განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119003131644
N1/140-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
26.08.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - გვანცა სოლოღაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ -ბე-- გე-–-–--ლის
ადვოკატ - მა-- უტ--–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ბე-- გე-–-–--ლი ;
მამის სახელი: ვლ---------;
დაბადებული: 13.09.1----–-
პირადი ნომერი: 4----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: უმაღლესი;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;
რეგისტრირებული: ყვარლის რაიონის სოფელი შ----;
ფაქტობრივად მცხოვრები:ყვარლის რაიონის სოფელი შ----;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).
ბე-- გე-–-–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა:
1). ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი(პირველი ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ შ--–---–- ბე-- გე-–-–--ლმა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, ლითონის ჭიქა ესროლა მეუღლეს იზ- კუ----–--ლს, რომელსაც ფეხის არეში მიაყენა დაზიანება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2) ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (მეორე ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში:
ყვარლის რაიონის სოფელ შ--–---–- მცხოვრები ბე-- გე-–-–--ლი 2019 წლის იანვრის თვიდან, მეუღლის - იზ- კუ----–--ლის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ სისტემატიურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა მას მშობლების მისამართით, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას და რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.
3). ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (მესამე ეპიზოდი).
ყვარლის რაიონის სოფელ შ--–---–- მცხოვრები ბე-- გე-–-–--ლი 2018 წლის
აგვისტოს თვიდან, სიდედრის - თა---–- კუ----–--ლის მიმართ სისტემატიურად
ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ სისტემატიურად აყენებდა მას
სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და ამცირებდა, რითაც ლახავდა მის პატივს და
ღირსებას და რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.
ბე-- გე-–-–--ლი 2019 წლის 30 ივნისს 15:45 საათზე დააკავეს და 2019 წლის 02 ივლისს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 03 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ შ--–---–-
ბე-- გე-–-–--ლმა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო,ლითონის ჭიქა ესროლა მეუღლეს იზ- კუ----–--ლს, რომელსაც ფეხის არეში მიაყენა
დაზიანება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ყვარლის რაიონის სოფელ შ--–---–- მცხოვრები ბე-- გე-–-–--ლი 2019 წლის იანვრის თვიდან, მეუღლის - იზ- კუ----–--ლის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ სისტემატიურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა მას მშობლების მისამართით, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას და რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.
3. ყვარლის რაიონის სოფელ შ--–---–- მცხოვრები ბე-- გე-–-–--ლი 2018 წლის
აგვისტოს თვიდან, სიდედრის - თა---–- კუ----–--ლის მიმართ სისტემატიურად
ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ სისტემატიურად აყენებდა მას
სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და ამცირებდა, რითაც ლახავდა მის პატივს და
ღირსებას და რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
1. მოწმე მანანა სეფაშვილის ჩვენებით დადასტურდა შემდეგი: იგი არის ბრალდებულის დედა. ცხოვრობს შვილთან და ქმართან ერთად ყვარლის რაიონის სოფელ შ--–---–-. მათთან ერთად ცხოვრობდა მათი რძალი იზ- კუ----–--ლი და შვილიშვილი ლუ-- გე-–-–--ლი. 2019 წლის 30 ივნისს გაიგონა მისი შვილის და რძლის ოთახიდან მათი კამათი შესახებ და ეცადა დაეწყნერებინა ორივე. მაგრამ მისი შვილი და რძალი იყვნენ ძალიან აღელვებულები. ბრალდებული იყო ნასვამი და ამტვრევდა სხვადასხვა ნივთებს. იზ- კუ----–--ლი სიტყვებით აღიზიანებდა ბრალდებულს, შემდეგ კი გამოერიდა და გავიდა ბავშვთან ერთად სხვა ოთახში. შემდეგ ბრალდებულმა დიძინა. სხვა დროს ასეთი ჩხუბი მათ არ ჰქონიათ. ბე-- არის მისი შვილი და ახასიათებს, როგორც ძალიან გაწონასწორებულ ადამიანს. არის კეთილი, მორწმუნე ადამიანი. ამჟამად რძალი იზ- კუ----–--ლი და შვილიშვილი ლუ-- გე-–-–--ლი მათთან აღარ ცხოვრობენ. მისი რძალი და ბრალდებული დასცილდნენ ერთმანეთს.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, - ვა-–------ გე-–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულ იზ- კუ----–--ლის და თა---–- კუ----–--ლის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულ იზ- კუ----–--ლის და თა---–- კუ----–--ლის გამოკითხვის ოქმები, ლითონის ჭიქის ამოღების ოქმი, ამოღებული ლითონის ჭიქა და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობა, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ბე-- გე-–-–--ლმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს იზ- კუ----–--ლს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სიდედრს თა---–- კუ----–--ლს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
სისტემატური შეურაცხყოფად შეიძლება ჩაითავალოს უცენზურო სიტყვებით მიმართვა, გინება, რამაც სულიერი ტანჯვა უნდა გამოიწვიოს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბე-- გე-–-–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა გამოკვლევის, შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბე-- გე-–-–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება, ხასიათდება დადებითად. ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ბე-- გე-–-–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბე-- გე-–-–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ბე-- გე-–-–--ლს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 7000 (შვიდი ათასი) ლარი. ამავე განჩინებით, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, უზრუნველყოფილი იქნა უძრავი ქონებით და იგი განთავისუფლდა პატიმრობიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბე-- გე-–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 ( ერთი) წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100(ასი) საათი (პირველი ეპიზოდი).
2. ბე-- გე-–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელ, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 ( ერთი) წელი(მეორე ეპიზოდი).
3. ბე-- გე-–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 ( ერთი) წელი(მესამე ეპიზოდი).
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ ბე-- გე-–-–--ლს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახით და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი. ბე-- გე-–-–--ლს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100(ასი) საათი.
5. ბე-- გე-–-–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს. ბე-- გე-–-–--ლს სასაჯელის მოხდაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის ვადა 2019 წლის 30 ივნისის 15:45 საათიდან 2019 წლის 02 ივლისის ჩათვლით.
6. გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის N10ა/19-19 განჩინებით დადებული ყადაღა. ყადაღა მოეხსნას თე--------- მი-----–--ლის( პ/ნ 45---------- და ლე--–- ოთ----ძის ( პ/ნ 4----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფელ შ--–---–-, საკადასტრო კოდი №5----------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 3393,00 კვ. მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 57.07.02.0--, საბაზრო ღირებულება შეადგენს 7000 ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 7000 (ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
8. ნივთიერი მტკიცებულება:
8.1. სკამი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
8.2. კაბა, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
9. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე