გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.08.2019
საქმის ნომერი
120210019003078698
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3078698-2/428-19წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

19 აგვისტო 20-9 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გია ბერაია

სხდომის მდივანი მარიამ სუხიაშვილი

 

მოსარჩელე - თ-------------ე

წარმომადგენელი ნ----------------ე

 

მოპასუხე - გ----------ე

წარმომადგენელი - ა---------–-----–--–---–ი

 

დავის საგანი - არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დამატებითი ხარჯის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე გ----------ეს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის ბ-------- ა-----ის სასარგებლოდ დამატებითი ხარჯის სახით 2242.12 ლარის გადახდა(დაზუსტებული მოთხოვნა) (იხ.სას.სხ.ოქმის Cd. დისკი).

 

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

თ-------------ე და გ----------ე ქორწინებაში. 2----–-–------------ს შეეძინათ ქალიშვილი ბ-------- ა-----ე. მხარეები ცალცალკე ცხოვრობენ. სასამართლო წესით მოხდა მათი განქორწინება.

მოპასუხე გ----------ე თავს არიდებს შვილზე ზრუნვას. მხოლოდ დედა უწევს მასზე ზრუნვა და მისი მატერიალურად უზრუნველყოფა. ბ-------- ა-----ეს 4 თვის ასაკში დაუდგინდა დიაგნოზი - ნეირობლასტომა, ტვინის სიმსივნეს მე-4 სტადია. დაავადებამ ჩაითრია სხვადასხვა ორგანოები და შესაბამისად გადის სხვადასხვა მკურნალობას.

მხოლოდ დედას თ-------------ეს და მის მშობლებს უწევთ ბ-------- ა-----ეზე ზრუნვა და იმ ძვირადღირებული გამოკვლევების და მკურნალობის ჩატარება, რაც დღემდე ესაჭიროება ბავშვს. ბ--------ს ესაჭიროება მუდმივი მკურნალობა, რაზეც მოპასუხე როგროც მამა და მშობელი ვალდებულია იზრუნოს თავისი შვილის გამოჯანმრთელებისა და აღზრდა-განვითარებისათვის. ვალდებულია მონაწილეობა მიიროს შვილისათვის დამატებითი ხარჯის გაღებაში. ბავშვის მედიკამენტებში და ჰიგიენური საშაულებებისათვის გახარჯული აქვთ 4484.25 ლარის. მოპასუხე დასაქმებულია და აქვს ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით და ამავდროულად მის ოჯახს აქვს კარგი ფინანსური შემოსავალი.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე გ----------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ თანახმაა გადაიხადოს ბავშვის მკურნალობის ხარჯები, რაც შეადგენს 1027.89 ლარს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. თ-------------ე და გ----------ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ახალციხის რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 1---------- განჩინება(იხ.სფ.18-20).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

3.1.2. თ-------------ეს და გ----------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–------------ს დაბადებული ბ-------- ა-----ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ახალციხის რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 1---------- განჩინება(იხ.სფ.18-20).

 

3.1.3. ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ბ-------- ა-----ე ცხოვრობს დედასთან თ-------------ესთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.სას.სხ.ოქმის CD. დისკი).

3.1.4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 1---------- განჩინებით გ----------ეს და თ-------------ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. გ----------ეს ბ-------- ა-----ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმეტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ახალციხის რაიონული სასამართლოს 15.0-.20-9წ. განჩინება(იხ.სფ.18-20).

3.1.5. ბ-------- ა-----ეს 4 თვის ასაკში დაუდგინდა დიაგნოზი - ნეირობლასტომა (ტვინის სიმსივნის IV სტადია). გადის სხვადასვა სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისს მკურნალობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მედიკამენტების შეძენის ქვითრები(იხ.სფ.23-78)

-მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.სას.სხ.ოქმის CD. დისკი)

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. ბ-------- ა-----ეს კონსულტაცია/გამოკვლევები ჩაუტარდა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში, სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში შეძენილი იქნა მედიკამენტები, რომელთა ღირებულებამ შეადგინა 4157 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- პ-- სააფთიაქო ქსელში შენაძენი დეტალური ამონაწერი;

- ფ-----------ს და ჯ-----ს სააფთიაქო ქსელში შეძენილი მედიაკმენტების ამონაწერი;

- 20.05.20-9წ. მ.ი-–---–-- სახელობის ბავშვთა ცენტარლური საავადმყოფოს ქვითარი;

- 20.05.20-9წ. ს----------–---------ს გადახდის ქვითარი;

- 15.06.20-9წ. ჯ-- ქვითარი;

- 15.06.20-9წ. ს----------–---------ს გადახდის ქვითარი;

- 30.05.20-9წ. ფ-----------ს ქვითარი;

- 30.05.19წ. თ-----------ს ჩეკი;

- 26.05.20-9წ. ჯ-- ქვითარი;

- 26.05.20-9წ. თ-----------ს ჩეკი;

- 23.05.20-9წ. ჯ-- ქვითარი;

- 23.05.20-9წ. ჩეკი;

- 15.05.20-9წ. მ.ი-–---–-- სახელობის ბავშვთა ცენტარლური საავადმყოფოს ქვითარი;

- 15.05.20-9წ. ს----------–---------ს გადახდის ქვითარი;

- 13.05.20-9წ. მ.ი-–---–-- სახელობის ბავშვთა ცენტარლური საავადმყოფოს ქვითარი;

- 13.05.20-9წ. ს----------–---------ს გადახდის ქვითარი;

- 15.03.20-9წ. პ-- ფ------ ქვითარი;

- 15.03.20-9წ. შპს პ--ს ფ------ გადახდის ქვითარი;

- 15.12.20-8წ. ფ-----------ს ქვითარი;

- 15.12.20-8წ. სს გ----- გადახდის ქვითარი;

- 30.11.20-8წ. ფ-----------ს ქვითარი;

- 30.11.20-8წ. თ-----------ს გადახდის ქვითარი;

- 13.04.20-9წ. ჯ-- ქვითარი;

- 13.04.20-9წ. გადახდის ქვითარი;

- 09.05.20-9წ. ჯ-- ქვითარი;

- 09.05.20-9წ. თ-----------ს გადახდის ქვითარი;

- 27.09.20-9წ. ჯ-- ქვითარი;

- 27.04.20-9წ. სს გ----- გადახდის ქვითარი;

- 20.04.20-9წ. ფ-----------ს ქვითარი;

- 20.04.20-9წ. თ-----------ს გადახდის ქვითარი;

- 11.04.20-9წ. ჯ-- ქვითარი;

- 11.04.20-9წ. ს----------–---------ს გადახდის ქვითარი;

- 11.04.20-9წ. ჯ-- ქვითარი;

- 11.04.20-9წ. ს----------–---------ს გადახდის ქვითარი;

- 06.04.20-9წ. ჯ-- ქვითარი;

- 06.04.20-9წ. ს----------–---------ს გადახდის ქვითარი;

-26.03.20-9წ. მ.ი-–---–-- სახელობის ბავშვთა ცენტარლური საავადმყოფოს ქვითარი;

- 26.03.20-9წ. ს----------–---------ს გადახდის ქვითარი;

- 09.04.20-9წ. ჯ-- ქვითარი;

- 09.04.20-9წ. სს გ----- გადახდის ქვითარი;

- 15.02.20-9წ. ჯ-- ქვითარი;

- 15.02.20-9წ. სს გ----- ქვითარი;

- 25.02.20-9წ. მ.ი-–---–-- სახელობის ბავშვთა ცენტარლური საავადმყოფოს ქვითარი;

- 25.02.20-9წ. ს----------–---------ს გადახდის ქვითარი;

- 27.02.20-9წ. ჯ-- ქვითარი;

- 27.02.19წ. თ-----------ს გადახდის ქვითარი;

- 0-.03.20-9წ. ფ-----------ს ქვითარი;

- 0-.03.20-9წ. თ-----------ს გადახდის ქვითარი;

- ააიპ ჯ---------------–---- ცენტრის 12.02.20-9წ. სალარო შემოსავლის ორდერი;

- 12.02.20-9წ. გადახდის ქვითარი;

- 25.02.20-9წ. ჯ-- ქვითარი;

- 25.02.20-9წ. ს----------–---------ს გადახდის ქვითარი;

- 28.02.20-9წ. ჯ-- ქვითარი;

- 28.02.20-9წ. თ-----------ს ქვითარი;

- ააიპ ჯ---------------–---- ცენტრის 28.0-.20-9წ. სალარო შემოსავლის ორდერი;

- 28.0-.20-9წ. გადახდის ქვითარი;

- 07.02.20-9წ. პ-- ფ------ ქვითარი;

- 07.02.20-9წ. შპს პ-- ფ------ გადახდის ქვითარი;

- 11.12.20-8წ. მ.ი-–---–-- სახელობის ბავშვთა ცენტარლური საავადმყოფოს ქვითარი;

- 11.12.20-8წ. გადახდის ქვითარი;

- 24.02.20-9წ. პ-- ფ------ ქვითარი;

- 24.02.20-9წ. შპს პ--ს ფ------ გადახდის ქვითარი;

- 19.02.20-9წ. პ--ს ქვითარი;

- 19.02.20-9წ. ს----------–---------ს გადახდის ქვითარი;

- 21.02.20-9წ. პ--ს ქვითარი;

- 21.02.20-9წ. თ-----------ს ქვითარი;

- 22.02.20-9წ. ჯ-- ქვითარი;

- 22.02.20-9წ. სს გ----- გადახდის ქვითარი;

- 06.12.20-8წ. მ.ი-–---–-- სახელობის ბავშვთა ცენტარლური საავადმყოფოს ქვითარი;

- 06.12.20-8წ. ს----------–---------ს გადახდის ქვითარი;

- 14.02.20-9წ. ჯ-- ქვითარი;

- 14.02.20-9წ. სს გ----- გადახდის ქვითარი;

- 06.03.20-9წ. მ.ი-–---–-- სახელობის ბავშვთა ცენტარლური საავადმყოფოს ქვითარი;

- 06.03.20-9წ. ს----------–---------ს გადახდის ქვითარი;

- 10.03.20-9წ. ფ-----------ს ქვითარი;

- 10.03.20-9წ. სს გ----- გადახდის ქვითარი;

- 10.03.20-9წ. თ-----------ს გადახდის ქვითარი;

- 04.03.20-9წ. ჯ-- ქვითარი;

- 04.03.20-9წ. სს გ----- გადახდის ქვითარი;

- 08.03.20-9წ. ფ-----------ს ქვითარი;

- 08.03.20-9წ. სს გ----- გადახდის ქვითარი;

- 06.03.20-9წ. ფ-----------ს ქვითარი;

- 06.03.20-9წ. თ-----------ს გადახდის ქვითარი;

- 18.03.20-9წ. ჯ-- ქვითარიი;

- 18.03.20-9წ. თ-----------ს გადახდის ქვითარი;

- 23.03.20-9წ. ჯ-- ქვითარი;

- 23.03.20-9წ. ს----------–---------ს გადახდის ქვითარი;

- 23.03.20-9წ. სს გ----- გადახდის ქვითარი;

- სს ს------–----------------–---------ს 12.06.20-8წ-06.03.20-9წ. კალკულაცია

- სს ს------–----------------–---------ს 12.06.20-8წ.-11.12.20-8წ.

- 11.06.20-8წ. ჯ----- ქვითარი;

- 11.06.20-8წ. თ-----------ს გადახდის ქვითარი;

- 12.06.20-9წ. ჯ-- ქვითარი;

- 12.06.20-9წ. ს----------–---------ს გადახდის ქვითარი;

- 28.03.20-9წ. ფ-----------ს ქვითარი;

- 28.03.20-9წ. თ-----------ს გადახდის ქვითარი;

- 28.03.20-9წ. სს გ----- გადახდის ქვითარი;

- 18.04.20-9წ. ფ-----------ს ქვითარი;

- 18.04.20-9წ. თ-----------ს გადახდის ქვითარი;

- 04.06.20-9წ. ფ-----------ს ქვითარი;

- 04.06.20-9წ. თ-----------ს გადახდის ქვითარი;

- 31.05.20-9წ. ფ-----------ს ქვითარი;

- 31.05.20-9წ. სს გ----- გადახდის ქვითარი;

- 02.06.20-9წ. ფ-----------ს ქვითარი;

- 02.06.20-9წ. თ-----------ს გადახდის ქვითარი;

- 30.05.20-9წ. ფ-----------ს ქვითარი;

- 30.05.20-9წ. თ-----------ს გადახდის ქვითარი;

- 24.04.20-9წ. ფ-----------ს ქვითარი;

- 24.04.20-9წ. ს----------–---------ს გადახდის ქვითარი;

- 27.05.20-9წ. ფ-----------ს ქვითარი;

- 27.05.20-9წ. თ-----------ს გადახდის ქვითარი;

- 17.04.20-9წ. მ.ი-–---–-- სახელობის ბავშვთა ცენტარლური საავადმყოფოს ქვითარი;

- 17.04.20-9წ. ს----------–---------ს გადახდის ქვითარი;

- 27.05.20-9წ. მ.ი-–---–-- სახელობის ბავშვთა ცენტარლური საავადმყოფოს ქვითარი;

- 27.05.20-9წ. ს----------–---------ს გადახდის ქვითარი;

(ს.ფ.24-78).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბ-------- ა-----ისათვის, მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ჩატარებული გამოკლევების, მკურნალობის და შეძენილი მედიკამენტების ღირებულებამ შეადგინა 4157 ლარი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- „ბავშვის უფლებათა“ კონვენცია;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლების მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

კანონის მოხმობილი ნორმებით გათვალისწინებული საალიმენტო სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე ბავშვს უჩნდება უფლება, მოითხოვოს უზრუნველყოფა საარსებო სახსრებით, ანუ ალიმენტის გადახდა, მშობლებს კი უჩნდებათ მოვალეობა უზრუნველყონ არასრულწლოვანი შვილი ამგვარი საშუალებებით.

 

6.2. ბავშვთა უფლებების კონვენციით, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით დასახიჩრებით და სხვა).

 

როგორც აღინიშნა, საალიმენტო ვალდებულებათა მიზანია ბავშვისათვის აღზრდისა და რჩენისათვის ნორმალური პირობების შექმნა. საალიმენტო სახსრები შეიძლება არ იყოს საკმარისი იმ დამატებითი ხარჯების განსახორციელებლად, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით. ეს არის განსაკუთრებული გარემოებების გამო დამატებით ხარჯებში მონაწილეობა და არა ბავშვის სარჩენი ხარჯების დამატებითი გადახდევინება, ამიტომ მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების (ან მომავალში აუცილებლად გასაღები ხარჯების) გათვალისწინებით, მყარი თანხებით და არ შეიძლება მისი წილობრივი დაკავშირება ხელფასის ან სხვა შემოსავლის ოდენობასთან. დამატებით ხარჯებში მოპასუხე მშობელი მონაწილეობს ერთჯერადი გადასახდელის სახით ან განსაზღვრული დროით განსაზღვრული თანხების გადახდით. არასრულწლოვანის სარჩენად ალიმენტის გადამხდელი მშობლისათვის, დამატებითი ხარჯის სახით, ერთჯერადად თანხის გადახდის დაკისრება დასაშვებია მხოლოდ ისეთი განსაკუთრებული გარემოებების დადასტურებისას, როგორიცაა ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება და სხვა ობიექტური ფაქტორები. სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, რაც მან უზრუნველყო. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბ-------- ა-----ეს დაუდგინდა ნეირობლასტომა IV სტადია. პაციენტს ესაჭიროება მუდმივის მკურნალობა მკურნალობა და გამოკლვევები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის დანიშნულებაა ბავშვის ნორმალური აღზრდის მატერიალური უზრუნველყოფა. საალიმენტო სახსრები შეიძლება არ იყოს საკმარისი იმ დამატებითი ხარჯების განსახორციელებლად, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით, რომლებიც არ შეიძლებოდა გათვალისწინებულიყო ალიმენტის განსაზღვრის დროს. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება, სწავლის საფასურის გადახდის აუცილებლობა და სხვა. მოქმედი კანონი, იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ ორივე მშობელი ერთნაირად ვალდებულია შვილების აღზრდაში მიიღონ მონაწილეობა, იძლევა დამატებითი ხარჯების ნაწილის მეორე მშობლისათვის დაკისრების შესაძლებლობას. ეს არის ახალი გარემოებების გამო დამატებით ხარჯებში მონაწილეობა და არა ბავშვის სარჩენი ხარჯების დამატებით გადახდევინება. ამიტომ მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, მყარი თანხებით და არ შეიძლება მისი წილობრივი დაკავშირება ხელფასის ან სხვა შემოსავლის ოდენობასთან. დამატებით ხარჯებში მოპასუხე მშობელი მონაწილეობს ერთჯერადი გადასახდელის სახით ან განსაზღვრული დროით განსაზღვრული სახსრების გადახდით. თუ დამატებით ხარჯებში მეორე მშობლის განმეორებით ჩართვის აუცილებლობა წარმოიშობა, მოსარჩელეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებით კვლავ მიმართოს სასამართლოს.

