გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------
საქმე №3/6809-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
13 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - მ------------------–---–ი
მოპასუხე - შპს ,,თ---–---------------ი“;
წარმომადგენლები - ლ--–------–--–--ე
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,თ---–---------------ს“ დაევალოს №------- აბონენტისათვის გადასახდელად დარიცხული მოსაკრებელის - 394,80 ლარის დავალიანების ჩამოწერა;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის - შპს ,,თ---–---------------ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 ნოემბრის №----------- გადაწყვეტილებით რეგისტრაციის შესახებ მ------------------–---–ის საკუთრებაში არსებულ უნომრო ბინას მიენიჭა №9 და მისამართი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: თ---–-----------–---------------------.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ნ-----–--------------–-------------------- აღრიცხული იქნა მ------------------–---–ის საკუთრებად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 201-204);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 ნოემბრის №----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 200);
3.2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 22 აპრილის №--------- წერილით დგინდება, რომ სამოქალაქო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ქ. თბილისში, ნ-----–-----------------------ში დღეის მდგომარეობით (2017 წლის 15 ნოემბრიდან 2019 წლის 23 აპრილამდე) რეგისტრირებულია 1 პირი.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, მარინა როსტომაშვილის ერთსულიანი ოჯახი რეგისტრირებულია თბილისში, თ---–-----–-----------ში 2010 წლიდან, 2016 წლის 24 ოქტომბრისათვის განსაზღვული აქვს სარეიტინგო ქულა 56550.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 22 აპრილის №--------- წერილი (ს.ფ. 198);
- სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი (ს.ფ. 46);
3.3. დასუფთავების სამსახურის აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით, აბონენტის №------- რეგისტრირებულია ბაზაში 2007 წლიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე 4 სული, 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრამდე 3 სული, 2017 წლის 1 იანვრიდან 1 სული. აბონენტი მიმდინარე ვალი არის 401,80 ლარი. 02.03.2017 წლისათვის აბონენტის დავალიანება 4 სულადობის გათვალისწინებით შეადგენდა 394,30 ლარს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 191-195).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი, ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებით დამტკიცებული ,,დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე - მ------------------–---–ი ითხოვს, შპს ,,თ---–---------------ის“ მიერ №0000126 აბონენტზე გადასახდელად 4 სულზე დარიცხული 394,80 ლარის ჩამოწერას.
6.2. ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის. ამავე კანონის მე-121 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებით დამტკიცებული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად, მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მესაკუთრის მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.
ამავე წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე.
დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 22 აპრილის №--------- წერილით დგინდება, რომ სამოქალაქო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ქ. თბილისში, ნ-----–-----------------------ში დღეის მდგომარეობით (2017 წლის 15 ნოემბრიდან 2019 წლის 23 აპრილამდე) რეგისტრირებულია 1 პირი. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, მარინა როსტომაშვილის ერთსულიანი ოჯახი რეგისტრირებულია თბილისში, თ---–-----–-----------ში 2010 წლიდან, 2016 წლის 24 ოქტომბრისათვის განსაზღვული აქვს სარეიტინგო ქულა 56550.
დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 ნოემბრის №----------- გადაწყვეტილებით რეგისტრაციის შესახებ მ------------------–---–ის საკუთრებაში არსებულ უნომრო ბინას მიენიჭა №9 და მისამართი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: თ---–-----------–---------------------.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის განხილვისას არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც მ------------------–---–ის ოჯახზე 4 სულადობის გათვალისწინებით დაგვა/დასუფთავების საფასურის დარიცხვის საფუძვლიანობას დაადასტურებდა, კერძოდ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მ------------------–---–ი წლების მანძილზე ცხოვრობდა დამისამართების გარეშე საკუთრებაში არსებულ ბინაში, იგი რეგისტრირებულია 1 სულიან ოჯახად წლების მანძილზე სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში. აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით, შეუძლებელია დადგინდეს თუ ვინ მოაზრება მ------------------–---–ის კუთვნილ ბანაში რეგისტრირებულ პირებად. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ დამისამართების გარეშე აღრიცხული აბონენტის მონაცემებში დამატებით სამი სულადობის დაანგარიშება დაგვა/დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვისათვის შეუსაბამობაშია საქმეში დაცულ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მ------------------–---–ი, თავად წლების მანძილზე რეგისტრირებულია მის საკუთრებაში არსებულ ბინაში, ცხოვრობს მარტო, მშობლები გარდაცვლილი არიან 1988 და 1993 წლებში. შესაბამისად, ერთი სულადობის მიხედვით მოსაკრებლის დარიცხვა საფუძვლიანია და შეესაბამება ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ დასუფთავსების მოსაკრებლის დარიცხვის წესს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ------------------–---–ის მოთხოვნა 4 სულადობის მიხედვით დაანგარიშებული დარიცხული თანხის 394,80 ლარის ჩამოწერის თაობაზე ნაწილობრივ საფუძვლიანია. აბონენტისათვის დარიცხული მოსაკრებლის ჩამოწერა უნდა განხორციელდეს დამატებით 3 სულადობისათვის გათვალისწინებული თანხის ოდენობით.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო უფლებამოსილია ხსენებული კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს კონკრეტული მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
აღნიშნული ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,თ---–---------------ის“ მიერ №------- აბონენტზე - 394,80 ლარის სააბონენტო ბარათზე ასახვა ნაწილობრივ საფუძვლიანია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს თ---–---------------ს უნდა დაევალოს №------- აბონენტზე დარიცხული დასუფთავების მოსაკრებლის ნაწილის 296,1 ლარის ჩამოწერა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ------------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს თ---–---------------ს დაევალოს №------- აბონენტზე დარიცხული დასუფთავების მოსაკრებლის - 296,1 ლარის ჩამოწერა;
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა).
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე