გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 04121001700212-978
N2/116-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08.08.2019 წელი ქ. ზესტაფონი
თერჯოლის მაგისტრი სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი: თა----------–--ე, სო---------------ე
მოსარჩელე ჯუ-------------ძე,წარმომადგენელი ეთ--------–----ე,მოპასუხე ქრ----------------ე,წარმომადგენელი ალ-------------------–-–---–ი,დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს თე-------–-ს რაიონული განყოფილება,წარმომადგენელი გი---------------ე.
დავის საგანი: ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ჯუ-------------ძის ურთიერთობა შვილთან 2013 წლის 11 მაისს დაბადებულ ბე----------------ან განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) სწავლის პერიოდში ყოველი კვირის სამშაბათს 13:00 საათიდან 18:00 საათამდე მონახულება წაყვანის უფლებით;
ბ) ყოველი კვირის ოთხშაბათს 13:00 საათიდან საცხოვრებელ სახლში თე-------–-ს რაიონის სოფელ სი----ე--ში წაყვანის უფლება, ღამე მასთან სახლში დარჩენით და ხუთშაბათს უზრუნველყოფს სკოლაში მიყვანას;
გ) ყოველი კვირის პარასკევს 13:00 საათიდან კვირის 18:00 საათამდე მის საცხოვრებელ სახლში თე-------–-ს რაიონის სოფელ სი----ე--ში წაყვანის უფლება ღამე მასთან სახლში დარჩენით;
დ) საზაფხულო და საზამთრო არდადგების ნახევარი გაატაროს მოსარჩელესთან, ღამე მასთან დარჩენის უფლებით, ხოლო ნახევარი გაატაროს დედასთან, ასევე მონაცვლეობით მასთან გაატაროს სადღესასწაულო დღეები;
ე) არასრულწლოვანი ბე--- მა-------ს წაყვანას და დედასთან დაბრუნებას მოსარჩელე უზრუნველყოფს პირადად.
სარჩელის საფუძველი
2012 წლის 22 სექტემბერს მოსარჩელე ჯუ-------------ძე ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა მოპასუხე ქრ----------------ესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი 2013 წლის 11 მაისს დაბადებული ბე--- მ--------. 2014 წლის 0- მაისს მხარე--ა შორის შეწყდა ქორწინება განქორწინებით.
ზე----------------------–ი სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს შვილთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა კვირაში ხუთი დღე. მოპასუხის მიერ გასაჩივრდა აღნიშნული გადაწყვეტილება და ქუ--------------–-–-ო სასამართლოს 2016 წლის 2- მარტის განჩინებით მხარე--ა შორის დამტკიცდა მორიგება. მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილთან 2013 წლის 11 მაისს დაბადებული ბე----------------ან ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგნაირად: ყოველი თვის პირველ, მესამე და მეოთხე კვირის შაბათს 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, კვირას 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. ყოველი თვის მეორე კვირის ხუთშაბათს 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, პარასკევს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. უფლება მიეცა ბავშვი გამოეყვანა საბავშვო ბაღიდან 16:00 საათიდან და მითითებულ დრომდე ემყოფებინა თავისთან. ბავშვის წაყვანა და უკან დაბრუნება დაევალა მოსარჩელეს. ამ რეჟიმში მოსარჩელე ანხორციელებს შვილთან ურთიერთობას.
აღნიშნული მორიგების შემდეგ შეიცვალა ვითარება. 2014 წლის 08 ნოემბერს რეგისტრირებულ ქორწინებაში შევიდა ნი-------–---–---–---ნ და შეეძინა ორი შვილი ელ--ე და ქე--ი მ--------ები. ბე--- მ-------- გაიზარდა, ბავშვებს შორის ჩამოყალიბდა თბილი დედმამიშვილური ურთიერთობა. ასევე თბილი ურთიერთობა არის არასრულწლოვან ბე--- მ--------სა და ჯუ-------------ძის ძმისშვილებს შორის. არასრულწლოვანი ბე--- მ-------- ძალზე განიცდის დებთან და ბიძაშვილებთან განშორებას და ნა-–-------–-ში დაბრუნებას. მეტი დროის გატარება უნდა მამასთან და ბავშვებთან, რის გამოც მოითხოვს შვილთან ურთიერთობის მორიგებით დადგენილი რეჟიმი შეიცვალოს და მას უფლება მიეცეს შვილთან ურთიერთობის სარჩელში მითითებული პერიოდით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ქრ----------------ემ, როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მასსა და მოსარჩელეს შორის არის დაძაბული ურთიერთობა. მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოადგენს ქუ--------------–-–-ო სასამართლოს მიერ 2016 წლის 2- მარტის განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობების შეცვლის საფუძველს. აღნიშნული განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა და მხარეებს უფლება აღარ აქვთ იდავონ იმავე საგანზე იმავე საფუძვლით. არ შეცვლილა არც დავის საგანი და არც საფუძველი. ამასთან არასრულწლოვან ბე--- მ--------ს დედის გარეშე არასოდეს გაუთევია ღამე სხვაგან. მისი ასაკიდან გამომდინარე დაუშვებელია, რომ ჯუ-------------ძეს მიეცეს უფლება ღამის თევით წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი თავისთან. ეს უარყოფითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე. სარჩელი არის უკანონო, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
არასრულწლოვანი ბე--- მა-------ს განმარტებით მას სურს მამასთან ურთიერთობა. დროს ატარებს მასთან ძალიან კარგად და მხიარულად, ერთობა მამასთან ერთად სხვადასხვა თამაშებით, უხარია მასთან ერთად ყოფნა, მაგრამ არ უნდა ღამით მამასთან დარჩენა.
მესამე პირის პოზიცია
არასრულწლოვანი ბავშვის, ბე--- მა-------ს, ინტერესებიდან გამომდინარე მას უნდა ჰქონდეს მამასთან ხანგრძლივი ურთიერთობის საშუალება. ვინაიდან მხარე--ა მორიგების შემდეგ შეიცვალა ვითარება, ბავშვის ასაკი გაიზარდა, მამასა და შვილს შორის ჩამოყალიბდა თბილი, მამაშვილური ურთიერთობა, რაც ასევე დაადასტურეს ფსიქოლოგებმა. მამასთან არსებული ვითარება არაა საფრთხის შემცველი არასრულწლოვანისათვის და პირიქით მასთან ხანგრძლივი პერიოდით და ღამის თევით მამასთან დარჩენა ხელს შეუწყობს მის შემდგომ განვითარებას და უარყოფითად არ იმოქმედებს მის ფსიქიკურ განვითარებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 22 სექტემბერს ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ მხარეები ჯუ-------------ძე და ქრ----------------ე და ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი 2013 წლის 11 მაისს დაბადებული ბე--- მ--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- დაბადების მოწმობა;
- მხარე--ა განმარტება.
3.1.2. ოჯახური კონფლიქტის გამო მხარეები დაშორდნენ ერთმანე--ს, ერთად აღარ ცხოვრობენ და 2014 წლის 14 სექტემბერს მათ შორის შეწყდა ქორწინება განქორწინებით. მათი საერთო შვილი - ბე--- მ-------- მხარე--ა დაშორების შემდეგ ცხოვრობს დედასთან, ქრ----------------ესთან, თე-------–-ს რაიონის სოფელ ნა-–-------–-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მხარე--ა განმარტება.
3.1.3. ზე----------------------–ი სასამართლოს 2014 წლის 0- აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მცირეწლოვან შვილთან, 2013 წლის 11 მაისს დაბადებულ ბე----------------ან, ურთიერთობისათვის განესაზღვრა გარკვეული საათები, ყოველ კვირაში ხუთი დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ზე----------------------–ი სასამართლოს 2014 წლის 0- აპრილის გადაწყვეტილება;
- მხარე--ა განმარტება.
3.1.4. ზე----------------------–ი სასამართლოს 2014 წლის 0- აპრილის გადაწყვეტილება მოპასუხის სააპელაციო და საკასაციო საჩივრების საფუძველზე გაუქმდა და ქუ--------------–-–-ო სასამართლოს 2016 წლის 2- მარტის განჩინებით მხარე--ა შორის დამტკიცდა მორიგება. მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილთან, 2013 წლის 11 მაისს დაბადებულ ბე----------------ან ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგნაირად: ყოველი თვის პირველ, მესამე და მეოთხე კვირის შაბათს 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, კვირას 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. ყოველი თვის მეორე კვირის ხუთშაბათს 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, პარასკევს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. უფლება მიეცა ბავშვი გამოეყვანა საბავშვო ბაღიდან 16:00 საათიდან და მითითებულ დრომდე ემყოფებინა თავისთან. ბავშვის წაყვანა და უკან დაბრუნება დაევალა მოსარჩელეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ზე----------------------–ი სასამართლოს 2014 წლის 0- აპრილის გადაწყვეტილება;
- ქუ--------------–-–-ო სასამართლოს 2016 წლის 2- მარტის განჩინება;
- მხარე--ა განმარტება.
3.1.5. მოსარჩელის ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან ხორციელდება ხელშეშლის გარეშე, ქუ--------------–-–-ო სასამართლოს 2016 წლის 2- მარტის განჩინებით დამტკიცებული მორიგების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მხარე--ა განმარტება.
3.1.6. 2014 წლის 08 ნოემბრიდან მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნი-------–---–---–---ნ და ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი ელ--ე მ--------, დაბადებული 2015 წლის 0- აგვისტოს და ქე--ევან მ--------, დაბადებული 20-- წლის 14 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
ქორწინების მოწმობა;
დაბადების მოწმობები;
- მოსარჩელის განმარტება.
3.1.7. სოციალური მომსახურების სააგენტოს თე-------–-ს რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად ჯუ-------------ძესა და არასრულწლოვან ბე--- მ--------ს შორის, ასევე ოჯახის სხვა წევრებთან შეინიშნება დადებითი და პოზიტიური ურთიერთობა. ბე---ს მათთან აქვს ხშირი ურთიერთობა და ყველა მის მიმართ დადებითადაა განწყობილი. ოჯახში არის იდეალური საცხოვრებელი პირობები. ბავშვისათვის ცალკე ოთახია გამოყოფილი, რომელიც აღჭურვილია ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ინვენტარით და ნივთებით. ოჯახი შეძლებს ბავშვის მათთან ყოფნის შემთხვევაში შეუქმნან აღზრდა-განვითარებისათვის სასურველი, თბილი და მზრუნველი გარემო. ბავშვის ნორმალურად განვითარების მიზნით ჯუ-------------ძემ და ქრ----------------ემ მას უნდა შეუქმნას ემოციური კომფორტის განცდა და ორივე მშობელთან ურთიერთობის საშუალება, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ბავშვის ფიზიკურ, ემოციურ კოგნიტურ და სოციალურ განვითარებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სოციალური მომსახურების სააგენტოს თე-------–-ს რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის 20-- წლის 01 მარტის N 14-- დასკვნა;
- მოწმე თა------------–---–-ს ჩვენება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. არასრულწლოვან ბე--- მ--------სა და მის დებს და ბიძაშვილებს შორის ჩამოყალიბდა ძალიან თბილი დედმამიშვილური ურთიერთობა. მას ძალზე უხარია მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილზე მისვლა, მამასთან, მისი ოჯახის წევრებთან და ბავშვებთან ურთიერთობა, თამაში და თავს გრძნობს ბედნიერად. ძალზე განიცდის მათთან განშორებას და სოფელ ნა-–-------–-ში დაბრუნებას. სურს, რომ მეტი დრო გაატაროს მამის ოჯახში, თე-------–-ს რაიონის სოფელ სი----ე--ში და ღამე გაათიოს მათთან, სადაც კომფორტულად და ლაღად გრძნობს თავს და ყველა პირობაა შექმნილი არასრულწლოვანი ბე--- მა-------ს ღირსეული აღზრდისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მოსარჩელის განმარტება;
- ფსიქოლოგ ლა-–------–--ის, ელ--------–----ს, ნა------------------ს დასკვნა;
- მოწმეების ბე--კ მა-------ს,ლა------------ს, მიხ---–----------ს ჩვენებები;
3.2.2. ქუ--------------–-–-ო სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგებიდან, 2014 წლიდან დიდი დრო გავიდა. არასრულწლოვანი ბე--- მა-------ს დამოკიდებულება მამასთან და მისი ოჯახის წევრებთან - დებთან, ბიძაშვილებთან, ბებია-ბაბუასთან, შეიცვალა მისი ასაკის მატებასთან ერთად და მორიგების აქტით დადგენილი ურთიერთობის დრო და ვადები აღარაა საკმარისი და უნდა გაიზარდოს. მამა, როგორც მშობელი, დედის თანაბარ პირობებში უნდა იქნეს ჩაყენებული, ღამისთევით მამასთან დარჩენის შესაძლებლობას იძლევა არასრულწლოვნის ასაკი, მისი დამოკიდებულება მამასთან და მისი ოჯახის სხვა წევრებთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მოსარჩელის განმარტება
- ფსიქოლოგ ლა-–------–--ის, ელ--------–----ს, ნა------------------ს დასკვნები.
- ფსიქოლოგ ნა------------------ს ჩვენება.
3.2.3 მოსარჩელის ჯუ-------------ძისათვის მეორე ქორწინებიდან შვილების შეძენა და მათთან არასრულწლოვანი ბე--- მა-------ს თბილი, დედმამიშვილური ურთიერთობის დამყარება არ წარმოადგენს დავისათვის ახალ ფაქტობრივ საფუძველს. მხარე--ა შორის მორიგებით საქმის წარმოება შეწყდა და მისი გადახედვის, გადასინჯვის ან გაუქმების ფაქტობრივი და იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მოპასუხის განმარტება;
- სასამართლოს გადაწყვეტილებები.
3.2.4 არასრულწლოვანი ბე--- მ-------- შეგუებულია მხარე--ა მორიგების აქტით დადგენილ ურთიერთობას და მხარე--ა შორის ახალი დავის წარმოშობა ამ ურთიერთობის შეცვლაზე, რომელიც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, ზიანს მიაყენებს არასრულწლოვანს
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მოპასუხის განმარტება;
- მოწმეების ნი------------ს, ნე-–-----------ს ჩვენებები.
3.2.5. ბე--- მ-------- 2019-2020 სასწავლო წელს ჩაირიცხა შპს მე--------------–---ს საავტორო სკოლის პირველ კლასში. სწავლის ხანგრძლივობა არის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე. საშობაო არდადეგების რაოდენობა შეადგენს 10 სამუშაო დღეს. სწავლა დაიწყება 2019 წლის 16 სექტემბერს და დასრულდება 2020 წლის 26 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მოპასუხის განმარტება;
- შპს მე--------------–---ს საავტორო სკოლის დირექტორის 2019 წლის 10 ივლისის N 02/1--- ცნობა.
3.2.6. სასურველია არასრულწლოვანი ბე--- მ-------- ღამის თევით დარჩეს მამასთან, ეს პოზიტიურ გავლ--ას მოახდენს ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე და დამოუკიდებლობის ხარისხზე. დედამ ხელი უნდა შეუწყოს მამის პოზიტიური ხატის ჩამოყალიბებას. ბავშვი განსხვავებულად იქცევა დედასთან და მამასთან ურთიერთობისას, გაორებულია, რაც მიანიშნებს, რომ იმყოფება ზეგავლ--ის ქვეშ. ცდილობს არ აწყენინოს დედას, ყოველივე ეს კი უარყოფითად აისახება ბე---ს ემოციურ მდგომარეობაზე. მშობლები უნდა გამოხატავდნენ ურთიერთ პატივისცემას, რომ ბავშვს გაუქრეს წარმოდგენა მტრული დამოკიდებულების შესახებ. დედამ უნდა ჩამოუყალიბოს შეხვედრის გეგმები, რომ ბავშვისათვის უსაფრთხოდ აღიქმებოდეს და იცოდეს, რომ ამ გადაწყვეტილებაში ორივე მშობელი უჭერს მხარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ფსიქოლოგ ნა------------------ს დასკვნა და განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარე--ა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ ჯუ-------------ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1201-ე, 1202-ე, მუხლები.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციით ბავშვის უფლებების დამცავ ნორმები ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს. ამასთან, ეს ინტერე-- არ შეიძლება ვიწროდ იქნეს გაგებული. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველე-- ყურადღება ე--მობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკე-- უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისე--ი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კე--ილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
ამავე კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის თავისუფლებას. ხოლო მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასე--ი დაშორება აუცილებელია და უკე-- ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად: ,,მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკე--ებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.“
6.2. ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციით ბავშვის უფლებების დამცავ ნორმებს სრულად შეესაბამება ეროვნული კანონმდებლობა, რომლითაც ასევე დაცულია ბავშვის ინტერესები და ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის თანახმად სახელმწიფოს მიერ აღიარებულია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლე--ა უფლებრივ თანასწორობას. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას, ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატე---ბას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატე-- გათვალისწინებით, ხოლო განსხილველი ნორმის მე-3 და მე-5 ნაწილებისს თანახმად მშობლებს უფლება აქვთ განსაზღვრონ თუ ვისთან უნდა იცხოვროს შვილმა. მათვე ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება ჰქონდე-- ურთიერთობა შვილებთან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშე--ანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ხოლო მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მოცემული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობა.
ამდენად, როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე შიდასახელმწიფოებრივი, ნორმები პატივს სცემს მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიოს შვილთან, აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას კი უპირატე---ბას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს.
6.3. ამდენად, ზემოხსენებულ ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადჰყოფს, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების გასაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, მხარე--ა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ ხდება, რომლისთვისაც განსახილველი კატეგორიის დავების განხილვისას უპირველესად სახელმძღვანელოა ბავშვის კე--ილდღეობა და მისი უფლებების დაცვა. ხსენებული საკითხის შესწავლაში კი მეურვეობისა დამზრუნველობის ორგანოს როლი შეუცვლელია, რადგან ამ უკანასკნელს აკისრია კანონისმიერი ვალდებულება წარმოადგინოს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები. შესაბამისად, სწორედ მათ მიერ , როგორც დაუინტერესებელი პირის მიერ წარმოდგენილი დასკვნა შეიძლება გახდდეს სასამართლოსათვის სარწმუნო მტკიცებულება.
საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ მხარეები, ჯუ-------------ძე და ქრ----------------ე აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი ბე--- მ--------, დაბადებული 2013 წლის 11 მაისს, ცხოვრობს დედასთან ქრ----------------ესთან თე-------–-ს რაიონის სოფელ ნა-–-------–-ში. ქუ--------------–-–-ო სასამართლოს 2016 წლის 2- მარტის განჩინებით მხარე--ა შორის დამტკიცდა მორიგება და მოსარჩელე ჯუ-------------ძეს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა განესაზღვრა ყოველი თვის პირველ, მესამე და მეოთხე კვირის შაბათს 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, კვირას 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. ყოველი თვის მეორე კვირის ხუთშაბათს 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, პარასკევს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. უფლება მიეცა ბავშვი გამოეყვანა საბავშვო ბაღიდან 16:00 საათიდან და მითითებულ დრომდე ემყოფებინა თავისთან. ბავშვის წაყვანა და უკან დაბრუნება დაევალა მოსარჩელეს. ამ რეჟიმში მოსარჩელე ანხორციელებს შვილთან ურთიერთობას.
მხარეები დღეის მდგომარეობით ვერ შე--ანხმდნენ რომ მოსარჩელეს გაეზარდოს ბავშვთან ურთიერთობის დადგენილი პერიოდი და შესაძლებლობა მიეცეს ღამით მასთან დარჩენის უფლებით წაიყვანოს შვილი. მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისასთვის წე--ს განსაზღვრა არასრულწლოვანის ღამე წაყვანის უფლების მინიჭებით. ვინაიდან ბავშვი უკვე სასკოლო ასაკისაა, მოითხოვა არდადეგების ნახევარი არასრულწლოვანმა ბე--- მ--------მ გაატაროს მამასთან. მოსარჩელის მოთხოვნები მისაღები არ არის ბავშვის დედის, ქრ----------------ისათვის.
მოპასუხის განმარტებით, შვილთან მამის ურთიერთობის საკითხი ერთხელ უკვე განხილულია და მიღწეულია შე--ანხმება, აღარ არსებობს ამ საკითხის ხელმეორედ განხილვის სამართლებრივი საფუძველი. ასევე არასრულწლოვანის ასაკის გათვალისწინებით მისი ღამე დედასთან მოშორება უარყოფითად იმოქმედებს არასრულწლოვნის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე, მას დედის გარეშე ღამე არასოდეს გაუტარებია. მხარე--ა შორის არსებობს შე--ანხმება და იგი წინააღმდეგი არაა მამას ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან ღამით მასთან დარჩენის გარეშე.
სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების გასაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ მხარე--ა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება, ბავშვის უპირატე-- ინტერესების გათვალისწინებით.
6.4. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს. “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკე--ე--- ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას თანაბარი ურთიერთობა ჰქონდე-- არასრულწლოვან შვილთან, მაგრამ, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკე--ე--- ინტერესები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ”ჭეშმარიტი ინტერე--” მოცემულ შემთხვევაში არის ის ფაქტი, რომ არასრულწლოვან ბე--- მ--------ს ორივე მშობელთან ერთნაირი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს და ამასთან მათთან ურთიერთობის დროს არ უნდა იქნეს დარღვეული მათი, უფლებები. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ორივე მშობელი ჯუ-------------ძე და ქრ----------------ე თანაბარწილად არიან ვალდებული შვილის აღზრდა-განვითარებაში მიიღონ მონაწილეობა.
სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების გასაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ მხარე--ა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ბავშვის უპირატე-- ინტერესების გათვალისწინებით.
6.5. სამოქალაქო კოდექსითა და აღნიშნული კონვენციით დამკვიდრებულია ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, რაც გულისხმობს ბავშვისათვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას ურთიერთობა ჰქონდეს როგორც მშობლებთან, ისე სხვა ნათესავებთან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-5 ნაწილით შვილებთან ურთიერთობა მშობლის არა მარტო უფლებაა, არამედ კანონი მას ავალდებულებს ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან, იზრუნოს მასზე როგორც ქორწინების დროს, ისე განქორწინების შემდეგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბავშვთან ურთიერთობა და მის აღზრდაში მონაწილეობის მიღება მშობლის არა მარტო უფლება, არამედ მოვალეობაცაა, სასამართლო განმარტავს, რომ შვილების აღზრდაში მონაწილეობის უფლება-მოვალეობა ორივე მშობელს ერთნაირად გააჩნია, შესაბამისად, ცალკე მცხოვრებ მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა ჰქონდეს ყოფილ მეუღლესთან მცხოვრებ შვილთან და ვალდებულიცაა მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში. მეორე მშობელს უფლება არა აქვს შეზღუდოს და ხელი შეუშალოს მას ამ უფლება-მოვალეობათა განხორციელებაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის აღზრდის ინტერესებს. ბავშვის აღზრდის ინტერესებში იგულისხმება არა მარტო მატერიალური, არამედ მორალური, ფსიქოლოგიური პირობების შექმნა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების თანახმად, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს. მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვან ბავშვებს ნორმალური განვითარებისათვის მიზანშეწონილია ურთიერთობა ჰქონდე-- როგორც ბიოლოგიურ დედასთან, ასევე ბიოლოგიურ მამასთან და რაც შეიძლება მეტი ინტენსივობით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ მოსარჩელეს უკვე დადგენილი აქვს შვილთან ურთიერთობის წე--, რაც მოცემულ ეტაპზე საკმარისია, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და საქმე უნდა შეწყდეს, რომ ასევე ბავშვის ასაკიდან გამომდინარე არ მიაჩნია მიზანშეწონილად მოსარჩელემ თავისთან არ წაიყვანოს შვილი ღამე მასთან დარჩენით.
დადგენილია, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე მოპასუხეს უარი ე--ქვა თე-------–-ს მაგისტრატი სასამართლოს 20-- წლის 26 იანვრის საოქმო განჩინებით. დადგენილია სოციალური მომსახურების სააგენტოს თე-------–-ს რაიონული განყოფილების მიერ მოკვლეული მასალებით და წარმომადგენლის განმარტებით, რომ ჯუ-------------ძის ოჯახში არის კარგი საყოფაცხოვრებო პირობები. ყველანაირი საშუალებაა იმისათვის, რომ ბავშვმა კომფორტულად და კარგად იგრძნოს თავი.
ამდენად, მოპასუხის პოზიცია, რომ ბავშვი მამასთან არ უნდა იმყოფებოდეს ღამით, მის საცხოვრებელ სახლში დარჩენით, სასამართლო ვერ გაიზიარებს. თუმცა მოპასუხე წინააღმდეგი არ არის მოსარჩელეს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან მორიგებით დადგენილი პირობებით. უპირველეს ყოვლისა, საქმის განხილვისას არ დადგინდა რომ საშიში და შეუძლებელია მამის ოჯახში შვილის ყოფნა ღამის გათევით, უფრო მეტიც ეს არის ნორმალური და სრულფასოვანი ურთიერთობა, რაც ზემოთ მოყვანილი ქართული თუ საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ნორმებით არის დაცული და რაც აუცილებელია ბავშვის აღზრდისა და მისი პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის. ჯუ-------------ძე მშობელი მამაა, იმისათვის რომ ბავშვი ნორმალურ, ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ამისათვის აუცილებელია რომ მას მამასთან ჰქონდე-- სრულფასოვანი ურთიერთობა და არა მარტო მამასთან, არამედ მამის შვილებთან მეორე ქორწინებიდან, მის მშობლებთან და მამის ნათესავებთან.
6.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ უპირატე--ა არასრულწლოვანი ბავშვის უფლება, იზრდებოდეს და ვითარდებოდეს მშვიდ, უსაფრთხო, დაცულ გარემოში ბიოლოგიურ მშობელთან ერთად რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ასაკი, პირადი მიდრეკილება მშობლებისადმი, ის სოციალური და ყოფითი გარემო, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა და მისი სამომავლო განვითარება და კე--ილდღეობა.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად: ჯუ-------------ძესა და არასრულწლოვან ბე--- მ--------ს შორის, ასევე ოჯახის სხვა წევრებთან შეინიშნება დადებითი და პოზიტიური ურთიერთობა. ბე---ს მათთან აქვს ხშირი ურთიერთობა და ყველა მის მიმართ დადებითადაა განწყობილი. ოჯახში არის იდეალური საცხოვრებელი პირობები. ბავშვისათვის ცალკე ოთახია გამოყოფილი, რომელიც აღჭურვილია ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ინვენტარით და ნივთებით. ოჯახი შეძლებს ბავშვის მათთან ყოფნის შემთხვევაში შეუქმნან აღზრდა-განვითარებისათვის სასურველი, თბილი და მზრუნველი გარემო. ბავშვის ნორმალურად განვითარების მიზნით ჯუ-------------ძემ და ქრ----------------ემ მას უნდა შეუქმნას ემოციური კომფორტის განცდა და ორივე მშობელთან ურთიერთობის საშუალება, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ბავშვის ფიზიკურ, ემოციურ კოგნიტურ და სოციალურ განვითარებას.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტების თანახმად არასრულწლოვანი ბავშვის ბე--- მა-------ს ინტერესებიდან გამომდინარე მას უნდა ჰქონდეს მამასთან ხანგრძლივი ურთიერთობის საშუალება. ვინაიდან მხარე--ა მორიგების შემდეგ შეიცვალა ვითარება, ბავშვის ასაკი გაიზარდა, მამასა და შვილს შორის ჩამოყალიბდა თბილი, მამაშვილური ურთიერთობა, რაც ასევე დაადასტურეს ფსიქოლოგებმა. მამასთან არსებული ვითარება არაა საფრთხის შემცველი არასრულწლოვანისათვის და პირიქით მასთან ხანგრძლივი პერიოდით და ღამის თევით მამასთან დარჩენა ხელს შეუწყობს მის შემდგომ განვითარებას და უარყოფითად არ იმოქმედებს მის ფსიქიკურ განვითარებაზე. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მშობლიურ, კე--ილგანწყობილ გარემოში ცხოვრება და ორივე მშობელთან ურთიერთობა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ფსიქოლოგების ნა------------------ს, ელ--------–----ს, ლა-–------–--ის, მოწმეების ლა------------ს, მიხ---–----------ს, ბე--კ მა-------ს ჩვენებებით, რომ არასრულწლოვან ბე--- მ--------სა და მის დებს და ბიძაშვილებს შორის ჩამოყალიბდა ძალიან თბილი დედმამიშვილური ურთიერთობა. მას ძალზე უხარია მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილზე მისვლა, მამასთან, მისი ოჯახის წევრებთან და ბავშვებთან ურთიერთობა, თამაში და თავს გრძნობს ბედნიერად. სურს, რომ მეტი დრო გაატაროს მამის ოჯახში თე-------–-ს რაიონის სოფელ სი----ე--ში და ღამე გაათიოს მათთან, სადაც კომფორტულად და ლაღად გრძნობს თავს და ყველა პირობაა შექმნილი არასრულწლოვანი ბე--- მა-------ს ღირსეული აღზრდისათვის.
ფსიქოლოგ ნა------------------ს მიერ გაცემული დასკვნით და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბე--- მა-------ს ღამის თევით მამასთან დარჩენა პოზიტიურ გავლ--ას მოახდენს ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე და დამოუკიდებლობის ხარისხზე. დედამ ხელი უნდა შეუწყოს მამის პოზიტიური ხატის ჩამოყალიბებას. ბავშვი განსხვავებულად იქცევა დედასთან და მამასთან ურთიერთობისას, გაორებულია, რაც მიანიშნებს, რომ იმყოფება ზეგავლ--ის ქვეშ. ცდილობს არ აწყენინოს დედას, ყოველივე ეს კი უარყოფითად აისახება ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე. მნიშვნელოვანია მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში. მშობლები უნდა იაზრებდნენ პასუხისმგებლობას შვილთან ურთიერთობისას შეუქმნან მას უსაფრთხო, ასაკისათვის და განვითარებისათვის შესაბამისი გარემო. განსახილველ შემთხვევაში, მამის არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობისათვის, ღამის თევით მასთან დარჩენის რაიმე ხელისშემშლელი გარემოება არ გამოიკვე--ა, რაც ზიანის მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო არასრულწლოვნისათვის.
6.7. ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ევროპული სასამართლო ბავშვის საუკე--ე--- ინტერესების შეფასებისას გასათვალისწინებელ ელემენტებს შორის გამოყოფს ბავშვის შეხედულებებს და განმარტავს, რომ ბავშვის საუკე--ე--- ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლ--ას ახდენს და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისათვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭება. სასამართლომ მიუთითა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის მოსაზრებებს, ან არ ანიჭებს მის მოსაზრებას სათანადო მნიშვნელობას ბავშვის ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით, არ სცემს პატივს ბავშვის ან ბავშვების შესაძლებლობას, ზეგავლ--ა მოახდინონ თავიანთი საუკე--ე--- ინტერესების განსაზღვრაზე (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2016 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე „ ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“).
თე-------–-ს რაიონულ სასამართლოში სასამართლო სხდომაზე მოხდა არასრულწლოვან ბე----------------ან გასაუბრება, რასაც ესწრებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თე-------–-ს განყოფილების წარმომადგენელი, ფსიქოლოგი. არასრულწლოვანი ბე--- მ-------- იგნორირებას უკე--ებს შეკითხვებს მამასთან ღამე დარჩენის შესახებ, თუმცა იქვე განმარტავს, რომ მას ძალზე სიამოვნებს მამასთან ყოფნა, მასთან ერთად თამაშობს სხვადასხვა თამაშებს. სასამართლომ შეაფასა რა არასრულწლოვანი ბე--- მა-------ს მიერ სასამართლოსათვის გაცხადებული უარი, რომ არ სურდა მამასთან ღამის თევით დარჩენა; ფსიქოლოგისათვის გაცხადებული თანხმობა მამასთან ღამით დარჩენის შესახებ, მიაჩნია რომ არასრულწლოვანი ბე--- მ-------- მოქცეულია დედის აზრების გავლ--ის ქვეშ, გაორებულია და ცდილობს ასიამოვნოს დედას, გაამართლოს დედის მოლოდინები, რომელიც წინააღმდეგია მამასთან მისი ღამით დარჩენის.
შეფასების პროცესში ფსიქოლოგის მიერ გამოიკვე--ა, რომ ბე--- მ-------- გამოხატავს მამასთან ღამე დარჩენის სურვილს, მის გარემოცვაში იმყოფება დადებით გუნება-განწყობილებაზე, ავლ--ს მის მიმართ სითბოს, ე--ამაშება და ხალისით უზიარებს შთაბეჭდილებებს. მამასთან ღამე დარჩენა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობების ჩამოყალიბებას და უკვე არსებული ურთიერთობების განმტკიცებას მამასა და შვილს შორის, რასაც, როგორც წე-- ვერ უზრუნველყოფს მშობელთან მხოლოდ დღის განმავლობაში არსებული რამდენიმესაათიანი კონტაქტი. ღამე დარჩენის ერთ-ერთ უპირატე---ბას წარმოადგენს ისიც, რომ იგი ახდენს თავად მამების წახალისებას, ამაღლებს მის თავდაჯერებულობას ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო ზრდის მის ჩართულობას ბავშვის ცხოვრებაში. ფსიქოლოგ ნა------------------ს განმარტებით არასრულწლოვანი ბავშვის მამასთან ღამით დარჩენის შემთხვევაში საფრთხეს ვერ ხედავს და აღნიშნავს, რომ ღამით დარჩენა უფრო მეტად ხელს შეუწყობს მამა-შვილს შორის ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ამ ასაკის ბავშვისათვის მნიშვნელოვანია წინასწარ პროგნოზირებადი გრაფიკის არსებობა, რაც დაკავშირებული იქნება ბიოლოგიური მამის გარემოცვაში ყოფნასთან.
6.8. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, მხარს უჭერს სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელეს მიეცეს შვილთან ურთიერთობის უფლება ღამის თევით თავისთან წაყვანით, მაგრამ არა იმ მოცულობით რაც სარჩელშია დაყენებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას, არასრულწლოვანი ბე--- მა-------ს ჭეშმარიტი ინტერესების უკე-- დაცვის მიზნით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ჯუ-------------ძეს შვილთან -2013 წლის 11 მაისს დაბადებულ არასრულწლოვან ბე----------------ან ურთიერთობის მიზნით განესაზღვროს ბავშვის წაყვანის უფლება თავის საცხოვრებელ ადგილას ღამე დარჩენის უფლებით ყოველი თვის პირველ და მესამე პარასკევ დღეს სკოლაში სასწავლო პროცე--ს დამთავრების შემდეგ კვირა დღის 17:00 სააათამდე, ხოლო ყოველი თვის მეორე და მეოთხე კვირის ოთხშაბათს სკოლაში სასწავლო პროცე--ს დამთავრების შემდეგ პარასკევი დღის 09:00 საათამდე სასწავლო პროგრამის და ბავშვის სურვილის გათვალისწინებით მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე. არდადეგების პერიოდში კი არდადეგების პირველი ნახევრის პერიოდში ბავშვის წაყვანის უფლება თავის საცხოვრებელ ადგილას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობელს უფლება უნდა ჰქონდეს ურთიერთობისა შვილთან შესაბამისი სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებისათვის დადგენილი ზაფხულის არდადეგების პერიოდშიც გარკვეული დრო თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების უფლებით მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.
7. საპროცე--- ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცე--- კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები – ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში მხარეები თავისუფალი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ საქმეზე, მოსარჩელე ჯუ-------------ძეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი. შესაბამისად, მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცე--- კოდექსის მე-8, 243-244-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მოსარჩელე ჯუ-------------ძის (პ/ნ 21-------1) სარჩელი მოპასუხე ქრ----------------ის (პ/ნ 21--------1) მიმართ შვილთან ურთიერთობის წე--ს განსაზღვრის შესახებ.
2.1. განესაზღვროს მოსარჩელე ჯუ-------------ძეს (პ/ნ 21-------1) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან არასრულწლოვან შვილთან -2013 წლის 11 მაისს დაბადებულ ბე----------------ან (პ/ნ 0----------) ურთიერთობის მიზნით ბავშვის წაყვანის უფლება თავის საცხოვრებელ ადგილას ღამე დარჩენის უფლებით ყოველი თვის პირველ და მესამე პარასკევ დღეს სკოლაში სასწავლო პროცე--ს დამთავრების შემდეგ კვირა დღის 17:00 სააათამდე, ხოლო ყოველი თვის მეორე და მეოთხე კვირის ოთხშაბათს სკოლაში სასწავლო პროცე--ს დამთავრების შემდეგ პარასკევი დღის 09:00 საათამდე სასწავლო პროგრამის და ბავშვის სურვილის გათვალისწინებით მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
2.2 ჯუ-------------ძეს (პ/ნ 21-------1) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან შვილთან -2013 წლის 11 მაისს დაბადებულ არასრულწლოვან ბე----------------ან (პ/ნ 0----------) ურთიერთობის მიზნით მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, განესაზღვროს სასწავლო დაწესებულებისათვის დადგენილი არდადეგების პერიოდში ყველა სახის არდადეგების პირველი ნახევრის პერიოდში ბავშვის წაყვანის უფლება თავის საცხოვრებელ ადგილას და ასევე დასასვენებლად წაყვანის უფლება საქართველოს ტერიტორიაზე, რა დროსაც დედას ქრ----------------ეს მიეცეს შვილის მონახულების უფლება ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით ბავშვის სურვილის გათვალისწინებით
2.3 სასამართლოს მიერ დანიშნულ დღეებში გადაწყვეტილებით განსაზღვრული საათების დაცვით არასრულწლოვანი ბე--- მა-------ს წაყვანა და დაბრუნება უზრუნველყოს მოსარჩელე ჯუ-------------ძემ.
3. მოსარჩელე ჯუ-------------ძეს (პ/ნ 21-------1) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, ბაჟის გადახდის თარიღი 13 ოქტომბერი, 2017 წელი; სს ,,საქართველოს ბანკი" , საგადახდო დავალება N354, სახაზინო კოდი 30------0.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თე-------–-ს მაგისტრი სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თე-------–-ს მაგისტრი სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ელ--ე ოსაძე