განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/2026-19
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივნისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ მ------–-------ას,ბრალდებულ მ--------------–---–ის,ადვოკატ დ----------------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ---------------------------–---–ის (პ/№0----------) - დაბადებულის 1----–-–----------------–ს, რეგისტრირებულის---------–----------------------–--–------------------------ და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: აზ----------------------–------------------–-----------–- - მიმართ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ 185-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მ--------------–---–ს ბრალად ედება ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება, მოტყუებით, რაც გამოიხატება შემდეგში:
2019 წლის 01 თებერვალს, საღამოს, ქ თბილისში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ, მ--------------–---–ი შეუთანხმდა ტაქსის მძღოლ ე----------------------იანს სხვადასხვა მისამართზე წაყვანის თაობაზე, შესაბამისი მომსახურების გაწევის და 2019 წლის 02 თებერვალს, გამთენიისას, ქ. თბილისში 2----------------------ის მიმდებარე ტეროტორიაზე მისვლის შემდეგ მ--------------–---–მა არ გადაიხადა მგზავრობის საფასური და მიიმალა.
მ--------------–---–ს ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რაც გამოიხატება შემდეგში:
2019 წლის 02 თებერვალს გამთენიისას ქ. თბილისში, 2----------------------ის მიმდებარედ, მ--------------–---–ი მოტყუებით, დარეკვის მიზეზით, დაეუფლა ტაქსის მძღოლის, ე----------------------იანის კუთვნილ „სამსუნგის “ ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 120 ლარად, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და მიიმალა.
მ--------------–---–ის ქმედების შედეგად ე----------------------იანს მიადგა 120 ლარის მატერიალური ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მ--------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 185-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: დაზარალებულ ე----------------------იანის, მოწმეების თ-----------------ის და თ--------–----–---–ის გამოკითხვის ოქმები, მ--------------–---–ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ამოღების ოქმი და ამოღებული მობილური ტელეფონი, ამოცნობის ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალები) ერთობლიობა მ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას, მტკიცებულებები გახადა უდავო, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, გასათვალისწინებელია ასევე, რომ სასამართლო ფსიქიატრიული-ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მ--------------–---–ი შეზღუდული შერაცხადია, მას ჰყავს მოხუცი მშობლები და მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც ცხოვრობენ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და ხშირად უწევს შვილთან და მშობლებთან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამგზავრება, დაზარალებულისათვის ზიანი ანაზღაურებული აქვს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 185-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, მ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მ--------------–---–ს, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 26 მარტიდან 2019 წლის 26 ივნისის ჩათვლით - დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდეს მ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან.
ნივთიერი მტკიცებულები:
ამოღებული ქურთუკი და მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი