განაჩენი

სისხლის სამართლის 15.08.2019
საქმის ნომერი
200100119003090743
დავის ტიპი
126
თარიღი
15.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100119003090743

N1/186-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

15 აგვისტო 2019 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - დ----------–-----ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: რ------------------–---–ი

ბრალდებული: ფ---–--- ბ---------ი

მამის სახელი: ვ-----

დაბადებული: 1----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ყ--------–ა

მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი ყ--------–ა

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

თარჯიმანი: ხ-------------------ა

 

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ძალადობის ეპიზოდი:

 

1. 2019 წლის 04 ივნისს, თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ფ---–--- ბ---------მა ძალადობის გამოყენებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ჯ---–--------------ის, კერძოდ, სკამი ჩაარტყა თავის არეში. განხორციელებული ძალადობის შედეგად ჯამლა მახმად ყიზიმ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ჯანმრთელობის დაზიანების ეპიზოდი:

 

2. 2019 წლის 09 ივნისს, თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ფ---–--- ბ---------მა ძალადობის გამოყენებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ჯ---–--------------ის, კერძოდ, სკამი ჩაარტყა თავის არეში და მარჯვენა ხელში. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ჯ---–--------------ის პირადი შემოწმების დროს შუბლ თხემის საზღვარზე მარჯვნივ აღენიშნებოდა სისხლნაჟღენში. რაც მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ჯ---–--------------ის სამედიცინო საბუთების მიხედვით აღენიშნება მარჯვენა სხივის დისტალური ბოლოს მოტეხილობა. რაც მიყენებულია მკვრივი ბლაგვი სგანის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარიხს ჯანმრთელობს ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი:

 

3. 2019 წლის 25 მაისიდან, 2019 წლის 09 ივნისის ჩათვლით, თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ფ---–--- ბ---------ი დედას - ჯ---–--------------ის, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ჯ---–--------------ი, მის მიმერთ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

5. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ფ---–--- ბ---------მაჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

6. ფ---–--- ბ---------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

7. ფ---–--- ბ---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

8. სასამართლოს ბრალდებულ ფ---–--- ბ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ხოლო დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

9. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

10. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ფ---–--- ბ---------ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული სასჯელის სახე, რომლის ზომა და ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

11. ფ---–--- ბ---------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ას ოცი) საათი.

12. ფ---–--- ბ---------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01(ერთი) წელი.

13. ფ---–--- ბ---------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ას ოცი) საათი.

14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ფ---–--- ბ---------ს დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01(ერთი) წელი.

15. ფ---–--- ბ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაცენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი ტანხა დაუბრუნდეს შემტან პირს.

16. ნივთიერი მტკიცებულება - ლითონის სკამი, რაც ინახება შსს თ--–---------------–-------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

17. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

18. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური