განაჩენი

სისხლის სამართლის 26.08.2019
საქმის ნომერი
330100119002993059
თარიღი
26.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2151-19

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ თ------------------–--ს,ბრალდებულ ა-–------------–---–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-–-------------------------–---–ის (პ/№1----------) - დაბადებულის 1----–-–------------ს, რეგისტრირებულის ქ-------–--------------------–------- და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ-------–--------------------------- კვარტალი, კ----------------------- -ში, მიმართ, საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

ა-–------------–---–ს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 29 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე ქ. თ---–--------------------–------------------------------–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა-–------------–---–მა, მეუღლეს, ე-–--------------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ძლიერად მოქაჩა თმები, რა დროსაც ე-–--------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ა-–------------–---–ის ქმედებით ე-–--------------ეს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

ა-–------------–---–ს ბრალად ედება სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 29 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე ქ. თ---–--------------------–------------------------------–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას, ა-–------------–---–მა დააზიანა მეუღლის, ე-–--------------ის კუთვნილი 650 ლარად ღირებული „NOKIA”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, ა-–------------–---–ის ქმედებით დაზარებულს მიადგა 650 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ა-–------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილია საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებათა ნაწილი და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილ ბრალდებაში ა-–------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, კერძოდ:

დაზარალებულმა ე-–--------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 29 მარტს მასსა და ა-–------------–---–ს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ა-–------------–---–მა მას მოქაჩა თმებში, თუმცა ხელი არ დაურტყამს, ამ დროს მას ხელიდან გაუვარდა ტელეფონი, რომელიც მანამდეც იყო გაბზარული და დავარდნისას კიდევ უფრო გადიდდა ბზარი, თუმცა მან აღნიშნა, რომ ის ბრალდებულთან შერიგებულია, ცხოვრობენ ერთად. პატრულში დარეკვისას მას არ უფიქრია თუ ამას ამხელა ამბავი მოყვებოდა, მისი განმარტებით მას ეგონა, რომ მისი მეუღლის მიმართ შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით.

მოწმე ნ------–-----–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 29 მარტს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ა-–------------–---–ის მეუღლის მიერ, რომლის მართ ა-–------------–---–მა განახორციელა ოჯახური ძალადობის ფაქტი რაც გამოიხატა იმაში რომ ა-–------------–---–მა მოქაჩა მეუღლეს თმა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა. მოწმის განმარტებით დაზარალებულმა მას განუმარტა, რომ ტელეფონი დააზიანა საძინებელ ოთახში და ის თანხმობას აცხადებდა რომ ჩატარებოდა სასაქონლო ექსპერტიზა. თუმცა მან მოგვიანებით უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე, ვინაიდან დაზარალებული და მისი მეუღლე უკვე ერთად ცხოვრობდნენ და მას არანაირი პრეტენზია აღარ ჰქონდა.

ბრალდებულმა ა-–------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 29 მარტს მასსა და მის მეუღლეს, ე-–--------------ეს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც დაზიანდა მისი მეუღლის კუთვნილი ტელეფონი, საერთო საკუთრებაში არსებული ტელევიზორი, ამასთან ა-–------------–---–მა აღიარა ე-–--------------ისათვის თმების მოქაჩვის და ტკივილის მიყენების ფაქტი, რაზეც ითხოვა პატიება და განმარტა რომ მისი მხრიდან მსგავსი კონფლიქტი აღარ განმეორდება.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 29 მარტს, 20:20 საათიდან 21:20 საათამდე პერიოდში დათვალიერდა ქ-------–--–------------------–------------------- კვარტალი, კ------------------------ში მდებარე ე-–--------------ის საცხოვრებელი სახლი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ე-–--------------ემ მიუთითა მისაღებ ოთახში „კომოდზე“ მდგარ შავი ფერის „TCL“ -ის ფირმის ტელევიზორზე და განმარტა რომ ის ხელის დარტყმით დააზინა მისმა მეუღლემ, ე-–--------------ის განმარტებით მის მეუღლეს მისთვის ხელი არ დაურტყამს და თმები მოქაჩა ერთხელ. (ს.ფ. 7-12).

2019 წლის 29 მარტის და 2018 წლის 07 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერებით დასტურდება, რომ ა-–------------–---–ი აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მეუღლეს - ე-–--------------ეს და უზღუდავდა მას უფლებებს. (ს.ფ. 46-51, 62-69).

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერეტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ე-–--------------ეს მომხდარი ფაქტის დროს არ განუცდია ფსიქოლოგიური ტანჯვა.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ( ე-–--------------ის, დ--------------ის, ლ--–------–--–---–ის, გ---------------–---–ის, ნ-----------ის გამოკითხვისას მიკრებული ინფორმაცია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული ინფორმაციების ერთობლიობა) ერთობლიობა ა-–------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები სრულად არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი გახადა უდავო, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; მას პასუხიმგებლობის დამაძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ა-–------------–---–ი შეურიგდა დაზრალებულს, მას ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, მის მეუღლეს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-–------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

ა-–------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ა-–------------–---–ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 ( ერთი) წელი.

ა-–------------–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 29 მარტიდან 2019 წლის 01 აპრილის ჩათვლით;

პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში, ა-–------------–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

გაუქმდეს ა-–------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

ნივთიერი მტკიცებულება

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ტელევიზორი, რომელიც ინახება გლდანი ნაძალადევის მე-6 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოცხრილი ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერტვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი