გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210018002505496
N2/725-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 აგვისტო 2019 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე სს "ს----------–--- ბ----"
წარმომადგენელი თ----- ბ----–---
მოპასუხე ზ------ ტ-----------
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1.დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ზ------ ტ----------- სს „ს----------–--- ბ----ს“ სასარგებლოდ N3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 10308,37 ლარის გადახდა (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა 7524,11 ლარი, სარგებელი - 847,27 ლარი, პირგასამტეხლო - 1865 ლარი, საკომისიო - 71,99 ლარი).
1.2. ზ------ ტ----------- სს „ს----------–--- ბ----ს“ სასარგებლოდ N5------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 7088,86 ლარის გადახდა (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა 4468,31 ლარი, სარგებელი - 669,78 ლარი, პირგასამტეხლო - 1950,77 ლარი).
1.3. ზ------ ტ----------- სს „ს----------–--- ბ----ს“ სასარგებლოდ N3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 30545,83 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა 26792,08 აშშ დოლარი, სარგებელი - 1627,11 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2052,61 აშშ დოლარი, საკომისიო - 74,03 აშშ დოლარი).
1.4. ზ------ ტ----------- სს „ს----------–--- ბ----ს“ სასარგებლოდ N3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 1762,95 აშშ დოლარი გადახდა (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა 1239,30 აშშ დოლარი, სარგებელი - 66 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 412,65 აშშ დოლარი, საკომისიო - 45 აშშ დოლარი).
1.5.2016 წლის 01 მარტის საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილში დაკისრებული თანხის უზრუნველსაყოფად განხორციელდეს შემდეგი ქონების რეალიზაცია: 1. ზ------ ტ-----------ს კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ 0-.0-.0-.0--.0-.0--; 2. ზ------ ტ-----------ს კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ 0-.0-.0-.0--.0-.0--; 3. ზ------ ტ-----------ს კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ0-.0-.0-.0--.0-.0--. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად არ დაფარავს ვალდებულებას, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოვალის კუთვნილი სხვა ქონება.
1.6.სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოსარჩელის პოზიცია:
2013 წლის 18 ოქტომბერს სს „ს----------–--- ბ-----“ და ზ------ ტ----------- შორის დადებულ იქნა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება საკრედიტო ხაზზე 150 000 აშშ დოლარის ოდენობით. საკრედიტო ხაზი უზრუნველყოფილ იქნა შემდეგ ქონებაზე: 1. ზ------ ტ-----------ს კუთვნილ უძრავ ქონებაზე, ს/კ 0-.0-.0-.0--.0-.0--; 2. ზ------ ტ-----------ს კუთვნილ უძრავ ქონებაზე, ს/კ0-.0-.0-.0--.0-.0--; 3. ზ------ ტ-----------ს კუთვნილ უძრავ ქონებაზე, ს/კ0-.0-.0-.0--.0-.0--.
საკრედიტო ხაზის ფარგლებში 2016 წლის 01 მარტის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულების Nს-------- საფუძველზე მსესხებელმა ბანკისგან მიიღო კრედიტი 29800 აშშ დოლარი, 120 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 8%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილების შემთხვევაში განისაზღვრა 0,5% დღეზე. მსესხებელს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულების დანართი გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში და შესაბამისი ოდენობით, რაც მოპასუხის მიერ არაერთხელ იქნა დარღვეული.
2016 წლის 09 მარტს ბანკსა და ზ------ ტ----------- შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N3------- რომლის საფუძველზე, მოპასუხემ მიიღო კრედიტი 2350 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, სარგებლის წლიური 7%-ის დარიცხვით (სესხის ნომერი 3------), მსესხებელს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულების დანართი გრაფიკით განსაზრულ ვადებში და შესაბამისი ოდენობით, რაც მოპასუხის მიერ არაერთხელ იქნა დარღვეული, ხოლო 2017 წლის ოქტომბრიდან შეწყვიტა სესხზე გადახდები. ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე დღიური 0,5%-ის ოდენობით.
2016 წლის 26 აპრილს ზ------ ტ------------ სს „ს----------–--- ბ----სგან“ ბანკომატის მეშვეობით მიიღო ესემეს სესხი 10 000 ლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, მოვალეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 271,37 ლარის ოდენობით, რაც მის მიერ დარღვეულ იქნა 2017 წლის სექტემბრიდან. გადახდის ვადის დარღვევისათვის დავალიანებას ერიცხებოდა ჯარიმა 0,5% დღეზე.
2014 წლის 26 თებერვლის განცხადების საფუძველზე ზ------ ტ------------- გაიცა საკრედიტო ბარათი ე.წ. „ა-------- ე------- გ---- ქ------“, საკრედიტო ლიმიტი თავდაპირველად განისაზღვრა 4000 ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წლის 09 იანვარს გაიზარდა 5000 ლარამდე. საკრედიტო ბარათის ვადა განისაზღვრა 3 წელი, სარგებელი წლიური 20-36%-ის ოდენობით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე ერთჯერადად 10 ლარი, ხოლო შემდეგ თითოეულ დღეზე 0,2%. მოვალეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა მინიმალური გადასახადი, რაც დარღვეულ იქნა მის მიერ 2017 წლის ოქტომბრის თვიდან და ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია.
3. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ცნო.
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1.2013 წლის 18 ოქტომბერს სს „ს----------–--- ბ-----“ და ზ------ ტ----------- შორის დადებულ იქნა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება საკრედიტო ხაზზე 150 000 აშშ დოლარის ოდენობით. საკრედიტო ხაზი უზრუნველყოფილ იქნა შემდეგ ქონებაზე: 1. ზ------ ტ-----------ს კუთვნილ უძრავ ქონებაზე, ს/კ 0-.0-.0-.0--.0-.0--; 2. ზ------ ტ-----------ს კუთვნილ უძრავ ქონებაზე, ს/კ 0-.0-.0-.0--.0-.0--; 3. ზ------ ტ-----------ს კუთვნილ უძრავ ქონებაზე, ს/კ 0-.0-.0-.0--.0-.0--.
4.1.2. 2016 წლის 01 მარტის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულების Nს-------- საფუძველზე მსესხებელმა ბანკისგან მიიღო კრედიტი 29800 აშშ დოლარი, 120 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 8%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილების შემთხვევაში განისაზღვრა 0,5% დღეზე.
4.1.3.2016 წლის 09 მარტს ბანკსა და ზ------ ტ----------- შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N3------- რომლის საფუძველზე, მოპასუხემ მიიღო კრედიტი 2350 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, სარგებლის წლიური 7%-ის დარიცხვით (სესხის ნომერი 3------), ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე დღიური 0,5%-ის ოდენობით.
4.1.4.2016 წლის 26 აპრილს ზ------ ტ------------ სს „ს----------–--- ბ----სგან“ ბანკომატის მეშვეობით მიიღო ესემეს სესხი 10 000 ლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, მოვალეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 271,37 ლარის ოდენობით, გადახდის ვადის დარღვევისათვის დავალიანებას ერიცხებოდა ჯარიმა 0,5% დღეზე.
4.1.5.2014 წლის 26 თებერვლის განცხადების საფუძველზე ზ------ ტ------------- გაიცა საკრედიტო ბარათი ე.წ. „ა-------- ე------- გ---- ქ------“, საკრედიტო ლიმიტი თავდაპირველად განისაზღვრა 4000 ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წლის 09 იანვარს გაიზარდა 5000 ლარამდე. საკრედიტო ბარათის ვადა განისაზღვრა 3 წელი, სარგებელი წლიური 20-36%-ის ოდენობით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე ერთჯერადად 10 ლარი, ხოლო შემდეგ თითოეულ დღეზე 0,2%.
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
5.2.1. საქმეში არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სს „ს----------–--- ბ----ს” დაზუსტებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
ზ------ ტ----------- სს „ს----------–--- ბ----ს“ სასარგებლოდ N3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს 10308,37 ლარის გადახდა (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა 7524,11 ლარი, სარგებელი - 847,27 ლარი, პირგასამტეხლო - 1865 ლარი, საკომისიო - 71,99 ლარი).
ზ------ ტ----------- სს „ს----------–--- ბ----ს“ სასარგებლოდ N5------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს 7088,86 ლარის გადახდა (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა 4468,31 ლარი, სარგებელი - 669,78 ლარი, პირგასამტეხლო - 1950,77 ლარი).
ზ------ ტ----------- სს „ს----------–--- ბ----ს“ სასარგებლოდ N3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს 30545,83 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა 26792,08 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, სარგებელი - 1627,11 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, პირგასამტეხლო - 2052,61 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, საკომისიო - 74,03 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში).
ზ------ ტ----------- სს „ს----------–--- ბ----ს“ სასარგებლოდ N3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს 1762,95 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა 1239,30 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, სარგებელი - 66 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, პირგასამტეხლო - 412,65 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, საკომისიო - 45 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში).
2016 წლის 01 მარტის საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილში დაკისრებული თანხის უზრუნველსაყოფად უნდა განხორციელდეს შემდეგი ქონების რეალიზაცია: 1. ზ------ ტ-----------ს კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ 0-.0-.0-.0--.0-.0--; 2. ზ------ ტ-----------ს კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ0-.0-.0-.0--.0-.0--; 3. ზ------ ტ-----------ს კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ0-.0-.0-.0--.0-.0--. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად არ დაფარავს ვალდებულებას, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოვალის კუთვნილი სხვა ქონება.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი, საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
8.სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] PAR.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC), par.81); Boldea v. Romania, par.30).
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
2013 წლის 18 ოქტომბერს სს „ს----------–--- ბ-----“ და ზ------ ტ----------- შორის დადებულ იქნა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება საკრედიტო ხაზზე 150 000 აშშ დოლარის ოდენობით.
საკრედიტო ხაზის ფარგლებში 2016 წლის 01 მარტის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულების Nს-------- საფუძველზე მსესხებელმა ბანკისგან მიიღო კრედიტი 29800 აშშ დოლარი, 120 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 8%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილების შემთხვევაში განისაზღვრა 0,5% დღეზე.
2016 წლის 09 მარტს ბანკსა და ზ------ ტ----------- შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N3------- რომლის საფუძველზე, მოპასუხემ მიიღო კრედიტი 2350 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, სარგებლის წლიური 7%-ის დარიცხვით (სესხის ნომერი 3------), მსესხებელს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულების დანართი გრაფიკით განსაზრულ ვადებში და შესაბამისი ოდენობით, ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე დღიური 0,5%-ის ოდენობით. მოპასუხის მიერ ხელშეკრულება დარღვეულ იქნა 2017 წლის ოქტომბრის თვიდან.
2016 წლის 26 აპრილს ზ------ ტ------------ სს „ს----------–--- ბ----სგან“ ბანკომატის მეშვეობით მიიღო ესემეს სესხი 10 000 ლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, მოვალეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 271,37 ლარის ოდენობით, რაც მის მიერ დარღვეულ იქნა მის მიერ 2017 წლის სექტემბრიდან. გადახდის ვადის დარღვევისათვის დავალიანებას ერიცხებოდა ჯარიმა 0,5% დღეზე.
2014 წლის 26 თებერვლის განცხადების საფუძველზე ზ------ ტ------------- გაიცა საკრედიტო ბარათი ე.წ. „ა-------- ე------- გ---- ქ------“, საკრედიტო ლიმიტი თავდაპირველად განისაზღვრა 4000 ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წლის 09 იანვარს გაიზარდა 5000 ლარამდე. საკრედიტო ბარათის ვადა განისაზღვრა 3 წელი, სარგებელი წლიური 20-36%-ის ოდენობით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე ერთჯერადად 10 ლარი, ხოლო შემდეგ თითოეულ დღეზე 0,2%. მოვალეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა მინიმალური გადასახადი, რაც დარღვეულ იქნა მის მიერ 2017 წლის ოქტომბრის თვიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გამოაქვს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სარჩელი იმ ნაწილში, რომელშიც მოპასუხემ სარჩელი ცნო, კერძოდ: ძირი თანხის ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს----------–--- ბ----'' უფლებამოსილია მოითხოვოს N3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის - 7524,11 ლარის, N5------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის - 4468,31 ლარის, N3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის - 26792,08 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და N3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის - 1239,30 ექვივალენტი ლარის დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქმეში არსებული მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17%-ით. მხარეს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება.
შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა პროცენტის თანხის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს პროცენტის სახით N3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს - 847,27 ლარის, N5------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 669,78 ლარის, N3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1627,11 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და N3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 66 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ, პირგასამტეხლოს გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ N3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს - 1865 ლარის, N5------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1950,77 ლარის, N3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2052,61 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და N3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 412,65 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.
2013 წლის 18 ოქტომბერს სს „ს----------–--- ბ-----“ და ზ------ ტ----------- შორის დადებულ იქნა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გამომდინარე, იპოტეკით დაიტვირთა: 1. ზ------ ტ-----------ს კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ 0-.0-.0-.0--.0-.0--; 2. ზ------ ტ-----------ს კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ0-.0-.0-.0--.0-.0--; 3. ზ------ ტ-----------ს კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ0-.0-.0-.0--.0-.0--.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ვინაიდან, მოპასუხე ზ------ ტ------------ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაციის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და სს „ს----------–--- ბ----ს“ სასარგებლოდ 2016 წლის 01 მარტის საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილში დაკისრებული თანხის უზრუნველსაყოფად უნდა განხორციელდეს შემდეგი ქონების რეალიზაცია: 1. ზ------ ტ-----------ს კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ 0-.0-.0-.0--.0-.0--; 2. ზ------ ტ-----------ს კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ0-.0-.0-.0--.0-.0--; 3. ზ------ ტ-----------ს კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ0-.0-.0-.0--.0-.0--. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად არ დაფარავს ვალდებულებას, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს მოვალის კუთვნილი სხვა ქონება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლით გათვალისწინებული დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები გამოიტანება ისეთ საქმეებზე, რომლებიც პირთა უმნიშვნელოვანეს ინტერესებს შეეხება, ესენია: 1) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; 2) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახდელის დაკისრების შესახებ; 3)მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; 4) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ასევე ყველა სხვა საქმეზე, მხოლოდ მაშინ, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს (იგულისხმება კრედიტორი) მნიშვნელოვაინი ზიანი მიაყენოს, ან თუ თავად გადაწყვეტილების აღსრულება საერთოდ შეუძლებელი აღმოჩნდება.
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეუძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენის გარეშე სასამართლოს არა აქვს იურიდიული საფუძველი მოახდინოს გადაწყვეტილების აღსრულება.
თუ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაწყვეტილების მიქცევის საფუძვლები არ არსებობს, სასამართლოს უფლება აქვს სარჩელის უზრუნველყოფისათვის დადგენილი წესების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
დაუყოვნებლივ აღსრულება გამონაკლისია აღსრულების ზოგადი წესებიდან. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ დაუყოვნებლივ აღსრულებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო და საკასაციო წესით. თუკი შემდგომში გადაწყვეტილება გაუქმდება, ან საქმის ხელახლა განხილვის დროს სარჩელი არ დაკმაყოფილდება, ან სარჩელი განუხილველი დარჩება, ან საქმის წარმოება შეწყდება, კანონით გათვალისწინებული წესით და შემთხვევებში დაიშვება გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება.
დასაშვებია პრაქტიკულად ყველა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, რომელიც კი კანონიერ ძალაში არ არის შესული, მაგრამ დაუყოვნებლივ აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლისის წესით, თუ სახეზე იქნება კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოებები. პირველყოვლისა, ამისათვის, აუცილებელია მოსარჩელის განცხადება. თავის განცხადებაში მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობა და წარადგინოს განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა გამოც სასამართლო აქტის აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მოსარჩელისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს ან საერთოდ თავად აღსრულება გახდეს შეუძლებელი.
ამ საკითხის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს შესაბამისი მოტივები ანუ უნდა მიეთითოს მიზეზები და განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც სასამართლო მივიდა დაუყოვნებლივ აღსრულების წესის გამოყენების აუცილებლობის შესახებ დასკვნამდე.
სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხზე გამოტანილი განჩინება, მიუხედავად იმისა, გამოტანილია თუ არა იგი გადაწყვეტილების მიღების დროს ან შემდგომში, დაკმაყოფილებულია თუ არა მოსარჩელის განცხადება დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე, თუ ამაზე მას უარი ეთქვა, შეიძლება გასაჩივრდეს. იმავდროულად, კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს იმ განჩინების მოქმედებას, რომლითაც სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მიქცეულია დაუყოვნებლივ აღსასულებლად.
სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლში ჩამოთვლილი პირობების არსებობას უკავშირებს სასამართლოს უფლებამოსილებას და არ ზღუდავს იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ საპროცესო მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ადასტურებდეს და ასაბუთებდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების მოცემულ ეტაპზე მისთვის სასიცოცხლო მნიშვენელობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რა სახის ზიანი მიადგება მას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობის შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ ის არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9.საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ მირებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
სს „ს----------–--- ბ----“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 3030,32 ლარიდან 2922,98 ლარი (სს ს----------–--- ბ----, სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 20.06.2018, საგადასახადო დავალება N6--, მიმღების ანგარიში 3--------, ბანკის კოდი T-------).
10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. სს „ს----------–--- ბ----ს” დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ზ------ ტ----------- სს „ს----------–--- ბ----ს“ სასარგებლოდ N3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 10308,37 ლარის გადახდა (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა 7524,11 ლარი, სარგებელი - 847,27 ლარი, პირგასამტეხლო - 1865 ლარი, საკომისიო - 71,99 ლარი).
3. ზ------ ტ----------- სს „ს----------–--- ბ----ს“ სასარგებლოდ N5------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 7088,86 ლარის გადახდა (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა 4468,31 ლარი, სარგებელი - 669,78 ლარი, პირგასამტეხლო - 1950,77 ლარი).
4. ზ------ ტ----------- სს „ს----------–--- ბ----ს“ სასარგებლოდ N3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 30545,83 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა 26792,08 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, სარგებელი - 1627,11 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, პირგასამტეხლო - 2052,61 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, საკომისიო - 74,03 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში).
5. ზ------ ტ----------- სს „ს----------–--- ბ----ს“ სასარგებლოდ N3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 1762,95 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა 1239,30 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, სარგებელი - 66 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, პირგასამტეხლო - 412,65 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, საკომისიო - 45 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში).
6. 2016 წლის 01 მარტის საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილში დაკისრებული თანხის უზრუნველსაყოფად განხორციელდეს შემდეგი ქონების რეალიზაცია: 1. ზ------ ტ-----------ს კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ 0-.0-.0-.0--.0-.0--; 2. ზ------ ტ-----------ს კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ 0-.0-.0-.0--.0-.0--; 3. ზ------ ტ-----------ს კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ 0-.0-.0-.0--.0-.0--. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად არ დაფარავს ვალდებულებას, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოვალის კუთვნილი სხვა ქონება.
7. სს „ს----------–--- ბ----“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 3030,32 ლარიდან 2922,98 ლარი (სს ს----------–--- ბ----, სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 20.06.2018, საგადასახადო დავალება N6--, მიმღების ანგარიში 3--------, ბ----ს კოდი T-------).
8. მოსარჩელის შუამდგომლობა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.N3) მეშვეობით.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე