განაჩენი

სისხლის სამართლის 22.08.2019
საქმის ნომერი
200100118002342527
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
22.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100118002342527

N1/70-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

22 აგვისტო 2019 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - ე-–------------–---–ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ი-–-----------–---–ი

ბრალდებული: დ----- მ------–-–---–ი

მამის სახელი: ფ--------

დაბადებული: 2----------- წელი

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ა---------–----–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლევი

რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ვ-----ი

მცხოვრები: ქ.თელავი, ა-–-------------------------------ი, ბინა N22

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე ან 120-ე მუხლით მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

წარდგენილი ბრალდების არსი:

1. დ----- მ------–-–---–ი დაახლოებით ბოლო ოთხი თვის განმავლობაში სისტემატურად ახორციელებდა ოჯახურ ძალადობას მეუღლის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ს------- ნ------–---–ის და არასრულწლოვანი შვილის ქ------- მ------–-–---–ის მიმართ. ის ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რის შემდეგაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ხდებოდა აგრესიული, ერთმანეთის თანდასწრებით ეჩხუბებოდა და აგინებდა მათ. ს------- ნ------–---–ი და ქ------- მ------–-–---–ი მისი ასეთი საქციელით იყვნენ შეურაცხყოფილები, დათრგუნულები, განიცდიდნენ მუდმივ შიშს და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

2. 2018 წლის 22 თებერვალს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ დ----- მ------–-–---–ს მოუხდა ოჯახური კონფლიქტი ს------- ნ------–---–თან, რომ წინასწარ რატომ არ გამოიტანა ბანკიდან საპენსიო თანხა შეშის ვალის დასაფარად. ამ დროს ხელის მოქაჩვით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს------- ნ------–---–ს, აგინებდა და აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. არასრულწლოვანი შვილის, ქ------- მ------–-–---–ის თანდასწრებით ხელის მოქნევით ცდილობდა მის ცემას. მამის მხრიდან დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს ხედავდა ქ------- მ------–-–---–ი, რომელიც მშობლებს ჩაუდგა შუაში და შეეცადა ხელი შეეშალა მამისთვის, რათა არ ეცემა ს------- ნ------–---–ი. ქალიშვილის საქციელით გაბრაზებულმა დ----- მ------–-–---–მა კისერში ხელი მოუჭირა ქ------- მ------–-–---–ს, გადააგდო სავარძელზე და სახეში რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი, ხოლო როდესაც იგი წამოდგა, ფეხის დარტყმით წააქცია ძირს. იმავე დროს აგინებდა უცენზურო სიტყვებით როგორც მას, ასევე დედამისს, ს------- ნ------–---–ს, ცემის შედეგად ქ------- მ------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა; ყოველივე ზემოთახნიშნულის გამო ასევე ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა ს------- ნ------–---–მა.

სასამარლომ დაადგინა:

 

3. ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ბრალდებულ - დ----- მ------–-–---–ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება. იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

4. დ----- მ------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო განმარტა, რომ მას მას მეუღლისა და შვილის მიმართ არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური ძალადობა არ განუხორციელებია. 2018 წლის 22 თებერვალს ის და მისი მეუღლე შეკამათდენ, შეშის გადასახდელი ვალის გამო. კამათის დროს მას მეუღლემ უსაყვედურა და იმის დასადასტურებლად, რომ ის მეუღლეს არ ეჩხუბებოდა, თვითონ გამოიძახა პოლიცია. კამათის დროს მასსა და მის მეუღლეს შორის ჩადგა მათი შვილი, რომელიც ხელით გაწია. მისი შვილი ჩაჯდა სავარძელში. მას არც მეუღლისთვის და არც შვილისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. იგივე განუცხადა გამოძახებაზე მისულ პოლიციელებს.

5. ბრალდებულის მეუღლემ დაზარალებულმა ს------- ნ------–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

6. ბრალდებულის შვილმა დაზარალებულმა ქ------- მ------–-–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

7. მოწმის ნ-----–------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ს----------–-------–-–-------------------ის კ------------------------------–--ს პირველი განყოფილების პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2018 წლის 18 თებერვალს მეწყვილე ა------------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მიიღეს შეტყობინება, რომ ა-–---------------ზე იყო ოჯახური ძალადობა. მისვლისას ეზოში დახვდათ დ----- მ------–-–---–ი, რომელიც იყო ნასვამი და იგინებოდა მეუღლის და შვილის მისამართით. მან უთხრა, რომ შვილს და მეუღლეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მიეხედათ მათთვის. სახლში, რომ ავიდნენ დ----- მ------–-–---–ის არასრულწლოვანი 15 წლის შვილი და მეუღლე დახვდათ, რომელიც იყვნენ აღელვენულები, სახე აწითლებულები და ატირებულები. მათ დაუდასტურეს ძალადობის ფაქტი, შვილი ამბობდა, რომ მამამ დედისთვის მოქნეული ხელი მიარტყა და სტკიოდა. მეუღლემ კი უთხრა, რომ დ----- მ------–-–---–ს ხელი უნდა დაერტყა, მაგრამ შვილი ჩაუდგათ შუაში და იმას მოხვდა ხელი. დ----- მ------–-–---–ი დაბლიდან აგინებდა და ამბობდა, თუ რეაგირებას არ მოხდენდნენ დახოცავდა მათ, აღარ უნდოდა ასე ყოფნა. მათ შეადგინეს შემაკავებელი ორდერი. გამოიძახეს გამომძიებელი და დააკავეს დ----- მ------–-–---–ი.

8. მისივე განმარტებით, საპარტულო პოლიციაში დ----- მ------–-–---–მა დარეკა. იგი პირადად სხვა დროს არ ყოფილა გამოძახებული დ----- მ------–-–---–ის ოჯახში, თუმცა მისი მეწყვილე ამბობდა, რომ ასეთ ფაქტს სხვა დროსაც ჰქონდა ადგილი.

9. მოწმის ა------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ს----------–-------–-–-------------------ის კ------------------------------–--ს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2018 წლის 22 თებერვალს მეწყვილე ნ-----–------------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მიიღეს შეტყობინება, რომ ქალაქ თელავში, ა-–---------------ზე იყო ოჯახური ძალადობა. მისვლისას ეზოში დახვდათ დ----- მ------–-–---–ი, რომელიც იყო ნასვამი და იგინებოდა მეუღლის და შვილის მისამართით. მან უთხრა, რომ შვილს და მეუღლეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მიეხედათ მათთვის. სახლში, რომ ავიდნენ დ----- მ------–-–---–ის შვილი ქ------- მ------–-–---–ი და მეუღლე ს------- ნ------–---–ი დახვდათ, რომელიც ატირებულები და აღელვებულები იყვნენ. მათ დაუდასტურეს ძალადობის ფაქტი. ს------- ნ------–---–მა განუცხადა, რომ მეუღლემ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოდა, ხოლო ქ------- მ------–-–---–ს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოუყვა მომხდარი ძალადობის შესახებ. სახლი არეული იყო, ქ------- მ------–-–---–ს სახე აწითლებული ქონდა და ეტყობოდა რომ სახეში გაარტყეს და წელსაც იტკიებდა.

10. მისივე განმარტებით, იგი პირადად სხვა დროსაც ყოფილა გამოძახებული დ----- მ------–-–---–ის ოჯახში, ინიციატორი ყოველთვის დ----- მ------–-–---–ი იყო. ს------- ნ------–---–ი ეუბნებოდა, რომ დ----- მ------–-–---–ი იყო ნასვამი და არაადექვატური. 22 თებერვალს ს------- ნ------–---–მა უთხრა, რომ წინა გამოძახებაზე ტელეფონი ესროლა მეუღლემ, მაგრამ დამალა ეს ფაქტი, ვინაიდან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და მარტო დარჩენის ეშინოდა, ეხლა კი შვილსაც შეეხო და მეტს ვეღარ მოითმენდა.

11. მათ შეადგინეს შემაკავებელი ორდერი და აცნობეს გამომძიებელს მომხდარის თაობაზე. დააკავეს და გადაიყვანეს სამმართველოში, სადაც შედგა ოქმი და მონაწილეებმა მოაწერეს ხელი.

12. მისივე განმარტებით ცემის ფაქტს არ შესწრებია, ხოლო შეურაცხოფას დ----- მ------–-–---–ი მათი მისვლის შემდეგაც აგრძელებდა. მაღლა ასვლასაც ცდილობდა, თუმცა მათ მ------–-–---–ი კართან გააჩერეს.

13. მოწმის თ------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ს--–---–--------------------------------ში, სოციალურ მუშაკად. იგი არასრულწლოვანის ქ------- მ------–-–---–ის კანონიერ წარმომადგენლად დანიშნეს. იგი დაესწრო გამოკითხვას. გოგონამ განაცხადა, რომ მამა ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს და დედის მიმართ აგრესიას გამოხატავდა. თავის მიმართ არასდროს, ბოლო შემთხვევის გარდა, როდესაც ვალის გამო დედამ მამას დაუწყო ჩხუბი, იგი შუაში ჩადგა და მამამ ხელი ჰკრა მას. ბავშვი ძალიან შეშინებული იყო. ფსიქოლოგიც ჩაერთი საქმეში და შემდეგ დამშვიდდა გოგონა და მისცა ჩვენება. ექსპერტთანაც იყვნენ, გარეგნულად არ ეტყობოდა დაზიანება, მაგრამ გოგონა ამბობდა, რომ წელი ტკიოდა. ექსპერტმა დაზიანება ვერ დაადგინა.

14. მოწმის მ---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ს--–---–--------------------------------ს კ-------------------–------ის ფსიქოლოგის თანამდებობაზე. მის კომპეტენციაში შედის ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობა და დაესწრო ქ------- მ------–-–---–ის დაკითხვას. დაკითხვა მოხდა საპატროლო პოლიციის შენობაში. ქ---- აღელვებული, შეშინებული, გაბრაზებული იყო და ტიროდა, დაკითხვამდე ცალკე გაესაუბრა, დამშვიდდა და შემდეგ მისცა ჩვენება, რომ დედ-მამას შორის მოხდა შელაპარაკება და იგი ჩადგა შუაში, მამამ ხელი ჰკრა და საწოლსა და დივანს შორის ჩავარდა. მამა ნასვამი იყო. წაქცევის გამო გვერდი სტკიოდა, დაწითლებულიც ქონდა. მან ასევე თქვა, რომ მამამ სახეშიც გაარტყა ხელი. მან განაცხადა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა. დედის მიმართ კი მამა ხშირად ახორციელებდა ძალადობას. სხვა დროსაც გამოიძახეს პატრული, მაგრამ დედამ მოიტყუა, რომ ძალადობას ადგილი არ ქონია. მანვე განაცხადა, რომ მამა როდესაც არ სვამს კარგად იქცევა, მაგრამ ბოლო პერიოდში ხშირად სვამდაო.

15. მანვე განმარტა, რომ ძალადობამ გოგონას მიმართ გამოიწვია ემოციური ტრავმირება, დათრგუნვა, თვითშეფასების დამდაბლება.

16. მოწმის თ-------------–-–---–ის ჩვენებითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს კ-------------------–----------–------------------------------–--ის ექიმ-ექსპერტის თანამდებობაზე. მან ქ------- მ------–-–---–ის მიმართ ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: პირადი გასინჯვის მონაცემების თანახმად ქ------- მ------–-–---–ს აღენიშნება ნაჭდევი მარცხენა მუხლის სახსრის არეში, ეს დაზიანება განვითარებულია მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობა არა ნაკლებ 5 დღისაა და ამ დაზიანებას 22 თებერვალს ვერ მიიღებდა. (იხ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა - ს.ფ. 102-104)

17. მოწმის ჯ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კ-------------------–-------–-–იის გამომძიებლად. იგი იყო მორიგე, როდესაც შეტყობინება მიიღეს, რომ ა-–---------------ზე იყო ოჯახური ძალადობის ფაქტი. ჯერ გავიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. შემდეგ უთხრეს, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტი იყო და თვითონაც მივიდა შემთხვევის ადგილზე. მას ადგილზე დახვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, დ----- მ------–-–---–ი და დ----- მ------–-–---–ის ოჯახის წევრები. დ----- მ------–-–---–ი იყო ნასვამი, იმყოფებოდა ეზოში და ეზოდან აგინებდა ოჯახის წევრებს და პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ თუ არ წაიყვანდნენ და არ დააკავებდნენ თვითონ მას, ოჯახის წევრებს დახოცავდა და თან განუწყვეტლივ აგინებდა და ემუქრებოდა მეუღლეს და შვილს. ოჯახის წევრები ტიროდნენ და ეუბნებოდნენ მათ, რომ თუ არ წაიყვანდნენ დ----- მ------–-–---–ს აუცილებლად ასრულებდა მუქარას. იგი გაესაუბრა დ.მ------–-–---–ის ოჯახის წევრებს, მეუღლეს ს------ ნ------–---–ს და შვილს ქ------- მ------–-–---–ს, რომლებიც თავიანთ სახლში იყვნენ. იქ იყვნენ პატრულ-ინსპეტრორებიც ს------–---–ი და ქ------–---–ი. ს------- ნ------–---–ის გადმოცემით, დ----- მ------–-–---–ი ხშირად მიდიოდა ნასვამი და აგინებდა მას. დ----- მ------–-–---–ის შვილს სახეზე ქონდა დაწითლება, ვინაიდან, მამამ რამდენჯერმე გაარტყა სახის არეში და წელი სტკიოდა რადგან მამამ დაარტყა. ს------- ნ------–---–ს დაზიანება არ ეტყობოდა, მაგრამ ამბობდა, რომ მეუღლემ სვიტრი მოქაჩა, ხელი მოუქნია დასარტყმელად და აიცილა, შემდეგ მეორე მოუქნია და მათ შვილს ქ-------ს მოხვდა. ოჯახური კონფლიქტის მიზეზი იყო ვალი, რომელსაც დ----- მ------–-–---–ი ვერ იხდიდა და მეუღლეს უნდა გადაეხადა თავისი პენსიიდან, რაც ჯერ არ ქონდა გადახდილი.

18. მისივე განმარტებით მან დააკავა დ----- მ------–-–---–ი, ხოლო დაკავების ოქმი შეადგინა სამმართველოში, ვინაიდან ადგილზე ვერ მოახერხა. დ----- მ------–-–---–ი ასევე შეამოწმეს ალკოტესტზე და შეადგინეს შესაბამისი ოქმი. მან ასევე გამოკითხა დ----- მ------–-–---–ის ოჯახის წევრები და მეზობლები.

19. მოწმის პ---------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ს----------–-------–-–-------------------ის კ------------------------------–--ს უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. გასული წლის იანვრის თვეში იყო მორიგე. ღამის საათებში პატრულ-ინსპეტორმა ა------------–---–მა გამოიძახა ა-–---------------ზე ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გამოძახების ინიციატორი იყო დ----- მ------–-–---–ი, რომელიც ნასვამი იყო. მისმა ოჯახის წევრებმა საუბარში არ დაადასტურეს ძალადობის ფაქტი. ამ დროს მან მაშინ პირველად ნახა დ----- მუხულიშვი.

20. 2018 წლის 22 თებერვალს პოლიცია კვლავ გამოიძახა დ----- მ------–-–---–მა. თუმცა, უშუალოდ თვითონ არ გასულა გამოძახებაზე.

21. მან ამ საქმეზე გამოკითხა ქ------- მ------–-–---–ი, რომელიც ძალიან დათრგუნული და შეშინებული იყო. გამოკითხვამდე ქ------- მ------–-–---–ს ფსიქოლოგო გაესაუბრა. მან მოყვა მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობის თაობაზე.

22. მისთვის ასევე ცნობილია, რომ დ----- მ------–-–---–მა ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, წარსულში, ორჯერ გამოიძახა პოლიცია, მაგრამ ის, მორიგე არ იყო და დეტალები არ იცის.

 

23. დაცვის მხარემ არასადავოდ გახადა სხვა დანარჩენი მტკიცებულები, კერძოდ, ნ-----–----------–-–---–ის და გ---–-------------–---–ის გამოკითხვის ოქმები და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

24. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა ბრალად წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

26. დ----- მ------–-–---–ის მიერ მეუღლის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ს------- ნ------–---–ისა და არასრულწლოვანი შვილის ქ------- მ------–-–---–ის მიმართ განხორციელებული შესაძლო სისტემატური შეურაცხყოფისა და ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ, სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულება მეუღლის ს------- ნ------–---–ისა შვილის ქ------- მ------–-–---–ის ჩვენებები. მათ უარი განაცხადეს ოჯახის წევრის დ----- მ------–-–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე და შესაბამისად, არ დაადასტურეს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება.

27. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია საპროცესო უფლებები, რომლის მე-11 ნაწილით დადგენილია, რომ „არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით.“

28. ოჯახის წევრისა და ახლო ნათესავების პირთა წრე განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

29. საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება და არა გამოძიების ეტაპზე მოპოვებული ინფორმაცია.

30. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო ერთობლიობაში შეაფასებს მათ და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ:

31. პოლიციელების ნ-----–------------–---–ის, ა------------–---–ის, ჯ--------------–---–ის პ---------–--ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი გამოძახების საფუძველზე მივიდნენ დ----- მ------–-–---–ის საცხოვრებელ მისამართზე. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ გამოძახების ინიციატორი თვითონ დ----- მ------–-–---–ი იყო. შემთხვევის ადგილზე მისვლისას დ----- მ------–-–---–ი პილიციელებს ეზოში დახვდა, რომელიც იგინებოდა და ამბობდა, რომ თუ პოლიცია მას არ დააკავებდა ის ოჯახის წევრებს დახოცავდა და იწევდა ოჯახის წევრებისკენ. ანუ პოლიციელების ჩვენებით არ დგინდება, რომ იცინი შეესწრენ დ----- მ------–-–---–ის მხრიდან ოჯახის წევრებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ისინი მხოლოდ ადასტურებენ, რომ დ----- მ------–-–---–ი პოლიციისგან მის დაკავებას ითხოვდა და თუ მას არ დააკავებდნენ იმუქრებოდა ოჯახის წევრების დახოცვით. აღნიშნული გარემოება არ შეიძლება შეფასდეს სისტემატურ ძალადობად, ვინაიდან სისტემატური ნიშნავს მუდმივ, განუწყვეტელ, რეგულარულ ძალადობას და არა ერთჯერად მოქმედებას.

32. სისტემატური ძალადობის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ მოიყვანა ის გარემოებაც, რომ დ----- მ------–-–---–ს ადრეც გამოუძახია პოლიციის თანამშრომლები. ამ კუთხით სასამართლო მხედველობაში იღებს პოლიციელის პ---------–--ის ჩვენებას, რომ მოწმის პ---------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ გასული წლის იანვრის თვეში იყო მორიგე. ღამის საათებში პატრულ-ინსპეტორმა ა------------–---–მა გამოიძახა ა-–---------------ზე ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გამოძახების ინიციატორი იყო დ----- მ------–-–---–ი, რომელიც ნასვამი იყო. მისმა ოჯახის წევრებმა საუბარში არ დაადასტურეს ძალადობის ფაქტი. ანუ პოლიციელი პ---------–--ე ადასტურებს, რომ ის სხვა დროსაც, იანვრის თვეშიც იმყოფებოდა გამოძახებაზე, გამოძახების ინიციატორი დ----- მ------–-–---–ი იყო, თუმცა ოჯახური ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა.

33. გარდა აღნიშნულისა, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია ერთი ნეიტრალური მოწმე მაინც, თუნდაც მეზობელი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მ------–-–---–ი სისტემატურად შეურაცხყოფდა ოჯახის წევრებს, აგინებდა და უცენზურო სიტყვებით ლანძღავდა მათ. სასამართლოზე ასევე არ გამოკვლეულა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მ------–-–---–მა სხეულის დაზიანება მიაყენა ოჯახის წევრს. ამ კუთხით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ექსპერტ თ-------------–-–---–ის ჩვენებას და მის მიერ გაცემულ დასკვნას. მან ქ------- მ------–-–---–ის მიმართ ჩაატარა სამედიცინო ექსპერიზა და პირადი გასინჯვით დაადგინა, რომ ქ------- მ------–-–---–ს აღენიშნება ნაჭდევი მარცხენა მუხლის სახსრის არეში, ეს დაზიანება განვითარებულია მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობა არა ნაკლებ 5 დღისაა და ამ დაზიანებას 22 თებერვალს ვერ მიიღებდა. აღნიშნულ დასკვნას შეფასება არ მისცემია გამოძიების პროცესში. ბრალდების დადგენილების მიხედვით, “დ----- მ------–-–---–მა კისერში ხელი მოუჭირა ქ------- მ------–-–---–ს, გადააგდო სავარძელზე და სახეში რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი, ხოლო როდესაც იგი წამოდგა, ფეხის დარტყმით წააქცია ძირს.“ დადგენილებაში მოყვანილი ძალადობის კვალი რატომ არ აღმოაჩნდა დაზარალებულ ქ------- მ------–-–---–ს. ასეთ ვითარებაში ბრალდება რატომ დაეყრდნო მხოლოდ ოჯახის წევრის ჩვენებას, მაშინ, როდესაც მოწმეს და დაზარალებულს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

34. საქმეში არსებობს შემაკავებელი ორდერი, შედგენილი, 2018 წლის 22 თებერვალს, ანუ იმავე ფაქტზე, რომელზეც დ----- მ------–-–---–ს წარედგინა ბრალდება, რაც არ ასაბუთებს ოჯახური ძალადობის სისტემატურ ხასიათს.

35. ამ კუთხით ყურადღებამისაქცევია პოლიციელების ჩვენებები, რომ ისინი წარსულში არაერთგზის გამოიძახა დ----- მ------–-–---–მა ოჯახურ ძალადობის ფაქტზე. თუ ოჯახურ ძალადობას მართლა ადგილი ჰქონდა წარსულში, და შეტყობინებას თვითონ დ----- მ------–-–---–ი აკეთებდა, მაშინ პოლიციამ რატომ არ მოახდინა შესაბამისი რეაგირება, თუნდაც შემაკავებელი ორდერის გამოცემის გზით. მარტო ის ფაქტი, რომ დ----- მ------–-–---–ი იძახებდა პოლიციას, არ ადასტურებს ოჯახური ძალადობის სისტემატურობას. სისხლის სამართლის საქმეში (ს.ფ 131-132) არის 2018 წლის 23 იანვრის შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, დ----- მ------–-–---–მა ითხოვა დახმარება, რადგან სახლიდან უნდოდა წასვლა. აღნიშნულ გამოძახებასთან დაკავშირებით, პატრულ ინსპექტორ ა------------–---–ის მიერ შედგენილი ოქმით დასტურდება, რომ დ----- მ------–-–---–ს მეუღლესთან ს------- ნ------–---–თან ცხოვრება აღარ სურდა. ს------- ნ------–---–მა პოლიციელებს განუცხადა, რომ მეუღლეს, დ----- მ------–-–---–ს მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და აუხსნა, რომ როდესაც თვრება, დ----- მ------–-–---–ი არაადეკვატურია. არც აღნიშნული ოქმით არ დასტურდება დ----- მ------–-–---–ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტი.

36. სისხლის სამართლის საქმეში ასევე არის თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება, დ----- მ------–-–---–ის მიმართ შემაკავებელი ორდერის დამტკიცების თაობაზე, თუმცა ამ შემთხვევაში მსხვერპლი არ არის დ----- მ------–-–---–ის მეუღლე და შვილი და არც ბრალდება არ ერაცხება 2014 წლიდან ძალადობის განხორციელება. ამდენად ეს გადაწყვეტილება არ წარმოადგენს დ----- მ------–-–---–ის ძალადობაში მამხილებელ მტკიცებულებას.

37. ძალადობის დამადასტყრებლად სასამართლო ასევე ვერ მიიჩნევს პოლიციელების ჩვენების იმ ნაწილს, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ დ----- მ------–-–---–ი ითხოვდა, რომ პოლიციელებს დაეკავებინათ ის, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრებს დახოცავდა, ვინაიდან მუქარა არ წარმოადგენდა რეალურ საფრთხეს, რაც დაზარალებულებს გაუჩენდა განხორციელების საფუძვლიანი შიშს, ასეთ ფაქტს დ.მ------–-–---–ის ოჯახის წევრები არ ადასტურებენ. ამ ქმედებით ბრალდებული გამოხატავდა სურვილს, რომ დაეჭირათ პოლიციელებს.

38. რაც შეეხება შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელების ჩვენებებს, რომლითაც მათ სასამართლოს დაუდასტურეს დ.მ------–-–---–ის ოჯახის წევრების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად ირიბი ჩვენებაა და ამ ირიბ ჩვენებასაც არ ადასტურებენ ს------- ნ------–---–ი და ქ------- მ------–-–---–ი. შესაბამისად, ეს ჩვენებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს დ----- მ------–-–---–ის გამამტყუნებელი განაჩენს. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, რაც გამორიცხავს ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

39. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი ოჯახურ ძალადობად განმარტავს ქმედებას, - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე ან 120-ე მუხლით მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დ----- მ------–-–---–ის ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს, ის, რომ მან ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა მიაყენა ქ------- მ------–-–---–ს.

40. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად, უწყვეტად, რამდენჯერმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ტკივილს აყენებს. მსუბუქ დარტყმას, რასაც არ მოჰყოლია ფიზიკური ტკივილი ცემად არ განიხილება, ასევე ცემას არ წარმოადგენს ერთი დარტყმა, თუნდაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს. ასეთი ერთჯერადი დარტყმა ჩაითვლება სხვა ძალადობად.

41. ამდენად დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება არის ის, რომ დაზარალებული განიცდის ტკივილს.

42. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ქ------- მ------–-–---–მა არ მისცა სასამართლოს მამის, დ----- მ------–-–---–ის მამხილებელი ჩვენება. აღნიშნულით არ დაადასტურა, რომ მას მამამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ფიზიკური ტკივილი განიცადა. სხვა მტკიცებილება, რაც დაადასტურებდა დ----- მ------–-–---–ის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტს, სასამართლოში არ გამოკვლეულა.

43. ვინაიდან დაზარალებულმა ს------- ნ------–---–მა და ქ------- მ------–-–---–მა სასამართლოს არ მისცა დ----- მ------–-–---–ის მამხილებელი ჩვენება, სასამართლო ვერ დაადგენს, რომ დ----- მ------–-–---–მა ჩაიდინა არათუ სისტემატური, არამედ თუნდაც ერთჯერადი ძალადობის ფაქტი. სხვა მტკიცებულება, რაც დაადგენდა დ.მ------–-–---–ის ბრალეულობას, არ გამოკვლეულა.

44. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

45. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.

46. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

47. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

48. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

49. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

50. საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.

51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ----- მ------–-–---–ი მტკიცებულებათა არ არსებობის გამო, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ბ“ „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

52. გამართლებულ დ----- მ------–-–---–ს უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- მ------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.

2. დ----- მ------–-–---–ის მიმართ შეფარდებულია აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას დ----- მ------–-–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით დაყადაღებულ ს------- ნ------–---–ის (პირადი N2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

3. დ----- მ------–-–---–ს უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური