განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/3162-17
(გამოძიების N0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი ნათია რობაქიძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ც------ ც---–----,დაცვის მხარე:
ადვოკატი ზ------------ე,ბრალდებულები: მ-----– გ-----------ი, დაბადებული 1----–-–------------, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო, დასაოჯაახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------–------------------------------------------------ში,ა-------------------ი, დაბადებული 1----–-–----------ი, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------–------------------------------------------------ში,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლი - დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით - სამოტივაციო
ნაწილი
2014 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ---–--–-------------–------------------------------------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, კ--------------–---–მა, შურისძიების მოტივით, დანით განზრახ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა 1----–-–----------- დაბადებულ დ----- ხ-------–---–ს, რომელიც მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული დაზიანების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა. კ--------------–---–თან ერთად, ასევე იმყოფებოდნენ ა----- გ-----------ი და მ-----– გ-----------ი, რომლებიც მკვლელობის შემდეგ, კ--------------–---–თან ერთად მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან და მათი წარდგენა საგამოძიებო ორგანოში განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაკავებული იქნა კ--------------–---–ი. ა----- გ-----------მა და მ-----– გ-----------მა ნამდვილად იცოდნენ, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - კ--------------–---–ის მიერ დ----- ხ-------–---–ის განზრახ მკვლელობა, თუმცა აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.
მოწმე ხ------- ე-–--------–---–ის ჩვენებით: - შემთხვევის დღეს, დილის საათებში სახლის კარზე გაიგო კაკუნის ხმა და როცა კარის სათვალთვალოში გაიხედა დაინახა ორი მამაკაცი. მის შვილს დ----- ხ-------–---–ს ეძინა. უცხო პირებს ბინის კარი არ გაუღო. მეზობელისაგან დ------- ნ-–--–-–---–ისაგან შიტყო, რომ ორი მამაკაცი მის შვილს კითხულობდა. იმ დღეს დ----- საწოლიდან დაახლოებით დღის ხუთ საათზე ადგა. შვილს უთხრა, რომ უცხო მამაკაცები კითხულობდნენ მას. დ-----მ მეგობარს მისწერა რამე ხომ არ დააშავე და შენი ოჯახის წევრები ხომ არ მეძებდნენო. დაახლოებით საღამოს ექვს საათზე დ----- სახლიდან გავიდა. რვა საათი იქნებოდა დაწყებული, როცა შვილს მისწერა რამე ხომ არ გაარკვიო, რაზეც დ-----მ უპასუხა „ერთს უნდა შევხვდე ახლა და გავარკვევ რა ხდებაო“.
ამავე ჩვენებით, ცხრა საათი იყო დაწყებული, როცა მისი შვილის სასუბროში შემოვიდა ნ----------------–---–ის შეტყობინება „პირველისკენ ჩამოდი ქუჩაში არ დამაყუდოო“, გულისხმობდა რა ვარკეთილის პირველ მიკრორაიონს. იმავე პერიოდში თავადაც რამდენიმეჯერ დაურეკა შვილს მაგრამ ის აღარ პასუხობდა. დაახლოებით ცხრა საათზე ტელეფონზე დაურეკა მისმა დეიდაშვილმა და უთხრა, რომ ს----–---–-- ქუჩის კუთხეში დამსახვრეული იყო დ------ მანქანა. მას დაახლოებით 4-5 წუთი დასჭირდა დანაშაულის ადგილამდე მისვლაში სადაც უთხრეს, რომ დ----- საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. ს------- ტ------ემ უთხრა, რომ დათუნა დაჭრა ნ----------------–---–ის მამამ -კ--------------–---–მა. იმავე პირის გადმოცემით: „ნ----------------–---–ს სახლში უთქვამს, თითქოს დ-----მ გააუპატიურა და ამის გამო ეძებდა კ--------------–---–ი მის შვილს.“ იცის, რომ კ--------------–---–ი, ა----- და მ-----– გ------------ებთან ერთად ავტომანქანით აედევნა დ------ და მის შვილს საავარიო მდგომარეობის შექმნით შეაჩერებინეს მანქანის მართვა. კ--------------–---–მა, რომელიც დ------ ჩაუჯდა მანქანაში ზურგში დაარტყა დანა. ასევე ცნობილია, რომ მ-----– გ-----------ს ფეხი აქვს დარტყმული დ------ათვის ჭრილობაზე. დაჭრილ მდგომარეობაში მყოფი დ----- ნახა შემთხვევით გამვლელმა ხიზანიშვილმა. იცის, რომ მამა-შვილი გ-----------ები ვ----------ში, ა----- გ-----------ის მეგობრის სახლში იმალებოდნენ და აპირებდა მიმალვას.
მოწმე დ------- ნ-–--–-–---–ის ჩვენებით, 2014 წლის 15 დეკემბერს ბინის სადარბაზოში შეხვდა ორი მამაკაცი რომლებიც „დაძაბულად საუბრობდნენ“. ერთი იყო ჭაღარა, დაახლოებით 55-60 წლამდე ასაკის, ხოლო მეორე უფრო ახალგაზრულად გამოიყურებოდა. უცნობმა პირებმა ჰკითხეს იცნობდა თუ არა დ----- ხ-------–---–ს, რაზეც უპასუხა რომ არ იცნობდა. რამდენიმე წუთის შემდეგ იმავე პირებმა მისი ბინის კარებზეც დააკაკუნეს. კარები არ გაუღია და როცა ფანჯრიდან გადაიხედა ნახა, რომ შავი ფერის მანქანასთან იმ ორ უცნობ მამაკაცთან ერთად მესამეც იყო.
მოწმე ს------- ტ------ის ჩვენებით, მას ნ----------------–---–თან და დ----- ხ-------–---–თან აკავშირებდა მეგობრული ურთიერთობა. ნ-----საგან შეიტყო, რომ დ----- ხ-------–---–მა მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი რაც ცნობილი გახდა მისი ოჯახისათვის. 2014 წლის 15 დეკემბერს, ნ---------------, რომ მამამისი, კ--------------–---–ი მათ შორის მომხდარი სქესობრივი კავშირის გარკვევის მიზნით ეძებდა დ------. იმავე დღეს მოწმეს დ-----მაც მისწერა და უთხრა, რომ ვიღაც ორი მამაკაცი კითხულობდა მას. საღამოს საათებში სამივე შეხვდნენ ერთმანეთს. ნ---------------, რომ მარტო სურდა დ------თან საუბარი. დ-----მ და ნ-----მ ის მის კორპუსთან დატოვეს. სახლში მისვლიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, ნ-----მ მისწერა, რომ მამამისმა დ----- ნახა და ნერვიულობდა, რადგან მანქანიდან გადმოსვლისას მან გაიგო დ------ ღრიალი. მიმოწერის შემდეგ ნ----- გავიდა ფეისბუქიდან, შემდეგ ისევ მალევე შემოვიდა და უთხრა, რომ დ----- ი---------–- იყო.
მოწმე მ-----–-----–--ის ჩვენებით, 2014 წლის 15 დეკემბერს ს----–---–-- ქუჩაზე მის წინ აღმართიდან დაგორებულმა მანქანამ გაჰკრა გვერდი. როცა გადმოვიდა ნახა, რომ მანქანის საჭესთან იჯდა ნაცნობი დ----- ხ-------–---–ი, ღვედი ჰქონდა შეკრული, თავი გვერდით ედო და სუნთქვა უჭირდა.
მოწმე ბ--–- გ-------–--ის ჩვენებით: - 2014 წლის 15 დეკემბერს ძმისშვილთან ერთად ტაქსით მიდიოდა სახლში. როცა ს----–---–-- ქუჩაზე შეუხვიეს დაინახა „გაცეცხლებული მამაკაცი“ რომელიც გულგადახსნილი მირბოდა და „ჩახტა მანქანაში“. ტაქსის მძღოლს მანქანა არ გაუჩერებია და როცა უკან მოაბრუნა თავი, დაინახა, რომ იქ მჯდომ პირებს შორის იყო ჩხუბი.
ბრალდებულ ა----- გ-----------ის ჩვენებით, 2014 წლის 15 დეკემბერს ოჯახში გაიგეს, რომ მისი შვილიშვილი ნ----------------–---–ი გააუპატიურა დ----- ხ-------–---–მა. მომხდარი ფაქტის გარკვევის მიზნით, მ-----–----------–---–---- ერთად გადაწყვიტა მისულიყო დ----- ხ-------–---–ის ოჯახში, რომელიც იმავე ტერიტორიაზე ერთ-ერთ კორპუსში ცხოვრობდა. მათ კარები არ გაუღეს და ისინი უკან სახლში დაბრუნდნენ.
სახლში მას დახვდა ყოფილი სიძე კ--------------–---–ი, რომელმაც ნ----- მოჰკიდა ხელი და ბინიდან გარეთ გაიყვანა. შვილთან მ-----– გ-----------თან ერთად გამოჰყვა სიძესა და შვილიშვილს. მათ ლიფტით ჩაასწრეს, ხოლო თავად შვილთან ერთად დაბლა ფეხით ჩავიდა. სადარბაზოდან გასულს შემოესმა კ--------------–---–ის ყვირილის ხმა „ჩქარა ბავშვი წაიყვანესო“. მ-----–------------------- ერთად ჩაჯდა კ---ს ფ--------–---–ის მანანაში და უკან გაყვნენ ლურჯი ფერის მ------ს. კ--------------–---–მა ავტომანქანის მანევრით, ჩაუჭრა რა გზა შეაჩერა დ----- ხ-------–---–ი, რომელიც მანამდე უკუსვლით რამოდენიმე მანქანას დაეჯახა. მან შვილთან ერთად სწრაფად მიირბინა იმავე ავტომანქნასთან საიდანაც გადმოიყვანეს ნ----------------–---–ი და ერთად წავიდენენ სახლში. მას არ დაუნახავს მკვლელობის ფაქტი და არც შემდეგ უთქვამს მის სიძეს აღნიშნულის თაობაზე, როცა მამა-შვილი წაიყვანა ვ----------ში.
იგივე შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს ბრალდებულმა მ-----– გ-----------მა და დამატებით განმარტა: - იმდენად მცირე დრო დასჭირდა მას კ--------------–---–ის მანქანიდან ნ-----ს გადმოყვანამდე, რომ არამცთუ მკვლელობის ფაქტი, თავად იმ მყოფი პირისთვისაც არ შეუხედავს.
თბილისის ი----------------------------–-------------------–---- უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა თ-------------ემ დაადასტურა მის მიერ პირადი კონტაქტისგან რომ დ----- ხ-------–---–ი დაჭრა კ--------------–---–მა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმად დათვალიერდა ჯ------------------------------–-------------------- კორუსის წინ, საავტომობილო გზაზე ბორდიურთან მდგომი ავტომანქანა ლურჯი ფერის ,,მ------“ U------, რა დროსაც ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები, მიკრონაწილაკები, ხელის კვლები, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, წინა მარჯვენა სავარძლის საზურგეზე, შუა ნაწილიდან ამოღებული იქნა მოწითალო ლაქა, ძრავის სახურავზე ნანახი ფეხსაცმლის კვალი გადატანილი იქნა დაქტილოფირზე, ასევე ამოღებული იქნა პირადი ნივთები, სიგარეტის კოლოფი და სხვა.
მოწმის სახით დაკითხულმა იმავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი----- გ-------–---–მა დაადასტურა მის მიერ 2014 წლის 15 დეკემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და განმარტა, მანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე და მარცხენა მხარეს შუა ნაწილში ჰორიზონტალურად იყო სისხლისმაგვარი ლაქა, სავარძლებიდან სხვა ნივთებთან ერთად ამოიღეს ანაწმენდები, მიკრონაწილაკები და სუნის ნიმუშები, რაც ადგილზე დაილუქა და ხელი მოაწერა ყველა მონაწილემ.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძიებლის, მოწმე ი-----–- ფ------ ჩვენებით, დ----- ხ-------–---–ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში 2015 წლის 19 მარტს ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. საქმის გამოძიებით დადგინდა, რომ როდესაც კ--------------–---–მა ჩაიდინა დ----- ხ-------–---–ის მკვლელობა, მასთან ერთად იმყოფებოდნენ ა----- და მ-----– გ------------ები. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებმა იცოდნენ კ--------------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოს მომხდარი ფაქტი. გამოძიების მიმდინარეობისას პირადად დაათვალიერა ფარული მიყურადების მასალები; კ--------------–---–ის მიერ ა----- გ-----------თან განხორციელებული იყო სატელეფონო ზარები, საიდანაც ჩანდა, რომ მათ მომხდარი დანაშაულის შესახებ იცოდნენ.
მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა პ----- ნოზაძემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა ავთენტურობა და განმარტა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავა კ--------------–---–ი, რომელიც ტაქსით გადაადგილდებოდა სიმამრთან, ა----- გ-----------თან და ცოლის ძმასთან მ-----– გ------------თან ერთად.
მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელ ნ-------- ნ-----–-–---–მა დაადასტურა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებათა ავთნტურობა. მანვე განმარტა: - გამოძიების პროცესში განხორციელებული სატელეფონო მოსმენებით გაირკვა, რომ ა----- და მ-----– გ-----------ებთან ერთად კ--------------–---–ი პირებდნენ თბილისის დატოვებას და მიდიოდენენ რუსთავის მიმართულებით. ასევე, გამოძიების პროცესში ამოღებული იქნა ა----- გ-----------ისა და მ-----– გ-----------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. საექსპერტო კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მ-----– გ-----------ის ფეხსაცმელზე აღმოჩნდა დ----- ხ-------–---–ის სისხლი, ასევე მანქანაში კ--------------–---–ის სუნის კვალთან ერთად აღმოჩნდა გ-----------ების სუნის კვალი. სატელეფონო საუბრისას ა----- გ-----------ს ქალიშვილმა უთხრა, რომ სახლში პოლიცია იყო მისული დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით და რაღაცას ეძებდნენ.
ოდოროლოგი----- ექსპერტიზის #4-------- დასკვნით, ავტომანქანა ,,მ------’’ სახ.#U-------დან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ კ--------------–---–ისგან, მ-----– გ-----------ისგან და ა----- გ-----------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების. ავტომანქანა ,,ტ-----------–-----ა“ T-------დან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ კ--------------–---–ისგან, მ-----– გ-----------ისაგან და ა----- გ-----------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.
ექსპერტმა მ-------- ჩ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
ბიოლოგი----- (გენეტიკური, სეროლოგი-----) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დგინდება, რომ ა/მანქანის ,,მ------“ სახ.#U-------დან ამოღებული ანაწმენდზე არსებული სისხლის გენეტიკური პროფილი იდენტურია დ----- ხ-------–---–ის გენეტიკური პროფილის;
ოდოროლოგი----- ექსპერტიზის #4-------- დასკვნით,ბიოლოგი----- (გენეტიკური, სეროლოგი-----) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით ანაწმენდი სველ დოლბანდზე „ა. გ-----------ი“ .. მოთავსებულ მარჯვენა ხელის და სახის ანაწმენდებზე არსებული ბიოლოგი----- მასალის გენეტიკური პროფილი იდენტურია ა----- გ-----------ის გენეტიკური პროფილის, მარცხენა ხელის ანაწმენდზე არსებული ბიოლოგი----- მასალის გენეტიკური პროფილი შერეული ტიპისაა და ეკუთვნის ერთზე მეტ პირს. ობ 9 გენეტიკური პროფილის ძირითადი (მაჟორული) წილი, ა----- გ-----------ის გენეტიკური პროფილის იდენტურია.
კ--------------–---–ის ჯინსის შარვალსა და პულოვერზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი დ----- ხ-------–---–ს ეკუთვნის, ხოლო მინორული წილი - კ--------------–---–ს;
მ-----– გ-----------ის ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი იდენტურია დ----- ხ-------–---–ის გენეტიკური პროფილის;
დ----- ხ-------–---–ის სპორტულ შარვალსა და მაისურზე, შავი ფერის ქურთუკზე, მოცისფრო-მონაცრისფრო მაისურზე, ჯინსის ზედაპირიან საფულესა და მუქი ლურჯი ფერის ტრუსზე არსებული ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი იდენტურია დ----- ხ-------–---–ის გენეტიკური პროფილის.
ექსპერტმა ნ---- კ--–----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის კატეგორიულობა და განმარტა, რომ ბიოლოგი-----, გენეტიკური ექსპერტით დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით ,,მ-----– გ------------ის ტანსაცმელი“ მოთავსებულ მარცხენა ფეხსაცმელზე არსებული სისხლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----- ხ-------–---–ს.
სამედიცინო ექსპერტიზის, ქიმიურ-ტოქსიკოლოგი----- ექსპერტიზის, ჰისტოლოგი----- ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, დ----- ხ-------–---–ის სიკვდილის მიზეზია გულმკერდის მარცხენა ნახევრის, გულ-მკერდის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით დაზიანებული გულიდან, მარცხენა ფილტვიდან და მარცხენა ფილტვის ვენიდან შინაგანი სისხლდენის შედეგად განვითარებული ზოგადი სისხლნაკლებობა. დ----- ხ-------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან სიკვდილთან, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს და განვითარებულია ყუისა და ლესილი პირის მქონე რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით.
ექსპერტმა ზ------ გ-------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ დასკვნაში აღწერილი აქვს ყველა ის დაზიანება, რაც კვლევისას გამოვლინდა გვამის როგორც ვიზუალური დათვალიერებით, ისე შინაგანი კვლევით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებმა სასამართლოში წარმოდგენილი ყველა სხვა მტკიცებულება ცნეს უდავოდ და დაეთანხმნენ ამავე მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საკნონსტიტუციო სასამართლომ 22/01/2015 წლის #548 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „მტკიცებულების უტყუარობას განაპირობებს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უზრუნველყოფილი მისი შემოწმება“.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც მტკიცებულება ძალიან ძლიერია და არ არსებობს მისი არასანდოობის რისკი, მტკიცებულების გამყარების საჭიროება შესაბამისად/პროპორციულად, დაბალია.
რადგან მტკიცებითი სამართალი არ ითვალისწინებს მტკიცებულებათა მყარ იერარქიას თუ რომელს მიენიჭოს მეტი მტკიცებულებითი ძალა, მოწმის ჩვენებას, ექსპერტიზის დასკვნას, ამოღებულ ნივთმტკიცებას და ა.შ. თოთოეული მათგანი მისი სახის მიუხედავად თანაბრად უნდა იყოს შეფასებული. სწორედ ამიტომ კანონმდებელი უთითებს, რომ სამართლაწარმოების პროცესში არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. თუმცა იმავდრულად უნდა აღინიშნოს, რომ მტკიცებულების წონა მატულობს იმისდა მიხედვით, თუ მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება, ასევე როგორი სიზუსტითა და დამაჯერებლობით ამტკიცებს ან უარყოფს მას.
საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 აგვისტოს განაჩენით, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 აპრილის განაჩენით დადგენილად მიჩნეული გარემოებაა, რომ 2014 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ------–--–-------------–-------------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე კ--------------–---–მა შურისძიების მოტივით, განზრახ, დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1----–-–----------- დაბადებულ დ----- ხ-------–---–ს, რომელიც მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული დაზიანების შედეგად საავადმყოფოში იმავე დღეს გარდაიცვალა.
ა----- გ-----------ი და მ-----– გ-----------ი არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ 2014 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, კ--------------–---–თან ერთად იმყოფებოდნენ ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფ მანქანაში და მისდევდნენ დ----- ხ-------–---–ს, რომელიც ასევე მანქანით მოძრაობდა და მასათან ერთად იჯდა ნ----------------–---–ი.
ბრალდებულებმა უარყვეს, არა მარტო ის ფაქტი, რომ მათ არ დაუნახავთ თუ რა ვითარებაში მიაყენა ჭრილობები კ---------------–---–მა, ასევე განმარტეს, რომ დანაშაულის შესახებ მათ ყოფილ სიძეს არც შემდეგ უთქვამს, როცა ისინი წაიყვანა მანქანით ვ----------ში.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მ----– გ-----------ისა და ა----- გ-----------ის განმარტებას, რადგან ორივე მათგანის ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილ კ--------------–---–ის, ნ----------------–---–ის ზ---- კ-–----–---–ის, გ---------------–---–-------------–-------–ის გამოკითხვის ოქმებით, ასევე მოწმეთა, ხ------- ე-–--------–---–ის, ნ-------- ნ-----–-–---–ის, ნ--------–----ის, მ-------- ჩ------ის, პ----- ნოზაძის, ბ--–- გ-------–--ის, დ------- ნ-–--–-–---–ის, ი-----–- ფ------, მ-----–-----–--ის, თ-------------ის, ს------- ტ------ის, ზ------ გ-------–-–---–ის, ი----- გ-------–---–ის ჩვენებებით დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებთან.
უფრო მეტიც, საქმეზე ჩატარებული ოდოროლოგი----- და ბიოლოგი----- (გენეტიკური, სეროლოგი-----) ექსპერტიზის დასკვნების შეფასებით, უტყუარად დგინდება ა----- გ-----------ისა და მ-----– გ-----------ის ყოფნა დ----- ხ-------–---–ის მართვის ქვეშ მყოფ მანქანაში, სადაც მოხდა მკვლელობა.
აღნიშნულის დასტურია სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების და ჩანაწერის ამსახველი ჩანაწერებიც, რომელიც ასევე უდავო იქნა მხარეთა მიერ მიჩნეული. კ--------------–---–ის სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების და ჩანაწერის ამსახველი ჩანაწერის მიხედვით, 2014 წლის 15 დეკემბერს, 23:46:11 საათიდან 23:49:24 საათამდე კ--------------–---–ი ესაუბრება ქ----- (მეუღლე ქ--------–--------–-) და ეუბნება ,,ვნახე ის ..., დანა გავუყარე და არ ვიცი როგორ არის“, ,,რა არის, ეხლა მისულან ზემოთ...“ ქალი ეკითხება თუ სად არის, რაზეც პასუხობს ,,ახლობელთან ვარ“, კითხვაზე, თუ რა უქნა პასუხობს ,,დანა დავარტყი ... გვერდში უკნიდან“. ამასთან, ეუბნება, რომ არ იცის ცოცხალია თუ მკვდარი, თან ამბობს სიტყვებს ,,ამათ ნათესავთან ვარ“.
იმავე ღამით 23:59:11-დან 23:59:52 საათამდე საუბრობს ორი მამაკაცი. მ1 ეუბნება, ,,მე მგონი დავბრიდე ვიღაცა მანდვე, ს----–---–----“. კითხვაზე ,,მანქანით?" პასუხობს ,,...დანით“, ამასთან, მ1 ამბობს, რომ სახლში ჩხრეკები და მთელი ამბავია და რ-------–- უნდა წასვლა.
2017 წლის 4 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, გამომძიებელ ი-----–- ფ------ მიერ სომხური ენის თარჯიმნის მონაწილეობით დათვალიერდა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა. მასალის თანახმად, კ--------------–---–ის სარგებლობაში არსებული სიმ ბარათის ნომერზე 57----------, 2014 წლის 15 დეკემბრის 23:30 საათიდან 2014 წლის 16 დეკემბრის 10:30 სააამდე პერიოდში განხორციელებული სატელეფონო საუბრების ამსახველი ჩანაწერები. 2014 წლის 15 დეკემბერს, 23:40:01 საათზე კ--------------–---–ი ურეკავს ნომერს 5----------- (გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებული სატელეფონო ნომერი ეკუთვნის ა----- გ-----------ს):
კ--------------–---–ი ალო
ა----- გ-----------ი - ჩვენთან ძაღლები მოსული და სეირნობდნენ.
კ--------------–---–ი - სახლში იყვნენ ჩვენთან?
ა----- გ-----------ი - ხო
აღნიშნულის შემდეგ კ--------------–---–ს ურეკავს უცნობი და ა----- გ-----------თან საუბარი წყდება;
2014 წლის 15 დეკემბერს 23:42:48 საათზე კ--------------–---–ი ურეკავს ა----- გ-----------ს.
კ--------------–---–ი - ისევ მე ვარ ა-----, რას ამბობენ?
ა----- გ-----------ი - რავი არ ვიცი სად არიან, იყვნენ მოსულები სახლში ,,შტანგა“ ნახეს უკითხიათ ვისი არიო, მილომ უთხრა მამაჩემი ვარჯიშობს. იმათმა თქვეს რა ჯანზე იქნებაო
კ--- - არ უთქვამთ რა პონტია, რა უნდათ?
ა-----ი - არა არ უთქვამთ, მ--–--- დაურეკე;
2014 წლის 15 დეკემბერს 23:46:11 საათზე, კ--------------–---–ი ურეკავს ნომერს 599-88-36-68 მიმართავს ქ----- სახელით (ნომერი - ქე-------–-------–--):
კ--------------–---–ი - ძაან ცუდ პონტში ვარ არ გეუბნებოდი რამე უნდა მიშველო, ის ნაბიჭვარი ვნახე, დანა გავუყარე, არ ვიცი როგორაა, ახლა უეჭველი ჩვენთან იქნებიან. ქ---- - შენ ნორმალური ხარ?
კ--- - ახლა მაგის დრო არაა,მომხედეთ.
ქ---- - სად ხარ?
კ--- - ახლობელთან, ძაან დიდი ამბავია მ--------- ყოფილან ჩხრეკა ჩაუტარებიათ, არც ვიცი როგორაა.
ქ----- რა უქენი?
კ--- - დანა დავარტყი გვერდში, უნდა ნახო ხვალ ყველა პონტში.
ქ---- - ნომერი გამოაგზავნე, რა ვქნა რა გავაკეთო?
კ--- - ცოცხალია მკვდარია, მე უეჭველი სროკზე ვარ, ნომერს ვერ მოგწერ დაგირეკავ. ქ---- - სად გნახო?
კ--- - არ ვარ ვ---------––-, რა აზრი აქვს ნახვას, ამათ ნათესავთან ვარ;
2014 წლის 15 დეკემბერს 23:54:13 საათზე კ--------------–---–ს ურეკავს ა----- გ-----------ს.
კ--------------–---–ი - თქვეს ა-----ა მოვიდეს.
მამაკაცი ვიასცე ესაუბრება სავარაუდოდ ო----- გ-----------ი - კი ვიცი რო თქვეს მოვიდესო.
კ--- - ერთი ი----- ხო არ დავურეკოთ?
ა-----ი - რატო დავურეკოთ?
კ--- - რო ისეთი სიტუაციაა და რა ვქნათო, მგონი ჯობია მივიდეთ. ხო არ უთქვამთ იმათ რამე?
ა-----ი - თქვეს ვიღაც დაჭრა კ---მო, მ--–--- უკითხვას ვინ და რანაირადო.
კ--- - ვიცი, ვიცი. მ----------- არ იყავი?
ა-----ი - არ ვიცი ვურეკავ და არ მპასუხობს.
კ--- - მეც ეგრე მგონია.
ა-----ი - ი-----თვის დაგერეკა და გეთქვა.
კ--- - რანაირად მოვუყვე ამდენი რამე, აზრზე არ ვარ. წავიდეთ ტაქსით და გვენახა.
ა-----ი - გვიანი ხო არაა?
კ--- - ოთხამდე არ იძინებს, წავიდეთ აბა რა ვქნათ;
2014 წლის 16 დეკემბერს 00:01:38 საათზე კ--------------–---–ის ტელეფონის ნომერზე რეკავს ნომერი ა----- გ-----------ი:
ა-----ი - რას ამბობს, რა ვქნათ?
უცნობი - ამბობს დავტყდებიო.
ა-----ი - ვრეკავ და არ იღებს ტელეფონს, ეგრევე ხო არ დავადგეთ?
უცნობი - ხო ჯობია მივიდეთ, ესე მგონია.
ა-----ი - ისიც რომ მოვიდეს უკეთესი იქნება ხო აზრზე ხარ.
უცნობი - ვეტყვი და პირდაპირ წავიდეთ.
ა-----ი - მომისმინე გიჟის საბუთი არაფერი აქვს.
უცნობი - ვკითხე და არ მაქვსო
ა-----ი - ხო იყო საგიჟეთში?
უცნობი - არ მაქვსო და გეტყვი სადაც ჩავიდეთ;
2014 წლის 16 დეკემბერს 00:08:59 საათზე კ--------------–---–ი ურეკავს ნომერს 5------------, ვინმე დ------:
უცნობი - კარებზე დავაკაკუნე არავინ მიღებს, სად ამოვიდე ფეხით ამოვალ.
კ--- - მე უნდა დავაწვე გავიდე.
უცნობი მამაკაცი - რა ვქნა?
კ--- - არაფერი ტაქსით უნდა წავიდე რ-------–-. კარგი მადლობის მეტი რა მეთქმის.
2014 წლის 16 დეკემბერს 00:12:10 საათზე კ--------------–---–ი ურეკავს ა----- გ-----------ს, სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ხანგძლივობა 00:19 წამი, საუბარი არის ქართულ ენაზე:
კ--------------–---–ი - ჩამო რა ა----- წავიდეთ.
ა-----ი - კაი.
ამდენად, ზემოთმოყვანილ მტკიცებულებათა ერთობლიობა უპირისპირდება რა ა----- გ-----------ისა და მ-----– გ-----------ის ჩვენებებს, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბრალდებულებისათვის ცნობილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რომელიც კ--------------–---–მა ჩაიდინა.
დანაშაულის შეუტყობინებლობა ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა პირისათვის ცნობილი გახდა, რომ ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირს რეალური შესაძლებლობა აქვს შეატყობინოს ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს, მაგრამ არ აკეთებს.
კანონმდებელი მართალია არ ჩამოთვლის იმ ორგანოებს და პირებს, რომელთათვისაც დანაშაულის მომზადების ან ჩადენის შესახებ შეუტყობინებლობის ფაქტი გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუმცა ამ ორგანოებს პირველ რიგში განეკუთვნება პროკურატურა და პოლიცია რომელთა უშუალო მოვალეობაც არის შესაძლო დანაშაულის გამოძიება და დამნაშავეობასთან ბრძოლა.
პირის ცოდნა, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ნამდვილი უნდა იყოს, ეს კი გულისხმობს სარწმუნო ინფორმაციის ცოდნას დანაშაულის ხასიათსა და შინაარსზე. ცოდნის ნამდვილობა შესაძლებელია განპირობებული იყოს როგორც პირადი დაკვირვებით, ასევე თვით დამნაშავისაგან ან სხვა სარწმუნო წყაროსაგან ინფორმაციის მიღებით. შესაძლებელია დანაშაულის ჩადენის შესახებ შეიტყოს მის ხელთ არსებული დოკუმენტებიდან. კანონი არ საუბრობს იმ საკითხის შესახებ თუ რა დროის მანძილზე უნდა შეატყობინოს პირმა შესაბამის ორგანოებს კონკრეტული დანაშაულის მომზადებისა თუ ჩადენის შესახებ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ობიექტურად ეს დრო უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე, ანუ პირმა შეტყობინება უნდა განახორციელოს ფაქტის გაგებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც საქმე გვაქვს დაუძლეველი ძალის არსებობასთან.
საქმის მასალებით, რასაც თავად ბრალდებულებიც არ უარყოფენ დადგენილია, რომ მათი შეჩერება და კ--------------–---–ის დაკავება მოხდა 2014 წლის 16 დეკემბერს, მაშინ როცა თავად დანაშაულის დროდ მიჩნეულია 2014 წლის 15 დეკემბერი. ამასთანავე ცნობილია, რომ როგორც მ-----– გ-----------ს, ასევე, ა----- გ-----------ს არ ჰქონდათ შეზღუდული როგორც გადაადგილების, ისე კომუნიკაციის საშუალება. ამის ნათელი დასტურია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალა და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა მომხდარი ფაქტი ეცნობებინათ პოლიციისათვის, რაც არ გააკეთეს.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს დასკვნისათვის, რომ მ-----– გ-----------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალელული ქმედება (2014 წლის 15 დეკემბერს მოქმედი რედქცია); ა----- გ-----------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალელული ქმედება (2014 წლის 15 დეკემბერს მოქმედი რედქცია).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიცი----- შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასამართლო ხაზს უსვამს, რომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსაც - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა, ხოლო თუკი ისინი დროულად აცნობებდნენ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ან გადასარჩენად იხმობდნენ თუნდაც სამედიცინო პერსონალს, შესაძლო იყო არ დამდგარიყო დ----- ხ-------–---–ის სიკვდილი.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილისა და დარღვეული უფლებების კომპენსირება.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგი----- დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება ადეკვატური.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ლაზერული დისკები შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო მ-----– გ-----------ის ფეხსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 273-ე 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა----- გ-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით (2014 წლის 15 დეკემბერს მოქმედი რედქციით) და სასაჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით;
ა----- გ-----------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან - 2019 წლის 16 ივლისიდან;
მ-----– გ-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით (2014 წლის 15 დეკემბერს მოქმედი რედქციით) და სასაჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით;
მ-----– გ-----------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან - 2019 წლის 16 ივლისიდან;
ნივთიერი მტკიცებულებები - 4 ცალი ლაზერული დისკი, შენახული იქნეს სისხლსი სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო მ-----– გ-----------ის ფეხსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/