 

6.3. ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.

 

კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის მე-2 პრინციპის მიხედვით, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ამავე რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთიანობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.

 

6.4. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 20-4). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 20-4, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობაზე ერთ-ერთ საქმეში – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“: „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.

 

„სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.200-, პარ.72)“ (სუსგ №ას-967-916-20-5, 15.12.20-5წ; სუსგ ას-1141-1061-20-7 17.10.20-7წ.).

 

6.5. ბავშვის უფლებათა კონვენციის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე უფრო სრულყოფილი მომსახურებით და დაავადებათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენის საუკეთესო საშუალებებით. მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ უზრუნველყონ, რომ არც ერთ ბავშვს არ ჩამოერთვას უფლება, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ასეთი მომსახურებით. ამდენად, კონვენციით ბავშვის ერთერთი მნიშვნელოვანი უფლებაა მიიღოს სათანადო სამედიცინო მომსახურება, ხოლო ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მშობლების უპირველესი ვალდებულებაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა სამართლით დაცული მნიშვნელოვანი ფასეულობაა, რაზეც მიუთითებს ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ბრალეულობის შემთხვევაში პირს ეკისრება არა მარტო უკვე გადახდილი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება, არამედ დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს მკურნალობის ხარჯები წინასწარ გადახდა(408-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი ბ-------- ა-----ის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს. ბავშვი არის მცირეწლოვანი, რომლის აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.

 

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მშობლის მატერიალური მდგომარეობა არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ვალდებული პირის პირობების შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ფინანსური შესაძლებლობებით, არამედ მნიშვნელოვანია ასევე მისი პოტენციალიც, თუ რამდენად შრომისუნარიანია იგი და აქვს თუ არა შესაძლებლობა, უზრუნველყოს შვილის მატერიალური გარემო. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე.

 

სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანის ბ-------- ა-----ის სარჩენად ალიმენტის გადამხდელი მშობლისათვის გ----------ისათვის, დამატებითი ხარჯის სახით, ერთჯერადად თანხის გადახდის დაკისრება დასაშვებია მხოლოდ ისეთი განსაკუთრებული გარემოებების დადასტურებისას, როგორიცაა ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება და სხვა ობიექტური ფაქტორები. სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, რაც მან უზრუნველყო კიდეც, მან დაადასტურა, როგორც მის მიერ ხარჯების რეალურად გადახდის ფაქტი, ასევე დადასტურა მოთხოვნილი ხარჯების გაწევის აუცილებლობა.

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბ-------- ა-----ისათვის, მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ჩატარებული გამოკლევების, მკურნალობის და შეძენილი მედიკამენტების ღირებულებამ შეადგინა 4157 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მშობელს თანაბარი ვალდებულებები გააჩნია არასრულწლოვანი შვილის ბ-------- ა-----ის მიმართ, მკურნალობის ხარჯი უნდა გაიღოს ორივე მშობელმა თანაბრად 4157/2=2078.50 ლარი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ-------- ა-----ის მიმართ მშობელთა თანაბარი ვალდებულების გათვალისწინებით მოპასუხე გ----------ეს უნდა დაეკისროს საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით გაწეული ხარჯის - 2078.50 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

 

მოსარჩელე თ-------------ემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, შესაბამისად შემცირებული მოთხოვნის პორპორციულად უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 83.50 ლარი.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე გ----------ემ სრჩელი ცნო 1027.89 ლარის ნაწილში. შესაბამისად, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხე გ----------ეს მოსარჩელე თ-------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 46.90 ლარის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე გ----------ეს (პ/ნ 4----------) მოსარჩელე თ-------------ის (პ/ნ 4---------) სასარგებლოდ დაეკისროს 2078.50 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე გ----------ეს მოსარჩელე თ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 46.90 ლარის გადახდა.

 

4. თ-------------ეს დაუბრუნდეს 17.06.20-9წ. ლ----------------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 136 ლარიდან 83.50 ლარი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გია ბერაია