოხდა შელაპარაკება, „თუ არ შეგეძლო, რას დგებოდი თამადად“, უთხრა გ-------მ. აღნიშნულზე, ე-–------მ კეთილების მისამართით შეაგინა გ-------ს და ხელი გაარტყა სახეში. განერვიულებულმა გ-------მ, დანა დაარტყა ე-–------ს მუცლის არეში. მეორედაც მოიქნია დანა გ-------მ, თუმცა მივარდა, გაარტყა სახეში და დანა გააგდებინა ხელიდან. გ------- გაიქცა სახლიდან. ძირს დაგდებული დანა აიღო, გაისვა ფეხზე და დადო მაგიდაზე. მას შემდეგ რაც დაჭრილი ე-–------ ც---–---ე წაიყვანა სასწრაფომ, გ------- ფ--------ე დაბრუნდა სახლში და ჩაბარდა პოლიციას. მოწმის განმარტებით, მან, მხოლოდ ერთი დარტყმის ფაქტი დაინახა.
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ----- ღ--------ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სტუმრად მამასთან სახლში და აღნიშნავდნენ ძმის, გ--- ღ--------ის დაბადების დღეს. სუფრაზე ყოფნის დროს, მისი მეუღლე - ე-–------ ც---–---ე, რომელიც იყო თამადა, გახდა ცუდად და გავიდა გარეთ, სადაც იმყოფებოდა გ------- ფ--------ე, რომელიც წვავდა მწვადს. ე-–------მ უთხრა, რომ მეტი აღარ შეეძლო და უნდა წასულიყო. გ-------მ უთხრა, რომ სირცხვილი იყო სტუმრებთან, შესულიყო და კიდევ დაელია ერთ ჭიქა ღვინო. აღნიშნულზე, გ------- და ე-–------ შეკამათდნენ, რა დროსაც ე-–------მ შეაგინა გ-------ს და სახეში გაარტყა. დაინახა, რომ გ-------მ დანა მოიქნია ე-–------ს მიმართულებით, რომელიც მას მოხვდა მარცხენა გვერდზე და წაიქცა. როდესაც გ-------მ დანა მოიქნია ე-–------ს მიმართულებით და სისხლი წამოუვიდა, ვ.ღ--------ემ გააჩერა გ------- და ეს უკანასკნელი წავიდა სახლიდან. მოწმის განმარტებით, გ------- მას შემდეგ დაბრუნდა სახლში, როდესაც პოლიცია მივიდა ადგილზე. გ-------ს და ე-–------ს კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთში. მას არ დაუნახავს, მეორედ მოუქნია თუ არა გ-------მ დანა ე-–------ს.
6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--- ღ--------ემ განაცხადა, რომ 2014 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სახლში, სტუმრებთან, მათ შორის სიძე ე-–------ ც---–---ესთან ერთად და აღნიშნავდნენ მის დაბადების დღეს. თვითონ არ სვამდა, ვინაიდან იღებდა წამლებს. დედამისი გახდა ცუდად, რის გამოც დისშვილთან ერთად წავიდა სასწრაფოს დასახვედრად. როდესაც უკან დაბრუნდა, ე-–------ ც---–---ე იწვა მიწაზე და წაიყვანა სასწრაფომ. პოლიციის მისვლის შემდეგ, მონაწილეობა მიიღო დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები. მოწმის განმარტებით, ე-–------ს და გ-------ს ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთში და რაიმე უთანხმოება მათ შორის არ ყოფილა.
7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ჯ-------ამ განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2019 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ექსპერტ გ------- ქ---------ესთან ერთად გამოცხადდა თერჯოლის რაიონის სოფელ ძ----ში და მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც, ხელოვნური განათების პირობებში, დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები - მოწითალო ფერის ლაქები, მუთაქა, გადასაფარებელი, პერანგი, დანა. ასევე, მოახდინეს ფოტოგადაღება. ამოღებული ნივთები დალუქული იქნა ადგილზე, რაც დაადასტურეს ხელის მოწერით. ასევე, ხელის მოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედების ოქმი.
8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შალვა გოგიაშვილმა განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. 2019 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, 112-დან მიღებული იქნა შეტყობინება, მასზედ, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძ----ში მცხოვრები ვ.ღ--------ე ითხოვდა დახმარებას, სახლში მომხდარი დაჭრის გამო. თანამშრომლებთან, ე----- პ--------ესთან და ა---------– ბ-----–---–თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდათ ვ.ღ--------ე, რომელმაც განუმარტა, რომ შელაპარაკების დროს, შვილმა გ------- ფ--------ემ მუცლის არეში დაჭრა სიძე ე-–------ ც---–---ე. ე-–------ ც---–---ე იწვა მიწაზე, მას მუცელზე დაფარებული ჰქონდა ადიელა, რომელიც სისხლიანი იყო. ვ.ღ--------ის განმარტებით, დაჭრის შემდეგ გ.ფ--------ე გაიქცა სახლიდან. რამდენიმე ხანში, სასწრაფოს მიერ წაყვანილი იქნა ე.ც---–---ე. აღნიშნულიდან რამდენიმე ხანში კი ადგილზე მივიდა გ------- ფ--------ე, რომელმაც აღიარა, რომ შელაპარაკების დროს, ე-–------ ც---–---ეს მუცლის არეში დაარტყა დანა. აღნიშნულის გამო, ა---------– ბ-----–---–ის მიერ, ადგილზე, დაკავებული იქნა გ.ფ--------ე, რომელსაც განემარტა უფლებები და გადაყვანილი იქნა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში. მოწმის განმარტებით, ასევე, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები, რაც დაილუქა ადგილზე, ხელი მოაწერეს და გადაეცა გამომძიებელს. ასევე, ადგილზე შედგა საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რაც დაადასტურეს ხელის მოწერით.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე----- პ--------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლად. 2019 წლის 15 იანვარს, თერჯოლის რაიონულ სამმართველოში 2019 წლის 14 იანვარს შესული შეტყობინების საფუძველზე, ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, მოახდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები - სისხლის ლაქები, გადასაფარებელი, მუთაქა, პერანგი და დანა. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე და გაკეთდა ხელის მოწერები. ასევე, ხელის მოწერით დაადასტურეს ადგილზე შედგენილი საგამოძიებო მოქმედების ოქმი. ასევე, მოწმის სახით გამოკითხა თერჯოლამედის მედდა და მისგან ამოიღო ე.ც---–---ის ტანსაცმელი.
10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა---------– ბ-----–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო გ.ფ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი დ საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა მოწმეები და დანიშნა ექსპერტიზები. შეადგინა გ.ფ--------ის დაკავების ოქმი და გამოკითხა ბრალდებულის სახით. ამოიღო გ.ფ--------ის ტანსაცმელი და შეადგინა ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმი. დადგენილება ბრალდების შესახებ გააცნო გ.ფ--------ეს, გამოკითხა და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცის ე.ც---–---ისა და გ.ფ--------ის მიმართ.
11. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა გ------- ფ--------ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სახლში, ჰყავდათ სტუმრები და ე-–------ ც---–---ე იყო თამადა. რამდენიმე ხანში გავიდა გარეთ, მწვადის შესაწვავად. რამდენიმე ხანში, ასევე, გარეთ გავიდა ე-–------ ც---–---ე, რომელმაც უთხრა, რომ მეტი აღარ შეეძლო და უნდა წასულიყო სახლში. მის კითხვაზე, თუ არ შეეძლო რას დგებოდა თამადად, ე-–------მ მას უწოდა ლაწირაკი, შეაგინა და ხელი გაარტყა სახეში. გარტყმის დროს დაიხია უკან, რა დროსაც მოიქნია მისკენ დანიანი ხელი, რომელიც ე-–------ს მოხვდა მუცლის არეში. აღნიშნულის შემდეგ დანა დააგდო ძირს და გაიქცა. სახლში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ე-–------ სასწრაფომ წაიყვანა და პოლიცია მივიდა. დაბრუნებული ჩაბარდა პოლიციას. მან მხოლოდ ერთხელ დაარტყა ე-–------ ც---–---ეს და დანის 2 ჯერ დარტყმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. როდესაც ე-–------ს დანა დაარტყა, დაახლოებით 2 ან 3 ჭიქა ჰქონდა დალეული. პროკურორის მიერ, ბრალდებულ გ.ფ--------ის თანხმობით გამოქვეყნებული იქნა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების (ტომი I, ს.ფ. 33-35) ნაწილი, სადაც აღნიშნულია „სიტყვიერი კამათის დროს, ე-–------მ მითხრა, რომ გარეთ გავიდეთ და იქ ვისაუბროთო და ადგა სუფრიდან და გავიდა გარეთ, მეც გავყევი ე-–------ს. როდესაც გავედით მე და ე-–------ ც---–---ე ეზოში, ჩვენ კვლავ შევკამათდით ერთმანეთთან სიტყვიერად, მან შემაგინა და მარცხენა გაშლილი ხელი დამარტყა ერთჯერ სახეში, მარჯვენა მხარეს. დარტყმის შემდეგ მე წავიქეცი, მაგრამ ტკივილი არ მიგრძვნია და რაიმე სახის დაზიანება არ მიმიღია. როდესაც წამოვდექი, მეც დავარტყი ე-–------ს ხელი სახის არეში და ისიც წაიქცა. ამ დროს, მე, ეზოში, იქვე არსებული ხის მაგიდიდან ავიღე მომწვანო ფერის ტარიანი პურის საჭრელი დანა და წაქცეულ ე-–------ ც---–---ეს დავარტყი მუცლის არეში ორჯერ. დანის დარტყმის შემდეგ ე-–------მ დაიყვირა რომ „დანა დამარტყა და მომეშველეთო“, როდესაც მე და ე-–------ ეზოში ვჩხუბობდით იქ იყვნენ ე-–------ს მეუღლე თ-----ი და ჩემი მამინაცვალი ვ------- ღ--------ე, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენს გაშველებას. მე დანა, მას შემდეგ, რაც ე-–------ს დავარტყი ორჯერ მუცლის არეში, ვ-------მა წამართვა ხელიდან. მე შემეშინდა და გავედი სახლის უკანა მხარეს სიბნელეში დასამალად“. პროკურორის შეკითხვაზე, გ------- ფ--------ემ განაცხადა, რომ გამოძიებაში მისცა ჩვენება, თუმცა ანერვიულებული იყო და რას იძახდა არ ახსოვს.
12. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმე ი---- ფ--------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
13. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და აღარ მოითხოვა მოწმეების ჯ----– გ-------–ის, გ--------- ჩ------ს, ი--- ტ--–----ის, ლ-------ა ა----–--ის, მ---- ც---–---ის, გ--- ღ--------ის, ლ---- ს-----------ის, ლ--–----–------ის, ა-----–---–---ის, ე-–----- კ----------ის, გ------- ქ---------ის, ე-–--- ჟ-------ს, მ------ ნ-----–--ის და კ------- თ----------ის დაკითხვა.
14. მოწმე ჯ----– გ-------–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სტუმრად ვ------- ღ--------ის ოჯახში, სადაც ასევე, იმყოფებოდნენ სტუმრები, მათ შორის ე-–------ ც---–---ე. სუფრაზე ყოფნის დროს, მიირთმევდნენ ღვინოს. სუფრაზე ყოფნის დროს, ე-–------ ც---–---ე და გ------- ფ--------ე გავიდნენ გარეთ, ასევე, გარეთ გავიდნენ თ----- ღ--------ე და ვ------- ღ--------ე. მათი გასვლიდან რამდენიმე ხანში, შემოესმა ყვირილის და ჩხუბის ხმა და როდესაც გარეთ გავიდა, ნახა, რომ ე-–------ ც---–---ე იწვა ძირს და მოსდიოდა სისხლი. თ-----მა და ვ-------მა უთხრეს, რომ გ------- ფ--------ემ დაჭრა ე-–------ ც---–---ე. მას პირადად არ დაუნახავს გ-------ს მიერ ე-–------ს დაჭრის ფაქტი.
15. მოწმე გ--------- ჩ------ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სტუმრად ვ------- ღ--------ის ოჯახში, სადაც, ასევე, იმყოფებოდნენ სტუმრები, მათ შორის ე-–------ ც---–---ე. სუფრაზე ყოფნის დროს, მიირთმევდნენ ღვინოს. სუფრაზე ყოფნის დროს, ე-–------ ც---–---ე და გ------- ფ--------ე გავიდნენ გარეთ, ასევე, გარეთ გავიდნენ თ----- ღ--------ე და ვ------- ღ--------ე. მათი გასვლიდან რამდენიმე ხანში, შემოესმა ყვირილის და ჩხუბის ხმა და როდესაც გარეთ გავიდა, ნახა, რომ ე-–------ ც---–---ე იწვა ძირს და მოსდიოდა სისხლი. თ-----მა და ვ-------მა უთხრეს, რომ გ------- ფ--------ემ დაჭრა ე-–------ ც---–---ე. მას პირადად არ დაუნახავს გ-------ს მიერ ე-–------ს დაჭრის ფაქტი.
16. მოწმე ი--- ტ--–----ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 14 იანვარს სტუმრად წავიდა დასთან, ი---- ფ--------ესთან, რომელსაც ჰქონდა შვილის, გ--- ღ--------ის დაბადების დღე. სუფრაზე ყოფნის დროს, მამაკაცები მიირთმევდნენ სასმელს. სუფრაზე ყოფნის დროს, გ------- ფ--------ე და ე-–------ ც---–---ე გავიდნენ გარეთ, ასევე, გარეთ გავიდნენ თ----- და ვ------- ღ--------ეებიც. მათ გასვლიდან რამდენიმე ხანში გაიგონა ქალის კივილის ხმა და როდესაც გარეთ გავიდა, დაინახა ე-–------ ც---–---ე, რომელიც იწვა მიწაზე და სისხლი მოსდიოდა მუცლიდან. მის კითხვაზე თუ რა მოხდა, ვ------- ღ--------ემ უპასუხა, რომ ე-–------ ც---–---ე დანით დაჭრა გ------- ფ--------ემ.
17. მოწმე მ---- ც---–---ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 14 იანვარს მამასთან ე-–------ ც---–---ესთან და დედინაცვალ თ----- ღ--------ესთან ერთად სტუმრად წავიდნენ თერჯოლის რაიონის სოფელ ძ----ში, თ----- ღ--------ის მშობლების სახლში, გ--- ღ--------ის დაბადების დღის აღსანიშნავად. სუფრაზე მამაკაცები მიირთმევდნენ სასმელს. სუფრიდან გავიდა მამამისი ე-–------ ც---–---ე და გ------- ფ--------ე, ასევე, რამდენიმე ხანში გავიდნენ ვ------- და თ----- ღ--------ეებიც. მათი გასვლიდან რამდენიმე ხანში, შემოესმა ხმაური და როდესაც გარეთ გავიდა, დაინახა, რომ მამამისი ე-–------ ც---–---ე იწვა მიწაზე, მუცლიდან მოსდიოდა სისხლი. მის კითხვაზე თუ რა მოხდა, ვ------- ღ--------ემ უპასუხა, რომ ე-–------ ც---–---ე დანით დაჭრა გ------- ფ--------ემ.
18. მოწმე გ--- ღ--------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სახლში, ჰყავდათ სტუმრები და აღნიშნავდნენ ძმის - გ--- ღ--------ის დაბადების დღეს. სუფრაზე ყოფნის დროს დედამისი ი---- ფ--------ე გახდა ცუდად და გამოიძახეს სასწრაფო. სასწრაფოს დასახვედრად, გ--- ღ--------ესთან და ა-----–---–---ესთან ერთად წავიდა სასწრაფოს დასახვედრად. როდესაც სახლში დაბრუნდნენ, ნახეს, რომ ე-–------ ც---–---ე იწვა ძირს მიწაზე და მუცლიდან სდიოდა სისხლი. იქ მყოფი ხალხისგან გაიგო, რომ ე-–------ ც---–---ე დანით დაჭრა გ------- ფ--------ემ.
19. მოწმე ა-----–---–---ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 14 იანვარს მამასთან ე-–------ ც---–---ესთან და დედინაცვალ თ----- ღ--------ესთან ერთად სტუმრად წავიდნენ თერჯოლის რაიონის სოფელ ძ----ში, თ----- ღ--------ის მშობლების სახლში, გ--- ღ--------ის დაბადების დღის აღსანიშნავად. სუფრაზე მამაკაცები მიირთმევდნენ სასმელს. სუფრაზე ყოფნის დროს ი---- ფ--------ე გახდა ცუდად და გამოიძახეს სასწრაფო. სასწრაფოს დასახვედრად, გ--- და გ--- ღ--------ეებთან ერთად წავიდა სასწრაფოს დასახვედრად. როდესაც სახლში დაბრუნდნენ, ნახეს, რომ ე-–------ ც---–---ე იწვა ძირს მიწაზე და მუცლიდან სდიოდა სისხლი. იქ მყოფი ხალხისგან გაიგო, რომ ე-–------ ც---–---ე დანით დაჭრა გ------- ფ--------ემ.
20. მოწმე ლ-------ა ა----–--ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ის მუშაობს შპს „თერჯოლამედში“ ექთნის თანამდებობაზე. 2019 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, დაახლოებით 22:50 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ მიყვანილი იქნა პაციენტი ე-–------ ც---–---ე, რომელიც იყო დაჭრილი მუცლის არეში. ე.ც---–---ეს გაეწია შესაბამისი დახმარება და გადაყვანილი იქნა საოპერაციოში. მან გახადა ტანსაცმელი ე.ც---–---ეს და წარუდგინა გამომძიებელს.
21. მოწმე ლ---- ს-----------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მუშაობს შპს „თერჯოლამედის“ საავადმყოფოში, ქირურგის თანამდებობაზე. 2019 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიყვანილი იქნა პაციენტი ე-–------ ც---–---ე, რომელისაც აღენიშნებოდა მხოლოდ ერთი ნაკვეთ-ნაფლეთი ჭრილობა მუცლის არეში, ზომით დაახლოებით 5-7 სანტიმეტრი. მან ჩაუტარა ოპერაცია ე.ც---–---ეს და დაესვა დიაგნოზი მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა.
22. მოწმე გ------- ქ---------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტად. 2019 წლის 14 იანვარს მეწყვილე ექსპერტ გ------- ჯ-------ასთან ერთად მონაწილეობა მიიღო თერჯოლის რაიონის სოფელ ძ----ში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ხელოვნური განათების პირობებში, დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქა, მუთაქა, საწოლის გადასაფარებელი, ხაკისფერი პერანგი და მომწვანო ტარიანი დანა. ამოღებული ნივთები დაილუქა ცალ-ცალკე პაკეტებად საექსპერტო სამსახურის სპეციალურ პაკეტებში. ასევე, მათ მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება.
23. 2019 წლის 15 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი, სადაც მოხდა მკვლელობის მცდელობის ფაქტი, მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ ძ----ში და წარმოადგენს გ--- ღ--------ის საცხოვრებელი სახლის ეზოს..... ჭიშკრიდან სამოც მეტრში, ეზოში, არის მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, მის გვერდით ჩრდილოეთ მხარეს მიწაზე არის დაჩითული ტექსტური ქსოვილი (საწოლის გადასაფარებელი) და მოთეთრო ფერის ყვავილების ჩანართებით „მუთაქა“. საწოლის გადასაფარებელზე და მუთაქაზე აღენიშნება მუქი ფერის ლაქები. გ--- ღ--------ის განმარტებით, აღნიშნული ლაქა არის მისი სიძის - ე-–------ ც---–---ის სისხლი და განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილზე დანის გამოყენებით დაჭრა მისმა ნახევრად ძმამ - გ------- ფ--------ემ. საწოლის გადასაფარებელი და მუთაქა არის მისივე განმარტებით, მათი ოჯახის საკუთრება და დაჭრის შემდეგ გამოიტანეს სახლიდან და მასზე დააწვინეს სასწრაფო დახმარების მისვლამდე ე-–------ ც---–---ე. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქიდან ნიმუში და დაილუქა N---------- პაკეტში. საწოლის გადასაფარებელი ამოღებული იქნა და დაილუქა F-------- პაკეტში. მუთაქა ამოღებული იქნა და დაილუქა F-------- პაკეტში..... სახლის შესასვლელი კარიდან დასავლეთ მხარეს დგას ხის თარო, რომლის ზედაპირზე დევს სხვადასხვა ზომის ქვაბები, დანა და ღია ხაკისფერი გრძელმკლავიანი პერანგი. გ--- ღ--------ემ აღნიშნა, რომ აღნიშნული მომწვანო ფერის ტარიანი დანით დაჭრა ე-–------ ც---–---ე მისმა ნახევარ ძმამ - გ------- ფ--------ემ. დანის ტარი არის 12,5 სმ, ბასრი პირი 20,5 სმ, ბასრი პირის ზედაპირზე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ბასრი პირის ზედაპირზე დანას ერთ მხარეს აქვს წარწერა „---------“, მის ქვემოთ პარალელურად წარწერა „--------------. დანა ამოღებული იქნა და დაილუქა F--------- პაკეტში. გ--- ღ--------ის განმარტებით, პერანგი არის მამამისის - ვ------- ღ--------ის. პერანგს აღენიშნება სხვადასხვა ადგილზე მუქი ფერის ლაქები. პერანგი ამოღებული იქნა და დაილუქა F-------- პაკეტში.
24. 2019 წლის 15 იანვრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ თერჯოლის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, გ------- ფ--------ისგან, ნებაყოფლობით, ყოველგვარი იძულებითი ღონისძიების გარეშე, ამოღებული იქნა მისი ტანსაცმელი, კერძოდ: მონაცრისფრო ფერის ნაქსოვი სვიტერი, რომელსაც საყელოსთან აქვს თასმა - შესაკრავი და მოყავისფრო - მონაცრისფრო ჩანართებით სპორტული შარვალი, რომელსაც გააჩნია წინა ორი და უკანა მარჯვენა ჯიბე. შარვალს აქვს ლათინური ასოებით წარწერა „Z---“ და თასმა - შესაკრავი. ამოღებული ტანსაცმელი დაილუქა თერჯოლის რაიონული სამმართველოს 33/12 ლუქის ბეჭდით.
25. ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, გ------- ფ--------ეს დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა - 0,74 პრომილე.
26. ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 15.01.2019წ 09:31-09:40სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. გ------- ფ--------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით (ჩივილებს ტკივილზე არ წარმოადგენს. მარჯვენა მტევნის მე-2 და მე-3 თითების ძირითადი ფალანგების ნების ძვალთან შესახსრების უკანა ზედაპირებზე აღენიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით თითო ნაჭდევი შესაბამისად ზომებით: 1,3X0,8სმ და 1,2X1,0სმ. მარჯვენა მტევნის პირველი თითის ძირითადი ფალანგის უკანა ზედაპირზე აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის ასეთივე ხასიათის ნაჭდევი ზომით: 2,5X0,3სმ. მარცხენა ბეჭის ძვლის საპროექციო მიდამოში აღენიშნება განივ-ირიბად მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით: 1,8X0,1სმ. მარცხენა მტევნის მე-2 თითის ძირითადი და შუა ფალანგის შესახსრების უკანა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის ასეთივე ხასიათის ნაჭდევი ზომით: 0,3X0,2სმ. მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, მოყავისფრო ფერის, მშრალი, ფუფხით დაფარული, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 1,3X0,6სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე შუა მესამედში არსებული ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
27. 2019 წლის 15 იანვრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ შპს „თერჯოლამედის“ საავადმყოფოს ექთან ლ-------ა ა----–--ისგან ამოღებული იქნა ე-–------ ც---–---ის ტანსაცმელი, კერძოდ: სპორტული მოშავო ფერის შარვალი, რომელზედაც აღენიშნება მუქი ფერის ლაქები; მონაცისფრო ფერის ერთი წყვილი წინდა; მოყავისფრო ფერის ტყავის ქურთუკი, რომელსაც წინა მარცხენა მხარეს აღენიშნება დაზიანება, არის გაჭრილი. ასევე, ტყავის ქურთუკი დაზიანებულია უკანა მხარეს და მარცხენა მკლავზე ქურთუკი სხვადასხვა ადგილზე დასვრილია მუქი ფერის ლაქებით; მონაცისფრო ფერის, შავი ზოლებით გაწყობილი სვიტერი. სვიტერს წინა მხარის შუა ნაწილში აღენიშნება ორ ადგილას დაზიანება, არის გაჭრილი. სვიტერზე დაზიანებულ ადგილებს შორის მანძილი არის თორმეტი სანტიმეტრი. სვიტერი სხვადასხვა ადგილას დასვრილია ლაქებით, მუქი ფერის. ამოღებული ნივთები მოთავსდა ერთ პაკეტში და დაილუქა 33/12 ლუქის ბეჭდით.
28. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შ---------------------------------------------–-----–------- თერჯოლამედი სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N181-ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N196 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 21.01.19წ)) - მონაცემებისა: მოქ. ე-–------ ც---–---ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 14.01.19წ-ს 22:45სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 19.01.19წ-ს 19:00სთ-ზე დიაგნოზით: მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა წვრილი ნაწლავის გაკერვა, ლაპარატომია. დრენირება. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ--------------ემ. მანვე განმარტა, რომ დასკვნაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა კერძოდ მითითებულია, რომ დაზიანება განვითარებულია რაიმე „მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად“, სინამდვილეში კი და უნდა ეწეროს „მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად“.
29. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 1. გამოსაკვლევად წარმოდგენილი დანა დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული გარემოების გათვალისწინებით წარმოადგენს ცივ იარაღს.
2. ,,ე-–------ ც---–---ის’’ წარმოდგენილ ტანსაცმელზე (ქურთუკი, ჯემპრი, შარვალი, ერთი წყვილი წინდა) არსებული ექსპლუატაციური ხასიათის ცვეთის ნიშნებისა და კვლების ფონზე, ქურთუკს და ჯემპრს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში აღენიშნება ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით გამოწვეული დაზიანებები, რომელთა წარმოშობის შესაძლებლობა არ გამოირიცხება გამოსაკვლევი დანით და ჯემპრს ასევე, აღენიშნება მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ზემოქმედების შედეგად, რღვევით განვითარებული დაზიანებები. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---- ო----მ.
30. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:
- პაკეტში წარწერით: ,,...დანა მომწვანო ფერის ტარით...’’ მოთავსებული დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.1,2) წარმოადგენს ადამიანის სისხლის, რომელიც ეკუთვნის ე-–------ ც---–---ეს (ობ>N28; პაკეტში, წარწერით: ,,ე-–------ ც---–---ის სისხლის ნიმუში...’’). დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ.N3) შერეული გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
- პაკეტში წარწერით: ,,...მოწითალო ფერის ლაქა აღებული ბალახთან მიწის ზედაპირიდან...’’ მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N4) პაკეტში, წარწერით : ,,...დაჩითული ტექსტურის ქსოვილის საწოლის გადასაფარებელი...’’ მოთავსებულ გადასაფარებელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N5,6) და პაკეტში, წარწერით: ,,...ღია ხაკისფერი პერანგი...’’ მოთავსებულ პერანგზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N7,N8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N4-8-ის გენეტიკური პროფილი და ე-–------ ც---–---ის (ობ.N28) გენეტიკური პროფილი იდენტურია.
- პაკეტში, წარწერით: ,,...მოთეთრო ფერის ყვავილების ჩანართებით მუთაქა...’’ მოთავსებულ მუთაქის შალითაზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.N9) სისხლს არ წარმოადგენს. მუთაქაზე არსებული ბიომასალის (ობ.N10) შერეული გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;
- პაკეტში წარწერით ,,...გ------- ფ--------ის ტანსაცმელი...’’ მოთავსებულ შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N11-16) სისხლს არ წარმოადგენს. ამავე პაკეტში მოთავსებული ჯემპრზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N1720,20ა,20ბ,20გ) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ------- ფ--------ეს (ობ.N29);
- პაკეტში, წარწერით: ,,...ე-–------ ც---–---ის ტანსაცმელი...’’ მოთავსებულ ქურთუკზე წინდაზე (ობ.N27) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ე-–------ ც---–---ეს (ობ.N28). აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ------- კ--–-----ემ.
31. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხივ იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთანავე, დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია. ამდენად, მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის დადგომა. აქედან გამომდინარე, ობიექტური მხარე გამოიხატება: 1) ქმედებაში; 2) მძიმე შედეგში; 3) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როცა პირის ქმედება წარმოადგენდა 117-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის (დაზიანება, რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის) აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება ჩაითვლება მძიმედ, როცა სახეზეა სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებად ითვლება ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება, რომელიც ზიანის მიყენების მომენტისათვის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ამდენად, მაშინვე შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. მართალია, ზოგჯერ ხდება ისე, რომ დროული სამედიცინო დახმარების შედეგად პირი გადაურჩება სიკვდილს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, იგი მაინც ჩაითვლება სიცოცხლისათვის საშიშად, თუკი დაზიანებულია სხეულის ის ორგანო, რომლის დაზიანებაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესების შესაბამისად მიეკუთვნება სიცოცხლისათვის საშიშს. „წესები სხეულის დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისათვის“ გვაძლევს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების ჩამონათვალს. ასეთი დაზიანებაა მაგალითად შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუში. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მნიშვნელობა არ აქვს ქმედების კვალიფიკაციისათვის. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს ასევე არ აქვს მნიშვნელობა კვალიფიკაციისათვის. ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული მხოლოდ განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.
32. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ განხორციელებული ქმედებით გ------- ფ--------ემ, ჩაიდინა ე-–------ ც---–---ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები:
33. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობის სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, რომელიც ჩადენილია მოქმედებით ან უმოქმედობით, ამავე დროს ცხადია, რომ უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. იგი ყოველთვის უნდა იქნეს გამიჯნული ობიექტურ-შემთხვევით კავშირთან. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადენილი იქნეს მხოლოდ განზრახ - პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვის ფორმით. ამ სახის მკვლელობის ყველაზე ტიპიური შემთხვევაა მკვლელობა ჩადენილი ეჭვიანობის, შურისძიების საფუძველზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს და სხვა. იგი პირად ურთიერთობათა საფუძველზე აღმოცენებული მკვლელობაა. დანაშაულის კვალიფიკაციის დროს ყურადღება უნდა მიექცეს ჩხუბის წარმოშობის ყველა გარემოებას: დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მასში მონაწილეთა ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დაწყებული დანაშაულის დამთავრებამდე, პოსტდანაშაულებრივ ქცევას და ასე შემდეგ. ასევე, დადგენილი უნდა იქნეს, ხომ არ არის მკვლელობა ჩადენილი უეცრად აღძრული ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე ან აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ასევე, ხომ არ არის სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. ჩხუბში მკვლელობის სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგენილი იქნეს დანაშაულის მოტივი. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება თუ ვინ იყო ჩხუბის ინიციატორი. ამიტომაც ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოებათა ერთობლიობა, მათ შორის დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ჯანმრთელობის დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მისი ლოკალიზაცია, ასევე, დანაშაულის ჩადენამდე და მისი ჩადენის შემდეგ დამნაშავისა და დაზარალებულის ქცევა, მათი ურთიერთობა და სხვა. იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული თავდამსხმელისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, შესაბამისად სახეზე გვაქვს დანაშაულის მცდელობა. ე.ი. დანაშაულის მცდელობის დასჯადობის წინაპირობებია: ა) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების (დანაშაულის ჩადენის) გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; ბ) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რა დროსაც სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს უშუალო საფრთხე ექმნება; გ) მოსალოდნელი შედეგის არარსებობა.
34. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------------- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).
35. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).
36. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვერცერთი მტკიცებულებით ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ იქნა დადასტურებული ისეთი ფაქტი, რომელიც შეიძლება საფუძველი გამხდარიყო ბრალდებულ გ------- ფ--------ის საქართველოს სსკ 19.108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მსჯავრდებისა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე დაკითხული პირების, ფაქტის უშუალო შემსწრე მოწმეების ჩვენებებით დადგენილი და დადასტურებულია, რომ: 1) ვ------- ღ--------ის ჩვენებით - გ-------მ მოიქნია დანა და დაარტყა ე-–------ს, რა დროსაც ე-–------ წაიქცა. გ-------მ მეორედაც მოიქნია დანა, მაგრამ ის მივარდა და წაართვა დანა. გ------- ცდილობდა დანის დარტყმას, მაგრამ არ მისცა ამის საშუალება. მან მხოლოდ ერთი დარტყმის ფაქტი დაინახა; 2) ე-–------ ც---–---ის ჩვენებით - გ-------მ დანა დაარტყა მუცლის არეში, წაბარბაცდა უკან მხარეს და დაეცა. ცდილობდა ადგომას, თუმცა ვერ დგებოდა. დაინახა, რომ ვ------- ღ--------ე ეძიძგილავებოდა გ-------ს. მას არ დაუნახავს, გ------- კიდევ ცდილობდა თუ არა მისთვის დანის დარტყმას. მის ტანსაცმელზე, შემთხვევამდეც არსებობდა დაზიანებები გახევისა და დასერვის სახით; 3) თ----- ღ--------ის ჩვენებით - გ-------მ დანა მოიქნია ე-–------ს მიმართულებით, რომელიც მას მოხვდა მარცხენა მხარეს და დაეცა ძირს. მეორედ მოუქნია თუ არა გ-------მ დანა ე-–------ს, არ დაუნახავს. საქმეზე, დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მოწმეების ჩვენებებით კი დასტურდება, რომ ისინი უშუალოდ ფაქტის შემსწრე მოწმეები არ არიან, თუმცა ვ------- და თ----- ღ--------ეებისგან იციან, რომ გ------- ფ--------ემ დანით დაჭრა ე-–------ ც---–---ე.
37. მართალია, საქმეში მოიპოვება ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ჯემპრს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში (ჯემპრს წინა მხარეს, დაახლოებით მუცლის შესაბამის მიდამოში, ქვედა კიდიდან ზევით 29სმ-ზე და მარცხენა გვერდითა ვერტიკალური ნაკერიდან მარჯვნივ 19სმ-ზე აღენიშნება გამჭოლი დაზიანება სიგრძით: 1,5სმ. აღნიშნული დაზიანებიდან დიაგონალურად მარჯვნივ და ზემოთ 11სმ-ის დაშორებით, დაახლოებით გულმკერდის შესაბამის მიდამოში აღინიშნება გამჭოლი დაზიანება, სიგრძით 2,5სმ. უკანა მარცხენა მხარეს, მარცხენა გვერდითა ვერტიკალური ნაკერიდან მარჯვნივ 3,5სმ-ზე და ქვედა კიდიდან ზევით 28,5სმ-ზე აღინიშნება გამჭოლი დაზიანება, სიგრძით 1,3სმ) აღენიშნება ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით გამოწვეული დაზიანებები, რომელთა წარმოშობის შესაძლებლობა არ გამოირიცხება გამოსაკვლევი დანით, თუმცა დაზარალებულმა ე-–------ ც---–---ემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მის ტანსაცმელს, მათ შორის ჯემპრს, აღნიშნული დაზიანებები, როგორც ხევის, ასევე, გაჭრის (გასერვის) სახით, ჰქონდა შემთხვევამდეც. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული „ჭრით გამოწვეული დაზიანებები, რომელთა წარმოშობის შესაძლებლობა არ გამოირიცხება გამოსაკვლევი დანით“ წარმოადგენს ვარაუდს, რომელიც საქართველოს კანომდებლობით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ე-–------ ც---–---ის მიმართ, მკაფიოდ და ნათლად ადასტურებს, რომ 2019 წლის 14 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ------- ფ--------ემ ერთხელ დაარტყა დანა ე-–------ ც---–---ეს და მიაყენა მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა.
სამართლებრივი შეფასება:
38. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
39. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
40. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).
41. შესაბამისად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ განხორციელებული ქმედებით გ------- ფ--------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა გ------- ფ--------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებებში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს გ------- ფ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
42. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გ------- ფ--------ემ დანაშაული ჩაიდინა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში და მან პასუხი უნდა აგოს საქართველოს სსკ 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ აფექტი არის უეცრად აღძრული და სწრაფ-წარმავალი სულიერი განცდა (ემოცია), რომელიც იწვევს შეგნებული ნებელობითი კონტროლის შემცირებას და გამოსავალს მოქმედებაში პოულობს. იგი შეიძლება განპირობებული იყოს სოციალური ურთიერთობების მართლსაწინააღმდეგო და ზნეობრივი ნორმების დარღვევით (უსამართლობით, შეურაცხყოფით და სხვა). დანაშაულის სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დაზარალებულის ვიქტიმურობის ზუსტი განსაზღვრა, რამდენადაც სწორედ თავისი მოქმედებით პროვოცირებს დანაშაულის ჩადენას, რომელიც გულისხმობს როგორც ფიზიკურ ძალადობას (ცემა), ისე ფსიქიკურ ძალადობას. ფსიქიკური ძალადობაა ფიზიკური გასწორების მუქარა, შეურაცხყოფა და სხვა. მთავარია ის, რომ აფექტის გამომწვევი მიზეზი მართლსაწინააღმდეგო ხასიათს ატარებდეს. ძლიერი სულიერი აღელვების საფუძველი შეიძლება იყოს მძიმე შეურაცხყოფა. იგი შეიძლება გამოხატული იქნეს ზეპირსიტყვიერად, ფიზიკური ზემოქმედებით და სხვა. საკითხი იმის შესახებ, თუ რა მოქმედება შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, უნდა გადაწყდეს ყველა ცალკეულ შემთხვევაში საქმის კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით. მძიმე შეურაცხყოფის ცნება შეფასებითია, ამიტომ მისი სიმძიმის ხარისხის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შეურაცხყოფის შინაარსი და ფორმა, თუ რამდენად ეწინააღმდეგება იგი საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნეს თვით დამნაშავის ინდივიდუალური თავისებურებანი. აფექტის წარმოშობა შეიძლება დაკავშირებული იყოს მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულ ფსიქიკურ ტრავმასთან. ფსიქიკაზე სისტემატური ზემოქმედების შედეგად ხდება ნეგატიური ემოციების აკუმულირება და გამორიცხული არ არის აფექტური აფეთქება, როდესაც მოთმინების ფიალა ივსება. მკვლელობის საქართველოს სსკ 111-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ ადამიანის სიცოცხლის განზრახ მოსპობა წარმოადგენდეს დამნაშავის საპასუხო რეაქციას დაზარალებულის არამართლზომიერ ქცევაზე. როგორც წესი, აფექტური მდგომარეობა წარმოიშობა მართლსაწინააღმდეგო ქცევის უმალვე, მაგრამ შესაძლოა, რომ მკვლელობა ჩადენილი იქნეს გარკვეული დროის გასვლის შემდეგაც, თუ ფსიქიკური ტრავმა ძალიან მძიმე იყო. დანაშაულის კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება აფექტის წარმოქმნასა და მის რეალიზაციას შორის დრო არ იყოს გასული. უეცრად აღძრული ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის სუბიექტური შემადგენლობა გულისხმობს პირდაპირ განზრახვას. პირის სურვილი შეიძლება მიმართული იქნეს როგორც განსაზღვრული შედეგის მიღწევისაკენ, ისე წინასწარ განუსაზღვრელი შედეგის დადგომისაკენ. აფექტის მდგომარეობაში ჩადენილ მკვლელობის მოტივს კვალიფიკაციაზე გავლენა არ აქვს, ვინაიდან მოტივი შეიძლება იყოს სხვადასხვა. აფექტში ჩადენილი მკვლელობისათვის პასუხისმგებლობის შემსუბუქება ორი გარემოებით არის განპირობებული: ერთი, დამნაშავე მოქმედებს განსაკუთრებულ ფსიქიკურ სიტუაციაში - უეცრად აღძრული ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში და, მეორე, მკვლელობა პროვოცირებულია თვით დაზარალებულის ქცევით. სწორედ მისი მართლსაწინააღმდეგო მოქმედება იწვევს დამნაშავის აფექტს და აქედან გამომდინარე, სურვილს, მოკლას დაზარალებული.
ფიზიოლოგიური აფექტი არის ძლიერი, ხანმოკლე, ფეთქებადი მდგომარეობა, რომელიც სწრაფად ეუფლება პიროვნებას, მძვინვარედ მიმდინარეობს და ცნობიერების შევიწროვების ფონზე, ადგილი აქვს ინტელექტუალურ-ნებითი ფუნქციების მკვეთრ დაქვეითებას, მნესტიკურ-შემეცნებით და ვაზო-ვეგეტატიურ ცვლილებებს. ფიზიოლოგიური აფექტი ხასიათდება მისი სამფაზიანი, დინამიური მიმდინარეობით. პირველი ფაზა მოსამზადებელი ეტაპია; მეორე აფექტის აფეთქება; მესამე - აფექტის დაცემის ფაზა. სამივე ფაზა ხასიათდება მისთვის სპეციფიკური, სტრუქტურული ნიშან-თვისებებით. აფექტი დაკავშირებულია სპეციფიკურ სიტუაციასთან, რომელიც შეიძლება იყოს მოკლე დროში აღმოცენებული ე.წ. მწვავე ფსიქოგენია ან დროში გახანგრძლივებული მოქმედება, გამოთქმები, სოციალური შეფასებები, რომელიც ტრავმულია კონკრეტულ სიტუაციაში სუბიექტისათვის და აფექტოგენურ მნიშვნელობას იძენს (ასეთია ძალადობა და მძიმე შეურაცხყოფა). პირველიდან მეორე ფაზაში გადასვლა ხდება სწრაფად, მკვეთრი ფეთქებადი რეაქციების სახით, რომელიც შეფერილია განრისხების, მძვინვარების, წყენის ემოციური განცდებით. აგრესია წყდება მაშინ, როცა პიროვნება ჩათვლის, რომ მოხდა გაუვნებელყოფა. ამ დროს შესაძლოა ამნეზირებული იყოს დეტალები, საკუთარი და მსხვერპლის ქმედებები, მიყენებული დარტყმების რაოდენობა, ამასთან მეხსიერებაში შენახულია სიტუაციის ზოგადი შეფასება, მისი განვითარების ხასიათი, საკუთარი ქცევის მიზნების შეფასება. ფიზიოლოგიური აფექტის მესამე ფაზაში გამოხატულია ასთენიური, ვაზო-ვეგეტატიური რეაქციები (მოდუნება, მოწყვეტა, თავბრუსხვევა, პირღებინება და სხვა). მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს, სასამართლოსთვის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ------- ფ--------ის მიერ დანაშაულის უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩადენას არ წარმოუდგენია. მართალია, საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული პირების ჩვენებებიდან დადგენილია, რომ დაზარალებულმა შეაგინა ბრალდებულს და ხელი გაარტყა სახეში, თუმცა ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია თუ არა ბრალდებულის აფექტის მდგომარეობამდე მიყვანა, აღნიშნული გარემოებებით ვერ დგინდება. სასამარლო აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის აფექტის მდგომარეობაში ჩადენას, წარმოადგენს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა ბრალდებულმა დანაშაული ნამდვილად აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა თუ არა, აღნიშნული კი სასამართლოში არ წარმოდგენილა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
43. გ------- ფ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
44. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
45. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- ფ--------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39–ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას - აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობის არ მქონეა, ხასიათდება დადებითად, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების ხარისხის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება მომეტებულად საზოგადოებრივად საშიში ხასიათისაა და ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ------- ფ--------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ 117-ე მუხლის 1-ლი გათვალისწინებული საშუალო ვადასთან მიახლოებული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
46. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- ფ--------ის მიმართ საქართველოს სსკ 19.108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
გ------- ფ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
გ------- ფ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
გ------- ფ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 14 იანვრიდან;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა; დანა; გ------- ფ--------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში; ე-–------ ც---–---ისგან აღებული სისხლის ნიმუში; ვ------- ღ--------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული საწოლის გადასაფარებელი; მუთაქა და პერანგი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
გ------- ფ--------ისგან ამოღებული სვიტერი და სპორტული შარვალი - დაუბრუნდეს გ------- ფ--------ეს ან მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ლ-------ა ა----–--ისგან ამოღებული ე-–------ ც---–---ის ტანსაცმელი (სპორტული შარვალი, ერთი წყვილი წინდა, ტყავის ქურთუკი და სვიტერი) - დაუბრუნდეს ე-–------ ც---–---ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე და სსიპ 112-ის დეპარტამენტიდან მიღებული ჩანაწერი CD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე